ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 29/04/1970
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1970
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
29/04/1970
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1970
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

 

„სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძვლებში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ სსრ კავშირის 1969 წლის 11 ივლისის კანონის შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი დამატებანი და ცვლილებანი:

1. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. თავისუფლების აღკვეთა

თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება ვადით არანაკლებ სამი თვისა და არაუმეტეს ათი წლისა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამო და განსაკუთრებით საშიში რეციდივისტებისათვის, იმ შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია სსრ კავშირის კანონმდებლობით და ამ კოდექსით – არაუმეტეს თხუთმეტი წლისა.

თუ სასჯელი ენიშნება იმ პირს, რომელსაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი, თავისუფლების აღკვეთის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ათ წელს.

სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდა წარმოებს საერთო, გაძლიერებული, მკაცრი და განსაკუთრებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიებში ან საპყრობილეში, აგრეთვე საერთო და გაძლიერებული რეჟიმის შრომა-აღმზრდელობით კოლონიებში.

შრომა-გასწორების კოლონიებში სასჯელის მოხდა დაენიშნებათ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთ 

მამაკაცებს, რომლებიც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულები არიან პირველად, არამძიმე დანაშაულისათვის,  საერთო რეჟიმის კოლონიებში; რომლებიც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული არიან პირველად, მძიმე დანაშაულისათვის, იმ შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 251 მუხლით (გარდა განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისა) გაძლიერებული რეჟიმის კოლონიებში; რომლებიც მსჯავრდებული არიან განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-ე–74-ე მუხლები) ან თუ წინათ მოხდილი ჰქონდათ სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით მკაცრი რეჟიმის კოლონიებში; რომლებიც აღიარებული არიან განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებად განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიებში;

ქალებს, რომლებიც განსკუთრებით საშიშ რეციდივისტებად არიან აღიარებული, აგრეთვე მსჯავრდებული არიან განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-ე–74-ე  მუხლები) მკაცრი რეჟიმის კოლონიებში; თავისუფლების აღკვეთით სხვა მსჯავრდებულ ქალებს საერთო რეჟიმის კოლონიებში;

სასჯელის მოხდა შრომა-აღმზრდელობით კოლონიებში დაენიშნებათ:

მამრობითი სქესის არასრულწლოვანთ, რომლებიც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული არიან პირველად, არამძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე მდედრობითი სქესის არასრულწლოვანთ - საერთო რეჟიმის კოლონიაში;

მამრობითი სქესის არასრულწლოვანთ, რომლებსაც წინათ მოხდილი ჰქონდათ სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, აგრეთვე მათ, რომლებიც მსჯავრდებული არიან თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ ხუთი წლისა, შემდეგ მძიმე დანაშაულთა გამო: ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78-ე), ისეთი მოქმედების განზრახ ჩადენისათვის, რასაც მოჰყვა მატარებლის მარცხი (მუხლი 87-ე), ძარცვის გზით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (92-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები და 151-ე მუხლის მეორე ნაწილი), ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით (მუხლი 96-ე და 152-ე), სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ განადგურებისა ან დაზიანებისათვის, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი (მე-100 და 157-ე მუხლების მეორე ნაწილები), განზრახ მკვლელობისათვის (მუხლები 104-ე და 105-ე), სხეულის განზრახი მძიმე დაზიანებისათვის (მუხლი 110-ე), გაუპატიურებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (117-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის (მუხლი 2091), ბოროტი ან განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), ყაჩაღური თავდასხმით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის (240-ე მუხლის მესამე ნაწილი) გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში.

სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებულს, რომელიც ცნობილი არ არის განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად, მისი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, აგრეთვე საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაუნიშნოს ნებისმიერი სახეობის რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში, გარდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიისა, ხოლო მამრობითი სქესის არასრულწლოვან მსჯავრდებულთ საერთო რეჟიმის შრომა-აღმზრდელობით კოლონიებში, ნაცვლად გაძლიერებული რეჟიმის კოლონიებისა. მიღებული გადაწყვეტილების მოტივები უნდა აღინიშნოს განაჩენში.

თავისუფლების აღკვეთა სასჯელის მთელი ვადის ან მისი ნაწილის განმავლობაში საპყრობილეში მოთავსებით შეიძლება დაენიშნოს განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტებს, აგრეთვე პირთ, რომლებიც მსჯავრდებული არიან მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ ხუთი წლისა იმ შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 251   მუხლით.

მსჯავრდებულისათვის დანიშნულ შრომა-გასწორების დაწესებულების სახეობის შეცვლას აწარმოებს სასამართლო სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

2. დაემატოს კოდექსს 251. მუხლი შემდეგი შინაარსისა:

„მუხლი 251. მძიმე დანაშაული

მძიმე დანაშაულად ჩაითვლება: განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაული (მუხლები 65-ე - 74), ბანდიტიზმი (მუხლი 78-ე), მოქმედება, რასაც დეზორგანიზაცია შეაქვს შრომა-გასწორების დაწესებულებათა მუშაობაში (მუხლი 781), მასობრივი არეულობა (მუხლი მე-80), მიმოსვლის გზებისა და სატრანსპორტო საშუალებათა დაზიანება (მუხლი 87-ე), ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადება ან გასაღება (მუხლი 88-ე), სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა (მუხლი 89-ე), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების დიდი და განსაკუთებით დიდი რაოდენობით გატაცება (91-ე,92-ე, 93-ე, 94-ე მუხლების მესამე ნაწილები, მუხლი 961), გაძარცვა დამამძიმებელ გარემოებებში (92-ე და 151-ე მუხლების მეორე ნაწილები), ყაჩაღობა (მუხლები 96-ე და 152-ე), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება დამამძიმებელ გარემოებებში (მე-100 და 157-ე მუხლების მეორე ნაწილები), განზრახი მკვლელობა (მუხლები 104-ე და 105-ე), სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება (მუხლი 110-ე), გაუპატიურება (მუხლი 117-ე), სპეკულაცია დამამძიმებელ გარემოებებში, (165-ე მუხლის მეორე ნაწილი), ხელისუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება დამამძიმებელ გარემოებებში (187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), ქრთამის აღება, მექრთამეობაში შუამავლობა, ქრთამის მიცემა (მუხლები 189-ე, 1891 და 190-ე), უდანაშაულო პირის შეგნებულად მიცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებებში (192-ე მუხლის მეორე ნაწილი), წინასწარ შეცნობით უკანონო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების ან დადგენილების გამოტანა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა (193-ე მუხლის მეორე ნაწილი), ჩვენების მიცემის იძულება დამამძიმებელ გარემოებებში (195-ე მუხლის მეორე ნაწილი), პატიმრობიდან ან თავისუფლების აღკვეთს მოხდის ადგილიდან გაქცევა დამამძიმებელ გარემოებებში (203-ე მუხლის მეორე ნაწილი), საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფა (მუხლი 2091), ბოროტი ან განსკუთრებით ბოროტი ხულიგნობა (228-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), ნარკოტიკების მოხმარების ბუნაგის ან გარყვნილობის ბუდის მოწყობა (230-ე მუხლის პირველი ნაწილი), ყაჩაღური თავდასხმით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება (240-ე მუხლის მესამე ნაწილი), ნარკოტიკული ნივთიერების დამზადება ან გასაღება (251-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები), ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა გატაცება (მუხლი 2521), ხაშხაშის ან ინდური, სამხრეთ მანჯურიის და სამხრეთ ჩუიის კანაფის დათესვა (მუხლი 253-ე), ურჩობა, დამამძიმებელ გარემოებებში (256-ე მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები), უფროსისათვის წინააღმდეგობის გაწევა ან მისი იძულება დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა (მუხლი 258-ე), უფროსის მიმართ ძალმომრეობითი მოქმედება (მუხლი 260-ე), დეზერტირობა (მუხლი 265-ე), სამხედრო ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება დამამძიმებელ გარემოებებში (269-ე მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები), საბრძოლო მორიგეობის შესრულების წესების დარღვევა (275-ე მუხლის „ა“ , „გ“ და „დ“ პუნქტები)“.

