დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსისათვის 1732 მუხლის დამატების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 05/07/1971 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 7, 30/07/1971 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსისათვის 1732 მუხლის დამატების შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. დაემატოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს 1732 მუხლი შემდეგი შინაარსისა:
„1732. ანგარების მიზნით სამსახურებრივი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება
მძღოლის მიერ მისთვის სამსახურებრივად მინდობილი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება ანგარების მიზნით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირის გადაზიდვისათვის, თუ ასეთივე ქმედობისათვის ადრე დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სასჯელი, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ორას მანეთამდე ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ორ წლამდე.
იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია განმეორებით ანდა დიდი ოდენობის მატერიალური მოგების მისაღებად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ტრანსპორტის მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. დაწესდეს, რომ საქმეებზე ისეთი დანაშაულის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 1732 მუხლით, წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლები.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის მე-4 ნაწილს ციფრის 1731 შემდეგ დაემატოს ციფრი 1732.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1971 წლის 5 ივლისი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები