დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლში დამატებათა შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 29/06/1972 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 30/06/1972 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლში დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს დამატებანი საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლში და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 169. მყიდველთა და დამკვეთთა მოტყუება
ზომაში, წონაში, ანგარიშში მოტყუება ან დადგენილი საცალო ფასებზე, აგრეთვე საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ფასების და ტარიფებზე მეტის გადახდევინება, ანდა სხვაგვარი მოტყუება მყიდველების და დამკვეთებისა მაღაზიასა თუ სხვა სავაჭრო საწარმოში ან საზოგადოებრივი კვების, საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და კომუნალური მეურნეობის საწარმოებში, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან სავაჭრო თუ საზოგადოებრივი კვების, საყოფაცხოვრებო მომსახურების და კომუნალური მეურნეობის საწარმოებში თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით.
იგივე ქმედობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ან დიდი ოდენობით ან იმ პირთა მიერ, რომლებიც ადრე მსჯავრდებული იყვნენ ასეთივე დანაშაულისათვის, -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე, ქონების კონფისკაციით ანუ უამისოდ, სავაჭრო საზოგადოებრივი კვების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების და კომუნალური მეურნეობის საწარმოებში თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.
თბილისი, 1972 წლის 29 ივნისი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები