ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა უხარისხო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა უხარისხო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 27/01/1975
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 31/01/1975
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
27/01/1975
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 3, 31/01/1975
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა უხარისხო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

უხარისხო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

 

უხარისხო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. დაემატოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს 1611 მუხლი შემდეგი შინაარსისა:

„მუხლი 1611. უხარისხო მშენებლობა

სამშენებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, სამუშაოთა მწარმოებლების, ტექნიკური და საავტორო ზედამხედველობის განმახორციელებელ თანამდებობის პირთა მიერ უხარისხოდ, ან ხელშეკრულებისა და პროექტის პირობების შეუსაბამოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების, სამრეწველო, სატრანსპორტო, სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკული და სხვა ნაგებობების საექსპლუატაციოდ ჩაბარება, 

ისჯება თავისუფლების  აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით, გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ“.

2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეების გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის ორგანოს გამომძიებლები.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მესამე ნაწილს ციფრის „160“ შემდეგ დაემატოს ციფრი „1611“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე      გ. ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი               ზ. კვაჭაძე

თბილისი, 1975 წლის 27 იანვარი.