საცხოვრებელი სადგომის ან სხვა ნაგებობის თვითნებურად დაკავებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ

საცხოვრებელი სადგომის ან სხვა ნაგებობის თვითნებურად დაკავებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 10/08/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 30/08/1991
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
0
10/08/1991
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 30/08/1991
000000000.00.00.000000
საცხოვრებელი სადგომის ან სხვა ნაგებობის თვითნებურად დაკავებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საცხოვრებელი სადგომის ან სხვა ნაგებობის თვითნებურად დაკავებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსს ( საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2202 მუხლი:

„მუხლი 2202. საცხოვრებელი სადგომის ან სხვა ნაგებობის თვითნებურად დაკავება

საცხოვრებელი სადგომის, სააგარაკო, ან სხვა ნაგებობის (მათ შორის მშენებარე) თვითნებურად დაკავება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე“.

2. საქართველოს სსრ 11964 წლის 26 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1964 წ., № 36, მუხ. 662) 352-ე მუხლის მე-18 პუნქტი და 353-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18) პროკურორის დადგენილება ადმინისტრაციული წესით იმ პირების გამოსახლების შესახებ, რომლებმაც თვითნებურად დაიკავეს საცხოვრებელი სადგომი, სააგარაკო ან სხვა ნაგებობა (მათ შორის მშენებარე) ან ცხოვრობენ სახლებში, რომელთაც ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება. პროკურორის დადგენილების იძულებით აღსრულება წარმოებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით და ამ კოდექსით დადგენილი წესით“.

„11) პროკურორის დადგენილებები ადმინისტრაციული წესით იმ პირების გამოსახლების შესახებ, რომლებმაც თვითნებურად დაიკავეს საცხოვრებელი სადგომი, სააგარაკო ან სხვა ნაგებობა (მათ შორის მშენებარე) ან ცხოვრობენ სახლებში, რომელთაც ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება“.

3. საქართველოს სსრ 1983 წლის 4 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის საბინაო კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1983 წ., № 6, მუხ. 199).

ა) 101-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამოსახლება ხდება სასამართლო წესით. დაიშვება გამოსახლება ადმინისტრაციული წესით პროკურორის დადგენილებით მხოლოდ იმ პირებისა, რომლებმაც თვითნებურად დაიკავეს საცხოვრებელი სადგომი, სააგარაკო ან სხვა ნაგებობა (მათ შორის მშენებარე), ან ცხოვრობენ სახლში, რომელსაც ჩამოქცევა ემუქრება“;

ბ) 110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პირები, რომლებმაც თვითნებურად დაიკავეს საცხოვრებელი სადგომი, სააგარაკო, მშენებარე ან სხვა ნაგებობა, გამოსახლებული უნდა იქნენ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად ამ კოდექსის 101-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული წესით“.

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი                 ზვიად გამსახურდია.

თბილისი,

1991 წლის 10 აგვისტო.