საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1394
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 03/09/1987
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1987
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
1394
03/09/1987
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 30/09/1987
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
 
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
 

 

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ

„მძევლად ხელში ჩაგდებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 10 ივლისის ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს სსო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. შეტანილ იქნეს საქართველოს სსო 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1331 მუხლი:

მუხლი 1331. მძევლად ხელში ჩაგდება

პირის მძევლად ხელში ჩაგდება და დაკავება, რასაც თან ერთვის მოკვლის მუქარა, სხეულის დაზიანება ან ამ პირის შემდგომი დაკავება იმ მიზნით, რომ აიძულონ სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი შეასრულოს ან თავი შეიკავოს რაიმე მოქმედებისაგან, რაც მძევლის განთავისუფლების პირობაა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე.

იგივე ქმედობა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.

ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ასეთი დანაშაულის სსრ კავშირის ტერიტორიაზე ჩადენის შემთხვევებზე, როდესაც პირი, რომელმაც ხელში ჩაიგდო მძევალი ან აკავებს მას, სსრ კავშირის ტერიტორიაზე იმყოფება, და ეს პირი, აგრეთვე მძევალი სსრ კავშირის მოქალაქეები არიან;

2. 81 მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „(117-ე მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მძევლად ხელში ჩაგდება (1331) მუხლი)“;

3. 44-ე მუხლის პირველ ნაწილში:

პირველ პუნქტს სიტყვების „(117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მძევლად ხელში ჩაგდება (1331 მუხლი)“;

მეორე პუნქტს სიტყვების „(117-ე მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მძევლად ხელში ჩაგდება (1331) მუხლი)“;

4. 541 მუხლის მესამე პუნქტს სიტყვების „(117-ე მუხლის მეოთხე ნაწილი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მძევლად ხელში ჩაგდება (1331 მუხლი)“;

5. 55-ე მუხლის მეექვსე ნაწილის მეორე პუნქტს სიტყვების „(117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მძევლად ხელში ჩაგდება (1331 მუხლი)“;

6. 205-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „2422 მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „1331 და 2422 მუხლებით“;

7. 206-ე მუხლს სიტყვების „(გაუპატიურება დამამძიმებელ გარემოებებში)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „1331 მუხლით (მძევლად ხელში ჩაგდება)“.

2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 1331 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეების წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის გამომძიებლები.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე                     . გილაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                               ვ. კვარაცხელია.

თბილისი, 1987 წლის 3 სექტემბერი.

 

1394-X