საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 11/11/1981
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 30/11/1981
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
0
11/11/1981
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 30/11/1981
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

 

საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცების, მოსახლეობის მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისათვის მოქალაქეებისაგან უკანონო გასამრჯელოს მიღებისა და ვაჭრობის წესების უხეში დარღვევის ფაქტებთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსებში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 95-ე მუხლს:

ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ნაწილი:

„იგივე ქმედობა, რასაც მოჰყვა რკინიგზით და სხვა ტრანსპორტით გადაზიდვისას, აგრეთვე მუდმივი და დროებითი შენახვის ადგილებში ავტომობილების, ტრაქტორების, სასოფლო-სამეურნეო და სხვა ტექნიკის განკომპლექტება, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ასიდან სამას მანეთამდე“;

ბ) ამასთან დაკავშირებით ამ მუხლის მეორე ნაწილი ჩაითვალოს მესამე ნაწილად და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:

„ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც წინათ გასამართლებული იყო წვრილმანი გატაცებისათვის, ან რომელმაც წინათ ჩაიდინა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების გატაცება, გათვალისწინებული ამ კოდექსის 78-ე, 91-94-ე, 96-ე, 961,  150-153-ე, 240-ე, 2521 მუხლებით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით სამასიდან ხუთას მანეთამდე“.

2. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1692 და 1693 მუხლები:

„მუხლი 1692. მოსახლეობის მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულებისათვის მოქალაქეებისაგან უკანონო გასამრჯელოს მიღება

საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის იმ მუშაკის მიერ, რომელიც არ არის თანამდებობის პირი, მოქალაქისაგან გამოძალვის გზით უკანონო გასამრჯელოს მიღება სამუშაოს შესრულებისათვის ან ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების, საყოფაცხოვრებო, კომუნალური, სამედიცინო, სატრანსპორტო ან მოსახლეობის მომსახურების სხვა სფეროში გაწეული მომსახურებისათვის, რომელიც ასეთი მუშაკის სამსახურებრივ მოვალეობას განეკუთვნება, -

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე.
იგივე ქმედობა, ჩადენილი არაერთგზის ან დიდი ოდენობით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე.

მუხლი 1693. ვაჭრობის წესების დარღვევა

სავაჭრო საწარმოების (ორგანიზაციების) ან საზოგადოებრივი კვების საწარმოების (ორგანიზაციების) საწყობებიდან, ბაზებიდან, დამხმარე ნაგებობებიდან საქონლის გაყიდვა ან მყიდველისათვის საქონლის დამალვა, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი დაინტერესებით, -

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე სავაჭრო საწარმოებში (ორგანიზაციებში) და საზოგადოებრივი კვების საწარმოებში (ორგანიზაციებში) გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ, ანდა ჯარიმით ას მანეთამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე“.

3. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 402-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „95-ე მუხლის მეორე ნაწილით“ შეიცვალოს სიტყვებით „95-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1981 წლის 11 ნოემბერი.