ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა ვენერიული სენის გავრცელებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა ვენერიული სენის გავრცელებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 06/07/1971
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 30/07/1971
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
06/07/1971
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 30/07/1971
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა ვენერიული სენის გავრცელებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
ვენერიული სენის გავრცელებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

 

იმ პირთა პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით, რომელთაც ბრალი მიუძღვით ვენერიულ დაავადებათა გავრცელებაში, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 122. ვენერიული სენის შეყრა ან ვენერიული სენის მკურნალობისათვის ბოროტად თავის არიდება.

სხვა პირისათვის ვენერიული სენის შეყრა იმ პირის მიერ, რომელმაც იცოდა, რომ მას ეს სენი სჭირდა,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან ვენერიული სენის შეყრა ორი ან მეტი პირისათვის, ან არასრულწლოვანისათვის,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთი წლიდან ხუთ წლამდე.

ვენერიული სენის მკურნალობისათვის ბოროტად თავის არიდება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.


საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე      გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                ზ. კვაჭაძე.

 

თბილისი, 1971 წლის 6 ივლისი.