ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 17/08/1967
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1967
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
17/08/1967
საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1967
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

 

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები 240-ე მუხლში და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 240. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება

ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება , –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე.

იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია განმეორებით ან ჩაიდინა პირთა ჯგუფმა წინასწარ შეთანხმებით ან იმ პირმა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ან ფეთქებადი ნივთიერება მიცემული აქვს სამსახურებრივი სარგებლობისათვის ან ჩაბარებული აქვს დასაცავად,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე.

ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება, ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმის გზით ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ , –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე“.

2. მე-12 მუხლს სიტყვების „(100 მუხლის მეორე ნაწ. და 157 მუხლის მეორე ნაწილი)“  შემდეგ დაემატოს სიტყვები „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის (მუხლი 240)“.

3. 25-ე მუხლის მეოთხე ნაწილს სიტყვების „(228 მუხლის მეორე და მესამე ნაწილი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები“ ყაჩაღური თავდასხმით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის (240-ე მუხლის მესამე ნაწილი)“.

4. 44-ე მუხლის პირველ პუნქტს სიტყვების „(მუხლი 2091)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ყაჩაღური თავდასხმით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის (240-ე მუხლის მესამე ნაწილი)“.

5. 54-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „(228 მუხლის მეორე და მესამე ნაწილის შემდეგ დაემატოს სიტყვები „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის (240-ე მუხლის მეორე ნაწილი)“.
ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მე-3 პუნქტს დაემატოს სიტყვები „ყაჩაღური თავდასხმით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის (240-ე მუხლის მესამე ნაწილი)“.

6. 206-ე მუხლს სიტყვების „(მუხ.96, 152)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება (მუხლი 240-ე, ნაწილი მეორე და მესამე)“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე             გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი                         ზ. კვაჭაძე.

 

თბილისი, 1967 წლის 17 აგვისტო