დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის მატერიალური პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 28/05/1965 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 16, 15/06/1965 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის
ბრძანებულება 1965 წლის 28 მაისი ქ. თბილისი |
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის მატერიალური პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ
|
სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერებისა და მტაცებლობასთან ბრძოლაში საზოგადოებრიობის როლის შემდგომი ამაღლების მიზნით, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. გაფართოვდეს ამხანაგური სასამართლოების უფლებამოსილება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცების საქმეთა განხილვის სფეროში. ამასთან დაკავშირებით შეტანილ იქნეს ამხანაგური სასამართლოების დებულების მე-5 და მე-15 მუხლებში შემდეგი ცვლილებები (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები: 1961 წელი, მუხლი 478; 1962 წ. №11, მუხლი 159; 1964 წ. №4, მუხლი 79): „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცება, პირველად ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობა, წვრილმანი სპეკულაცია, აგრეთვე მოქალაქეთა პირადი საკუთრების მოხმარებისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მცირე ღირებულების საგნების პირველად ჩადენილი ქურდობა, იმ შემთხვევაში, როცა დამნაშავე და დაზარალებული ერთი კოლექტივის წევრები არიან. შენიშვნა: ამ პუნქტის მესამე ნაწილში ჩამოთვლილ საქმეებს ამხანაგურ სასამართლოებში გადააგზავნიან მილიციის, პროკურატურის ორგანოები და სასამართლო, ხოლო სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცების საქმეებს – აგრეთვე წარმოებების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ადმინისტრაცია და კოლმეურნეობების გამგეობები, რის შესახებაც ეს უკანასკნელნი ატყობინებენ პროკურორს, როცა დამრღვევის სამუშაოსა და საცხოვრებელ ადგილზე ამხანაგური სასამართლო არ არსებობს, აგრეთვე თუ დამრღვევის პიროვნების შესახებ მონაცემები და საქმის გარემოებანი მოწმობენ, რომ ამხანაგურ სასამართლოში მისი განხილვა მიზანშეუწონელია, საქმეს განიხილავს კანონით დადგენილი წესით რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლო. ამხანაგურ სასამართლოში არ განიხილება საქმე იმ პირთა მიმართ, რომლებიც უკვე ორჯერ იყვნენ გასამართლებული ამხანაგურ სასამართლოს მიერ წვრილმანი გატაცებისათვის“. ბ) მე-15 მუხლის მეხუთე პუნქტს დაემატოს სიტყვები: „ხოლო სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცების საქმეებზე - დააჯარიმოს თანხით 30 მანეთამდე, წვრილმანი გატაცების განმეორების შემთხვევაში კი 150 მანეთამდე“. გ) მე-15 მუხლის მერვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8) ამხანაგურ სასამართლოს ამ მუხლის 1-ლი-მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ ზემოქმედების ზომების შეფარდებასთან ერთად შეუძლია დამნაშავეს დააკისროს არაკანონზომიერი მოქმედებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს 50 მანეთისა, ხოლო სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცების საქმეებზე ამხანაგური სასამართლო ყველა შემთხვევაში ვალდებულია დააკისროს დამნაშავეს მიყენებული მატერიალური ზარალის მთლიანად ანაზღაურება. 2. დადგინდეს, რომ წვრილმანი გატაცებისათვის და სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების მცირე ოდენობით გატაცების შემთხვევაში, გარდა სასჯელის ზომისა, რაც გათვალისწინებულია მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასჯელი ჯარიმის სახით. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი: ა) მუხლი 95-ე ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 95. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების წვრილმანი გატაცება ქურდობით, მითვისებით, გაფლანგვით. სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით ან თაღლითობით, ჩადენილი პირის მიერ, რომლის მიმართ წინათ ორჯერ იყო გამოყენებული საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიება წვრილმანი გატაცებისათვის, ან თუმცა ასეთი ღონისძიება გამოყენებული არ იყო, მაგრამ ჩაიდინა წვრილმანი გატაცება არაერთხელ, აგრეთვე ჩადენილი პირის მიერ, რომლის მიმართაც საქმის გარემოებათა მიხედვით ვერ იქნება გამოყენებული საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიება, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით 50 მანეთამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი პირის მიერ, რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო ასეთივე დანაშაულისათვის, ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების რაიმე სხვა გზით გატაცებისათვის (91-ე-961 მუხლები), ან წინათ მსჯავრდადებული იყო ქურდობისათვის, მოქალაქეთა პირადი ქონების ძარცვისათვის, ან ამ ქონების თაღლითობით დაუფლებისათვის, ან ყაჩაღური თავდასხმისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით (150-ე-153-ე მუხლები) ან ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78-ე), – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ას მანეთამდე“. ბ) საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს მუხლი 951-ე შემდეგი შინაარსისა: „მუხლი 951. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცებისათვის ჯარიმის გამოყენება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების გატაცება ქურდობით (მუხლი 91-ე), თაღლითობით (მუხლი 93-ე), მითვისებით, გაფლანგვით ან სამსახურებრივი თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით (მუხლი 94-ე) ჩადენილი პირველადი და მცირე ოდენობით, თუ საქმის გარემოებათა მიხედვით და დამნაშავის პიროვნების მხედველობაში მიღებით მის მიმართ სასჯელის იმ ზომის გამოყენება, რაც გათვალისწინებულია აღნიშნულ მუხლებში, არ არის გამოწვეული აუცილებლობით, – ისჯება ჯარიმით, გატაცებული ქონების ღირებულების სამმაგი ოდენობით“. 3. ეს ბრძანებულება გამოყენებულ იქნება იმ საქმეების მიმართ, რომლებსაც განიხილავენ სასამართლოები და ამხანაგური სასამართლოები ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის შემდეგ, მიუხედავად გატაცების ჩადენის დროისა.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები