დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და სასჯელთა აღსრულების კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1078 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/11/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და სასჯელთა აღსრულების კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1 მუხ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. პიროვნების ხელშეუხებლობა
არავის არ შეიძლება შეეზღუდოს თავისუფლება, თუ არ არსებობს ამის კანონიერი
საფუძველი და წესი. დაკავებულსა და დაპატიმრებულს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაკავების ან დაპატიმრების მიზეზი და საფუძველი, დანაშაული, რომლის ჩადენაშიც ეჭვმიტანილია ან რომლის ჩადენაც ბრალად ედება.
ეჭვმიტანილის დაკავება არ შეიძლება 72 საათზე მეტი ვადით. დაპატიმრება შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს დადგენილებით (განჩინებით). სასამართლო (მოსამართლე) მოვალეა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი.
უკანონოდ დაკავებული ან დაპატიმრებულ პირს აქვს მისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურების უფლება დაუშვებელია პროცესის მონაწილეთა და სხვა პირთა მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში, აგრეთვე მათი პატივისა და ღირსების შემლახავი მეთოდების გამოყენება".
2. მე-16 მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „დაპატიმრებისა და წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების სასამართლოში გასაჩივრების დროს“ შეიცვალოს სიტყვებით „დაპატიმრების, წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელებისა და ბრალდებულის მიმართ დაპატიმრების აღკვეთის სხვა ღონისძიებით შეცვლის შესახებ შუამდგომლობის სასამართლოში განხილვის დროს“.
3. 25-ე მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13) „ახლობელი ნათესავი“ - ნიშნავს მშობელს (მშვილებელს), შვილს (ნაშვილებს), პაპას, ბებიას, შვილიშვილს, დას, ძმას, მეუღლეს (მათ შორის, განქორწინებულ მეუღლეს)";
ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:
„20) „მოსამართლის ბრძანება“ - გადაწყვეტილება, რომელიც ერთპიროვნულად გამოაქვს მოსამართლეს და რომლითაც ადგენს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენებას ან აგრძელებს პატიმრობის ვადას".
4. 42-ე მუხლში სიტყვები "სასამართლოში გაასაჩივროს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების ან წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ გამოტანილი დადგენილების კანონიერება და დასაბუთებულობა" შეიცვალოს სიტყვებით „საკასაციო სასამართლოში გაასაჩივროს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების ან წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანება“.
5. 46-ე მუხლის მე-9 ნაწილის პირველ აბზაცში სიტყვები „პროკურორთან ან სასამართლოში გაასაჩივროს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების ან წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ გამოტანილი დადგენილების კანონიერება და დასაბუთებულობა“ შეიცვალოს სიტყვებით „საკასაციო სასამართლოში გაასაჩივროს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების ან წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანება“.
6. 53-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5) თუ მან ბრძანება გასცა ბრალდებულის დაპატიმრების ან წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ, ან გამოიტანა დადგენილება დაპატიმრებაზე ან პატიმრობის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის, აგრეთვე ბრალდებულის მიმართ დაპატიმრების აღკვეთის სხვა ღონისძიებით შეცვლის ან მასზე უარის თქმის შესახებ, ანდა მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ გამოტანილი დადგენილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის განხილვაში“.
7. 56-ე მუხლის მე-5 ნაწილში, 95-ე მუხლის პირველ ნაწილში და 343-ე მუხლის მე-4 ნაწილში ციფრები "2211-2216" - შეიცვალოს ციფრებით „221¹-2214“
8. 65-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ახლობელი ნათესავი, მეურვე, მზრუნველი, თუ იგი არ თანხმდება დაკითხვაზე როგორც ბრალდების მოწმე“.
9. 81-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
10. 83-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „პროკურორი გამოიტანს დასაბუთებულ დადგენილებას“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მოსამართლე დასაბუთებულ ბრძანებას“.
11. 83-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
12. 88-ე მუხლის მე-5-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„არავის დაპატიმრება არ შეიძლება, თუ არ იქნება მოსამართლის ბრძანება ან სასამართლოს (მოსამართლის) განჩინება (დადგენილება).
სასამართლო, მოსამართლე და პროკურორი მოვალენი არიან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული პირი.
გამომძიებელი, რომელიც პირს წაუყენებს ბრალდებას და დაკითხავს როგორც ბრალდებულს, უფლებამოსილია ამ კოდექსის შესაბამისად შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს დაპატიმრებაზე ბრძანების გასაცემად. ამ შემთხვევაში ბრალდებული მიჰყავთ მოსამართლესთან, რომელსაც აგრეთვე წარედგინება სისხლის სამართლის საქმის მასალები მოსამართლეს შეუძლია სასამართლოს სხდომა ბრალდებულის დაპატიმრების ან პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ დანიშნოს დაკავებულთა მოთავსების ან წინასწარი პატიმრობის ადგილას, სადაც ეს პირი იმყოფება.
შუამდგომლობა შეიძლება წარედგინოს მოსამართლეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებანი, რომლებიც პირს ამხელენ დანაშაულის ჩადენაში და გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, მაგრამ იგი მიიმალა. ასეთ შემთხვევაში ბრალდებული დაპატიმრების შემდეგ მიჰყავთ მოსამართლესთან, რომელმაც გასცა ბრძანება ან მოსამართლესთან დაპატიმრების ადგილის მიხედვით განმარტების ჩამოსართმევად და მისი დაპატიმრების დასადასტურებლად ან პატიმრობიდან განთავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად".
ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9-10 ნაწილები:
„შუამდგომლობის შინაარსი, მისი განხილვისა და დაპატიმრებაზე ბრძანების გაცემის წესი განისაზღვრება ამ კოდექსის 88 2 მუხლით.
განსასჯელის დაპატიმრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) განჩინება (დადგენილება) შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ მისი დაკითხვის, იმ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ, რომლებიც გავლენას ახდენენ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებაზე, აგრეთვე მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ. თუ განსასჯელი მიიმალა, სასამართლოს (მოსამართლეს) გამოაქვს დასაბუთებული განჩინება (დადგენლება) განსასჯელის დაპატიმრების შესახებ მისი მონაწილეობის გარეშეც“.
13. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 882 მუხლი:
„მუხლი 882. დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობის განხილვის წესი
გამომძიებლის შუამდგომლობით მოსამართლე გასცემს ბრძანებას დაპატიმრების შესახებ.
გამომძიებლის შუამდგომლობა მოსამართლის ბრძანების მიღების შესახებ უნდა მიუთითებდეს მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებს აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების საჭიროებას, და უნდა იყოს დასაბუთებული.
შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს ზუსტი მონაცემები იმ პირის შესახებ, რომლის დასაპატიმრებლადაც გამოითხოვება ბრძანება.
შუამდგომლობა ზონარგაყრილი და დანომრილ ყველა მასალასთან ერთად იგზავნება იმ მოსამართლესთან, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც წარმოებს წინასწარი გამოძიება.
მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, პროკურორისა და გამომძიებლის მონაწილეობით. სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს ბრალდებულს და მის დამცველს.
შუამდგომლობას დაპატიმრების შესახებ მოსამართლე განიხილავს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა.
მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებები (ცნობები) ასაბუთებენ შუამდგომლობას, გამომძიებელს, რომელმაც შუამდგომლობა შეიტანა, მისცეს წინადადება წარმოადგინოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი, თუ მათი მოცულობა ამის შესაძლებლობას იძლევა (სხვა შემთხვევაში მოსამართლეს უფლება აქვს შეამოწმოს ნივთიერი მტკიცებულება მისი შენახვის ადგილზე).
მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას, აცხადებს, თუ რა შუამდგომლობა იხილება, ასახელებს პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილება. გამომძიებელი, რომელმაც შუამდგომლობა შეიტანა, ასაბუთებს ამ შუამდგომლობას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლისა და პროცესის სხვა მონაწილეთა კითხვებს.
ბრალდებულს და მის დამცველს ეძლევათ შესაძლებლობა მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.
სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გასცემს ბრძანებას ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ, ან გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენებაზე უარის შესახებ.
აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენება დაშვებულია აგრეთვე სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით), თუ ამის საჭიროება წარმოიშვა სამართალში მიცემის სტადიაზე ან სასამართლო განხილვის დროს.
აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ ბრძანებაში უნდა აღინიშნოს: შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; გამომძიებელი, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა; განკარგულება აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ, ამასთან, ზუსტად უნდა მიეთითოს, ვის მიმართ გამოიყენება ბრძანების მოქმედების ვადა; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ბრძანება; მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი ადგენს ოქმს ბრძანების შესრულების შესახებ, რომელიც დაერთვება სისხლის სამართლის საქმეს.
ბრძანების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებათა გამოვლენის შემთხვევაში მოსამართლეს უფლება აქვს გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა თოთხმეტი დღით, შუამდგომლობის განმეორებითი განხილვის გარეშე.
მოსამართლის ბრძანება დაპატიმრების შესახებ დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა შუამდგომლობის შემტანს (შესრულების შემდეგ იგი სისხლის სამართლის საქმეს უნდა დაერთოს), მეორე იგზავნება დაპატიმრებულის განთავსების ადგილას, მესამე ეგზემპლარი კი სასამართლოში რჩება".
14. 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 89 პატიმრობის ვადა
პატიმრობაში ყოფნის ვადა აითვლება ეჭვმიტანილის ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ ასეთი რამ არ ყოფილა - აღკვეთის ამ ღონისძიების შერჩევის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულების მომენტიდან.
საქმის გამოძიების დროს პატიმრობაში ყოფნის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს სამ თვეს ეჭვმიტანილის ფაქტობრივი დაკავების ან ბრალდებულის დაპატიმრების მომენტიდან. ვადის დინება წყდება იმ დღეს, როცა პროკურორი საქმეს სასამართლოში გააგზავნის. თუ დაკავებული ან დაპატიმრებული განთავისუფლდა, შემდეგ კი კვლავ დააპატიმრეს, მისი პატიმრობაში ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. საქმის განსაკუთრებული სირთულის გამო, მოსამართლემ წინასწარი გამოძიების წარმოების ადგილის მიხედვით შეიძლება გააგრძელოს ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადა ერთი თვით.
პატიმრობაში ყოფნის ვადა გამონაკლის შემთხვევაში, საქმის განსაკუთრებული სირთულის გამო მოსამართლემ შეიძლება კიდევ ოთხი თვით გააგრძელოს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
თუ საქმე დამატებითი გამოძიებისათვის პირველი ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოდან დაბრუნდა, სასამართლომდე ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადა გათვალისწინებულია და განაგრძობს ათვლას პროკურორთან საქმის მისვლის დღიდან, სასამართლომდე და სასამართლოს შემდეგ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით ეს ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს რვა თვეს. ეს წესი ვრცელდება დამატებით გამოძიებაზეც საზედამხედველო წესით ან ახლადაღმოჩენილ გარემოებათა შედეგად განაჩენის გაუქმების შემთხვევაში. წინასწარი გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის რვა თვის ვადის გასვლისას საზედამხედველო ინსტანციას გამონაკლის შემთხვევებში, საქმის განსაკუთრებული სირთულის გათვალისწინებით უფლება აქვს გააგრძელოს ეს ვადა კიდევ ერთი თვით.
ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადა განაჩენის, სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, მას შემდეგ, რაც საქმე სასამართლოს გადაეცემა, არ შეიძლება აღემატებოდეს ექვს თვეს. გამონაკლის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს წარდგინებით, ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს საკასაციო ინსტანციის სასამართლომ ცხრა თვემდე.
პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, ვადის გამოანგარიშებისას ბრალდებულისა და მისი დამცველის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის დრო არ გაითვალისწინება".
15. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 891, 892 და 893 მუხლები:
„მუხლი 891. პატიმრობაში ყოფნის ვადის გაგრძელების წესი
ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა გამომძიებელი მოვალეა გამოძიების ადგილის მიხედვით მოსამართლეს წარუდგინოს სისხლის სამართლის საქმე და დასაბუთებული შუამდგომლობა პატიმრობაში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ.
შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომლებითაც გამომძიებელია საბუთებს პატიმრობის ვადის გაგრძელების აუცილებლობას, და ვადა, რომელსაც გამომძიებელი ითხოვს მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, მისი წარდგენიდან არა უგვიანეს ხუთი დღისა, ამ კოდექსის 882 მუხლით დადგენილი წესით, დახურულ სასამართლო სხდომაზე, პროკურორისა და გამომძიებლის მონაწილეობით. სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს ბრალდებულს და მის დამცველს.
შუამდგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლეს უფლება აქვს მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: გასცეს ბრძანება პატიმრობაში ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ; გამოიტანოს დადგენილება შუამდგომლობის უარყოფის, პატიმრობის აღკვეთის უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლისა და ბრალდებულის გათავისუფლების შესახებ.
მოსამართლის ბრძანება პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ უნდა შეიცავდეს ამ კოდექსის 882 მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ მონაცემებს.
მოსამართლის დადგენილება ბრალდებულის პატიმრობიდან განთავისუფლებისა
და დაპატიმრების აღკვეთის უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. მოსამართლე იმავე დღეს ატყობინებს საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას გამოტანილი დადგენილების შესახებ, ამასთან დაუყოვნებლივ უგზავნის ამ დადგენილების პირს.
თუ განაჩენი (განჩინება, დადგენილება) საზედამხედველო წესით უქმდება, სასამართლო ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადის გაგრძელების საკითხს წყვეტს მხოლოდ პროკურორის, დაზარალებულისა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობით".
„მუხლი 892. პატიმრობიდან განთავისუფლება
წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დროს ბრალდებული თავისუფლდება პატიმრობიდან საქმის შეწყვეტის დღეს.
გამამართლებელი განაჩენის გამოტანის დროს განსასჯელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება პატიმრობიდან სასამართლოს დარბაზში.
სასამართლოს მიერ საქმის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან ისეთი სასჯელის დანიშვნის დროს, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, განსასჯელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება პატიმრობიდან სასამართლო დარბაზში, ხოლო თუ იგი სასამართლო სხდომა არ მონაწილეობდა - არა უგვიანეს იმ დღისა, როცა საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია მიიღებს ოფიციალურ ცნობას პატიმრობიდან პირის განთავისუფლების შესახებ.
სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას იმ განაჩენის, დადგენილების ან განჩინების ასლს, რომლითაც შეიცვალა ან გაუქმდა პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიება".
„მუხლი 893. ბრალდებულის მიმართ დაპატიმრების აღკვეთის სხვა ღონისძიებით შეცვლის შესახებ შუამდგომლობის განხილვის წესი
გამომძიებელს უფლება აქვს ბრალდებულის მიმართ დაპატიმრების აღკვეთის სხვა ღონისძიებით შეცვლის შესახებ შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით.
შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს იმ გარემოებებზე, რომლებითაც გამომძიებელი ასაბუთებს ბრალდებულის მიმართ დაპატიმრების აღკვეთის სხვა ღონისძიებით შეცვლის მიზანშეწონილობას. შუამდგომლობასთან ერთად მოსამართლეს წარედგინება საქმის ის მასალა, რომელიც ასაბუთებს შუამდგომლობას.
მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან არა უგვიანეს სამი დღისა ამ კოდექსის 891 მუხლით დადგენილი წესით.
შუამდგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ მოტივირებულ დადგენილებას: ბრალდებულის მიმართ დაპატიმრების აღკვეთის სხვა ღონისძიებით შეცვლისა და პატიმრობიდან მისი განთავისუფლების შესახებ;
შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; გამომძიებელი, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა; ბრალდებული, რომლის გამოც შეტანილ იქნა შუამდგომლობა; აღკვეთის ღონისძიება, რომლითაც იცვლება დაპატიმრება (შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში); დადგენილების ძალაში შესვლის დრო. დადგენილება დამოწმებული უნდა იქნეს მოსამართლის ხელმოწერითა და სასამართლოს ბეჭდით.
დადგენილება დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა შუამდგომლობის შემტანს (შესრულების შემდეგ იგი სისხლის სამართლის საქმეს უნდა დაერთოს), მეორე იგზავნება დაპატიმრებულის განთავსების ადგილას, მესამე ეგზემპლარი კი სასამართლოში რჩება".
16. 90-ე მუხლის პირველი წინადადებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მომკვლევმა პირმა“, „ეჭვმიტანილი ან“, ხოლო მე-2 წინადადებაში სიტყვა „დადგენილების“ შეიცვალოს სიტყვით „ბრძანების“.
17. 91-ე და 92-ე მუხლების პირველი ნაწილებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მომკვლევი პირი“, ხოლო მე-2 ნაწილებიდან სიტყვები „მოკვლევი პირი“, ხოლო მე-2 ნაწილებიდან - სიტყვები „მოკვლევის ორგანო“.
18. 94-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან შეცვლა შეიძლება მომკვლევი პირის, გამომძიებლის, პროკურორის დასაბუთებული დადგენილებით ან მოსამართლის ბრძანებით, ხოლო როდესაც საქმე სასამართლოს გადაეცემა - სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით“.
19. 121-ე, 122-ე და 1221 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 121. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავება
დაკავება თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთაა, რომელიც გამოიყენება, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ეჭვი მიიტანონ პირზე იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის, მიმალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან აცილების მიზნით.
მოკვლევის ორგანოს უფლება აქვს დააკავოს იმ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, რომლისთვისაც შეიძლება სასჯელად დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
ა) როცა მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენის დროს ან უშუალოდ მისი ჩადენის შემდეგ;
ბ) როცა თვითმხილველები, მათ შორის, დაზარალებულებიც, პირდაპირ მიუთითებენ ამ პირზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე;
გ) როცა ამ პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდება ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;
დ) როცა პირის მიმართ გამოტანილია დადგენილება (განჩინება) ძებნის წარმოების შესახებ.
თუ არსებობს სხვა მონაცემები, რომლებიც საფუძველს იძლევა ეჭვი მიიტანონ პირზე,
როგორც დანაშაულის ჩამდენზე, იგი შეიძლება დააკავონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს პირი გაქცევას ცდილობდა, ან არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან არ არის დადგენილი მისი ვინაობა.
დაკავებისაგან განთავისუფლებული პირის ხელმეორედ დაკავება არ შეიძლება იმავე ეჭვით. დანაშაულის ჩადენაში ეჭვის გამო დაკავებულ პირს უფლება აქვს სასამართლოში ან პროკურორთან გაასაჩივროს მომკვლევი პირის მოქმედება, მისცეს ახსნა-განმარტება და განაცხადოს შუამდგომლობა“.
მუხლი 122. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების წესი
როცა დაადგენს, რომ არსებობს ამ კოდექსში აღნიშნული დაკავების საფუძვლები, მომკვლევი მოვალეა განუმარტოს ეჭვმიტანილს, რომელი დანაშაულისთვისაა დაკავებული, და მიიყვანოს იგი შესაბამის სახელმწიფო ორგანოში.
შესაბამის სახელმწიფო ორგანოში დაკავებულის მიყვანის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შედგეს დაკავების ოქმი და აღინიშნოს: ვინ, როდის, რა გარემოებაში, კანონში აღნიშნულ რა საფუძველზე არის დაკავებული; რა დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი; რომელ საათზე მიიყვანეს მოკვლევის ორგანოში. ოქმს თავიანთი ხელმოწერებით ადასტურებენ მოკვლევის ორგანოს თანამდებობის პირები, რომელთაც დავალებული აქვთ მისი შედგენა, თანამდებობის პირი ან მოქალაქე, რომლებმაც დააკავეს ეჭვმიტანილი და დაკავებული.
დანაშაულის ჩადენის ადგილას დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების მიზანია მიიღონ შემთხვევის თვითმხილველთა და დაკავებულის განმარტებანი, გამოითხოვონ საჭირო დოკუმენტები, დაათვალიერონ საგნები, რომლებიც შეიძლება გახდეს ნივთიერი მტკიცებულებანი სისხლის სამართლის საქმეზე. შემოწმება უნდა დამთავრდეს მოკვლევის ორგანოში დაკავებულის მიყვანის მომენტიდან არა უგვიანეს სამი საათისა.
მომკვლევი შემოწმების დამთავრების შემდეგ, მაგრამ დაკავებულთა მოთავსების ადგილას პირის მიყვანიდან არა უგვიანეს სამი საათისა, მოვალეა გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, ეჭვმიტანილად პირის ცნობისა და დაკავების ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის და დაკავებულის განთავისუფლების შესახებ. დადგენილების პირი დაუყოვნებლივ ეგზავნება პროკურორს ცნობისათვის.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, პირის დაკავებისა და ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილება ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, ხელწერილის ჩამორთმევით, უნდა გამოეცხადოს ეჭვმიტანილს, რომელსაც იმავდროულად უნდა განემარტოს დუმილის უფლება (უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული), დამცველის მოწვევის უფლება და სხვა საპროცესო უფლებების უფლებათა განმარტების შესახებ ჩანაწერი კეთდება დადგენილებაში დაკავების თაობაზე, რომელსაც ადასტურებენ მოკვლევის ორგანოს თანამშრომელი და დაკავებული. გარდა ამისა, უფლებათა ნუსხა უნდა გადაეცეს ეჭვმიტანილს.
ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს ექვსი საათისა დაკავებული უნდა დაიკითხოს დამცველის მონაწილეობით.
დამცველი საქმეში მონაწილეობისათვის სავალდებულო წესით დაიშვება ეჭვმიტანილის პირველ დაკითხვამდე, პირველი დაკითხვისა და შემდგომი დაკითხვის დროს.
დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს მოკვლევის ორგანოში დაკავებულის მიყვანის მომენტიდან, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა დაკავებული უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, დაკავების მთელი ვადის განმავლობაში მომკვლევს ან გამომძიებელს, რომელმაც თავის წარმოებაში მიიღო სისხლის სამართლის საქმე, შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საგამოძიებო მოქმედება სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დადგენისა და დაზუსტებისათვის, დაკავების დასაბუთებულობის შესამოწმებლად.
დაკავებიდან 48 საათის გასვლამდე პირი მიცემული უნდა იქნეს პასუხისგებაში ბრალდებულის სახით, მას უნდა წაუყენონ ბრალდება და დაჰკითხონ, როგორც ბრალდებული, ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამის შემდეგ გამომძიებელს უფლება აქვს მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით ამ კოდექსის დადგენილი წესით აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ. ეჭვმიტანილი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს, თუ დაკავების ვადის განმავლობაში მას ბრალდება არ წარედგინება".
„მუხლი 1221. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავებისაგან განთავისუფლების წესი
დაკავებული უნდა განთავისუფლდეს, თუ:
ა) არ დადასტურდა ეჭვი დანაშაულის ჩადენაში;
ბ) არ არის დაკავებულისათვის დაპატიმრების სახით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება;
გ) გავიდა დაკავების კანონით დადგენილი ვადა;
დ) დაკავების დროს არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
მოთხოვნები.
დაკავებული თავისუფლდება იმ თანამდებობის პირის დადგენილებით, რომელმაც დაკავება შეუფარდა, ან პროკურორის დადგენილებით, თუ მან დაადგინა უკანონო დაკავების ფაქტი ან დაკავებულთა ყოფნის ადგილის უფროსის დადგენილებით, თუ დაკავების ვადა გავიდა.
