დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 27/05/1982 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 6, 28/05/1982 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
1. შეივსოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსი შემდეგი შინაარსის 2032 მუხლით:
„მუხლი 2032. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, საგამოძიებო იზოლატორებში, დაკავებულთა ხანმოკლე მოთავსების ადგილებსა და სამკურნალო-შრომით პროფილაქტორიუმებში ნივთიერებების, ნივთებისა და საგნების გადაცემის წესების დარღვევა
თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, საგამოძიებო იზოლატორებში, დაკავებულთა ხანმოკლე მოთავსების ადგილებსა და სამკურნალო-შრომით პროფილაქტორიუმებში მოთავსებული პირებისათვის შრომა-გასწორების დაწესებულებებში შესანახად და გამოსაყენებლად აკრძალული ნივთიერებების ნივთებისა და საგნების უკანონოდ, გასინჯვისაგან ფარულად გადაცემა, აგრეთვე მათგან აღნიშნული ნივთიერებების, ნივთებისა და საგნების მიღება, ჩადენილი ერთი წლის განმავლობაში ასეთივე ქმედობისათვის ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომების გამოყენების შემდეგ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ას მანეთამდე“.
2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2032 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეების წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშაქარაშვილი.
თბილისი, 1982 წლის 27 მაისი.
დოკუმენტის კომენტარები