დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა ნათესების, აგრეთვე ხილ-კენკროვანი ან სხვა ნარგავების განზრახ დაზიანებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 30/08/1974 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 30/08/1974 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა ნათესების, აგრეთვე ხილ-კენკროვანი ან სხვა ნარგავების განზრახ დაზიანებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 179. ნათესებისა და ნარგავების განზრახ დაზიანება
ნათესების, აგრეთვე ხილ-კენკროვანი ან სხვა ნარგავების განზრახ დაზიანება, რამაც კოლმეურნეობას, საბჭოთა მეურნეობას ან სხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ მეურნეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ას მანეთამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1974 წლის 30 აგვისტო.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები