საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 16/09/1961
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 26, 20/09/1961
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
16/09/1961
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 26, 20/09/1961
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

 

საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

 

სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 21 ივნისის ბრძანებულებისა „სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სისხლის სამართლის სასამართლო წარმოების საფუძვლების 28-ე მუხლისათვის დამატების შესახებ და 1961 წლის 1 ივლისის ბრძანებულებასთან „სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ დაკავშირებით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 24 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების სახით, მის სრულ გაუქმებამდე დაშვებულია სიკვდილით დასჯის დახვრეტის გამოყენება სამშობლოს ღალატისათვის (მუხლი 65), ჯაშუშობისათვის (მუხლი 66), ტერორისტული აქტისათვის (მუხლი 67, 68), დივერსიისათვის, (მუხლი 69), ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78), ყალბი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გასაღების მიზნით დამზადებისა ან გასაღებისათვის, რაც ხელობადაა გადაქცეული ((88 მუხლის მეორე ნაწილი), სავალუტო ფასეულობებით ან ფასიანი ქაღალდებით სპეკულაციისათვის ხელობის სახით ან დიდი ოდენობით, სავალუტო ოპერაციების შესახებ წესების დარღვევისათვის იმ პირის მიერ, რომელიც ადრე მსჯავრდებული იყო სავალუტო ფასეულობებით ან ფასიანი ქაღალდებით სპეკულაციისათვის ან სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის (89 მუხლის მეორე ნაწილი), განძრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 104 და 258 მუხლის „გ“ პუნქტი), სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცებისათვის (მუხლი 961), ხოლო ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, იმ შემთხვევებში, რომლებიც სპეციალურადაა გათვალისწინებული სსრ კავშირის კანონმდებლობით“.

2. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 89-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სავალუტო ფასეულობებით ან ფასიანი ქაღალდებით სპეკულაცია ხელობის სახით ან დიდი ოდენობით, აგრეთვე სავალუტო ოპერაციის შესახებ წესების დარღვევა იმ პირის მიერ, რომელიც ადრე ამ მუხლის პირველი ნაწილით იყო მსჯავრდებული,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე ქონების კონფისკაციით და გასახლებით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გასახლების გარეშე, ან სიკვდილით, ქონების კონფისკაციით“.

3. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 246 მუხლს დაემატოს მეორე ნაწილი შემდეგი შინაარსისა:

„იგივე მოქმედება, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგები, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე“.

4. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32 მუხლში 901 მუხლზე მითითების შემდეგ ჩაიწეროს „961“.

5. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125 მუხლს დაემატოს და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 125. წინასწარი გამოძიების ორგანოები

სისხლის სამართლის საქმეების წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის გამომძიებლები, ხოლო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე (სამშობლოს ღალატი), 66-ე (ჯაშუშობა), 67-ე (ტერორისტული აქტი), 68-ე (ტერორისტული აქტი უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლის წინააღმდეგ), 69-ე (დივერსია), 70-ე (მავნებლობა), 71-ე (ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა), 73-ე ორგანიზაციული საქმიანობა, მიმართული განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულის ჩადენისაკენ, აგრეთვე ანტისაბჭოთა ორგანიზაციაში მონაწილეობა), 74-ე (განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაული, ჩადენილი მშრომელთა სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ), 76-ე (სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება), 77-ე (სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების დაკარგვა), 79-ე (კონტრაბანდა), 80-ე (მასობრივი არეულობა), 84-ე (უკანონო წასვლა საზღვარგარეთ და უკანონო შემოსვლა სსრ კავშირში), 85-ე (საერთაშორისო ფრენის წესების დარღვევა), 89-ე (სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა), 90-ე (იმ ნაწილში, რაც ეხება სახელმწიფო დანაშაულის განუცხადებლობას, გათვალისწინებულს 65-70 და 73 მუხლებით), 901 (იმ ნაწილში, რაც ეხება სახელმწიფო დანაშაულის დაფარვას გათვალისწინებულს 65-70, 73, 79 და 89 მუხლებით), და 277-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტებით (სამხედრო საიდუმლოების გახმაურება ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების დაკარგვა) გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებზე აგრეთვე სახელმწიფო უშიშროების ორგანოების გამომძიებლები“.

6. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 304 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი შინაარსისა:

„10) თუ პირს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა რომელი სახის შრომა-გასწორების კოლონიაში უნდა მოიხადოს სასჯელი“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. გელდიაშვილი

 

თბილისი, 1961 წლის 16 სექტემბერი