დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 29/08/1966 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1966 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:
1. მე-12, 25-ე, 44-ე, და 54-ე მუხლებს სიტყვების „228-ე მუხლის მეორე ნაწილი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და მესამე ნაწილი“.
2. 39-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12) დანაშაულის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც მთვრალი იყო.
სასამართლოს უფლება აქვს, იმის მიხედვით, თუ რა ხასიათისაა დანაშაული, არ ცნოს ეს გარემოება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად“.
3. 209-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 209. მუქარა ან ძალადობა თანამდებობის პირის ან იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც საზოგადოებრივ მოვალეობას ასრულებს
თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი მუშაკის მიმართ მოკვლის, სხეულის მძიმე დაზიანებისა ან ქონების საყოველთაოდ საშიში საშუალებით განადგურების მუქარა, გამოყენებული მათი სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი საქმიანობის შეწყვეტის ან მისი შეცვლის მიზნით, დამმუქრებელის ინტერესების სასარგებლოდ, აგრეთვე ასეთივე მუქარა მოქალაქის მიმართ, რაც დაკავშირებულია მის მიერ დანაშაულის ან ანტისაზოგადოებრივი მოქმედების აცილებასა და აღკვეთაში მონაწილეობასთან, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.
სხეულის მსუბუქი დაზიანება, ცემა ან სხვა ძალადობა თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი მუშაკის მიმართ მის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის აღსრულებასთან დაკავშირებით, ასევე მოქალაქის მიმართ, რაც დაკავშირებულია მის მიერ დანაშაულის ან ანტისაზოგადოებრივი მოქმედების აცილებასა და აღკვეთაში მონაწილეობასთან, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“.
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2161 და 2191 მუხლები:
„მუხლი 2161. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სსრ კავშირის ტერიტორიაზე მიმოსვლის წესების დარღვევა
უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ სსრ კავშირის ტერიტორიაზე მიმოსვლის წესების ბოროტი დარღვევა, ესე იგი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის, საცხოვრებელი ადგილიდან დროებით წასვლის წესების თვითნებური დარღვევა ან სპეციალური ნებართვის გარეშე იმ პუნქტების მონახულება, რომლებიც არ არის მითითებული სსრ კავშირში შემოსასვლელ ვიზებში, სამგზავრო საბუთებში აღნიშნულ მარშრუტიდან გადახვევა, თუ ამ პირს აღნიშნული წესების დარღვევისათვის უკვე ორჯერ გადახდა ადმინისტრაციული სახდელი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან ამავე ვადის გამასწორებელი სამუშაოებით, ან ჯარიმით ორმოცდაათ მანეთამდე“.
„მუხლი 2191. ადმინისტრაციული ზედამხედველობის წესების ბოროტი დარღვევა
ზედამხედველობისათვის თავის არიდების მიზნით თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან გათავისუფლებულ პირებზე მილიციის ორგანოების ადმინისტრაციული ზედამხედველობის დებულებით გათვალისწინებული წესების ბოროტი დარღვევა, თუ იგი ჩადენილია იმ პირის მიერ, რომლის მიმართ ასეთი დარღვევისათვის წლის განმავლობაში ორჯერ იყო გამოყენებული ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე“.
5. 228-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 228. ხულიგნობა
ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამომხატველი განზრახი მოქმედება, ასევე იმ პირის მიერ ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობა, რომლის წინააღმდეგ წლის განმავლობაში გამოიყენეს ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიება წვრილმანი ხულიგნობისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით ან ამავე ვადით გამასწორებელი სამუშაოებით, ან ჯარიმით ოცდაათიდან ორმოცდაათ მანეთამდე.
ბოროტი ხულიგნობა, ესე იგი, იგივე მოქმედება, რომელიც თავისი შინაარსით გამოირჩევა უაღრესად დიდი ცინიზმით ან განსაკუთრებული თავხედობით, ან დაკავშირებულია წინააღმდეგობის გაწევასთან ხელისუფლების წარმომადგენლისათვის ან საზოგადოებრიობის წარმომადგენლისათვის, რომელიც ასრულებს მოვალეობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დარგში, ან ხულიგნური მოქმედების აღმკვეთი სხვა მოქალაქეობისათვის, ასევე ისეთი პირის მიერ ჩადენილი ბოროტი ხულიგნობა, რომელიც წინათ ნასამართლევი იყო ხულიგნობისათვის, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთი წლიდან ხუთ წლამდე.
ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, თუ იგი ჩადენილია ისე, რომ იხმარეს ან სცადეს ეხმარათ ცეცხლსასროლი იარაღი, დანა, კასტეტი ან სხვა ცივი იარაღი, ასევე სხეულის დასაზიანებლად სპეციალურად მომარჯვებული სხვა საგანი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან შვიდ წლამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1966 წლის 29 აგვისტო.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები