საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2622-X
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 17/08/1984
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1984
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
2622-X
17/08/1984
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1984
000000000.00.00.000000
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10; 1970 წ., № 5, მუხ. 74; 1973 წ., №5, მუხ. 72; 1974 წ., №9, მუხ. 171; 1980 წ., №7, მუხ. 217; 1982 წ., №12, მუხ. 371) შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 2231 მუხლი:

მუხლი 2231. ფიქტიური ქორწინება ან ფიქტიური განქორწინება

ფიქტიური ქორწინება ან ფიქტიური განქორწინება ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე“.

2. 235-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 235. აზარტული თამაში

აზარტული თამაში ფულზე, ნივთებზე ან სხვა მატერიალურ ფასეულობაზე -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ან, გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან იმ პირის მიერ, რომელიც თავს არიდებს საზოგადოებრივ-სასარგებლო შრომას, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

ბუნაგის მოწყობა აზარტული თამაშისათვის –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ქონების კონსფისკაციით ან უამისოდ, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ“.

3. 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე პუნქტში სიტყვები „150-ე, 151-ე და 153-ე მუხლების მეორე ნაწილები“ შეიცვალოს სიტყვებით „150-ე და 151-ე მუხლების მეორე და მესამე ნაწილები, 153-ე მუხლის მეორე ნაწილი“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი. 1984 წლის 17 აგვისტო.

№ 2622 – X