დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის ˂sup˃241˂/sup˃1 მუხლში ცვლილებათა შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 18/09/1978 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 9, 29/09/1978 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2411 მუხლში ცვლილებათა შეტანის თაობაზე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2411 მუხლში ცვლილებები და ჩამოყალიბდეს იგი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2411. სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნასვამ მდგომარეობაში
ავტომოტოსატრანსპორტო ან ქალაქის ელექტროსატრანსპორტო საშუალების, ტრაქტორის ან სხვა თვითმავალი მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც ასეთივე დარღვევისათვის ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ას მანეთამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.
ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებათა ნასვამ მდგომარეობაში მართვა იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს მართვის უფლება, ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში, –
ისჯება თავისუფლების აღკევთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ას მანეთამდე“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი
თბილისი, 1978 წლის 18 სექტემბერი.
№1222 – IX.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები