საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2281
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 15/08/1989
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1989
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
2281
15/08/1989
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1989
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ“ სსრ კავშირის კანონსა და სსრ კავშირის ზოგიერთ სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 8 აპრილის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ“ სსრ კავშირის 1989 წლის 31 ივლისის კანონის შესაბამისად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ. №1, მუხ. 10, № 17, მუხ. 268; 1984 წ., №3, მუხ. 65; 1989 წ., №5, მუხ. 68) და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71. მოწოდება საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესწყობილების ძალმომრეობით დამხობისა თუ შეცვლისათვის

საჯარო მოწოდება სსრ კავშირის კონსტიტუციით განმტკიცებული საბჭოთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესწყობილების ძალმომრეობით დამხობისა თუ მისი შეცვლისათვის, აგრეთვე ამ მიზნით ასეთივე შინაარსის მასალების გავრცელება 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე.
იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ორგანიზებული ჯგუფის მიერ 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე.

ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, ჩადენილი უცხოეთის ორგანიზაციებისა ან მათი წარმომადგენლების დავალებით 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე“.


საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე         ო. ჩერქეზია.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                    ვ. კვარაცხელია.

თბილისი, 1989 წლის 15 აგვისტო.

2281-XI