დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 27/11/1970 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 11, 30/11/1970 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში დამატებათა და ცვლილებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში შემდეგი დამატებანი და ცვლილებანი:
1. სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და 228-ე მუხლის მესამე ნაწილით“.
2. ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„არასრულწლოვანის გადაცემა სამეთვალყურეოდ მშრომელთა კოლექტივის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საზოგადოებრივი აღმზრდელისათვის – ამ უკანასკნელთა თანხმობით, აგრეთვე ცალკეული მოქალაქეებისათვის – მათი თხოვნით“.
აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს მე-8 პუნქტი ამავე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „აღმზრდელობით კოლონიებსა“ შეიცვალოს სიტყვებით „სპეციალური აღმზრდელობით დაწესებულებებსა“.
3. შეტანილ იქნეს ცვლილებანი სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 176. წყალსატევების გაბინძურება და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა
მდინარეების, ტბების, სხვა წყალსატევებისა და წყაროების გაბინძურება სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, კომუნალური და სხვა საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების გაუწმენდავი და არაუვნებელყოფილი ჩამდინარე წყლებით, ნაგავითა და ნარჩენებით, რამაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება ზიანი მიაყენოს სასოფლო-სამეურნეო წარმოებას და თევზის მარაგს, აგრეთვე ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოება ან ხე-ტყის დაცურება იმ წესების დარღვევით, რომლებიც დადგენილია თეზის მარაგის დასაცავად, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე.
იგივე ქმედობა თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო წარმოებას ან გამოიწვია თევზის მასობრივი განადგურება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
4. დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსის 2511 მუხლი შემდეგი შინაარსისა:
მუხლი 2511 . წყალსატევებისა და ჰაერის გაბინძურება, რამაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას
მდინარეების, ტბების, სხვა წყალსატევებისა და წყაროების გაბინძურება სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, კომუნალური და სხვა საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების გაუწმენდავი და არაუვნებელყოფილი ჩამდინარე წყლებით, ნაგავითა და ნარჩენებით, რამაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობას, აგრეთვე ჰაერის გაბინძურება ადამიანთა ჯანმრთელობისათვის მავნე სამრეწველო საწარმოთა ნარჩენებით, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე.
იგივე ქმედობა, რომელსაც მძიმე შედეგი მოჰყვა,–
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე.
5. სისხლის სამართლის კოდექსის 206-ე მუხლს სიტყვების „ყაჩაღობა (მუხლები 96-ე - 152-ე)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი მილიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფა (მუხლი 2091).“
6. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლს დაემატოს მეორე ნაწილი შემდეგი რედაქციით:
„შემთხვევის ადგილის დათვალიერება, თუ ეს გადაუდებელია, შეიძლება ჩატარებულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე. ასეთ შემთხვევაში, თუ კი არსებობს ამის საფუძველი, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება დაუყოვნებლივ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ“.
7. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2511 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმის წინასწარი გამოძიება მიეკუთვნოს პროკურატურის ორგანოების კომპენსაციას და ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლს მესამე ნაწილში ციფრის „251“ შემდეგ დაემატოს ციფრი „2511“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1970 წლის 27 ნოემბერი.
დოკუმენტის კომენტარები