დაკავებულს გათავისუფლების დროს მიეცემა ცნობა, რომელშიც აღინიშნება, ვინ, სად, როდის, რის საფუძველზე დააკავა და როდის, რის საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.
უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული შემდგომ მსჯავრდებული".
20. 123-ე და 2215-2216 მუხლები ამოღებულ იქნეს.
21. 319-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4) მითითებას დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის ზომების გაუქმების შესახებ, თუ ასეთი ზომები მიღებული იყო“.
22. 343-ე მუხლის:
ა) სათაურში სიტყვები "მოსამართლის დადგენილების“ შეიცვალოს სიტყვებით „მოსამართლის დადგენილების, ბრძანების“,
ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „მოსამართლის ბრძანება დაპატიმრების ან პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ ან დადგენილება მის გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე, აგრეთვე დადგენილება ბრალდებულის მიმართ დაპატიმრების აღკვეთის სხვა ღონისძიებით შეცვლის ან ამის თაობაზე შეტანილი შუამდგომლობის უარყოფის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ან გაპროტესტდეს მხარეების მიერ საკასაციო წესით. საჩივარი ან პროტესტი განიხილება დახურულ სასამართლო სხდომაზე;
გ) მე-3-7 ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მე-4-8 ნაწილებად.
23. 375-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: "იმ პირის მიმართ კი, რომელსაც მისჯილი აქვს პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით ან რომელიც პირობით არის განთავისუფლებული თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით, - აგრეთვე მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით";
ამოღებულ იქნეს ამავე მუხლის მე-4 ნაწილი.
24. 376-ე მუხლის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „შრომაში სავალდებულო ჩაბმით პირობით თავისუფლების აღკვეთის“, ხოლო მე-3 ნაწილიდან - სიტყვები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 251 მუხლის შესაბამისად შრომაში სავალდებულო ჩაბმით პირობით თავისუფლების აღკვეთას შეცვლის თავისუფლების აღკვეთით“.
25. 379-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მსჯავრდებულის შრომაში სავალდებულო ჩაბმით თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით გათავისუფლების“, აგრეთვე სიტყვები „შრომაში სავალდებულო ჩაბმით პირობით თავისუფლებააღკვეთილი ან შრომაში სავალდებულო ჩაბმით თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან პირობით გათავისუფლებული პირების თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად გაგზავნის“;
ამოღებულ იქნეს ამავე მუხლის მე-4 ნაწილი, ხოლო მე-5 ნაწილი ჩაითვალოს მე-4 ნაწილად.
26. 380-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები "შრომაში სავალდებულო ჩაბმით პირობით თავისუფლებააღკვეთილი ან შრომაში სავალდებულო ჩაბმით თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან პირობით გათავისუფლებული პირების თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად გაგზავნის".
II. საქართველოს სასჯელთა აღსრულების კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1971წ., №12, მუხ. 202).
1. III-ა კარი ამოღებულ იქნეს.
2. 107-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სასჯელისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლებისათვის წარდგენა“;
ბ) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს ციფრები „54“ და სიტყვები „ანდა შრომაში
სავალდებულო ჩაბმით თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან პირობით გათავისუფლება“ და „ანდა შრომაში სავალდებულო ჩაბმით თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით გათავისუფლების შესახებ“.
3. 107-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილები, ასევე 1081 მუხლი ამოღებულ იქნეს.
III. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10).
1. 193-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები ან „დადგენილების“ შეიცვალოს სიტყვებით „დადგენილების ან ბრძანების“.
2. 194-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დაპატიმრება, რომელიც მოახდინა თანამდებობის პირმა სასამართლოს განჩინების, მოსამართლის დადგენილების ან ბრძანების გარეშე“.
IV. ეს კანონის ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 12 ნოემბერი
№1078-Iს
დოკუმენტის კომენტარები