3. 28-ე მუხლის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელ სამუშაოთა მოხდის წესს ადგენს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა.

შრომისუუნარო პირებს გამასწორებელი სამუშაოები არ დაენიშნებათ. თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელი სამუშაოების ნაცვლად სასამართლო მათ დაუნიშნავს ჯარიმას ან საზოგადოებრივ გაკიცხვას.

თუ მსჯავრდებული კეთილსინდისიერად მუშაობდა და სანიმუშოდ იქცეოდა თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელი სამუშაოების მოხდის პერიოდში, სასამართლოს შეუძლია, სასჯელის მოხდის შემდეგ, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან მშრომელთა კოლექტივის შუამდგომლობით, გამასწორებელი სამუშაოების მოხდილი დრო ჩაუთვალოს შრომის საერთო სტაჟში.

თუ პირი, რომელსაც მიესაჯა გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად, ბოროტად არიდებს თავს სასჯელის მოხდას, სასამართლოს შეუძლია გამასწორებელი სამუშაოების მოუხდელი ვადა მას შეუცვალოს თავისუფლების აღკვეთის იმავე ვადით“.

4. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 44. განსაკუთრებით საშიში რეციდივისტი

განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად სასამართლოს განაჩენით შეიძლება ცნობილ იქნეს პირი

1) რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (მუხლი 65-ე-74-ე), ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78-ე), ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადების ან გასაღებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (88-ე მუხლის მეორე ნაწილი), სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (89-ე მუხლის მეორე ნაწილი), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცებისათვის (მუხლი 961), ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში (96-ე და 152-ე მუხლების მეორე ნაწილები), განზრახ მკვლელობისათვის, რომელიც გათვალისწინებულია 104-ე, 105-ე მუხლებით და 258-ე მუხლის „გ“ პუნქტით (გარდა დედის მიერ ახალშობილი ბავშვის მკვლელობისა), გაუპატიურებისათვის, რომელიც ჩადენილია ჯგუფის მიერ ან რომელსაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე ნაწილი), საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის (მუხლი 2091), და რომელმაც კვლავ ჩაიდინა რომელიმე ზემოჩამოთვლილი დანაშაული, რისთვისაც მას ესჯება თავისუფლების აღკვეთა ვადით არანაკლებ ხუთი წლისა;

2) რომელიც წინათ, ნებისმიერი თანმიმდევრობით, ორჯერ იყო მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთით განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (მუხლები 65-ე-74-ე), ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78-ე), მასობრივი არეულობისათვის (მუხლი მე-80), ყალბი ფულის ან  ფასიანი ქაღალდების დამზადებისა და გასაღებისათვის (მუხლი 88-ე), სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის (მუხლი 89-ე), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (91-92-ე, 93-ე, 94-ე მუხლების მეორე და მესამე ნაწილები და მუხლი 961), ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით (მუხლები 96-ე და 152-ე), განზრახ მკვლელობისათვის, რომელიც გათვალისწინებულია 104-ე, 105-ე მუხლებით და 258-ე მუხლის „გ“ პუნქტით (გარდა დედის მიერ თავისი ახალშობილი ბავშვის მკვლელობისა), სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის (მუხლი 110-ე), გაუპატიურებისათვის (მუხლი 117-ე), ქურდობის, გაძარცვის ან თაღლითობისათვის, რომლებიც ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში (150-ე-151-ე და 153-ე მუხლების მეორე ნაწილები), სპეკულაციისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (165-ე მუხლის მეორე ნაწილი), ქრთამის აღებისათვის (მუხლი 189-ე), საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის (მუხლი 2091 ), განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი), ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), ნარკოტიკულ ნივთიერებათა დამზადების, შეძენისა ან შენახვისთვის, აგრეთვე ასეთ ნივთიერებათა გასაღებისათვის (252-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები), და რომელმაც კვლავ ჩაიდინა რომელიმე ზემოჩამოთვლილი დანაშაული, რისთვისაც მას სასჯელად ეფარდება თავისუფლების აღკვეთა სამ წელზე მეტი ვადით;

3) რომელიც წინათ, ნებისმიერი თანმიმდევრობით, სამჯერ ან მეტჯერ იყო მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მეორე ნაწილი) ან ამ მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დანაშაულისათვის და რომელმაც კვლავ ჩაიდინა ბოროტი ხულიგნობა ან ამ მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დანაშაული, რისთვისაც მას სასჯელად ეფარება თავისუფლების აღკვეთა;

4) რომელიც იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით ამ მუხლის პირველი ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილი დანაშაულისათვის და რომელმაც კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშული, რისთვისაც მას სასჯელად ეფარდება თავისუფლების აღკვეთა ვადით არანაკლებ ხუთი წლისა.

განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში მიიღებს დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს და მის მოტივებს, დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელების ხარისხს, დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობის ხარისხსა და ხასიათს და საქმის სხვა გარემოებებს. სასამართლოს გადაწყვეტილება მოტივირებულ უნდა იქნეს განაჩენში.

განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში არ იღებენ ნასამართლობას თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრეთვე ნასამართლობას, რომელიც მოხსნილია ან გაქარწყლებულია კანონით დადგენილი წესით.

ნასამართლეობის მოხსნის შემთხვევაში უქმდება პირის განსაკუთრებით საშიში რეციდივისტად აღიარება.

სსრ კავშირის სისხლის სამართლის კანონების და ამ კოდექსის ის მუხლები, რომლებიც ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის, გამოყენებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირი კანონით დადგენილი წესით იყო ცნობილი განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ამ დანაშაულის ჩადენამდე“.

5. 46-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ თავისუფლების აღკვეთის ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო, გაითვალისწინებს რა საქმის გარემოებებს და დამნაშავის პიროვნებას, დარწმუნება, რომ მიზანშეუწონელია დამნაშავემ მოიხადოს დანიშნული სასჯელი, მას შეუძლია დაადგინოს, რომ სასჯელი პირობით არ იქნეს გამოყენებული დამნაშავის მიმართ, ამასთან განაჩენში აუცილებლად უნდა აღინიშნოს პირობითი მსჯავრის დადების მოტივები. ამ შემთხვევაში სასამართლო ადგენს, რომ განაჩენი არ მოიყვანება სისრულეში, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებული არ ჩაიდენს ახალ განზრახ დანაშაულს“.

„თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩაიდენს ახალ განზრახ დანაშაულს, რისთვისაც სასჯელად ეფარდება თავისუფლების აღკვეთა, სასამართლო მას სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესებით“.

6. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 54. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლდება და სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით

იმ პირთ, რომელთაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, გამასწორებელი სამუშაოები ან სადისციპლინო ბატალიონში გაგზავნა, გარდა ამ კოდექსის 541 მუხლში ჩამოთვლილი პირებისა, შეიძლება შეეფარდოთ სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა სანიმუშო ყოფაქცევითა და შრომისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით დაამტკიცა თავისი გამოსწორება.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებას ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას უფრო მსუბუქი სასჯელით აწარმოებს სასამართლო მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით, სასჯელის სისრულეში მომყვანი ორგანოსა და მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი წარდგინებით, ხოლო, თუ პირი სასჯელს იხდის სადისციპლინო ბატალიონში, - სადისციპლინო ბატალიონის მეთაურთა წარდგინებით.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულს ფაქტიურად მოხდილი ექნება დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ შეიძლება შეეფარდოს იმ პირთ

1) რომელნიც მსჯავრდებული არიან განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით სამ წელზე მეტი ვადით;

2) რომელთაც წინათ მოიხადეს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, რისთვისაც მათ მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა;

3) რომელთაც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის დროს ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, რისთვისაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების ან სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლისას, მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს აგრეთვე დამატებითი სასჯელისაგან, როგორიცაა გადასახლება, გასახლება, გარკვეული თანამდებობის დაკავებისა ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

გადასახლებით, გასახლებით ან გამასწორებელი სამუშაოებით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილის შეცვლისას მათი დანიშვნა ხდება ამ სახეობის სასჯელებისათვის კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში და არ უნდა აღემატებოდეს თავისუფლების აღკვეთის მოუხდელ ვადას.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის გამოყენებისას სასამართლოს შეუძლია დააკისროს   მშრომელთა გარკვეულ კოლექტივს, ამ უკანასკნელის თანხმობით, სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადის გასვლამდე მეთვალყურეობა გაუწიოს ვადამდე პირობით გათავისუფლებულს ან იმ პირს, რომელსაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეცვლილი აქვს უფრო მსუბუქი სასჯელით, და გასწიოს მასთან აღმზრდელობითი მუშაობა.

თუ სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებულმა პირმა სასჯელის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, რისთვისაც მსჯავრი ედება თავისუფლების აღკვეთით, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამასთან ერთად სასამართლოს შეუძლია ძირითად სასჯელს მიუმატოს პირველი განაჩენით დანიშნული სასჯელის დამატებითი ზომა“.

7. დაემატოს კოდექსს 541 მუხლი შემდეგი შინაარსისა:

„მუხლი 541. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების და სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის გამოუყენებლობა

სასჯელისგან ვადამდე პირობით გათავისუფლებას და სასჯელის შეცვლას უფრო მსუბუქი სასჯელით არ იყენებენ იმ პირის მიმართ

1) რომელიც ცნობილია განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად;

2) რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო თავისუფლების აღკვეთით განზრახი დანაშაულისათვის და სასჯელისაგან ვადამდე პირობით იყო გათავისუფლებული ან სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სასჯელით ჰქონდა შეცვლილი, თუ ამ პირმა სასჯელის მოუხდელი ვადის გასვლამდე კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, რომლისთვისაც იგი მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით;

3) რომელიც მსჯავრდებულია განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (მუხლები 65-ე-74-ე), ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78-ე), მოქმედებისათვის, რომელსაც დეზორგანიზაცია შეაქვს შრომა-გასწორების დაწესებულებათა მუშაობაში (მუხლი 781), ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადებისა ან გასაღებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (88-ე მუხლის მეორე ნაწილი), სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (89-ე მუხლის მეორე ნაწილი), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით (მუხლი 961), ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, დამამძიმებელ გარემოებებში (96-ე და 152-ე მუხლების მეორე ნაწილები), განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 104-ე და 258-ე მუხლის „გ“ პუნქტი), გაუპატიურებისათვის, რომელიც ჩადენილია ჯგუფის მიერ ან რომელსაც განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე ნაწილი), ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის ან მექრთამეობაში შუამავლობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (189, 1891 და 190-ე მუხლების მეორე ნაწილები), საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის, დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 2091), ნარკოტიკების მოხმარების ბუნაგის მოწყობისათვის (230-ე მუხლის პირველი ნაწილი), განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი), ყაჩაღური თავდასხმით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის (240-ე მუხლის მესამე ნაწილი), ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა დამზადებისა და ან გასაღებისათვის (252-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები) და ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა გატაცებისათვის (2521 მუხლი)“.

8. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 55. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს თვრამეტი წლის ასაკამდე

იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან თავისუფლების აღკვეთით ან გამასწორებელი სამუშაოებით თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით.

თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიმართ სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან სანიმუშო ყოფაქცევით, შრომისა და სწავლისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით დაამტკიცა თავისი გამოსწორება.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებას და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას უფრო მსუბუქი სასჯელით აწარმოებს სასამართლო მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით, სასჯელის სისრულეში მომყვანი ორგანოს და მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული არასრულწლოვანთა საქმეების კომისიის ან სამეთვალყურეო კომისიის ერთობლივი წარდგინებით.

თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ერთი მესამედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ.

სასჯელისაგან ვადამდე გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ნახევრის ფაქტიურად მოხდის შემდეგ შეიძლება შეეფარდოს იმ პირთ

1) რომელთაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა ვადით არანაკლებ ხუთი წლისა თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის;

2) რომელთაც წინათ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოიხადეს სასჯელი განზრახი დანაშაულისათვის და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ თვრამეტი წლის ასაკამდე ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, რისთვისაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა;

3) რომელთაც თვრამეტი წლის ასაკამდე თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, რისთვისაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ორი მესამედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ შეიძლება შეეფარდოს იმ პირთ

1) რომელთაც წინათ მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა განზრახი დანაშაულისათვის და სასჯელისაგან ვადამდე პირობით იყვნენ გათავისუფლებული ან სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სასჯელით ჰქონდათ შეცვლილი, თუ მათ თვრამეტი წლის ასაკის მიღწევამდე და სასჯელის მოუხდელი ვადის გასვლამდე კვლავ ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, რისთვისაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა;

2) რომლებიც მსჯავრდებული არიან თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი დანაშაულისათვის: ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78-ე), ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში (96-ე და 152-ე მუხლების მეორე ნაწილები), განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 104-ე), გაუპატიურებისათვის, რომელიც ჩადენილია ჯგუფის მიერ ან რომელსაც მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე ნაწილი), საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 2091), განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი), ნარკოტიკების მოხმარების ბუნაგის მოწყობისათვის (230-ე მუხლის პირველი ნაწილი), ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების ან ფეთქებადი ნივთიერების გატაცებისათვის ყაჩაღური თავდასხმის გზით (240-ე მუხლის მესამე ნაწილი), ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა დამზადებისა ან გასაღებისათვის (252-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები) და ნარკოტიკული და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა გატაცებისათვის (2521 მუხლი).

თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილის გამასწორებელი სამუშაოებით შეცვლისას გამასწორებელი სამუშაოები დაინიშნება ამ სახის სასჯელისათვის კანონით დაწესებული ვადის ფარგლებში და არ შეიძლება აღემატებოდეს თავისუფლების აღკვეთის მოუხდელ ვადას.

სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის გამოყენებისას სასამართლოს შეუძლია დააკისროს მშრომელთა გარკვეულ კოლექტივს ან პირს, მათი თანხმობით, სასჯელის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში მეთვალყურეობა გაუწიონ ვადამდე პირობით გათავისუფლებულ პირს ან იმ პირს, რომელსაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეცვლილი აქვს უფრო მსუბუქი სასჯელით, და გასწიონ მათთან აღმზრდელობითი მუშაობა.

თუ თვრამეტი წლის ასაკამდე სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებულმა პირმა სასჯელის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, რისთვისაც მას მსჯავრი ედება თავისუფლების აღკვეთით, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით“.

9. 57-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9) ის პირნი, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით და განსაკუთრებით საშიში რეციდივისტები, თუ ისინი სასჯელის (ძირითადისა და დამატებითის) მოხდის დღიდან რვა წლის განმავლობაში არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს, და თუ ამასთან სასამართლო დაადგენს, რომ მსჯავრდებული გამოსწორდა და საჭირო აღარ არის იგი მიჩნეულ იქნეს ნასამართლობის მქონედ“.

ამავე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ პირი სასჯელისაგან ვადამდე იყო გათავისუფლებული კანონით დადგენილი წესით, მაშინ ნასამართლობის გაქარწყლებისათვის საჭირო ვადა გამოითვლება ფაქტიურად მოხდილი სასჯელისაგან (ძირითადისა და დამატებითისაგან) გათავისუფლების მომენტიდან.

თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეცვლილია უფრო მსუბუქით, ნასამართლობის მოხსნის ვადები გამოითვლება სასჯელის მოხდილი ვადიდან, უფრო მსუბუქი სასჯელის (ძირითადი და დამატებითის) მოხდის მომენტიდან.

თუ პირი, რომელმაც მოიხადა სასჯელი, ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე კვლავ ჩაიდენს დანაშაულს, ნასამართლობის გაქარწყლებისათვის საჭირო ვადის მიმდინარეობა წყდება. პირველი დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადა ხელახლა გამოითვლება უკანასკნელი დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის (ძირითადისა და დამატებითის) ფაქტიურად მოხდის შემდეგ. ამ შემთხვევაში პირი ითვლება ნასამართლობის მქონედ ორივე დანაშაულისათვის, ვიდრე გავიდოდეს ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადა“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე    გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი          ზ. კვაჭაძე.

 

თბილისი, 1970 წლის 29 აპრილი.