დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ზოგიერთი ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 10/01/1974 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1, 31/01/1974 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ზოგიერთი ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი
ცვლილებანი და დამატებანი:
1. 252-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 252. ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა დამზადება ან გასაღება
ნარკოტიკულ ნივთიერებათა საგანგებო ნებართვის გარეშე დამზადება, შეძენა ან შენახვა მნიშვნელოვანი ოდენობით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, ნარკოტიკულ ნივთიერებათა კონფისკაციით.
იგივე ქმედობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან იმ პირის მიერ, რომელიც ადრე მსჯავრდებული იყო ასეთივე დანაშაულისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, ქონებისა და ნარკოტიკულ ნივთიერებათა კონფისკაციით.
ნარკოტიკულ ნივთიერებათა საგანგებო ნებართვის გარეშე დამზადება, შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნით, აგრეთვე ასეთ ნივთიერებათა გასაღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ნარკოტიკულ ნივთიერებათა კონფისკაციით.
იგივე ქმედობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან იმ პირის მიერ, რომელიც ადრე მსჯავრდებული იყო ასეთივე დანაშაულისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონებისა და ნარკოტიკულ ნივთიერებათა კონფისკაციით.
ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა წარმოების, შენახვის, გაცემის, აღრიცხვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის დადგენილი წესების დარღვევა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.
ძლიერმოქმედ და შხამიან არანარკოტიკულ ნივთიერებათა საგანგებო ნებართვის გარეშე დამზადება, შეძენა, შენახვა ან გასაღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა კონფისკაციით“.
2. 81 მუხლში (სიტყვები „(252-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები)“ შეიცვალოს სიტყვებით „(252-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)“.
3. მე-12 მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „(252-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები)“ შეიცვალოს სიტყვებით “(252-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)“.
4. 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე პუნქტში სიტყვები „(252-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები)“ შეიცვალოს სიტყვებით „(252-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)“.
5. 541 მუხლის მესამე პუნქტში სიტყვები „(252-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, მუხლი 2521)“ შეიცვალოს სიტყვებით “(252-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები, მუხლი 2521 )“.
6. 55-ე მუხლის მეექვსე ნაწილის მეორე პუნქტში სიტყვები „(252-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, მუხლი 2521)“ შეიცვალოს სიტყვებით „(252-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები, მუხლი 2521)“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე .
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ . კვაჭაძე .
თბილისი, 1974 წლის 10 იანვარი .
დოკუმენტის კომენტარები