საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 30/09/1974
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1974
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
0
30/09/1974
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1974
000000000.00.00.000000
საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნარკომანიასთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 25 აპრილის ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1) კოდექსის 252-ე,  2521-ე, 2523-ე  და 253-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 252. ნარკოტიკულ, სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება

ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გასაღების მიზნით, აგრეთვე უკანონო გასაღება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

იგივე ქმედობა ჩადენილი განმეორებით, ან წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ან იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაული, გათვალისწინებული ამ კოდექსის 2521-ე მუხლის პირველი მეორე და მესამე ნაწილებით, 2523, 2525 და 253-ე მუხლებით, ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, აგრეთვე თუ ეს ქმედობა ეხებოდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს დიდი ოდენობით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე ქონების კონფისკაციით.

ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გასაღების მიზნით გარეშე,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

იგივე ქმედობა ჩადენილი განმეორებით ან იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაული, გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 2523-ე, 2525-ე და 253 მუხლებით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

ნარკოტიკულ ნივთიერებათა წარმოების, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის, გადაზიდვის ან გადაგზავნის დადგენილი წესების დარღვევა,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ.

ძლიერმოქმედ და შხამიან არანარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

ძლიერმოქმედ და შხამიან არანარკოტიკულ ნივთიერებათა წარმოების, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის, გადაზიდვის და გადაგზავნის დადგენილი წესების დარღვევა,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

მუხლი 2521.  ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა გატაცება

ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, ან ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან იმ პირის მიერ, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერება ებარა სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ან დასაცავად, ასევე იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაული, გათვალისწინებული ამ კოდექსის 252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 2523 და 2535-ე და 253-ე მუხლებით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ.

ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან ყაჩაღური თავდასხმით, ან დიდი ოდენობით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ქონების კონფისკაციით.

ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა გატაცება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, ან დიდი ოდენობით, ან ძალადობის გამოყენებით, ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე.“.

„მუხლი 2523. ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებაზე დაყოლიება

ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებაზე დაყოლიება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის ან არასრულწლოვანის მიმართ, ან იმ პირის მიერ, რომელიც ადრე სამართალშია ნამყოფი ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებაზე დაყოლიებისათვის, ან წინათ ჰქონდა ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაული, გათვალისწინებული ამ კოდექსის 252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 2525, 253-ე მუხლებით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე.“.

„მუხლი 253. ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემცველი ისეთი კულტურების დათესვა და მოყვანა, რომელთა მოყვანა აკრძალულია

ხაშხაშის, ინდური, სამხრეთ მანჯურიის ან სამხრეთ ჩუიის კანაფის დათესვა ან მოყვანა, ან ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემცველი სხვა ისეთი კულტურების დათესვა და მოყვანა, რომელთა მოყვანა აკრძალულია,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაული, გათვალისწინებული ამ კოდექსის 252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 2521-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 2523 და 2525 მუხლით,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე,“.

2) დაემატოს კოდექსს შინაარსის 2525 მუხლი.

„მუხლი 2525. ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოხმარების ბუნაგის მოწყობა ან შენახვა

ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოხმარების ბუნაგის მოწყობა ან შენახვა ან ამ მიზნებისათვის სადგომის მიცემა,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.“.

3) 230-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 230. გარყვნილების ბუდის შენახვა და მაჭანკლობა

გარყვნილების ბუნაგის შენახვა,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე;“.

4) 205-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „ამ კოდექსის 2422-ე მუხლით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით და 2521-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით“.

5) 206-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „ამ კოდექსის 2422-ე მუხლით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „252-ე მუხლის მეორე ნაწილით და 2521-ე მუხლის მესამე ნაწილით“.

6) ამოღებულ იქნეს 236-ე მუხლიდან სიტყვები: „ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებაზე“.

7) მე-81 მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „ნარკოტიკულ ნივთიერებათა დამზადება, შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნით, აგრეთვე ასეთ ნივთიერებათა გასაღება (252-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები); ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცება გასაღების მიზნით (2521-ე მუხლი)“ შეიცვალოს სიტყვებით:

„ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცება დამამძიმებელ გარემოებებში, აგრეთვე ასეთ ნივთიერებათა გასაღება ან გასაღების მიზნით ჩადენილი გატაცება, დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, (252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, 2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები);“.

8) ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის მეორე ნაწილიდან სიტყვები „გასაღების მიზნით ნარკოტიკულ ნივთიერებათა დამზადების, შეძენის, ან შენახვის, აგრეთვე ასეთ ნივთიერებათა გასაღებისათვის (252-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)“.

9) 44-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები: „გასაღების მიზნით ნარკოტიკულ ნივთიერებათა დამზადების, შეძენის და შენახვისათვის, აგრეთვე ასეთ ნივთიერებათა გასაღებისათვის (252-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)“ შეიცვალოს სიტყვებით „ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცების, დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისათვის გასაღების მიზნით, ამ ნივთიერებათა გასაღებისათვის, აგრეთვე ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (252-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილები, 2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები)“.

10) 541-ე მუხლის მესამე პუნქტში ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ნარკოტიკების მოხმარების ბუნაგის მოწყობისათვის (230-ე მუხლის პირველი ნაწილი)“ და სიტყვები: „გასაღების მიზნით ჩადენილი ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცების, დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის, აგრეთვე ასეთ ნივთიერებათა გასაღებისათვის (252-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები, მუხლი 2521)“ შეიცვალოს სიტყვებით: „ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცების, დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისათვის გასაღების მიზნით, ან ამ ნივთიერებათა გასაღებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში; ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (252-ე მუხლის მეორე ნაწილი და 2521 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები)“.

11) 55-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „ნარკოტიკების მოხმარების ბუნაგის მოწყობისათვის (230-ე მუხლის პირველი ნაწილი)“ და „გასაღების მიზნით ჩადენილი ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცების, დამზადების, შეძენის ან შენახვისათვის, აგრეთვე ასეთ ნივთიერებათა გასაღებისათვის (252-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები, მუხლი 2521)“.

2. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 88-ე და 376-ე მუხლებში ციფრები „252-ე III და IV ნაწილები“ შეიცვალოს ციფრებით „252-ე I და II ნაწილები“.

3. შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს სსრ კანონში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1972 წ., № 6, მუხ. 101):

1) დაემატოს კანონს შემდეგი შინაარსის 611 მუხლი:

„მუხლი 611. ნარკომანიით დაავადებულთა მკურნალობა

ნარკომანიით დაავადებული პირი ვალდებულია იმკურნალოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში.

თუ ავადმყოფი თავს არიდებს ასეთ მკურნალობას, სავალდებულოა მისი გაგზავნა იძულებით მკურნალობისათვის სამკურნალო-შრომით პროფილაქტორიუმში.

სამკურნალო-შრომით პროფილაქტორიუმში გაგზავნის წესსა და იმ ყოლის რეჟიმს განსაზღვრავს სსრ კავშირისა და საქართველოს სსრ კანონმდებლობა.“.

2) კანონის 62-ე მუხლის სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „და ნარკომანების“, ამავე მუხლის პირველი ნაწილიდან სიტყვები: „ან ნარკომანთა“ და მეორე ნაწილიდან სიტყვები: „და ნარკომანები“.

4. „ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცების, უკანონო დამზადებისა და გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულებაში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1969 წ., № 6, მუხ. 122) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1) პირველი მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესდეს, რომ პირი, რომელიც ხმარობს ნარკოტიკულ ნივთიერებას ექიმის დანიშნულების გარეშე, დაპატიმრებული იქნება ვადით ათიდან თხუთმეტ დღემდე ან დაჯარიმდება ორმოცდაათ მანეთამდე. მასალებს ასეთ დარღვევის შესახებ ერთი დღე-ღამის განმავლობაში განიხილავს მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილების (სამმართველოს) უფროსი ან მისი მოადგილე, რომელიც ან დააჯარიმებს დამრღვევს ამ მუხლით გათვალისწინებული თანხის ოდენობით, ან გაუგზავნის მასალებს სახალხო სასამართლოს“.

2) ბრძანებულების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არასრულწლოვანების მიერ, ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებისათვის მათი მშობლები ან მათი შემცვლელი პირები პასუხს აგებენ არასრულწლოვანთა კომისიების შესახებ დებულების შესაბამისად“.

5. „ნარკომანებისა და ქრონიკული ალკოჰოლიკების იძულებითი მკურნალობისა და შრომითი აღზრდა-გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 18 დეკემბრის ბრძანებულების (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები 1965 წ. № 30, მუხ. 628; 1969 წ. № 6, მუხ. 122; 1972 წ. № 6 მუხ. 97; 1973 წ. № 6, მუხ. 99) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ბრძანებულების პირველ მუხლში აღნიშნული პირნი რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოს დადგენილებით უნდა გაიგზავნონ სამკურნალო-შრომითს პროფილაქტორიუმში იძულებითი მკურნალობისათვის ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე“.

6. „ადმინისტრაციული წესით ჯარიმების გამოყენების შემდგომი შეზღუდვის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულების (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები 1962 წ., № 11, მუხ. 159 და №34, მუხ. 541; 1964 წ., № 4, მუხ. 80; 1966 წ. № 8, მუხ. 132; 1967 წ. № 6, მუხ. 350; 1968 წ. № 1, მუხ. 4 და № 2, მუხ 14; 1969 წ. №10, მუხ. 182; 1970 წ. №5, მუხ. 73; 1972 წ. №8, მუხ. 164 და №9, მუხ. 191; 1973 წ. №9, მუხ. 176) მე-15 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „აგრეთვე ტრანსპორტით სარგებლობის წესების დარღვევისათვის“ შემდე დაემატოს სიტყვები „ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებისათვის“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის თავმჯდომარე                                                 გ. ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს

პრეზიდიუმის მდივანი                                                           ზ. კვაჭაძე

 

თბილისი,

1974 წლის 30 სექტემბერი.