საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება ნასვამ მდგომარეობაში ტრანსპორტის მართვისათვის და მოძრაობის უსაშიშრობის ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების სხვა დარღვევისათვის ავტო-მოტოტრანსპორტის და ქალაქის ელექტროტრანსპორტის მძღოლთა პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება ნასვამ მდგომარეობაში ტრანსპორტის მართვისათვის და მოძრაობის უსაშიშრობის ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების სხვა დარღვევისათვის ავტო-მოტოტრანსპორტის და ქალაქის ელექტროტრანსპორტის მძღოლთა პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 25/11/1964
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 34, 10/12/1964
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
0
25/11/1964
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 34, 10/12/1964
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება ნასვამ მდგომარეობაში ტრანსპორტის მართვისათვის და მოძრაობის უსაშიშრობის ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების სხვა დარღვევისათვის ავტო-მოტოტრანსპორტის და ქალაქის ელექტროტრანსპორტის მძღოლთა პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის

ბრძანებულება

ნასვამ მდგომარეობაში ტრანსპორტის მართვისათვის და მოძრაობის უსაშიშრობის ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების სხვა დარღვევისათვის ავტო-მოტოტრანსპორტის და ქალაქის ელექტროტრანსპორტის მძღოლთა პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

ავტომოტოტრანსპორტის და ქალაქის ელექტროტრანსპორტის ავარიების წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომი გაძლიერებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციაში წესრიგის დამყარების მიზნით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. დაწესდეს, რომ ავტომოტოტრანსპორტის მძღოლს, თუნდაც არ იყოს ტრანსპორტის მუშაკი, აგრეთვე ქალაქის ელექტროტრანსპორტის მძღოლს ნასვამ მდგომარეობაში ტრანსპორტის მართვისათვის, მიუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობით მიიღო მან ალკოჰოლი, ჩამოერთმევა ტრანსპორტის მართვის უფლება ვადით ერთიდან ორ წლამდე.

თუ სამი წლის მანძილზე განმეორდება ტრანსპორტის მართვა ნასვამ მდგომარეობაში, დამნაშავე პირს ჩამოერთმევა ტრანსპორტის მართვის უფლება ვადით ორიდან სამ წლამდე.

ავტომოტოტრანსპორტის და ქალაქის ელექტროტრანსპორტის მძღოლის მიერ მოძრაობის უსაშიშრობის სხვა წესების დარღვევა, აგრეთვე ავტომანქანის გამოყენება ანგარიშებით, გამოიწვევს ან სახის ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევას ვადით ექვს თვემდე.

ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მძღოლს ტრანსპორტის მართვის უფლებას ჩამოართმევენ მილიციის ორგანოები.

2. თუ პირად საკუთრებაში მყოფ ავტომოტოტრანსპორტის (გარდა მოტოეტლისა) მფლობელს, ჩამორთმეული აქვს ამ ტრანსპორტის მართვის უფლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იყენებს მას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სამი წლის მანძილზე განმეორდა ტრანსპორტის მართვა ნასვამ მდგომარეობაში, გარდა ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ზომისა, ავტომოტოტრანსპორტი შეიძლება ჩამოერთვას მფლობელს სასამართლოს დადგენილებით და რეალიზებულ იქნეს დადგენილი წესით, ამასთან მიღებული თანხა, აღნიშნული ტრანსპორტის რეალიზაციის ხარჯების გამოკლებით, უნდა დაუბრუნდეს მფლობელს.

ეს ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ავტომოტოტრანსპორტის იმ მფლობელის მიმართაც, ვისაც უფლება არა აქვს მართოს ეს ტრანსპორტი, მაგრამ მაინც იყენებს მას მიუხედავად მილიციის ორგანოებისაგან მიღებული წერილობითი გაფრთხილებისა ან სხვა ადმინისტრაციული ზომისა, აგრეთვე იმის მიმართაც, ვინც თავის კუთვნილ ავტომოტოტრანსპორტს გამოსაყენებლად გადასცემს იმ პირს, რომელსაც არა აქვს ამ ტრანსპორტის მართვის უფლება.

3. ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ავტომოტოტრანსპორტის ჩამორთმევის შესახებ მასალას გააფორმებენ მილიციის ორგანოები და გადასცემენ რაიონის (ქალაქის) სახალხო სასამართლოს.

4. შეტანილ იქნეს დამატებანი საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 174-ემუხლში და 241-ე მუხლის პირველ ნაწილში და ეს მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 174. უკანონოდ მგზავრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა

მგზავრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა მოქალაქეთა კუთვნილი ავტომანქანებით, ჩადენილი ანგარებით ერთი წლის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დამნაშავეს ასეთივე მოქმედებისათვის ადმინისტრაციული სასჯელი დაედო, –

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე ავტოტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ავტომანქანის კონფისკაციით ან უამისოდ ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე ავტოტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით სამიდან ხუთ წლამდე“.

241-მუხლის პირველი ნაწილი:

„ქალაქის ელექტროტრანსპორტის ან ავტომოტოტრანსპორტის მუშაკის მიერ, აგრეთვე იმ პირის მიერ, რომელიც არ არის ავტომოტოტრანსპორტის მუშაკი, ტრანსპორტის მოძრაობის უსაშიშრობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, თუ ეს დარღვევა დამნაშავისათვის წინასწარ შეცნობით ქმნიდა ადამიანთა უბედური შემთხვევის დადგომის სერიოზულ საფრთხეს და თუ ეს ჩადენილია ერთი წლის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც დამნაშავეს ასეთივე ქმედობისათვის ადმინისტრაციული სასჯელი დაედო,

ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე ან ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ორ წლამდე“.

5. ამ ბრძანებულების მიღებასთან დაკავშირებით ჩაითვალოს ძალადაკარგულად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1958 წლის 18 მარტის ბრძანებულება „მოძრაობის წესების ავტომანქანების ექსპლოატაციის წესების დარღვევისათვის მსუბუქი ავტომანქანების მფლობელთა და ამ მანქანების მძღოლთა პასუხისმგებლობის შესახებ“ და 1961 წლის 28 დეკემბრის ბრძანებულება „არაფხიზელ მდგომარეობაში ტრანსპორტის მართვისათვის ავტომოტოტრანსპორტის და ქალაქის ელექტროტრანსპორტის მძღოლთა პასუხისმგებლობის შესახებ“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.

თბილისი. 1964 წლის 25 ნოემბერი.