საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1570-XI
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი 15/01/1988
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1, 29/01/1988
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
1570-XI
15/01/1988
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1, 29/01/1988
000000000.00.000.000000
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება

საქართველოს სსრ სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

I. შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ.. № 1, მუხ. 10) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 58-ე და 59-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 58. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებების გამოყენება სულით ავადმყოფების მიმართ

იმ პირების მიმართ, რომლებმაც შეურაცხად მდგომარეობაში ჩაიდინეს საზოგადოებრივად საშიში ქმედობა ან ასეთი ქმედობა ჩაიდინეს შერაცხად მდგომარეობაში, მაგრამ განაჩენის გამოტანამდე ან სასჯელის მოხდის დროს სულით დაავადდნენ, რის გამოც არ შესწევთ უნარი ანგარიში გაუწიონ თავიანთ მოქმედებას ან უხელმძღვანელონ მას, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სამედიცინო ხასიათის შემდეგი იძულებით ღონისძიებანი, რომლებსაც განახორციელებენ ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების სამკურნალო დაწესებულებები:

1) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება ჩვეულებრივ მეთვალყურეობით;

2) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება გაძლიერებული მეთვალყურეობით;

3) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება მკაცრი მეთვალყურეობით.

მუხლი 59. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება ჩვეულებრივი მეთვალყურეობით სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს იმ სულით ავადმყოფის მიმართ, რომელიც ფსიქიკური მდგომარეობისა და ჩადენილი საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ხასიათის მიხედვით საჭიროებს საავადმყოფოში მოთავსებას და იძულებით მკურნალობას.

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება გაძლიერებული მეთვალყურეობით სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს იმ სულით ავადმყოფის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ისეთი საზოგადოებრივად საშიში ქმედობა, რაც დაკავშირებული არ არის მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფასთან, და რომელიც თავისი ფსიქიკური მდგომარეობის საფრთხეს არ უქმნის გარშემო მყოფთ, მაგრამ საჭიროებს საავადმყოფოში მოთავსებასა და მკურნალობას გაძლიერებული მეთვალყურეობის პირობებში.

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება მკაცრი მეთვალყურეობით სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს იმ სულით ავადმყოფის მიმართ, რომელიც ფსიქიკური მდგომარეობისა და ჩადენილი საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ხასიათის მიხედვით განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და საჭიროებს საავადმყოფოში მოთავსებასა და მკურნალობას მკაცრი მეთვალყურეობის პირობებში.

გაძლიერებული და მკაცრი მეთვალყურეობით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებულ პირებს ისეთ პირობებში ამყოფებენ, რაც გამორიცხავს მათ მიერ ახალი საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩადენის შესაძლებლობას“.

2. ამოღებულ იქნეს მე-60 და 62-ე მუხლები.

3. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1332 მუხლი:

„მუხლი 1332. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსება

წინასწარი შეცნობით ფსიქიკურად ჯანმრთელი პირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთიდან სამ წლამდე ან უამისოდ“.

II. საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 11) 334-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვები „იმ სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგენით, რომელშიც მოთავსებულია მოცემული პირი“ შეიცვალოს სიტყვებით „იმ ჯანმრთელობის დაცვის ორგანოს მთავარი ფსიქიატრის წარდგენით, რომელსაც ექვემდებარება სამედიცინო დაწესებულება, სადაც მოთავსებულია მოცემული პირი“.

III. ეს ბრძანებულება შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1988 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გელაშვილი.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია.

თბილისი, 1988 წლის 15 იანვარი.

№ 1570 – XI