საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 08/07/1993
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 30/07/1993
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
08/07/1993
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 9, 30/07/1993
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი

საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) დაემატოს შემდეგი შინაარსის 651 და 811 მუხლები:

„მუხლი 651. გენოციდი

გენოციდი ე. ი. მოქმედება რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის პირთა მთლიანად ან ნაწილობრივ მოსასპობად, რაც გამოიხატა ასეთი ჯგუფების წევრთა მკვლელობით, მათი მძიმე დაშავებით, ან განზრახ ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა, რომელიც გამიზნულია მათი მთლიანად ან ნაწილობრივ გასანადგურებლად, ბავშვთა შობადობის ძალადობით შესამცირებლად ან ერთი ეთნიკური ჯგუფიდან მეორეში ბავშვების იძულებით გადაცემა, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით, ან სიკვდილით, ქონების კონფისკაციით“.

„მუხლი 811. საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში გამწვევ კომისიაში გამოცხადებისათვის თავის არიდება

საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებში გამწვევ კომისიაში გამოცხადებისათვის თავის არიდება, ჩადენილი ამგვარი ქმედობისათვის ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიებათა გამოყენების შემდეგ, 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.

2. ეს კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე                                               ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს მეთაური                                                                              

საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                                              ვახტანგ გოგუაძე

თბილისი, 1993 წლის 8 ივლისი