საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2646
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 21/05/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1990
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 0000000000000
2646
21/05/1990
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 5, 31/05/1990
0000000000000
საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

 

საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებ ების შეტანის შესახებ

 

საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

1. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1960 წ., №1, მუხ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:

1. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თუ დანაშაულის ჩამდენი პირი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდება ალკოჰოლიკი ან ნარკომანი, სასამართლო დამნაშავეს სასჯელთან ერთად შეუფარდებს იძულებით მკურნალობას.

თუ ალკოჰოლიკს ან ნარკომანს ჩადენილი დანაშაულისათვის შეეფარდება სასჯელი, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, მას იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნიან სპეციალიზებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში.

თუ დანაშაულის ჩამდენი პირი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდება ალკოჰოლიკი ან ნარკომანი და თუ სასამართლო სასჯელის ზომად გამოიყენებს თავისუფლების აღკვეთას, მსჯავრდადებული მკურნალობას გაივლის სასჯელის მოხდის დროს, ხოლო თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან განთავისუფლების შემდეგ მკურნალობა, თუ ეს საჭიროა, გაგრძელდება სპეციალიზებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში.

ალკოჰოლიკის ან ნარკომანის იძულებითი მკურნალობა შეწყდება იმ სამკურნალო დაწესებულების კომისიური დასკვნის საფუძველზე, სადაც პირი სამკურნალოდ იმყოფება“.

2. 204-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 204. გადასახლების ადგილიდან ან შრომა-აღმზრდელობითი პროფილაქტორიუმიდან გაქცევა, გადასახლებაში ან პროფილაქტორიუმში გაგზავნისას გზიდან გაქცევა და გასახლებულის თვითნებურად დაბრუნება

გადასახლების ადგილიდან ან შრომა-აღმზრდელობითი პროფილაქტორიუმიდან გაქცევა, აგრეთვე გადასახლებაში ან პროფილაქტორიუმში გაგზავნისას გზიდან გაქცევა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.

3. 2524 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2524. იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება

სპეციალიზებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში ნარკომანის ან ალკოჰოლიკის მიერ იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება ან რეჟიმის სხვა ბოროტი დარღვევა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.

II. საქართველოს სსრ 1971 წლის 9 დეკემბრის კანონით დამტკიცებული საქართველოს სსრ შრომა-გასწორების კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1971 წ., №12, მუხ. 202) სიტყვები „სამკურნალო-შრომით პროფილაქტორიუმში შეიცვალოს სიტყვებით „სპეციალიზებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში“.

III. საქართველოს სსრ 1973 წლის 28 ივნისის კანონით დამტკიცებული საქართველოს სსრ შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) 35-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4) სპეციალიზებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში სასამართლოს დადენილებით მუშაკის იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნის გამო“.

IV. საქართველოს სსრ 1983 წლის 4 ივნისის კანონით დამტკიცებული საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 პუნქტი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1983 წ., №6, მუხ. 199) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6) მოთავსებული არიან იძულებითი მკურნალობისათვის სპეციალიზებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებელებაში – ამ დაწესებულებაში ყოფნის მთელი დროის მანძილზე“.

V. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს სსრ 1972 წლის 15 ივნისის კანონის (საქართველოს უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1972 წ., №6, მუხ.101; 1974 წ., №9, მუხ. 171; 1985 წ., №10, მუხ. 370; 1987 წ., №9, მუხ. 223) 611 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები და 62 მუხლიდან – მეორე და მესამე ნაწილები.

VI. ძალადაკარგულად ჩითვალოს:

1. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 28 აგვისტოს დადგენილება „ნარკომანიით დაავადებულთა იძულებითი მკურნალობისა და შრომითი აღზრდა-გარდაქმნის შესახებ“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1975 წ., №8, მუხ. 162).

2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 28 აგვისტოს ბრძანებულება „ქრონიკული ალკოჰოლიკების იძულებითი მკურნალობისა და შრომითი აღზრდა-გარდაქმნის შესახებ“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1975 წ., №8, მუხ. 163).

3. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 28 აგვისტოს ბრძანებულება „ნარკომანიით დაავადებულთა იძულებითი მკურნალობისა და შრომითი აღზრდა-გარდაქმნის შესახებ“ და „ქრონიკული ალკოჰოლიკების იძულებითი მკურნალობისა და შრომითი აღზრდა-გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 28 აგვისტოს ბრძანებულებათა გამოყენების წესის თაობაზე“.

4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 28 აგვისტოს ბრძანებულება „ქრონიკული ალკოჰოლიკებისა და ნარკომანიით დაავადებულთა სამკურნალო-შრომითი პროფილაქტორიუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1975 წ., №8, მუხ. 164).

5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება „ქრონიკული ალკოჰოლიკების იძულებითი მკურნალობისა და შრომითი აღზრდა-გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1982 წ., №12, მუხ. 377).

6. „საქართველოს სსრ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულების VII მუხლი“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1985 წ., №10, მუხ. 370).

7. „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულების III და IV მუხლები (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1987 წ., №9, მუხ. 223).

     საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე    გ. გუმბარიძე.

     საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი     ვ. კვარაცხელია.

     თბილისი, 1990 წლის 21 მაისი.

     №2646 – XI