დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
მიღების თარიღი | 30/12/1960 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1, 02/01/1961 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2000 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსი |
კანონი
საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის დამტკიცების შესახებ |
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსი და სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს იგი 1961 წლის 1 მარტიდან. ჯარიმის ოდენობა, რომელიც აღნიშნულია საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის სათანადო მუხლებში, დაწესებულია „ფასების მასშტაბის შეცვლისა და ამჟამად მიმოქცევაში მყოფი ფულის ახალი ფულით შეცვლის შესახებ“ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს 1960 წლის 7 მაისის დადგენილების საფუძველზე და ამიტომ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. 2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლი არ ვრცელდება იმ პირთა თავისუფლების აღკვეთის ვადაზე, რომელნიც მსჯავრდებული არიან 1958 წლის 25 დეკემბერს მიღებულ სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძვლების გამოცემამდე განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის პირველ თავში, ბანდიტიზმისათვის, განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში, დიდი ოდენობით სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების მტაცებლობისა და ყაჩაღობისათვის. 3. დაევალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაადგინოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესი და დაამტკიცოს საქართველოს სსრ იმ საკანონმდებლო აქტების ნუსხა, რომლებიც ძალადაკარგულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. გელდიაშვილი
ქ. თბილისი, 1960 წლის 30 დეკემბერი
ზოგადი ნაწილი თავი პირველი ზოგადი დებულებანი მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამოცანები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამოცანაა დაიცვას საქართველოს საზოგადოებრივი წყობილება, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები, საკუთრება, მოქალაქეთა პიროვნება, უფლებანი და თავისუფლებანი და მთელი მართლწესრიგი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან. ამ ამოცანის განსახორციელებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი საზოგადოებრივად საშიში ქმედობაა დანაშაულებრივი, და აწესებს სასჯელს, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 2. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 3. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძვლები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება და სასჯელი ედება მხოლოდ იმ პირს, ვისაც ბრალი მიუძღვის დანაშაულის ჩადენაში, ესე იგი ვინც განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩაიდინა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივად საშიში ქმედობა. მუხლი 4. პირის ცნობა ბრალეულად და მისთვის სასჯელის დადება მხოლოდ სასამართლოს განაჩენით და კანონის შესაბამისად არავინ არ შეიძლება ცნობილ იქნეს ბრალეულად დანაშაულის ჩადენაში, აგრეთვე დაედოს სისხლის სამართლებრივი სასჯელი, თუ არა სასამართლოს განაჩენით და კანონის შესაბამისად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 თავი მეორე სისხლის სამართლის კანონების მოქმედების ფარგლები მუხლი 5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ქმედობათა მიმართ ყველა პირი, ვინც დანაშაულს ჩაიდენს საქართველოს ტერიტორიაზე, პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. უცხო სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენელთა და იმ სხვა მოქალაქეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც მოქმედი კანონებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად არ ექვემდებარებიან საქართველოს სასამართლოების განსჯადობას სისხლის სამართლის საქმეებზე, იმ შემთხვევაში, თუ ეს პირები დანაშაულს საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდენენ, გადაიჭრება დიპლომატიური გზით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედება იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუ მათ ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ან მიცემული არიან პასუხისგებაში საქართველოს ტერიტორიაზე და არ დასჯილან უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენით, პასუხს აგე-ბენ ამ კოდექსის მიხედვით. უცხოელი მოქალაქეები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხს აგებენ ამ კოდექსის მიხედვით მხოლოდ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ შემთხვევაში და თუ ისინი მიცემული არიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 7. სისხლის სამართლის კანონის მოქმედება დროში ქმედობის დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება კანონით, რომელიც მოქმედებდა ამ ქმედობის ჩადენის დროს. კანონს, რომელიც აუქმებს ქმედობის დასჯადობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდება იმ ქმედობაზეც, რომელიც ჩადენილია მის გამოცემამდე. კანონს, რომელიც აწესებს ქმედობის დასჯადობას ან აძლიერებს სასჯელს, უკუქცევითი ძალა არა აქვს. თავი მესამე დანაშაულის შესახებ მუხლი 8. დანაშაულის ცნება დანაშაულად ჩაითვლება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივად საშიში ქმედობა (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელიც ხელყოფს საქართველოს საზოგადოებრივ წყობილებას, მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებს, საკუთრებას, პიროვნებას, მოქალაქეთა პოლიტიკურ, შრომითს, ქონებრივ და სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე მართლწესრიგის ხელმყოფი სხვა საზოგადოებრივად საშიში ქმედობა, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კანონით. დანაშაულად არ ჩაითვლება მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული რაიმე ქმედობის ნიშნებს, მაგრამ მცირე მ ნიშვნელობის გამო არ წარმოადგენს საზოგადოებრივ საშიშროებას. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 81. დანაშაულის კატეგორიები 1. ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით დანაშაული სამი კატეგორიისაა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაული; ბ) მძიმე დანაშაული; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. 2. ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას. 3. მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე ისეთი გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით. 4. განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.162 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.72 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 10 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1974წ., მუხ.3 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 1 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1977წ., მუხ.113 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 7 მარტის №2341 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1984წ., მუხ.65 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 სექტემბრის №1394 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1987წ., მუხ.217 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 მარტის №1645 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1988წ., მუხ.38 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 15 აპრილის №2134 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1989წ., მუხ.68 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1991წ., მუხ.38 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1991წ., საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1991წ., მუხ.429 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1991წ., მუხ.449 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1991წ., მუხ.450 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 29 ივნისის დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი I, 30.06.1992წ., მუხ.98 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 17 მარტის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, 31.03.1993წ., მუხ.53 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №19, 30.06.1994წ., მუხ.412 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 8 თებერვლის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №23-26, 28.02.1995წ., მუხ.506 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №974 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.81 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1676 – სსმ I, №5, 07.12.1998წ., მუხ.41 საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47 საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999წ., მუხ.245 მუხლი 9. დანაშაულის განზრახ ჩადენა დანაშაული განზრახ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მის ჩამდენ პირს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, ითვალისწინებდა მის საზოგადოებრივად საშიშ შედეგებს და სურდა ეს შედეგები ან შეგნებულად უშვებდა მათ დადგომას. მუხლი 10. დანაშაულის ჩადენა გაუფრთხილებლობით დანაშაული გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი პირი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის საზოგადოებრივად საშიში შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ისინი. მუხლი 11. პასუხისმგებლობა იმ შედეგისათვის, რომელიც კანონით გათვალისწინებულია, როგორც დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება თუ სისხლის სამართლის კანონი ითვალისწინებს სასჯელის გადიდებას იმ მძიმე შედეგის დადგომის გამო, რომელსაც არ მოიცავდა დამნაშავის განზრახვა, მაშინ ასეთი გადიდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირს უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ამ შედეგის დადგომა. მუხლი 12. არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პირთ, რომელთაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდათ თექვსმეტი წელი. იმ პირთ, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე ასაკში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ მკვლელობისათვის (104-ე-108-ე მუხლები), სხეულის განზრახ დაზიანებისათვის, რამაც ჯანმრთელობის შერყევა გამოიწვია (110-ე, 111-ე, 112-ე პირველი ნაწ., 113-ე და 114-ე მუხლები), გაუპატიურებისათვის (მუხლი 117), ყაჩაღური თავდასხმისათვის (96-ე მუხლი) გაძარცვისათვის (92-ე მუხლი), ქურდობისათვის (91-ე მუხლი), ბოროტი ან განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მეორე ნაწილი და მესამე ნაწილი), სხვისი ქონების განზრახ განადგურების ან დაზიანებისათვის, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგები (მე-100 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები, 1001 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცები სათვის (მუხლი 240), სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისათვის (243-ე მუხლი), აგრეთვე ისეთი მოქმედების განზრახ ჩადენისათვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მატარებლის მარცხი (87-ე მუხლი). თუ სასამართლო დაინახავს, რომ ის პირი, ვინც თვრამეტი წლის ასაკამდე ჩაიდინა დანაშაული, რომელიც დიდ საზოგადოებრივ საშიშროებას არ წარმოადგენს, შეიძლება გამოსწორდეს სისხლის სამართლის სასჯელის გამოუყენებლად, მას შეუძლია ასეთი პირის მიმართ გამოიყენოს აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიებანი, გათვალისწინებული ამ კოდექსის 64-ე მუხლით, რაც სისხლის სამართლის სასჯელს არ წარმოადგენს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1967წ., მუხ.385 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 6 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1968წ., მუხ.56 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.163 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 10 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1974წ., მუხ.3 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 1 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1977წ., მუხ.113 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1991წ., მუხ.38 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №19, 30.06.1994წ., მუხ.412 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 13. შეურაცხადობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ პირს, რომელიც საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეურაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი არ შეეძლო ანგარიში მიეცა თავისი თავისათვის საკუთარ მოქმედებაში ან ეხელმძღვანელა ამ მოქმედებისათვის ქრონიკული სულიერი დაავადების, სულიერი მოქმედების დროებითი მოშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ავადმყოფური მდგომარეობის გამო. ასეთი პირის მიმართ სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებანი, რომლებიც ამ კოდექსის 58-ე-61-ე მუხლებშია გათვალისწინებული. არ დაისჯება აგრეთვე პირი, რომელმაც დანაშაული შერაცხადობის მდგომარეობაში ჩაიდინა, მაგრამ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე დაავადდა სულიერი ავადმყოფობით, რომელიც მას შესაძლებლობას უსპობს ანგარიში მისცეს თავის თავს საკუთარ მოქმედებაში ან უხელმძღვანელოს მას. ასეთი პირის მიმართ სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებანი, გათვალისწინებული ამ კოდექსის 58-ე-61-ე მუხლებით, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ იგი შეიძლება დაისაჯოს. მუხლი 14. პასუხისმგებლობა სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულისათვის ის პირი, რომელმაც სიმთვრალეში ჩაიდინა დანაშაული, არ თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. თუ ასეთი პირი ალკოჰოლიკია, მაშინ მის მიმართ, სასჯელთან ერთად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულებითი მკურნალობა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 63-ე მუხლით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 15. აუცილებელი მოგერიება დანაშაულად არ ჩაითვლება მოქმედება, რომელიც თუმცა შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედობის ნიშნებს, მაგრამ ჩადენილია აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი საქართველოს ინტერესების, საზოგადოებრივი ინტერესების, მომგერიებლის ან სხვა პირის პიროვნებისა თუ უფლებების დაცვისას საზოგადოებრივად საშიში ხელყოფისაგან ხელმყოფისათვის ზიანის მიყენების გზით, თუ ამასთან გადაცილებული არ იყო აუცილებელი მოგერიების ფარგალები. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებად ჩაითვლება დაცვის აშკარა შეუსაბამობა ხელყოფის ხასიათსა და საშიშროებასთან. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 16. უკიდურესი აუცილებლობა დანაშაულად არ ჩაითვლება მოქმედება, რომელიც თუმცა შეიცავს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედობის ნიშნებს, მაგრამ ჩადენილია უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის თავიდან ასაცდენად, რომელიც ემუქრება საქართველოს ინტერესებს, საზოგადოებრივ ინტერესებს, ამ პირის თუ სხვა მოქალაქეთა პიროვნებას ან უფლებებს, თუ ეს საფრთხე მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა აცდენილი ყოფილიყო სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე თავიდან აცდენილი ზიანი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 161. ბრძანების ან სხვა მოვალეობის შესრულება დანაშაულად არ ჩაითვლება ბრძანების ან სხვა განკარგულების, აგრეთვე თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების დროს ზიანის მიყენება. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან სხვა განკარგულების შესრულებისათვის პირი პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით საერთო საფუძველზე. პირი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან ბრძანების, განკარგულების ან თანამდებობრივი მოვალეობის შეუსრულებლობისათვის, თუ მას ეს მოვალეობა დაეკისრა არამართლზომიერად. პასუხისმგებლობა დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედობა შეიცავს სხვა დანაშაულის შემადგენლობას. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 17. პასუხისმგებლობა დანაშაულისათვის მზადებისა და დანაშაულის ჩადენის მცდელობისათვის დანაშაულისათვის მზადებად ჩაითვლება საშუალების ან იარაღის გამოძებნა თუ მომარჯვება ან სხვაგვარი პირობების განზრახ შექმნა დანაშაულის ჩასადენად. დანაშაულის მცდელობად ჩაითვლება განზრახ მოქმედება, რომელიც უშუალოდ მიმართულია დანაშაულის ჩასადენად, თუ ამასთან დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი დამნაშავის ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. დანაშაულისათვის მზადებისა და დანაშაულის ჩადენის მცდელობისათვის სასჯელი დაინიშნება იმ კანონის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ დანაშაულისათვის. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს დამნაშავის მიერ ჩადენილი მოქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათსა და ხარისხს, დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელების ხარისხს და მიზეზებს, რომელთა გამო დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. მუხლი 18. ნებაყოფლობით ხელის აღება დანაშაულის ჩადენაზე იმ პირს, ვინც ნებაყოფლობით ხელს აიღებს დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტიურად ჩადენილი ქმედობა შეიცავს სხვა დანაშაულის შემადგენლობას. ეს მუხლი ვრცელდება აგრეთვე ორგანიზატორებსა, წამქეზებლებსა და დამხმარეებზე, რომლებმაც ნებაყოფლობით მიიღეს ზომები დანაშაულის ასაცდენად, თუ ამასთანავე დანაშაული ბოლომდე არ იყო მიყვანილი. მუხლი 19. თანამონაწილეობა თანამონაწილეობად ჩაითვლება ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივი მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულის თანამონაწილეებად ამსრულებლებთან ერთად, ჩაითვლებიან ორგანიზატორები, წამქეზებლები და დამხმარენი. ამსრულებლად ჩაითვლება ის, ვინც უშუალოდ ჩაიდენს დანაშაულს. ორგანიზატორად ჩაითვლება ის, ვინც მოაწყობს დანაშაულის ჩადენას ან ხელმძღვანელობს მის ჩადენას. წამქეზებლად ჩაითვლება ის, ვინც დანაშაულის ჩასადენად სხვას დაიყოლიებს. დამხმარედ ჩაითვლება ის, ვინც დანაშაულის ჩადენას ხელს შეუწყობს რჩევა-დარიგებით, მითითებით, საშუალებათა მიცემით ან დაბრკოლებათა თავიდან აცილებით, აგრეთვე ის, ვინც წინასწარ დაჰპირდა, რომ დამალავს დამნაშავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღებსა და საშუალებებს, დანაშაულის კვალს, ან დანაშაულებრივი გზით ნაშოვნ საგნებს. სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის ჩადენაში ყოველი თანამონაწილის მონაწილეობის ხარისხი და ხასიათი. მუხლი 20. დაფარვა დამნაშავის, აგრეთვე დანაშაულის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების, დანაშაულის კვალის ან დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი საგნების დაფარვა, რაც წინასწარ არ ყოფილა შეპირებული, იწვევს პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომლებიც სპეციალურადაა გათვალისწინებული სისხლის სამართლის კანონით. მუხლი 21. განუცხადებლობა დანაშაულის განუცხადებლობა იმ პირის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია დანაშაული, იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, რომლებიც სპეციალურადაა გათვალისწინებული სისხლის სამართლის კანონით. თავი მეოთხე სასჯელის შესახებ მუხლი 22. სასჯელის მიზნები სასჯელი როდია მხოლოდ დასჯა ჩადენილი დანაშაულისათვის, არამედ მიზნად ისახავს აგრეთვე გამოასწოროს და ხელახლა აღზარდოს მსჯავრდებულნი შრომისადმი პატიოსანი დამოკიდებულების, კანონთა ზუსტად შესრულების, საერთო ცხოვრების წესებისადმი პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე აცდენილ იქნეს ახალ დანაშაულთა ჩადენა როგორც მსჯავრდებულთა, ისე სხვა პირთა მიერ. სასჯელის მიზანი არ არის ფიზიკური ტანჯვის მიყენება ან ადამიანის ღირსების დამცირება. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 23. სასჯელის სახეები დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ძირითადი სასჯელები: 1) უვადო თავისუფლების აღკვეთა; 11) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა; 2) გადასახლება; 3) გასახლება; 4) გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად; 5) გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; 6) ჯარიმა; 7) თანამდებობიდან დათხოვნა; 8) საზოგადოებრივი გაკიცხვა. ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სასჯელი სადისციპლინო სამხედრო ნაწილში გაგზავნის სახით. იმ პირთა მიმართ, რომლებიც ბოროტად თავს არიდებენ ალიმენტის გადახდას ან შვილების რჩენას, აგრეთვე არღვევენ საპასპორტო სისტემის წესებს , შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სასჯელი შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნის სახით . იმ პირთა მიმართ, რომელთაც ჩაიდინეს ნასვამ მდგომარეობასთან დაკავშირებული სატრანსპორტო დანაშაული, შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს დამატებითი სასჯელი პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშულების ჩამორთმევის სახით. ძირითადი სასჯელების გარდა მსჯავრდებულების მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი დამატებითი სასჯელები: 1) სამხედრო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევა; 2) მშობლის უფლებების ჩამორთმევა. გასახლება, გადასახლება, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა მარტო როგორც ძირითადი, არამედ, აგრეთვე როგორც დამატებითი სასჯელი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 1 ივლისის №164 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1985წ., მუხ.246 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 21დეკემბრის №1531 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1987წ., მუხ.319 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 16 აპრილის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №17-18, 09.05.1997წ., გვ.60 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 24. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 16 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №26, 20.09.1961წ., მუხ.417 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №3, 29.03.1991წ., მუხ.253 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1069 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ.47 მუხლი 25. თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს უვადოდ ან კანონით განსაზღვრული ვადით. უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება მიესაჯოს ქალს; მამაკაცს, რომელსაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი ანდა განაჩენის გამოტანის დღისათვის შეუსრულდა სამოცდახუთი წელი. ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა შეიძლება არანაკლებ სამი თვის და არა უმეტეს ოცი წლის ვადით. უვადო თავისუფლების აღკვეთის შეწყალების წესით ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლისას იგი შეიძლება დაინიშნოს ოც წელზე მეტი ვადითაც, მაგრამ არა უმეტეს ოცდახუთი წლისა. როდესაც სასჯელი ენიშნება იმ პირს, რომელსაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი, თავისუფლების აღკვეთის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ათ წელს. მსჯავრდებულისათვის დანიშნული შრომა-გასწორების დაწესებულების სახეობის შეცვლას აწარმოებს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №25, 10.09.1962წ., მუხ.399 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1967წ., მუხ.385 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 6 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1968წ., მუხ.56 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.162 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974წ., მუხ.150 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 25 ივლისის №196 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1985წ., მუხ.247 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 30 ივნისის კანონი №541 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №19, 30.06.1994წ., მუხ.418 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 23 თებერვლის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, 28.02.1995წ., მუხ.663 საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.66 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 17 აპრილის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №17-18, 09.05.1997წ., გვ.44 საქართველოს 1997 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1069 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ.47 საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონი №1649 – სსმ I, №3, 08.11.1998წ., მუხ.31 საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999წ., მუხ.245 მუხლი 251. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.162 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 29 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1980წ., მუხ.217 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 252 . სასჯელაღსრულების დაწესებულების სახეები თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის 1. განაჩენით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნება: ა) საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში – პირს, რომელიც პირველად არის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული განზრახი ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულისათვის, ანდა მსჯავრდებულია გაუფრთხილებლობითი დანაშაულისათვის, აგრეთვე ქალს; ბ) მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში – პირს, რომელიც პირველად არის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ანდა განზრახი დანაშაულისათვის წინათ იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით; გ) საპყრობილეში – პირს, რომელიც მსჯავრდებულია უვადო თავისუფლების აღკვეთით; განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტს; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულს, თუ სასამართლოს განაჩენით დანიშნულია სასჯელის ვადის ნაწილის მოხდა საპყრობილეში მოთავსებით. 2. განაჩენით დანიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულების სახეს სასამართლო შეცვლის საქართველოს სასჯელაღსრულების კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №70 – სსმ I, №48(55), 16.12.1999წ., მუხ.245 მუხლი 26. გადასახლება გადასახლება მდგომარეობს მსჯავრდებულის გაძევებაში თავისი საცხოვრებელი ადგილიდან განსაზღვრულ ადგილზე სავალდებულო დასახლებით. გადასახლება როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება დაინიშნოს ვადით ორი წლიდან ხუთ წლამდე. გადასახლება დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გადასახლება არ გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებსაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებიათ თვრამეტი წელი, აგრეთვე ორსული ქალებისა და იმ ქალების მიმართ, რომლებსაც კმაყოფაზე ჰყავთ რვა წლის ასაკამდე შვილები. გადასახლების ადგილს, წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 27. გასახლება გასახლება მდგომარეობს მსჯავრდებულის გაძევებაში თავისი საცხოვრებელი ადგილიდან განსაზღვრულ ადგილებში ცხოვრების აკრძალვით. გასახლება როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება დაინიშნოს ვადით ორი წლიდან ხუთ წლამდე. გასახლება დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასახლება არ შეიძლება დაენიშნოს იმ პირებს, რომლებსაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებიათ თვრამეტი წელი. გასახლების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 28. გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად ინიშნება ვადით ორი თვიდან ორ წლამდე და მოხდილი უნდა იქნეს, სასამართლოს განაჩენის შესაბამისად, ან მსჯავრდებულის მუშაობის ადგილას, ან სხვა ადგილას ‒ მსჯავრდებულის საცხოვრებელ რაიონში. იმ პირის ხელფასიდან, რომელსაც მიესაჯა გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად, წარმოებს დაქვითვა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლოს განაჩენით დადგენილი ოდენობით ხუთიდან ოც პროცენტამდე. თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელ სამუშაოთა მოხდის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა. შრომისუუნაროდ ცნობილ პირებს სასამართლოს გამასწორებელი სამუშაოები შეუძლია შეუცვალოს ჯარიმით შემდეგი გაანგარიშებით – ერთი თვის გამასწორებელი სამუშაოების ნაცვლად ორასი მანეთი ჯარიმით, ხოლო თუ დანაშაული არ არის ჩადენილი ანგარებით, იმავე გაანგარიშებით, მაგრამ არა უმეტეს სამი ათასი მანეთისა, – ან საზოგადოებრივი გაკიცხვით. თუ მსჯავრდებული კეთილსინდისიერად მუშაობდა და სანიმუშოდ იქცეოდა თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელი სამუშაოების მოხდის პერიოდში, სასამართლოს შეუძლია, სასჯელის მოხდის შემდეგ, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან მშრომელთა კოლექტივის შუამდგომლობით, გამასწორებელი სამუშაოების მოხდილი დრო ჩაუთვალოს შრომის საერთო სტაჟში. თუ პირი, რომელიც მსჯავრდებულია თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელი სამუშაოებით მუშაობის ადგილის მიხედვით, თავს არიდებს სასჯელის მოხდას, სასამართლოს, შინაგან საქმეთა ორგანოს წარდგინებით, ანდა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით შეუძლია ეს პირი სასჯელის მოსახდელად გაგზავნოს გამასწორებელი სამუშაოების აღსრულების განმგებელი ორგანოების მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილებში, მაგრამ მსჯავრდებულის საცხოვრებელ რაიონში. თუ პირი, რომელსაც მიესაჯა გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად, ბოროტად არიდებს თავს სასჯელის მოხდას, სასამართლოს შეუძლია გამასწორებელი სამუშაოების მოუხდელი ვადა მას შეუცვალოს თავისუფლების აღკვეთის იმავე ვადით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 29. გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სასამართლოს შეუძლია დანიშნოს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელის სახით, ვადით ერთი წლიდან ხუთ წლამდე. ეს სასჯელი შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაში, როცა დამნაშავის მიერ თანამდებობასთან დაკავშირებით ან გარკვეული საქმიანობის შესრულების დროს ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გამო სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს შეუნარჩუნოს მას გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლება. გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით სასჯელის აღსრულების ვადები გამოითვლება საქართველოში მსჯავრდებულებზე შრომა-გასწორებითი ზემოქმედების ღონისძიებებთან დაუკავშირებელი სისხლისსამართლებრივ სასჯელთა აღსრულების წესისა და პირობების შესახებ საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 4 იანვრის №2888 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1985წ., მუხ.1 მუხლი 30. ჯარიმა ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი, რომელსაც სასამართლო დაადებს სისხლის სამართლის კანონით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, ბრალეულის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ასი მანეთიდან ათას მანეთამდე ფარგლებში, ხოლო ანგარებითი დანაშაულისათვის - ათი ათას მანეთამდე ფარგლებში. საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში ცალკეული დანაშაულისათვის შეიძლება დაწესდეს უფრო დიდი ჯარიმა. იმ შემთხვევაში, თუ პირი ბოროტად თავს არიდებს ძირითადი სასჯელის სახით დადებული ჯარიმის გადახდას, სასამართლოს შეუძლია ჯარიმის გადაუხდელი თანხა შეცვალოს სასჯელით თავისუფლების აღუკვეთლად გამასწორებელი სამუშაოებით შემდეგი გაანგარიშებით - გამასწორებელი სამუშაოების ერთი თვე ორასი მანეთის ჯარიმით, მაგრამ არაუმეტეს ორი წლის ვადისა. თუ ჯარიმის გადახდა შეუძლებელია, სასამართლოს შეუძლია დაადგინოს მისი შეცვლა საზოგადოებრივი გაკიცხვით. დაუშვებელია ჯარიმის შეცვლა თავისუფლების აღკვეთით და თავისუფლების აღკვეთისა – ჯარიმით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 19 ივნისის №1304 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1987წ., მუხ.151 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს №1842 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1988წ., მუხ.201 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 31. თანამდებობიდან დათხოვნა თანამდებობიდან დათხოვნა შეიძლება დანიშნულ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს დაკავებულ თანამდებობაზე მსჯავრდებულის დატოვებას. მუხლი 32. საზოგადოებრივი გაკიცხვა საზოგადოებრივი გაკიცხვა მდგომარეობს სასამართლოს მიერ დამნაშავისათვის გაკიცხვის საჯაროდ გამოცხადებაში, რაც საჭირო შემთხვევებში ეცნობება საზოგადოებრიობას პრესის ან სხვა საშუალებით. მუხლი 33. დანაშაულის ჩამდენ სამხედრო მოსამსახურეთა გაგზავნა სადისციპლინო სამხედრო ნაწილში და გამასწორებელი სამუშაოთა შეცვლა ჰაუპტვახტში მოთავსებით დანაშაულის ჩამდენი ვადიანი სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გაიგზავნოს სადისციპლინო სამხედრო ნაწილში ვადით სამი თვიდან ორ წლამდე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც სასამართლო, მხედველობაში მიიღებს რა საქმის გარემოებებს და მსჯავრდებულის პიროვნებას, მიზანშეწონილად მიიჩნევს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად იმავე ვადით სადისციპლინო სამხედრო ნაწილში გაგზავნის შეფარდებას. თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სადისციპლინო სამხედრო ნაწილში გაგზავნა არ შეეფარდებათ პირებს, რომლებმაც ადრე მოიხადეს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. გამასწორებელი სამუშაოები თავისუფლების აღუკვეთლად სამხედრო მოსამსახურეებს შეეცვლებათ ჰაუპტვახტში მოთავსებით ვადით ორ თვემდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 21 ნოემბრის №473 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 29.11.1985წ., მუხ.377 საქართველოს 1997 წლის 16 აპრილის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №17-18, 09.05.1997წ., გვ.60 მუხლი 331. შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნა სასჯელი შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნის სახით გამოიყენება ვადით ერთიდან ორ წლამდე. იმ პირისათვის სასჯელის დანიშვნისას, რომელიც მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ალიმენტის გადახდის ან შვილების რჩენისათვის ბოროტად თავის არიდებისათვის, ანდა საპასპორტო სისტემის წესების დარღვევისათვის თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, სასამართლოს, საქმის გარემოებათა და ბრალეულის პიროვნების გათვალისწინებით, შეუძლია თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად გამოიყენოს სასჯელი იმავე ვადით შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნის სახით. სასჯელი შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნის სახით არ გამოიყენება: 1) განსაკუთრებით საშიში რეციდივისტების მიმართ; 2) იმ პირთა მიმართ, რომლებიც ადრე მსჯავრდებული იყვნენ განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-ე–73-ე მუხლები); ბანდიტიზმისათვის (78-ე მუხლი); სხვისი ქონების გატაცებისათვის ქურდობის ან გაძარცვის გზით (91-ე და 92-ე მუხლები); ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით (96-ე მუხლი); განზრახი მკვლელობისათვის (104-ე, 105-ე მუხლები, 258-ე მუხლის „გ“ პუნქტი); სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის (110-ე მუხლი); გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ, ანდა არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე მცირეწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები); განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი); ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის (240-ე მუხლი); ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცებისათვის (2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები); 3) მსჯავრდებული უცხოელი მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ. სასჯელი შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნის სახით არ გამოიყენება აგრეთვე იმ პირთა მიმართ, რომლებიც ადრე გაგზავნილი იყვნენ შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში (პროფილაქტორიუმიდან გათავისუფლების დღიდან 3 წლის განმავლობაში). მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში, სამუშაოსაგან თავის არიდების, ან დისციპლინის ან ქცევის დადგენილი წესების ბოროტი ან სისტემატური დარღვევისათვის შრომა-აღმზრდელობითი პროფილაქტორიუმის ადმინისტრაციის წარდგინებით სასამართლო თავისი განჩინებით შრომა-აღმზრდელობის პროფილაქტორიუმში ყოფნის მოუხდელ ვადას შეუცვლის იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით. თუ მსჯავრდებული შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში ყოფნის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში ჩაიდენს დანაშაულს, სასამართლო მას სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული წესებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 21დეკემბრის №1531 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1987წ., მუხ.319 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 34. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.162 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.72 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 341. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 1 ივლისის №164 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1985წ., მუხ.246 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 35. სამხედრო და სხვა წოდებათა, აგრეთვე ორდენების, მედლების, საპატიო სიგელებისა და საპატიო წოდებების ჩამორთმევა მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს სამხედრო თუ სპეციალური წოდების მქონე პირს ეს წოდება შეიძლება ჩამოერთვას სასამართლოს განაჩენით. მძიმე დანაშაულისათვის იმ პირთა მსჯავრდებისას, რომელთაც მინიჭებული აქვთ საქართველოს საპატიო წოდება ან სამხედრო თუ სხვა წოდება, სასამართლო განაჩენის გამოტანისას გადაწყვეტს მსჯავრდებულისათვის საქართველოს საპატიო წოდების ან საპატიო სამხედრო თუ სხვა წოდების ჩამორთმევის შესახებ წარდგინების იმ ორგანოში შეტანის მიზანშეწონილობის საკითხს, რომელმაც მსჯავრდებულს ეს წოდება მიანიჭა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 4 იანვრის №2888 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1985წ., მუხ.1 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 36. მშობლის უფლებების ჩამორთმევა მშობლის უფლებების ჩამორთმევას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მსჯავრდებული ბოროტად იყენებდა მშობლის უფლებებს ან არაკეთილსინდისიერად არიდებდა თავს მშობლიური ვალდებულებების შესრულებას. მშობლის უფლებების აღდგენა ხდება სასამართლოს განჩინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების წარდგინების საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 თავი მეხუთე სასჯელის დანიშვნისა და სასჯელისაგან გათავისუფლების შესახებ მუხლი 37. სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები სასამართლო სასჯელს ნიშნავს ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის იმ მუხლით დადგენილ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულისათვის, ამ კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა ზუსტი შესაბამისობით. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო, მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების ხასიათსა და ხარისხს, დამნაშავის პიროვნებას და საქმის გარემოებებს, რომლებიც ამსუბუქებენ ან ამძიმებენ პასუხისმგებლობას. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 38. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება: 1) ჩადენილი დანაშაულის მავნე შედეგების თავიდან აცილება, მიყენებული ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება ან მიყენებული ვნების გამოსწორება დამნაშავის მიერ; 2) დანაშაულის ჩადენა მძიმე პირად ან ოჯახურ გარემოებათა დამთხვევის გამო; 3) დანაშაულის ჩადენა მუქარის ან ძალადობის გავლენით ან მატერიალური თუ სხვა დამოკიდებულების გამო; 4) დანაშაულის ჩადენა პირველად, შემთხვევით მომხდარ გარემოებათა გამო; 5) დანაშაულის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების გავლენით, რაც გამოწვეულია დაზარალებულის არამართლზომიერი მოქმედებით; 6) დანაშაულის ჩადენა საზოგადოებრივად საშიში ხელყოფისაგან დაცვის დროს, თუნდაც აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადამეტებით; 7) დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანის მიერ; 8) დანაშაულის ჩადენა ორსული ქალის მიერ; 9) გულწრფელი მონანიება ან გამოცხადება ბრალის აღიარებით. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლოს შეუძლია გაითვალისწინოს აგრეთვე შემამსუბუქებელი გარემოებანი, რომლებიც კანონში აღნიშნული არ არის. მუხლი 39. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება: 1) დანაშაულის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჩადენილი აქვს რაიმე დანაშაული; სასამართლოს უფლება აქვს არ მისცეს პირველ დანაშაულს მისი ხასიათის მიხედვით დამამძიმებელი გარემოებების მნიშვნელობა; 2) დანაშაულის ჩადენა ერთი წლის განმავლობაში დამნაშავის მიმართ საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების შეფარდების შემდეგ მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის; 3) დანაშაულის ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ; 4) დანაშაულის ჩადენა ანგარებით ან სხვა ქვენა გრძნობით; 5) დანაშაულით მძიმე შედეგების გამოწვევა; 6) დანაშაულის ჩადენა მცირეწლოვანის, ღრმად მოხუცის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ და აგრეთვე დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; 7) არასრულწლოვანთა წაქეზება დანაშაულის ჩასადენად ან არასრულწლოვანთა ჩაბმა დანაშაულში მონაწილეობისათვის; 8) დანაშაულის ჩადენა განსაკუთრებული სისასტიკით ან ვერაგობით, ან დაზარალებულის აბუჩად აგდებით; 9) დანაშაულის ჩადენა საზოგადოებრივ უბედურებათა გარემოებების გამოყენებით; 10) დანაშაულის ჩადენა საყოველთაოდ საშიში საშუალებით; 11) დანაშაულის ჩადენა მეორე პირის მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყ ენებით; 12) დანაშაულის ჩადენა იმ პირის მიერ, რომელიც მთვრალი იყო ან იმყოფებოდა ნარკოტიკულ ნივთიერებათა ზეგავლენის ქვეშ. სასამართლოს უფლება აქვს, იმის მიხედვით, თუ რა ხასიათისაა დანაშაული, არ ცნოს ეს გარემოება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 12 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1966წ., მუხ.68 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122 მუხლი 40. სასჯელის დანიშვნა რამდენიმე დანაშაულის ჩადენის დროს თუ პირი ცნობილია დამნაშავედ ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენაში, რომლებიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კანონის სხვადასხვა მუხლით ან მუხლის ნაწილით, რომელთაგან არცერთისათვის იგი მსჯავრდებული არ ყოფილა, სასამართლო, დანიშნავს რა სასჯელს თითოეული დანაშაულისათვის ცალკე, საბოლოოდ განსაზღვრავს სასჯელს მათი ერთობლიობით, ამასთან, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს, ან დანიშნული სასჯელი შეიკრიბება მთლიანად ან ნაწილობრივ კანონის იმ მუხლით ან მუხლის ნაწილით დადგენილ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს უფრო მკაცრ სასჯელს. ძირითად სასჯელს შეიძლება დაემატოს ყოველი სხვა დამატებითი სასჯელი, გათვალისწინებული კანონის იმ მუხლებში, სადაც დაწესებულია პასუხისმგებლობა დანაშაულთათვის, რომელთა ჩადენაში ეს პირი ცნობილი იყო დამნაშავედ. იმავე წესებით დაინიშნება სასჯელი, თუ საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგენილ იქნა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის კიდევ სხვა დანაშაულში, რომელიც მან ჩაიდინა პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე. ამ შემთხვევაში სასჯელის ვადაში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ პირველი განაჩენით. მუხლი 41. სასჯელის დანიშვნა რამდენიმე განაჩენით თუ მსჯავრდებულმა განაჩენის გამოტანის შემდეგ, მაგრამ სასჯელის სრულ მოხდამდე, ჩაიდინა ახალი დანაშაული, სასამართლო ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად ან ნაწილობრივ უმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, რისთვისაც სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 42 მუხლით დადგენილი წესებით. მუხლი 42. სასჯელთა შეკრების წესები სასჯელთა შეკრების დროს სასჯელის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს სასჯელის ამ სახისათვის კანონით დადგენილ მაქსიმალურ ვადას. თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელთა შეკრების დროს სასჯელის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ათ წელს, ხოლო იმ დანაშაულთათვის, რომლებისთვისაც კანონს დასაშვებად მიაჩნია თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა ათ წელზე მეტი ვადით, ‒ არ უნდა აღემატებოდეს ოც წელს. სხვადასხვაგვარ ძირითად სასჯელთა შეკრების დროს გამოიყენება შემდეგი წესები: 1) თავისუფლების აღკვეთის და სადისციპლინო სამხედრო ნაწილში, ანდა შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში მოთავსების სახით სასჯელთა შეკრებისას თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეეფარდება სადისციპლინო სამხედრო ნაწილში ან შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში მოთავსების ერთი დღე. 2) თავისუფლების აღკვეთისა და გადასახლების ან გასახლების შეკრებისას თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეეფარდება გადასახლების ან გასახლების სამი დღე; 3) თავისუფლების აღკვეთისა და გამასწორებელი სამუშაოების შეკრებისას თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეეფარდება გამასწორებელი სამუშაოების სამი დღე; 4) გადასახლების გასახლებასთან შეკრების დროს გადასახლების ერთი დღე უდრის გასახლების ერთ დღეს; 5) გადასახლების ან გასახლებისა და გამასწორებელი სამუშაოების შეკრებისას გადასახლების ან გასახლების ერთ დღეს შეეფარდება გამასწორებელი სამუშაოების ერთი დღე; თავისუფლების აღკვეთასთან, გადასახლებასთან, გასახლებასთან ან გამასწორებელ სამუშაოებთან გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, აგრეთვე ჯარიმის, თანამდებობიდან დათხოვნის ან საზოგადოებრივი გაკიცხვის მიმატების შემთხვევაში დასახელებული სასჯელები გამოიყენება დამოუკიდებლად. სხვადასხვაგვარი დამატებითი სასჯელები სისრულეში მოიყვანება დამოუკიდებლად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 16 აპრილის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №17-18, 09.05.1997წ., გვ.60 მუხლი 43. სასჯელის ვადების განსაზღვრის წესი თავისუფლების აღკვეთის, სადისციპლინო სამხედრო ნაწილში ან შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში მოთავსების, გადასახლების, გასახლების, გამასწორებელი სამუშაოების (თავისუფლების აღუკვეთლად), აგრეთვე გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადები იანგარიშება თვეებით ან წლებით, ხოლო ჰაუპტვახტში მოთავსების ვადები ‒ დღე-ღამით და თვეებით. სასჯელის შეცვლის ან შეკრების დროს დასაშვებია სასჯელის გაანგარიშება დღეებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 44. განსაკუთრებით საშიში რეციდივისტი განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად სასამართლოს განაჩენით შეიძლება ცნობილ იქნეს პირი 1) რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (მუხლი 65-ე-73-ე), ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78-ე), ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადების ან გასაღებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (88-ე მუხლის მეორე ნაწილი), სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცებისათვის (მუხლი 961), ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში (96-ე მუხლის მეორე ნაწილი), განზრახ მკვლელობისათვის, რომელიც გათვალისწინებულია 104-ე, 105-ე მუხლებით და 258-ე მუხლის „გ“ პუნქტით (გარდა დედის მიერ ახალშობილი ბავშვის მკვლელობისა), გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ ან რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის ან მცირეწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები), ბავშვით ვაჭრობისათვის (1272 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები); მძევლად ხელში ჩაგდება (1331 მუხლი), საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი პოლიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის (მუხლი 2091), აფეთქება (2281 მუხლი), რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცების, სატრანსპორტო დაწესებულებისა თუ ტვირთის ხელში ჩაგდებისათვის (მუხლი 2422); სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისათვის (243-ე მუხლი), რადიოაქტიური მასალების გატაცებისათვის (2513 მუხლი) და რომელმაც კვლავ ჩაიდინა რომელიმე ზემოჩამოთვლილი დანაშაული, რისთვისაც მას ესჯება თავისუფლების აღკვეთა ვადით არანაკლებ ხუთი წლისა; 2) რომელიც წინათ, ნებისმიერი თანმიმდევრობით , ორჯერ იყო მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთით განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (მუხლები 65-ე-73-ე), ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78-ე), მასობრივი არეულობისათვის (მუხლი მე-80), ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადებისა და გასაღებისათვის (მუხლი 88-ე), სხვისი ქონების გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (91-ე და 92-ე მუხლების მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები, 93-ე და 94-ე მუხლების მეორე და მესამე ნაწილები და მუხლი 961), ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით (მუხლი 96-ე), განზრახ მკვლელობისათვის, რომელიც გათვალისწინებულია 104-ე, 105-ე მუხლებით და 258-ე მუხლის „გ“ პუნქტით (გარდა დედის მიერ თავისი ახალშობილი ბავშვის მკვლელობისა), სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის (მუხლი 110-ე), გაუპატიურებისათვის (მუხლი 117-ე), ბავშვით ვაჭრობისათვის 1272 მუხლი); მძევლად ხელში ჩაგდება (1331 მუხლი), ვაჭრობის წესების დარღვევისათვის (1693 მუხლის მეორე და მესამე ნაწილები); ქრთამის აღებისათვის (მუხლი 189-ე), საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი პოლიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის (მუხლი 2091 ), განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მესამე ნაწილი), იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებად ნივთიერებათა უკანონო ტარება, შენახვა, გადაგზავნა, შეძენა, დამზადება ან გასაღება (238-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები); უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზაცია ან მასში მონაწილეობა (მუხლი 2381) ; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცების, სატრანსპორტო დაწესებულებისა თუ ტვირთის ხელში ჩაგდებისათვის (მუხლი 2422); სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისათვის (243-ე მუხლი), რადიოაქტიური მასალების გატაცებისათვის (2513 მუხლი); საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური და ტოქსიკური სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტისათვის (2516 მუხლის მეორე ნაწილი); ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცების, დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისათვის გასაღების მიზნით, ამ ნივთიერებათა გასაღებისათვის, აგრეთვე ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (252-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილები, 2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები) და რომელმაც კვლავ ჩაიდინა რომელიმე ზემოჩამოთვლილი დანაშაული, რისთვისაც მას სასჯელად ეფარდება თავისუფლების აღკვეთა სამ წელზე მეტი ვადით; 3) რომელიც წინათ, ნებისმიერი თანმიმდევრობით, სამჯერ ან მეტჯერ იყო მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მეორე ნაწილი) ან ამ მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დანაშაულისათვის და რომელმაც კვლავ ჩაიდინა ბოროტი ხულიგნობა ან ამ მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი რომელიმე დანაშაული, რისთვისაც მას სასჯელად ეფარება თავისუფლების აღკვეთა; 4) რომელიც იხდის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით ამ მუხლის პირველი ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილი დანაშაულისათვის და რომელმაც კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშული, რისთვისაც მას სასჯელად ეფარდება თავისუფლების აღკვეთა ვადით არანაკლებ ხუთი წლისა. განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო მხედველობაში მიიღებს დამნაშავის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს და მის მოტივებს, დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელების ხარისხს, დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობის ხარისხსა და ხასიათს და საქმის სხვა გარემოებებს. სასამართლოს გადაწყვეტილება მოტივირებულ უნდა იქნეს განაჩენში. განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ცნობის საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში არ იღებენ ნასამართლობას თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრეთვე ნასამართლობას, რომელიც მოხსნილია ან გაქარწყლებულია კანონით დადგენილი წესით. ნასამართლეობის მოხსნის შემთხვევაში უქმდება პირის განსაკუთრებით საშიში რეციდივისტად აღიარება. ამ კოდექსის ის მუხლები, რომლებიც ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის, გამოყენებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირი კანონით დადგენილი წესით იყო ცნობილი განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად ამ დანაშაულის ჩადენამდე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №25, 10.09.1962წ., მუხ.399 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1967წ., მუხ.385 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 6 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1968წ., მუხ.56 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.163 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.72 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 10 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1974წ., მუხ.3 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 29 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1980წ., მუხ.217 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 17 აგვისტოს №2622 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1984წ., მუხ.254 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 სექტემბრის №1394 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1987წ., მუხ.217 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 მარტის №1645 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1988წ., მუხ.38 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1991წ., მუხ.38 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1991წ., საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1991წ., მუხ.429 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1991წ., მუხ.450 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 29 ივნისის დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი I, 30.06.1992წ., მუხ.98 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 17 მარტის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, 31.03.1993წ., მუხ.53 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 8 თებერვლის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №23-26, 28.02.1995წ., მუხ.506 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №974 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.81 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 45. კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა თუ სასამართლო, გაითვალისწინებს რა საქმის განსაკუთრებულ გარემოებებს და დამნაშავის პიროვნებას, საჭიროდ მიიჩნევს დაუნიშნოს მას ამ დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებულ უმდაბლეს საზღვარზე ნაკლები სასჯელი ან გადავიდეს სხვა, უფრო მსუბუქი სახეობის სასჯელზე, მას შეუძლია დაუშვას ასეთი შემსუბუქება, ამასთან აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი მოტივები. მუხლი 46. პირობითი მსჯავრდება თუ თავისუფლების აღკვეთის ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო, გაითვალისწინებს რა საქმის გარემოებებს და ბრალეულის პიროვნებას, დარწმუნდება, რომ მიზანშეუწონელია ბრალეულმა მოიხადოს დანიშნული სასჯელი, მას შეუძლია დაადგინოს, რომ სასჯელი პირობით არ იქნეს გამოყენებული ბრალეულის მიმართ, ამასთან განაჩენში აუცილებლად უნდა აღინიშნოს პირობითი მსჯავრდების მოტივები. ამ შემთხვევაში სასამართლო ადგენს, რომ განაჩენი არ მოიყვანება სისრულეში, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებული არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს და სანიმუშო ყოფაქცევით და პატიოსანი შრომით გაამართლებს მისდამი გამოცხადებულ ნდობას. პირობით მსჯავრდებულთა ყოფაქცევას კონტროლს უწევენ შინაგან საქმეთა ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სასამართლო გამოსაცდელ ვადას ადგენს ერთიდან ხუთ წლამდე ხანგრძლივობით. პირობით მსჯავრდებისას შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელები გადასახლებისა და გასახლების გარდა. გაითვალისწინებს რა საქმის გარემოებებს, ბრალეულის პიროვნებას, აგრეთვე ბრალეულის სამუშაო ადგილიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობებს მისი პირობითი მსჯავრდების შესახებ, სასამართლოს შეუძლია პირობით მსჯავრდებული გადასცეს ამ ორგანიზაციებს ან კოლექტივს ხელახლა აღსაზრდელად და გამოსასწორებლად. აღნიშნული შუამდგომლობის უქონლობისას სასამართლოს შეუძლია გარკვეულ შრომითს კოლექტივს ან პირს, მათი თანხმობით, დააკისროს მოვალეობა – პირობით მსჯავრდებულს გაუწიოს მეთვალყურეობა და მასთან ჩაატაროს აღმზრდელობითი მუშაობა. იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით, რომლებსაც დაეკისრათ მეთვალყურეობა პირობით მსჯავრდებულზე, სასამართლოს შეუძლია შეამციროს განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადა. გამოსაცდელი ვადის შემცირების საკითხი შეიძლება დადგეს ამ ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სისტემატურად დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, რასაც მოჰყვება ადმინისტრაციული სახდელის ან საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენება, შინაგან საქმეთა ორგანოს, წარდგინებით სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება პირობითი მსჯავრდების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის შესახებ. თუ გამოსასწორებლად და ხელახლა აღსაზრდელად, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის სამეთვალყურეოდ გადაცემულმა პირობით მსჯავრდებულმა არ გაამართლა მათი ნდობა, არ შეასრულა დაპირება – სანიმუშო ყოფაქცევით და პატიოსანი შრომით დაამტკიცოს თავისი გამოსწორება, ანდა დატოვა შრომითი კოლექტივი საზოგადოებრივი ზემოქმედებისაგან თავის არიდების მიზნით, მაშინ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება პირობითი მსჯავრდების გაუქმების და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დანაშაული, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს იმ წესების შესაბამისად, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 47. სამხედრო მოსამსახურისათვის ან სამხედრო ვალდებულისათვის განაჩენის აღსრულების ვადის გადადება ომიანობის დროს ომიანობის დროს სასამართლოს შეუძლია გადაუდოს თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულება საომარი მოქმედები დამთავრებამდე იმ სამხედრო მოსამსახურეს ან სამხედრო ვალდებულს, რომელიც გაწვეულ ან მობილიზებული უნდა იქნეს, და გაიგზავნოს მსჯავრდებული მოქმედ არმიაში. სასამართლოს შეუძლია ასეთ შემთხვევებში გადადოს დამატებითი სასჯელის აღსრულებაც. თუ მოქმედ არმიაში გაგზავნილი მსჯავრდებული თავს გამოიჩენს სამშობლოს მედგარ დამცველად, შესაბამისი სამხედრო სარდლობის შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს იგი სასჯელისაგან ან შეუცვალოს სასჯელი სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელით. თუ იმ პირმა, რომლის მიმართ განაჩენის აღსრულება გადადებული იყო, ჩაიდინა ახალი დანაშაული, სასამართლო ახალ სასჯელს მთლიანად ან ნაწილობრივ დაუმატებს წინათ დანიშნულ სასჯელს იმ წესების შესაბამისად, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 42-ე მუხლში. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 471. განაჩენის აღსრულების გადადება იმ პირისათვის სასჯელის დანიშვნისას, რომელსაც პირველად ედება მსჯავრი თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, ბრალეულის პიროვნებისა და საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, აგრეთვე მისი გამოსწორებისა და საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე ხელახლა აღზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია გადადოს განაჩენის აღსრულება ასეთი პირის მიმართ ერთიდან ორ წლამდე ვადით. ასეთ შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია გადადოს დამატებითი სასჯელის აღსრულება. განაჩენის აღსრულების გადადებისას სასამართლოს შეუძლია დაავალოს მსჯავრდებულს განსაზღვრულ ვადაში აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, დაიწყოს მუშაობა ან სწავლა, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი შინაგან საქმეთა ორგანოს თანხმობის გარეშე, აცნობოს ამ ორგანოებს სამუშაო ან სწავლის ადგილის შეცვლის შესახებ, პერიოდულად გამოცხადდეს შინაგან საქმეთა ორგანოში რეგისტრაციისათვის. სასამართლოს შეუძლია დაავალოს მსჯავრდებულს არ იაროს გარკვეულ ადგილებში, შინაგან საქმეთა ორგანოსათვის შეტყობინების გარეშე არ წავიდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან, სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში გაიაროს მკურნალობის კურსი, თუ ამ მოვალეობათა დაკისრება ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის გამოსწორებას და ხელახლა აღზრდას. სასამართლოს შეუძლია აგრეთვე განსაზღვრულ შრომითს კოლექტივს ან პირს, მათი თანხმობით, დააკისროს მოვალეობა – მსჯავრდებულს გაუწიოს მეთვალყურეობა და მასთან ჩაატაროს აღმზრდელობითი მუშაობა. იმ მსჯავრდებულთა ყოფაქცევას, რომელთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულება გადადებულია, კონტროლს უწევენ შინაგან საქმეთა ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ მსჯავრდებული, რომლის მიმართ თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულება გადადებულია, არ ასრულებს მასზე სასამართლოს მიერ დაკისრებულ მოვალეობებს, ანდა არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან შრომის დისციპლინას, რასაც მოჰყვება ადმინისტრაციული სახდელის ზომების, ანდა დისციპლინური თუ საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენება, მაშინ შინაგან საქმეთა ორგანოს, ან შრომითი კოლექტივის წარდგინებით, რომელსაც ეკისრება მოვალეობა – მეთვალყურეობა გაუწიოს მსჯავრდებულს და ჩაატაროს მასთან აღმზრდელობითი მუშაობა, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება თავისუფლების აღკვეთის განაჩენის აღსრულების გადადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის შესახებ. განაჩენის აღსრულების გადადების ვადის გასვლის შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევისადმი კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წარდგინებით, სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენის აღსრულების გადადების ვადის განმავლობაში, მსჯავრდებულის შრომისადმი ან სწავლისადმი დამოკიდებულების, მისი ყოფაქცევის მიხედვით სასამართლოს გამოაქვს განჩინება სასჯელისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლების ან განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნის შესახებ. თუ მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების გადადების პერიოდში ახალ დანაშაულს ჩაიდენს, სასამართლო ახალ სასჯელს მიუმატებს ადრე დანიშნულ სასჯელს ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 48. წინასწარი პატიმრობის ჩათვლა სასამართლოს წინასწარ პატიმრობას ჩათვლის სასჯელის ვადაში, თუ მისჯილია თავისუფლების აღკვეთა ან სადისციპლინო სამხედრო ნაწილში, ანდა შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნა, ერთ დღეს ერთ დღედ, და თუ მისჯილია გამასწორებელი სამუშაოები, გადასახლება ან გასახლება ‒ ერთ დღეს სამ დღედ. სასჯელის სხვა ღონისძიებათა დანიშვნისას სასამართლო, მხედველობაში იღებს რა წინასწარ პატიმრობას, შესაბამისად უმსუბუქებს სასჯელს დამნაშავეს ან მთლიანად ათავისუფლებს მას სასჯელისაგან. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს 1997 წლის 16 აპრილის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №17-18, 09.05.1997წ., გვ.60 მუხლი 481. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 49. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობა პირი არ შეიძლება მიცემულ იქნეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თუ მის მიერ დანაშაულის ჩადენის დღიდან გავიდა შემდეგი ვადები: 1) ერთი წელი იმ დანაშაულის ჩადენის დღიდან, რომელიც გათვალისწინებულია 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე მუხლით, 131-ე მუხლის პირველი ნაწილით, 136-ე, 138-ე მუხლებით, 198-ე, 208-ე, 220-ე მუხლებით; 2) სამი წელი იმ დანაშაულის ჩადენის დღიდან, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ვადით არაუმეტეს ორი წლისა ან სასჯელი, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან; 3) ხუთი წელი იმ დანაშაულის ჩადენის დღიდან, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ვადით არაუმეტეს ხუთი წლისა; 4) ათი წელი იმ დანაშაულის ჩადენის დღიდან, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით; ხანდაზმულობის დინება წყდება, თუ კანონში აღნიშნული ვადების გასვლამდე პირი ჩაიდენს ახალ დანაშაულს, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ორ წელზე მეტი ვადით. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის გამოთვლა იწყება ახალი დანაშაულის ჩადენის მომენტიდან. ხანდაზმულობის დინება შეჩერდება, თუ დანაშაულის ჩამდენი პირი დაემალება გამოძიებას ან სასამართლოს. ამ შემთხვევებში ხანდაზმულობის დინება განახლდება ამ პირის დაკავების ან ბრალის აღიარებით მისი გამოცხადების მომენტიდან. ამასთან ეს პირი არ შეიძლება მიცემულ იქნეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, თუ დანაშაულის ჩადენის დროიდან გავიდა თხუთმეტი წელი და ხანდაზმულობა არ ყოფილა შეწყვეტილი ახალი დანაშაულის ჩადენით. საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობა ისეთი დანაშაულის ჩამდენ პირს, რომლისთვისაც კანონით შეიძლება უვადო თავისუფლების აღკვეთა დაინიშნოს, წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შესაძლებლად ვერ მიიჩნევს ხანდაზმულობის გამოყენებას, უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ დაიშვება და იგი შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1970წ., მუხ.177 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 19 ივნისის №1304 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1987წ., მუხ.151 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1069 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ.47 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 50. გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობა გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება მოყვანილ იქნეს სისრულეში, თუ იგი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან აღსრულებული არ იყო შემდეგ ვადებში: 1) ერთი წელი – იმ დანაშაულთათვის მსჯავრდების დროს, რომლებიც გათვალისწინებულია 112-ე მუხლის მეორე ნაწილით, 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე მუხლით, 131-ე მუხლის პირველი ნაწილით, 136-ე, 138-ე მუხლებით, 198-ე, 208-ე, 220-ე მუხლებით; 2) სამი წელი ‒ როცა მისჯილია თავისუფლების აღკვეთა ვადით არაუმეტეს ორი წლისა ან სასჯელი, რომელიც დაკავშირებულია არ არის თავისუფლების აღკვეთასთან; 3) ხუთი წელი ‒ როცა მისჯილია თავისუფლების აღკვეთა ვადით არაუმეტეს ხუთი წლისა; 4) ათი წელი ‒ როცა მისჯილია უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით. ხანდაზმულობის დინება წყდება, თუ მსჯავრდებული თავს აარიდებს სასჯელის მოხდას ან აღნიშნული ვადების გასვლამდე ჩაიდენს ახალ დანაშაულს, რომლისთვისაც სასამართლო დანიშნავს სასჯელს ‒ თავისუფლების აღკვეთას ვადით არანაკლებ ერთი წლისა, გადასახლებას, ან გასახლებას ვადით არანაკლებ სამი წლისა. ხანდაზმულობის გამოთვლა ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში იწყება მისი ჩადენის მომენტიდან, ხოლო სასჯელის მოხდისაგან თავის არიდების შემთხვევაში ‒ სასჯელის მოსახდელად გამოცხადების მომენტიდან ან მიმალული მსჯავრდებულის შეპყრობის მომენტიდან. ამასთან გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება მოყვანილ იქნეს სისრულეში, თუ მისი გამოტანის დროიდან გავიდა თხუთმეტი წელი და ხანდაზმულობა არ შეწყვეტილა ახალი დანაშაულის ჩადენით. იმ საკითხს, შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობა ისეთ პირს, რომელსაც მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, გადაწყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შესაძლებლად ვერ მიიჩნევს ხანდაზმულობის გამოყენებას, უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა შეიცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 6 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1968წ., მუხ.56 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 19 ივნისის №1304 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1987წ., მუხ.151 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1069 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ.47 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 51. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ი სეთი ქმედობის ჩამდენი პირი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, თუ მიჩნეულ იქნება, რომ გამოძიების ან სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის, ვითარების შეცვლის შედეგად, მის მიერ ჩადენილმა ქმედობამ დაკარგა საზოგადოებრივად საშიში ხასიათი ან ეს პირი აღარ არის საზოგადოებრივად საშიში. დანაშაულის ჩამდენი პირი შეიძლება სასამართლოს განაჩენით გათავისუფლდეს სასჯელისაგან, თუ მიჩნეულ იქნება, რომ შემდგომი უმწიკვლო ყოფაქცევისა და შრომისადმი პატიოსანი დამოკიდებულების გამო ეს პირი სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის არ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივად საშიშ პირად. ისეთი ქმედობის ჩამდენი პირი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და არ წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ საშიშროებას, შეიძლება გათავისუფლებულ იქნეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, თუ მიჩნეულ იქნება, რომ მისი გამოსწორება და ხელახლა აღზრდა შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის გამოუყენებლად. ამ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: 1) პირის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის შესახებ (511 მუხლი); 2) ამხანაგური სასამართლოს განსახილველად საქმის მასალების გადაცემის შესახებ (52-ე მუხლი); 3) (ამოღებულია - 03.08.1992); 4) საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის ან შრომითი კოლექტივისათვის პირის თავდებქვეშ გადაცემის შესახებ (53-ე მუხლი). სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ამ მუხლის მესამე ნაწილში მითითებული საფუძვლების შესაბამისად არ დაიშვება, თუ ისეთი ქმედობის ჩამდენი პირი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამის წინააღმდეგია. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 511. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემით, ამ კოდექსის 51-ე მუხლის მესამე ნაწილში მითითებული საფუძვლების არსებობისას, დასაშვებია მხოლოდ ისეთ დანაშაულთა საქმეებზე, რომლებისთვისაც კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით არა უმეტეს ერთი წლისა ან სხვა უფრო მსუბუქ სასჯელს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 მუხლი 52. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ამხანაგური სასამართლოს განსახილველად საქმის მასალების გადაცემით თუ პირმა ჩაიდინა ისეთი ქმედობა, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით არა უმეტეს ერთი წლისა ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი, და თუ ჩადენილი ქმედობის ხასიათისა და პიროვნების მიხედვით ამ პირის გამოსწორება შესაძლებელია სასჯელის გამოუყენებლად, საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების საშუალებით, ეს პირი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და საქმის მასალები განსახილველად გადაეცეს ამხანაგურ სასამართლოს. ამხანაგურ სასამართლოს განსახილველად არ შეიძლება გადაეცეს საქმე ისეთი პირის მიმართ, რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან გადაცემული იყო თავდებქვეშ. თუ ამ მუხლის საფუძველზე ამხანაგურ სასამართლოს გადაცემული პირი ბოროტად არიდებს თავს სასამართლოში გამოცხადებას, აგრეთვე თუ ეს პირი ბოროტად არიდებს თავს ამხანაგურ სასამართლოში გამოცხადებას მის მიერ ჩადენილი ისეთი ანტისაზოგადოებრივი საქციელის განხილვისას, რაც კანონის თანახმად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მისი განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებათა გამოყენების შემდეგ, ასეთი პირი მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ამ კოდექსის შესაბამისი მუხლების მიხედვით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 53. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება თავდებქვეშ გადაცემით თუ პირის მიერ ჩადენილი ქმედობა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით არაუმეტეს სამი წლისა ან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელი და საქმის გარემოებათა მიხედვით ქმედობა და თვით მისი ჩამდენი პირი არ წარმოადგენენ დიდ საზოგადოებრივ საშიშროებას, მაშინ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის შუამდგომლობით პირი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და გადაეცეს თავდებქვეშ ხელახლა აღსაზრდელად და გამოსასწორებლად იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან შრომითს კოლექტივს, რომლებმაც შუამდგომლობა აღძრეს. თავდებქვეშ არ გადაიცემა პირი, რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან უკვე გადაცემული იყო თავდებქვეშ. თუ თავდებქვეშ აყვანილი პირი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში არ გაამართლა შრომითი კოლექტივის ნდობა, არ ასრულებს დაპირებას, რომ სანიმუშო ყოფაქცევითა და პატიოსანი შრომით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, არ ემორჩილება საერთო ცხოვრების ნორმებს ან დატოვებს შრომითს კოლექტივს საზოგადოებრივი ზემოქმედებისაგან თავის არიდების მიზნით, მაშინ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან შრომითს კოლექტივს, რომელმაც აიყვანა იგი თავდებქვეშ, გამოაქვთ გადაწყვეტილება თავდებობაზე უარის თქმის შესახებ და ამ გადაწყვეტილებას აგზავნიან პროკურატურაში ან სასამართლოში საკითხის განსახილველად, რათა ეს პირი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმ ქმედობისათვის, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და რომლის ჩადენასთან დაკავშირებით ის გადაცემული იყო თავდებქვეშ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 54. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით პირებს, რომლებსაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, გამასწორებელი სამუშაოები ან სადისციპლინო სამხედრო ნაწილში, ანდა შრომა-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმში გაგზავნა, გარდა ამ კოდექსის 541 მუხლში ჩამოთვლილი პირებისა, შეიძლება შეეფარდოთ სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან სანიმუშო ყოფაქცევითა და შრომისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით დაამტკიცა თავისი გამოსწორება. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებას ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას უფრო მსუბუქი სასჯელით აწარმოებს სასამართლო მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით, სასჯელის აღსრულების გამგებელი ორგანოსა წარდგინებით; ხოლო თუ პირი სასჯელს იხდის სადისციპლინო სამხედრო ნაწილში, – სადისციპლინო სამხედრო ნაწილის მეთაურის წარდგინებით. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული ფაქტიურად მოიხდის დანიშნული სასჯელი ვადის არანაკლებ ნახევარს. იმ პირთა მიმართ: 1) რომლებიც მსჯავრდებული არიან განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით სამ წელზე მეტი ვადით; 2) რომლებმაც წინათ მოიხადეს სასჯელი განზრახი დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში და ნასამართლობის გაქარწყლებამდე, მოხსნამდე კვლავ ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, რისთვისაც მათ მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა. 3) რომლებმაც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდის დროს ჩაიდინეს განზრახი დანაშული, რისთვისაც მათ მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, – სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ. იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დამზადების ან გასაღებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (88-ე მუხლის მეორე ნაწილი); სხვისი ქონების გატაცებისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით (961 მუხლი), გარდა ყაჩაღობით ჩადენილი გატაცებისა; სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (110-ე მუხლის მე-2 ნაწილი); გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია ჯგუფის მიერ, ან არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვის (117- მუხლის მესამე ნაწილი); მძევლად ხელში ჩაგდებისათვის (1331 მუხლის პირველი ნაწილი); ქრთამის აღების, ქრთამის მიცემის ან მექრთამეობაში შუამავლობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (189-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები, 1891 და 190-ე მუხლების მეორე ნაწილები); განსაკუთრებით ბოროტი ხულიგნობისათვის (228-ე მუხლის მე-3 ნაწილი), აფეთქებისათვის (2281 მუხლის მე-2 ნაწილი), ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალისა და ფეთქებად ნივთიერებათა უკანონოდ გადაგზავნის, გადაზიდვის, დამზადების ან გასაღებისათვის, აგრეთვე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების, შენახვის, გადაგზავნის, გადაზიდვის, შეძენის, დამზადების ან გასაღებისათვის (238-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები); რადიოაქტიური მასალების გატაცებისათვის (2513 მუხლი) , საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური და ტოქსიკური სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტისათვის (2516 მუხლის მეორე ნაწილი); გასაღების მიზნით ნარკოტიკულ ნივთიერებათა დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისათვის, ანდა გასაღებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (252-ე მუხლის მეორე ნაწილი); ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცებისათვის დამამძიმებელ გარემოებებში, გარდა ყაჩაღური თავდასხმით, აგრეთვე დიდი ოდენობით ჩადენილი გატაცების (2521 მუხლის მეორე ნაწილი), – იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ბანდიტიზმისათვის (78-ე მუხლი); ისეთი მოქმედებისათვის, რომელსაც დეზორგანიზაცია შეაქვს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა მუშაობაში (781 მუხლი); ყაჩაღობისათვის სხვისი ქონების დაუფლების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში (96-ე მუხლის მე-2 ნაწილი); სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცებისათვის ყაჩაღური გზით (961 მუხლი); განზრახი მკვლელობისათვის (105-ე მუხლი); ბავშვით ვაჭრობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (1272 მუხლის მე-2 ნაწილი); მძევლად ხელში ჩაგდებისათვის, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა (1331 მუხლის მე-2 ნაწილი); უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზაციისათვის ან მასში მონაწილეობისათვის (2381 მუხლი); ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცებისათვის ყაჩაღური თავდასხმით (240-ე მუხლის მე-3 ნაწილი); რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცებისათვის, სატრანსპორტო დაწესებულებებისა და ტვირთის ხელში ჩაგდებისათვის (2422 მუხლი); სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისათვის (243-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები); ნარკოტიკულ საშუალებათა გატაცებისათვის ყაჩაღური თავდასხმით, ან დიდი ოდენობით (2521 მუხლის მე-3 ნაწილი),– სასჯელისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ოთხი მეხუთედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ სამი მეოთხედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების ან სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლისას მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს აგრეთვე დამატებითი სასჯელისაგან, როგორიცაა გადასახლება, გასახლება, გარკვეული თანამდებობის დაკავება ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილის შეცვლისას გადასახლებით, გასახლებით ან გამასწორებელი სამუშაოებით ისინი დაინიშნებიან ამ სახეობის სასჯელისათვის კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში და არ უნდა აღემატებოდნენ თავისუფლების აღკვეთის მოუხდელ ვადას. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის გამოყენებისას სასამართლოს შეუძლია დააკისროს გარკვეულ შრომითს კოლექტივს, ამ უკანასკნელის თანხმობით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში მეთვალყურეობა გაუწიოს ვადამდე პირობით გათავისუფლებულს ან იმ პირს, რომელსაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სასჯელით, და გასწიოს მასთან აღმზრდელობითი მუშაობა. თუ სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებულმა პირმა სასჯელის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რისთვისაც მსჯავრი ედება თავისუფლების აღკვეთით, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების მიხედვით. ამასთან ერთად, სასამართლოს შეუძლია ძირითად სასჯელს მიუმატოს პირველი განაჩენით დანიშნული სასჯელის დამატებითი ზომა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №25, 10.09.1962წ., მუხ.399 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1964 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №13, 11.05.1964წ., მუხ.234 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1967წ., მუხ.385 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 6 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1968წ., მუხ.56 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 29 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1980წ., მუხ.217 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 25 ივლისის №196 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1985წ., მუხ.247 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის №785 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986წ., მუხ.140 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 მარტის №1645 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1988წ., მუხ.38 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 8 თებერვლის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №23-26, 28.02.1995წ., მუხ.506 საქართველოს 1997 წლის 16 აპრილის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №17-18, 09.05.1997წ., გვ.60 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონი №1649 – სსმ I, №3, 08.11.1998წ., მუხ.31 მუხლი 541. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების და სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის გამოუყენებლობა სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით არ გამოიყენება იმ პირის მიმართ: 1) რომელიც ცნობილია განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად; 2) რომელიც მსჯავრდებულია განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულისათვის (65-73-ე მუხლები); 3) რომელიც მსჯავრდებულია: დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის (104-ე მუხლი, 258-ე მუხლის „ გ“ პუნქტი); გაუპატიურებისათვის, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, ან რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე მცირეწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მე-4 ნაწილი); ბავშვით ვაჭრობისათვის, რომელიც ჩადენილია ქვენა გრძნობით, ან თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე შედეგი გამოიწვია, აგრეთვე, თუ მას ახლდა ბავშვის უცხო სახელმწიფოში უკანონო გადაყვანა ან იქიდან ბავშვის დაუბრუნებლობა (1272 მუხლის მე-3 ნაწილი); ადამიანის მოტაცების ან თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთისათვის (133-ე მუხლი); პოლიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას მათ სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2091 მუხლი). 4) რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა შეწყალების ან ამნისტიის წესით შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით; 5) რომელიც ადრე ორჯერ და მეტად იყო მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთით განზრახი დანაშაულისათვის, თუ ნასამართლობა ადრე ჩადენილი დანაშაულისათვის არ არის მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონით დადგენილი წესით; 6) რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან ადრე გათავისუფლებული იყო ვადამდე პირობით სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადის სრულად მოხდამდე და რომელმაც კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული სასჯელის მოუხდელი ნაწილის ან მუშაობის სავალდებულო ვადის განმავლობაში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.163 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.72 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 10 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1974წ., მუხ.3 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 25 ივლისის №196 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1985წ., მუხ.247 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 სექტემბრის №1394 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1987წ., მუხ.217 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1991წ., მუხ.38 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1991წ., საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1991წ., მუხ.450 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 29 ივნისის დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი I, 30.06.1992წ., მუხ.98 საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 17 მარტის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, 31.03.1993წ., მუხ.53 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №974 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.81 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1997 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1069 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ.47 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონი №1649 – სსმ I, №3, 08.11.1998წ., მუხ.31 მუხლი 542. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 55. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება და სასჯელის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით იმ პირთა მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს თვრამეტი წლის ასაკამდე იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან თავისუფლების აღკვეთით ან გამასწორებელი სამუშაოებით თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით. თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიმართ სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან სანიმუშო ყოფაქცევით, შრომისა და სწავლისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით დაამტკიცა თავისი გამოსწორება. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებას და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას უფრო მსუბუქი სასჯელით აწარმოებს სასამართლო მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით, სასჯელის სისრულეში მომყვანი ორგანოს წარდგინებით. თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ერთი მესამედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ. სასჯელისაგან ვადამდე გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ნახევრის ფაქტიურად მოხდის შემდეგ შეიძლება შეეფარდოს იმ პირთ 1) რომელთაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა ვადით არანაკლებ ხუთი წლისა თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი განზრახი დანაშაულისათვის; 2) რომელთაც წინათ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოიხადეს სასჯელი განზრახი დანაშაულისათვის და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ თვრამეტი წლის ასაკამდე ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, რისთვისაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა; 3) რომელთაც თვრამეტი წლის ასაკამდე თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, რისთვისაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით სასჯელის დანიშნული ვადის არანაკლებ ორი მესამედის ფაქტიურად მოხდის შემდეგ შეიძლება შეეფარდოს იმ პირთ 1) რომელთაც წინათ მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა განზრახი დანაშაულისათვის და სასჯელისაგან ვადამდე პირობით იყვნენ გათავისუფლებული ან სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სასჯელით ჰქონდათ შეცვლილი, თუ მათ თვრამეტი წლის ასაკის მიღწევამდე და სასჯელის მოუხდელი ვადის გასვლამდე კვლავ ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, რისთვისაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა; 2) რომლებიც მსჯავრდებული არიან თვრამეტი წლის ასაკამდე ჩადენილი დანაშაულებისათვის: ბანდიტიზმისათვის (მუხლი 78-ე), ყაჩაღობისათვის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ქონების ან მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში (96-ე მუხლის მეორე ნაწილი), განზრახ მკვლელობისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 104-ე), გაუპატიურებისათვის, რაც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ ან რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე არასრულწლოვანის ან მცირეწლოვანის გაუპატიურებისათვის (117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები), ადამიანის მოტაცების ან თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთისათვის (133-ე მუხლი); მძევლად ხელში ჩაგდებისათვის, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა (1331 მუხლის მე-2 ნაწილი), საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი პოლიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფისათვის დამამძიმებელ გარემოებებში (მუხლი 2091), ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების ან ფეთქებადი ნივთიერების გატაცებისათვის ყაჩაღური თავდასხმის გზით (240-ე მუხლის მესამე ნაწილი), რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცების, სატრანსპორტო დაწესებულების თუ ტვირთის ხელში ჩაგდებისათვის (მუხლი 2422), სატრანსპორტო საშუალებათა გატაცებისათვის, თუ გამოყენებულია ძალადობა ან მუქარა, ანდა რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა (243-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რადიოაქტიური მასალების გატაცებისათვის (2513 მუხლი); საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური და ტოქსიკური სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტისათვის (2516 მუხლის მეორე ნაწილი). თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილის გამასწორებელი სამუშაოებით შეცვლისას გამასწორებელი სამუშაოები დაინიშნება ამ სახის სასჯელისათვის კანონით დაწესებული ვადის ფარგლებში და არ შეიძლება აღემატებოდეს თავისუფლების აღკვეთის მოუხდელ ვადას. სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის გამოყენებისას სასამართლოს შეუძლია დააკისროს გარკვეულ შრომითს კოლექტივს ან პირს, მათი თანხმობით, სასჯელის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში მეთვალყურეობა გაუწიონ ვადამდე პირობით გათავისუფლებულ პირს ან იმ პირს, რომელსაც სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეცვლილი აქვს უფრო მსუბუქი სასჯელით, და გასწიონ მათთან აღმზრდელობითი მუშაობა. თუ თვრამეტი წლის ასაკამდე სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებულმა პირმა სასჯელის მოუხდელი ნაწილის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დანაშაული, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.163 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.72 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 10 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1974წ., მუხ.3 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 29 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1980წ., მუხ.217 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 სექტემბრის №1394 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1987წ., მუხ.217 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 მარტის №1645 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1988წ., მუხ.38 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1991წ., მუხ.38 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1991წ., საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 8 თებერვლის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №23-26, 28.02.1995წ., მუხ.506 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონი №1649 – სსმ I, №3, 08.11.1998წ., მუხ.31 მუხლი 56. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის გათავისუფლება, აგრეთვე დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, გარდა სასჯელისაგან გათავისუფლებისა ან სასჯელის შემსუბუქებისა ამნისტიის და პატიების წესით, შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ სასამართლომ კანონში აღნიშნულ შემთხვევებში და წესით. მუხლი 57. ნასამართლობის მოხსნა ნასამართლობის არმქონედ ითვლებიან: 1) ის პირები, რომლებიც სასჯელისაგან გათავისუფლებულია ამ კოდექსის 50-ე და 51-ე მუხლების შესაბამისად; 2) პირობით მსჯავრდებული პირნი, თუ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ისინი არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს და თუ აღნიშნული ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრი ამ პირთა მიმართ არ იქნება გაუქმებული კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით; 21) ის პირნი, რომლებიც მსჯავრდებული არიან თავისუფლების აღკვეთით ამ კოდექსის 471 მუხლის გამოყენებით, თუ ისინი განაჩენის აღსრულების გადადების დროის განმავლობაში არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს და მათ მიმართ განაჩენი დადგენილი წესით სისრულეში არ იქნება მოყვანილი; 22) ის პირნი, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს შრომა-აღმზრდელობით პროფილაქტორიუმში ან ვადამდე გათავისუფლდნენ იქედან; 3) ის მსჯავრდებულნი, რომელთაც განაჩენის აღსრულება გადადებული ჰქონდათ და რომლებიც შემდეგ სასჯელისაგან გათავისუფლდნენ ამ კოდექსის 47-ე მუხლის საფუძველზე; 4) ის პირნი, რომელთაც სასჯელი მოიხადეს სადისციპლინო სამხედრო ნაწილში ან იქიდან ვადამდე გათავისუფლდნენ, აგრეთვე ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს ჰაუპტვახტში ყოფნით გამასწორებელი სამუშაოს ნაცვლად; 5) ის პირნი, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ საზოგადოებრივი გაკიცხვა, ჯარიმა, თანამდებობიდან დათხოვნა, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ან გამასწორებელი სამუშაო, თუ სასჯელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში ისინი არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს; 6) ის პირნი, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა ვადით არაუმეტეს სამი წლისა, გადასახლება ან გასახლება, თუ ისინი სასჯელის (ძირითადისა და დამატებითის) მოხდის დღიდან სამი წლის განმავლობაში არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს; 7) ის პირნი, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა სამ წელზე მეტი ვადით, მაგრამ არაუმეტეს ექვსი წლისა, თუ ისინი სასჯელის (ძირითადისა და დამატებითის) მოხდის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს; 8) ის პირნი, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა ექვს წელზე მეტი ვადით, მაგრამ არაუმეტეს ათი წლისა, თუ ისინი სასჯელის (ძირითადისა და დამატებითის) მოხდის დღიდან რვა წლის განმავლობაში არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს; 9) ის პირნი, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით და განსაკუთრებით საშიში რეციდივისტები, თუ ისინი სასჯელის (ძირითადისა და დამატებითის) მოხდის დღიდან რვა წლის განმავლობაში არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს, და თუ ამასთან სასამართლო დაადგენს, რომ მსჯავრდებული გამოსწორდა და საჭირო აღარ არის იგი მიჩნეულ იქნეს ნასამართლობის მქონედ. თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოხდის შემდეგ სამაგალითო ყოფაქცევით და შრომისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით დაამტკიცა თავისი გამოსწორება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა ამ მუხლში აღნიშნული ვადების გასვლამდე. თუ პირი სასჯელისაგან ვადამდე იყო გათავისუფლებული კანონით დადგენილი წესით, მაშინ ნასამართლობის გაქარწყლებისათვის საჭირო ვადა გამოითვლება ფაქტიურად მოხდილი სასჯელისაგან (ძირითადისა და დამატებითისაგან) გათავისუფლების მომენტიდან. თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეცვლილია უფრო მსუბუქით, ნასამართლობის მოხსნის ვადები გამოითვლება სასჯელის მოხდილი ვადიდან, უფრო მსუბუქი სასჯელის (ძირითადი და დამატებითის) მოხდის მომენტიდან. თუ პირი, რომელმაც მოიხადა სასჯელი, ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე კვლავ ჩაიდენს დანაშაულს, ნასამართლობის გაქარწყლებისათვის საჭირო ვადის მიმდინარეობა წყდება. პირველი დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადა ხელახლა გამოითვლება უკანასკნელი დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის (ძირითადისა და დამატებითის) ფაქტიურად მოხდის შემდეგ. ამ შემთხვევაში პირი ითვლება ნასამართლობის მქონედ ორივე დანაშაულისათვის, ვიდრე გავიდოდეს ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.74 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს 1997 წლის 16 აპრილის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №17-18, 09.05.1997წ., გვ.60 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 თავი მეექვსე სამედიცინო და აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიების შესახებ მუხლი 58. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიებების გამოყენება სულით ავადმყოფების მიმართ იმ პირების მიმართ, რომლებმაც შეურაცხად მდგომარეობაში ჩაიდინეს საზოგადოებრივად საშიში ქმედობა ან ასეთი ქმედობა ჩაიდინეს შერაცხად მდგომარეობაში, მაგრამ განაჩენის გამოტანამდე ან სასჯელის მოხდის დროს სულით დაავადდნენ, რის გამოც არ შესწევთ უნარი ანგარიში გაუწიონ თავიანთ მოქმედებას ან უხელმძღვანელონ მას, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სამედიცინო ხასიათის შემდეგი იძულებით ღონისძიებანი, რომლებსაც განახორციელებენ ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების სამკურნალო დაწესებულებები: 1) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება ჩვეულებრივ მეთვალყურეობით; 2) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება გაძლიერებული მეთვალყურეობით; 3) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება მკაცრი მეთვალყურეობით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 იანვრის №1570 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 29.01.1988წ., მუხ.1 მუხლი 59. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება ჩვეულებრივი მეთვალყურეობით სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს იმ სულით ავადმყოფის მიმართ, რომელიც ფსიქიკური მდგომარეობისა და ჩადენილი საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ხასიათის მიხედვით საჭიროებს საავადმყოფოში მოთავსებას და იძულებით მკურნალობას. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება გაძლიერებული მეთვალყურეობით სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს იმ სულით ავადმყოფის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ისეთი საზოგადოებრივად საშიში ქმედობა, რაც დაკავშირებული არ არის მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფასთან, და რომელიც თავისი ფსიქიკური მდგომარეობის საფრთხეს არ უქმნის გარშემო მყოფთ, მაგრამ საჭიროებს საავადმყოფოში მოთავსებასა და მკურნალობას გაძლიერებული მეთვალყურეობის პირობებში. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება მკაცრი მეთვალყურეობით სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს იმ სულით ავადმყოფის მიმართ, რომელიც ფსიქიკური მდგომარეობისა და ჩადენილი საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ხასიათის მიხედვით განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და საჭიროებს საავადმყოფოში მოთავსებასა და მკურნალობას მკაცრი მეთვალყურეობის პირობებში. გაძლიერებული და მკაცრი მეთვალყურეობით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებულ პირებს ისეთ პირობებში ამყოფებენ, რაც გამორიცხავს მათ მიერ ახალი საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩადენის შესაძლებლობას. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 იანვრის №1570 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 29.01.1988წ., მუხ.1 მუხლი 60. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 იანვრის №1570 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 29.01.1988წ., მუხ.1 მუხლი 61. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნის დროის ჩათვლა თუ სპეციალურ ან საერთო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებული პირი, რომელიც სულიერად დაავადდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაგრამ განაჩენის გამოტანამდე, გამოჯანმრთელების შემდეგ უნდა დაისაჯოს, საავადმყოფოში გატარებული დრო სასამართლომ უნდა ჩათვალოს სასჯელის ვადაში. მუხლი 62. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 იანვრის №1570 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 29.01.1988წ., მუხ.1 მუხლი 63. ალკოჰოლიკისა და ნარკომანის იძულებითი მკურნალობა თუ დანაშაულის ჩამდენი პირი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდება ალკოჰოლიკი ან ნარკომანი, სასამართლო დამნაშავეს სასჯელთან ერთად შეუფარდებს იძულებით მკურნალობას. თუ ალკოჰოლიკს ან ნარკომანს ჩადენილი დანაშაულისათვის შეეფარდება სასჯელი, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, მას იძულებითი მკურნალობისათვის გაგზავნიან სპეციალიზებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში. თუ დანაშაულის ჩამდენი პირი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდება ალკოჰოლიკი ან ნარკომანი და თუ სასამართლო სასჯელის ზომად გამოიყენებს თავისუფლების აღკვეთას, მსჯავრდადებული მკურნალობას გაივლის სასჯელის მოხდის დროს, ხოლო თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან განთავისუფლების შემდეგ მკურნალობა, თუ ეს საჭიროა, გაგრძელდება სპეციალიზებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში. ალკოჰოლიკის ან ნარკომანის იძულებითი მკურნალობა შეწყდება იმ სამკურნალო დაწესებულების კომისიური დასკვნის საფუძველზე, სადაც პირი სამკურნალოდ იმყოფება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122 საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 მაისის №2646 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1990წ., მუხ.109 მუხლი 64. არასრულწლოვანთა მიმართ აღმზრდელობითი ხასიათის იძულებით ღონისძიებათა გამოყენება თუ სასამართლო ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მიზანშეწონილად არ სცნობს დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანის მიმართ სისხლის სამართლის სასჯელის გამოყენებას, მას შეუძლია მის მიმართ გამოიყენოს აღმზრდელობითი ხასიათის შემდეგი იძულებითი ღონისძიებანი: 1) დაზარალებულის წინაშე საჯაროდ ან სხვა ფორმით, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, ბოდიშის მოხდის დაკისრება; 2) საყვედურის ან სასტიკი საყვედურის გამოცხადება; 3) გაფრთხილება; 4) იმ არასრულწლოვანისათვის, რომელსაც შეუსრულდა თხუთმეტი წელი, მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, თუ არასრულწლოვანს აქვს დამოუკიდებელი შრომის ხელფასი და ასანაზღაურებელი ზიანის თანხა არ აღემატება ორმოცდაათ მანეთს, ან ვალდებულების დაკისრება თავისი შრომით გამოასწოროს მიყენებული მატერიალური ზიანი, რაც ორმოცდაათ მანეთს არ აღემატება; თუ მიყენებული ზიანი ორმოცდაათ მანეთს აღემატება ზიანის ანაზღაურება ხდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით; 5) არასრულწლოვანის გადაცემა მშობლების ან მათი შემცვლელი პირებისათვის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ; 6) არასრულწლოვანის გადაცემა სამეთვალყურეოდ შრომითი კოლექტივის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საზოგადოებრივი აღმზრდელისათვის – ამ უკანასკნელთა თანხმობით, აგრეთვე ცალკეული მოქალაქეებისათვის – მათი თხოვნით; 7) არასრულწლოვანის მოთავსება სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში; 8) (ამოღებულია - 27.05.1970); სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით და სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებებში არასრულწლოვანთა მოთავსების ვადა, წესი და პირობები განისაზღვრება არასრულწლოვანთა საქმეების კომისიების დებულებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1970წ., მუხ.177 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 განსაკუთრებული ნაწილი თავი პირველი საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 I. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით საშიში დანაშაული საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568
მუხლი 65. სამშობლოს ღალატი სამშობლოს ღალატი, ესე იგი ქმედობა, რომელიც საქართველოს მოქალაქემ განზრახ ჩაიდინა საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ: მტრის მხარეზე გადასვლა, ჯაშუშობა, სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების გაცემა უცხოეთის სახელმწიფოსათვის, დახმარების გაწევა უცხოეთის სახელმწიფოსათვის საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში, აგრეთვე შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება საქართველოს მოქალაქე, რომელიც უცხოეთის ორგანოებმა ან ორგანიზაციებმა გადაიბირეს საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის განსახორციელებლად, თუ მან მიღებული დავალების შესასრულებლად არავითარი მოქმედება არ ჩაიდინა და ნებაყოფლობით განუცხადა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს უცხოეთის ორგანოებთან და ორგანიზაციებთან თავისი კავშირის შესახებ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 7 მარტის №2341 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1984წ., მუხ.65 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 651. გენოციდი გენოციდი ე. ი. მოქმედება რომელიმე ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის პირთა მთლიანად ან ნაწილობრივ მოსასპობად, რაც გამოიხატა ასეთი ჯგუფების წევრთა მკვლელობით, მათი მძიმე დაშავებით, ან განზრახ ცხოვრების ისეთი პირობების შექმნა, რომელიც გამიზნულია მათი მთლიანად ან ნაწილობრივ გასანადგურებლად, ბავშვთა შობადობის ძალადობით შესამცირებლად ან ერთი ეთნიკური ჯგუფიდან მეორეში ბავშვების იძულებით გადაცემა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 8 ივლისის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 30.07.1993წ., მუხ.159 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1997 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1069 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ.47 მუხლი 652. ეთნიკური წმენდა ეთნიკური წმენდა, ესე იგი ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის დეპორტაცია ანდა სხვაგვარი იძულებითი გასახლება მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან, აგრეთვე ძალადობის მუქარა, რაც აიძულებს ასეთ ჯგუფს თვითონ დატოვოს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 მუხლი 66. ჯაშუშობა საქართველოს სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების გადაცემა უცხოეთის სახელმწიფოსათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი აგენტურისათვის, ასევე ამგვარი ცნობების გატაცება ან შეგროვება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე სხვა ცნობების გადაცემა ან შეგროვება უცხოეთის დაზვერვის დავალებით საქართველოს ინტერესების საზიანოდ მათი გამოყენებისათვის, თუ ჯაშუშობა ჩაიდინა უცხოელმა მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც შეუდგა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, მაგრამ ნებაყოფლობით შეწყვიტა ეს დანაშაულებრივი ქმედობა და ხელისუფლების ორგანოებს აცნობა ამის შესახებ, თუ აღიარებისა და ამასთან დაკავშირებით მიღებული ზომების შედეგად აღკვეთილ იქნა საქართველოსათვის ზიანის მიყენება. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 661. დაქირავებული პირის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საბრძოლო მოქმედებაში დაქირავებული პირის მონაწილეობა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში მატერიალური გასამრჯელოს, რაიმე გამორჩენის მიღების მიზნით, ან ასეთი მონაწილეობა სხვა ქვენაგრძნობით, თუ ეს პირი არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე ან არ ცხოვრობს მის ტერიტორიაზე მუდმივად და არა აქვს უფლებამოსილება ოფიციალური მოვალეობების შესასრულებლად იმ სახელმწიფოს მიერ, რომელიც არ მონაწილეობს შეიარაღებულ კონფლიქტში ან საბრძოლო მოქმედებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე . იგივე მოქმედება თუ მას მოჰყვა განსაკუთრებით დიდი ზარალი ან სხვა მძიმე შეგედი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, თუ მას მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი,– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 17 მარტის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, 31.03.1993წ., მუხ.52 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 67. ტერორისტული აქტი სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის ან ხელისუფლების წარმომადგენლის ქონების დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი მის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედობა, რასაც მოჰყვა განსაკუთრებით დიდი ზიანი ან ადამიანის მსხვერპლი, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობა, ჩადენილი მის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების შესუსტების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. იმავე მიზნით სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის, ან ხელისუფლების წარმომადგენლის სხეულის მძიმე დაზიანება მის სახელმწიფო, ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე. განზრახი მკვლელობა, ჩადენილი დაზარალებულის ახლო ნათესავის სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწეობასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. სხეულის მძიმე დაზიანება, ჩადენილი დაზარალებულის ახლო ნათესავის სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწეობასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც მონაწილეობდა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადებაში, მაგრამ ნებაყოფლობით შეწყვიტა ეს ქმედობა და ხელისუფლების ორგანოებს აცნობა ამის შესახებ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 29 ივნისის დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი I, 30.06.1992წ., მუხ.98 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1997 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1069 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ.47 საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1265 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.34 მუხლი 68. ტერორისტული აქტი უცხოეთის სახელმწიფოს წარმომადგენლის წინააღმდეგ უცხოეთის სახელმწიფოს წარმომადგენლის მკვლელობა ომის პროვოკაციის ან საერთაშორისო გართულების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. იმავე მიზნით, იმავე პირის სხეულის მძიმე დაზიანება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც მონაწილეობდა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადებაში, მაგრამ ნებაყოფლობით შეწყვიტა ეს ქმედობა და ხელისუფლების ორგანოებს აცნობა ამის შესახებ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1997 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1069 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ.47 საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1265 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.34 მუხლი 69. დივერსია საქართველოს შესუსტების მიზნით აფეთქება, ცეცხლის წაკიდება ან სხვა მოქმედების ჩადენა მიმართული ადამიანთა მასობრივად მოსპობისაკენ, სხეულის დასაზიანებლად ან მათი ჯანმრთელობისათვის სხვაგვარი ზიანის მისაყენებლად, საწარმოთა, ნაგებობათა მიმოსვლის გზათა და საშუალებათა, ნავთობისა და გაზგაყვანილობათა, ელექტროგადამცემი ხაზების, კავშირგაბმულობის საშუალებათა ანდა სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების გასანადგურებლად, აგრეთვე იმავე მიზნით მასობრივი მოწამვლა ან ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 7 მარტის №2341 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1984წ., მუხ.65 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1997 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1069 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ.47 მუხლი 70. მავნებლობა მოქმედება ან უმოქმედობა, მიმართული მრეწველობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ფულადი სისტემის, ვაჭრობის ან სახალხო მეურნეობის სხვა დარგების, ასევე სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ საქართველოს შესუსტების მიზნით, თუ ეს ქმედობა ჩადენილია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების ან ორგანიზაციების გამოყენების გზით ანდა მათი ნორმალური მუშაობისათვის წინააღმდეგობის გაწევის გზით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79
საჯარო მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა თუ ძალადური შეცვლისკენ, ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხელყოფისაკენ, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი, აგრეთვე ამ მიზნით ასეთივე შინაარსის მასალების გავრცელება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, ჩადენილი სხვა სახელმწიფოების, უცხოეთის ორგანიზაციების ან მათი წარმომადგენლის დავალებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 7 მარტის №2341 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1984წ., მუხ.65 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 15 აპრილის №2134 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1989წ., მუხ.68 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 15 აგვისტოს №2281 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1989წ., მუხ.157 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1267 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.36 მუხლი 711. მოწოდება სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისაკენ საჯარო მოწოდება სამშობლოს ღალატისაკენ, ტერორისტული აქტის, დივერსიის თუ მავნებლობის ჩადენისაკენ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 15 აპრილის №2134 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1989წ., მუხ.68 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 მუხლი 72. მოწოდება ომის გაჩაღებისაკენ საჯარო მოწოდება ომის გაჩაღებისაკენ, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 მუხლი 73. ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნა ან მის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, საქართველოს სუვერენული უფლებების შეზღუდვა, საქართველოსაგან მისი ტერიტორიის ნაწილის გამოყოფა, აგრეთვე ამ ორგანიზაციაში აქტიური მონაწილეობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. იმავე მიზნით შეიარაღებული ორგანიზაციის შექმნა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 74. (ამოღებულია) საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568
II. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაული საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 მუხლი 75. ეროვნული და რასობრივი თანასწორუფლებიანობის დარღვევა განზრახი მოქმედება ეროვნული ან რასობრივი მტრობისა თუ განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე მოქალაქეთა ეროვნული ან რასობრივი კუთვნილების მიხედვით მათი უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა, ან მათთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ უპირატესობათა დაწესება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იგივე მოქმედება ძალადობის, მოტყუების თუ მუქარის გამოყენებით, აგრეთვე ჩადენილი თანამდებობის პირის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, რომელიც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ ან რომელსაც მოჰყვა ადამიანთა დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 15 აპრილის №2134 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1989წ., მუხ.68 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 მუხლი 76. სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების გახმაურება იმ პირის მიერ, რომელსაც ეს ცნობები განდობილი ჰქონდა ან რომლისთვისაც ისინი ცნობილი გახდა სამსახურთან ან სამუშაოსთან დაკავშირებით, თუ არ არის სამშობლოს ღალატის ან ჯაშუშობის ნიშნები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იგივე მოქმედება, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 მუხლი 77. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების დაკარგვა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების, აგრეთვე იმ საგნების დაკარგვა, რომელთა შესახებ ცნობები სახელმწიფო საიდუმლოებას შეადგენენ, იმ პირის მიერ, ვისაც ისინი მინდობილი ჰქონდა, თუ დაკარგვა აღნიშნული დოკუმენტებისა ან საგნებისადმი მოპყრობის დადგენილი წესების დარღვევის შედეგი იყო, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იგივე ქმედობა თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 მუხლი 771. სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ცნობების გადაცემა უცხოეთის ორგანიზაციებისათვის უცხოეთის ორგანიზაციებისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური ან სხვა ცნობების გადაცემა, რომლებიც სამსახურებრივ საიდუმლოებას წარმოადგენენ, ან მათი გადასაცემად შეგროვება იმ პირის მიერ, რომელსაც ეს ცნობები მინდობილი ჰქონდა სამსახურის ან სამუშაოს გამო, ანდა მისთვის ცნობილი გახდა სხვა გზით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. იგივე მოქმედება, რომელმაც დიდი ქონებრივი ზარალი მიაყენა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ან გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 7 მარტის ბრძანებულება №2341 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1984წ., მუხ.65 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 მუხლი 78. ბანდიტიზმი შეიარაღებული ბანდის ორგანიზება სახელმწიფო ან სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე ანდა ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით, აგრეთვე ასეთ ბანდაში და მის მიერ მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ოც წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1997 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1069 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ.47 მუხლი 781. მოქმედება, რომელსაც დეზორგანიზაცია შეაქვს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა მუშაობაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა ორგანიზება, რათა არ შეასრულონ ადმინისტრაციის მიერ დავალებული სამუშაოები ან არ დაიცვან დადგენილი რეჟიმი, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის იმავე დაწესებულებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. შრომა-გასწორების დაწესებულებასა ან საგამოძიებო იზოლატორში მოთავსებულ პირთა ტერორიზება, ან ადმინისტრაციაზე თავდასხმის მოწყობა, აგრეთვე ამ მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა, ჩადენილი იმავე დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის ან მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 7 მარტის №2341 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1984წ., მუხ.65 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 მუხლი 79. კონტრაბანდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით ანდა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან ჯარიმით ათასიდან სამი ათას ლარამდე. საქართველოს ან უცხოეთის ქვეყნების ხალხთა კუთვნილი მხატვრული, ისტორიული, არქეოლოგიური, საგნების, აგრეთვე, ხელოვნების ნიმუშების, ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობათა და ამ ნაკეთობათა ჯართის კონტრაბანდა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან თორმეტ წლამდე. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული, ძლიერმომქმედი, შხამიანი ან მომწამლავი ნივთიერებების, აგრეთვე რადიოაქტიული ან ფეთქებადი ნივთიერებების, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და სამხედრო საჭურვლის კონტრაბანდა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე. კონტრაბანდა, გათვალისწინებული ამ მუხლის მესამე ნაწილით, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან განსაკუთებით საშიში რეციდივისტის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, გარკვეული თანამდებობის ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. შენიშვნა: ამ მუხლის პირველ ნაწილში დიდ ოდენობად ითვლება საქონელზე საბაჟო გადასახდელის გადაუხდელი თანხა, რომელიც აჭარბებს 1500 ლარს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 7 მარტის №2341 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1984წ., მუხ.65 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 19 სექტემბრის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №31-33, 29.09.1995წ., მუხ.689 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2401 – სსმ I, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.229
მასობრივი არეულობის ორგანიზაცია, რასაც თან ახლდა დარბევა, ნგრევა, ცეცხლის წაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, აგრეთვე მისი მონაწილეების მიერ ამ დანაშაულთა უშუალოდ ჩადენა ან ხელისუფლებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 მუხლი 81. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევისაგან ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისაგან თავის არიდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევისაგან ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისაგან თავის არიდება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი საკუთარი სხეულის დაზიანებით ან ავადმყოფობის სიმულაციით, ყალბი დოკუმენტების მეშვეობით ან სხვა სახის მოტყუებით, აგრეთვე ჩადენილი სხვა დამამძიმებელ გარემოებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 811. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გამწვევ კომისიაში გამოცხადებისათვის თავის არიდება საქართველოს შეიარაღებული ძალებში გამწვევ კომისიაში გამოცხადებისათვის თავის არიდება, ჩადენილი ამგვარი ქმედობისათვის ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიებათა გამოყენების შემდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 8 ივლისის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 30.07.1993წ., მუხ.159 მუხლი 82. მობილიზაციით გაწვევისათვის თავის არიდება საქართველოს დასაცავად მობილიზაციით გაწვევისათვის თავის არიდება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 მუხლი 83. ომიანობის დროს ბეგარის შესრულებისათვის ან გადასახადთა გადახდისათვის თავის არიდება ომიანობის დროს შრომითი მობილიზაციისათვის ან სხვა ბეგარის შესრულებისათვის, აგრეთვე გადასახადის გადახდისათვის თავის არიდება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 მუხლი 84. სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადასვლა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადასვლა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც უცხოეთის მოქალაქე ჩამოვა საქართველოში დადგენილი პასპორტის ან ნებართვის გარეშე, რათა ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავშესაფრის უფლებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 7 მარტის №2341 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1984წ., მუხ.65 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 მუხლი 85. საერთაშორისო ფრენის წესების დარღვევა საქართველოში შემოფრენა ან საქართველოდან გაფრენა დადგენილი ნებართვის გარეშე, ნებართვაში აღნიშნული მარშრუტების, დაშვების ადგილების, საჰაერო კარების, ფრენის სიმაღლის დაუცველობა ან საერთაშორისო ფრენის წესების სხვა დარღვევა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ათ წლამდე, საჰაერო ხომალდის კონფისკაციით ან უამისოდ. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 მუხლი 86. მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა რკინიგზის, წყლის ან საჰაერო ტრანსპორტის მუშაკის მიერ მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ადამიანთა უბედური შემთხვევები, მარცხი, ავარია ან სხვა მძიმე შედეგი, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების, გზების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის საშუალებათა უხარისხო რემონტი, რასაც მოჰყვა იგივე შედეგები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან თხუთმეტ წლამდე. იგივე ქმედობა, თუ მას არ მოჰყოლია ასეთი შედეგი, მაგრამ თუ ის წინასწარი შეცნობით ქმნიდა ამ შედეგების დადგომის საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 მუხლი 861. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების წესების დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ათ წლამდე. იგივე ქმედობა თუ მას არ მოჰყოლია ასეთი შედეგები, მაგრამ თუ ის წინასწარი შეცნობით ქმნიდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგების დადგომის საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1991წ., საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 მუხლი 87. მიმოსვლის გზების, კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების და ენერგეტიკული ობიექტების დაზიანება მიმოსვლის გზების, მათი ნაგებობების, მოძრავი შემადგენლობის ან გემების, კავშირგაბმულობის ან სიგნალიზაციის საშუალებების, აგრეთვე ენერგეტიკული ობიექტების განზრახ დანგრევა ან დაზიანება, რამაც საფრთხე შეუქმნა რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის ან ენერგეტიკული ობიექტის მუშაობის უსაფრთხოებას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. იგივე ქმედება, რომელსაც მოჰყვა მატარებლის, გემის, საჰაერო ხომალდის, საბაგირო გზის ან ენერგეტიკული ობიექტის ავარია, რასაც ადამიანის მსხვერპლი არ მოჰყოლია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რასაც მოჰყვა მატარებლის, გემის, საჰაერო ხომალდის, საბაგირო გზის ან ენერგეტიკული ობიექტის ავარია ადამიანის მსხვერპლით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 30.10.1992წ., მუხ.187 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 88. ყალბი ვალუტის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება ყალბი სახაზინო ან საბანკო ბილეთების, ლითონის მონეტების, ფასიანი ქაღალდების ან ვალუტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან თხუთმეტ წლამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი ყალბი ვალუტის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებისა ან გასაღებისათვის მსჯავრდებული პირის მიერ ან ჩადენილი ხელობის სახით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №3, 29.03.1991წ., მუხ.253 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47 მუხლი 89. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 16 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №26, 20.09.1961წ., მუხ.417 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 7 მარტის №2341 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1984წ., მუხ.65 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №3, 29.03.1991წ., მუხ.253 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 მუხლი 90. სახელმწიფო დანაშაულის განუცხადებლობა განუცხადებლობა იმ პირის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია ამ კოდექსის 73-ე, 78-ე და 88-ე მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. განუცხადებლობა იმ პირის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია ამ კოდექსის 65-70-ე მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო დანაშაული,– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1265 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.34 მუხლი 901. სახელმწიფო დანაშაულის დაფარვა წინასწარი შეპირების გარეშე დაფარვა იმ სახელმწიფო დანაშაულისა, რაც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 73-ე, 78-ე, 79-ე და 88-ე მუხლებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე. წინასწარი შეპირების გარეშე დაფარვა იმ სახელმწიფო დანაშაულისა, რაც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 65-70-ე მუხლებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.568 საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1265 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.34
თავი მეორე დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 91. სხვისი ქონების გატაცება, ჩადენილი ქურდობით ქურდობა, ესე იგი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების ფარულად გატაცება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ხუთი ათასი მანეთიდან ათი ათას მანეთამდე. ქურდობა, ჩადენილი განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ანდა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს , – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოები, ვადით ერთიდან ორ წლამდე. ქურდობა ბინაში ანდა სხვა სადგომში ან საცავში შეღწევით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. ქურდობა, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა: 1) განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება ამ კოდექსის 91-ე, 92-ე, 93-ე და 94-ე მუხლებში მითითებული დანაშაული, თუ იგი ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელმაც წინათ ჩაიდინა ამ მუხლებით ან 78-ე, 96-ე, 961, 240-ე და 2521 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. 2) ამ კოდექსის 91-ე და 92-ე მუხლების მე-4 ნაწილებში, 93-ე და 94-ე მუხლების მე-3 ნაწილებსა და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტში მითითებულ „დიდ ოდენობად“ ჩაითვლება ფულადი თანხა და სხვა ქონება, აგრეთვე ზარალი 2 000-დან 10 000 ლარის ჩათვლით, ხოლო 961 მუხლში მითითებულ „განსაკუთრებით დიდ ოდენობად“ – ფულადი თანხა და სხვა ქონება, აგრეთვე ზარალი 10 000 ლარს ზევით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 21 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 30.05.1980წ., მუხ.155 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 92. სხვისი ქონების გატაცება გაძარცვით გაძარცვა, ე.ი. სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ქონების აშკარა გატაცება ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე . გაძარცვა, ძალადობის გამოყენებით, რაც საშიში არ არის დაზარალებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ან ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან განმეორებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე . გაძარცვა ბინაში ანდა სხვა სადგომში ან საცავში შეღწევით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე. გაძარცვა, ჩადენილი დიდი ოდენობით ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 21 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 30.05.1980წ., მუხ.155 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 93. სხვისი ქონების გატაცება თაღლითობით თაღლითობა, ესე იგი სხვისი ქონების დაუფლება, აგრეთვე ასეთ ქონებაზე უფლების ანდა ქონებრივი გამორჩენის მიღება მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით, ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ხუთი ათასი მანეთიდან ათი ათას მანეთამდე. თაღლითობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე. თაღლითობა, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაზარალებულისათვის დიდი ოდენობით ზარალის მიყენება ან რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 94. სხვისი ქონების გატაცება მითვისებით, გაფლანგვით ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით მითვისება, ესე იგი სხვისი ქონების დაკავება მისაკუთრების მიზნით იმ პირის მიერ, რომელსაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა ან იმყოფებოდა მის გამგებლობაში, ანდა ამ ქონების გაფლანგვა, აგრეთვე სხვისი ქონების გატაცება თანამდებობის პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით; ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების აკრძალვით ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ორიდან შვიდ წლამდე ან უიმისოდ. გატაცება, გათვალისწინებული ამ მუხლის პირველ ან მეორე ნაწილში, ჩადენილი დიდი ოდენობით, ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, და გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 95. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 28 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №16, 16.06.1965წ., მუხ.341 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.81 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1979 წლის 20 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1979წ., მუხ.44 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 11 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 30.11.1981წ., მუხ.284 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 951. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 28 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №16, 16.06.1965წ., მუხ.341 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 30 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 30.07.1973წ., მუხ.146 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 96. ყაჩაღობა სხვისი ქონების გატაცების მიზნით ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, რომელსაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. იგივე ქმედობა თუ იგი ჩადენილია: 1) პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; 2) სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებით; 3) განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ; 4) იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ყაჩაღობა სხვისი ქონების დაუფლების მიზნით ან ბანდიტიზმი; 5) თუ ეს მოქმედება მიმართული იყო სხვისი ქონების დიდი რაოდენობით დაუფლებაზე; 6) ბინაში ანდა სხვა სადგომში ან საცავში შეღწევით; ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, გადასახლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 961. სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცება სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცება, მიუხედავად დატაცების ხერხისა (91-94, 96 მუხლები), – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №3, 29.03.1991წ., მუხ.253 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 97. სხვისი ქონების გამოძალვა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ქონების ან ქონებაზე უფლების გადაცემის ანდა ქონებრივი სარგებლობის მიღების ან მიცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის იმ პირის ან მისი ახლობლის მიმართ ძალადობის გამოყენების ანდა მათი ქონების საყოველთაოდ საშიში საშუალებით განადგურების ან მათ შესახებ გამაწბილებელი ცნობების გახმაურების მუქარა, რომლის მფლობელობაში ან გამგებლობაში ანდა დაცვის ქვეშ ეს ქონება იმყოფება; ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან ჯარიმით ორასიდან ექვსას მანეთამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ან განმეორებით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 98. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 981. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის №785 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986წ., მუხ.140 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 982. ენერგორესურსებით სარგებლობის წესების დარღვევა ელექტრო ან თბოენერგიის, გაზით, ანდა ნავთობით, ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევა, ან ელექტრორესურსის დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, თუ ეს ქმედება ჩადენილია ასეთი დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შემდეგ, – ისჯება ჯარიმით ხუთასიდან ათას ლარამდე. იგივე ქმედება, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა ან რამაც გამოიწვია ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის ანდა ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტების მოწყობილობის ავარია, ან რასაც მოჰყვა სიკვდილი ან სხეულის მძიმე დაზიანება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის №785 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986წ., მუხ.140 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1169 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ.167 მუხლი 99. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 100. სხვისი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება სხვისი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან სხვა დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ან ანგარებითი ქვენაგრძნობით, ან ცეცხლის წაკიდებით თუ სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, აგრეთვე ტყის მასივების განზრახ განადგურება ან მნიშვნელოვნად დაზიანება ცეცხლის წაკიდებით, ანდა ვენახის, ციტრუსოვანთა, დაფნის, ხილ-კენკროვან ან სხვა ნარგავთა დიდი ოდენობით განადგურება ან დაზიანება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამი წლიდან ათ წლამდე. იგივე ქმედება, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი ან განსაკუთრებით დიდი ზარალი თუ სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე და გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 28.11.1975წ., მუხ.203 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 1 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1977წ., მუხ.113 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 1001. ნავთობის ნედლეულის, ნავთობსადენების, ნავთობპროდუქტების ან ნავთობგადამმუშავებელი ობიექტების განზრახ დაზიანება ან განადგურება ნავთობის ნედლეულის, ნავთობსადენების, ნავთობპროდუქტების ან ნავთობგადამმუშავებელი ობიექტების განზრახ დაზიანება ან განადგურება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, ან სხვა დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ან ანგარებითი ქვენაგრძნობით, ან ცეცხლის წაკიდებით თუ სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. იგივე ქმედობა, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლი ან განსაკუთრებით დიდი ზარალი თუ სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №19, 30.06.1994წ., მუხ.412 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 101. სხვისი ქონების განადგურება ან დაზიანება გაუფრთხილებლობით სხვისი ქონების განადგურება ან დაზიანება, ჩადენილი ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ან თუ მას მოჰყვა ადამიანთა უბედური შემთხვევები ან სხვა სახის მძიმე შედეგები, აგრეთვე ტყის მასივის განადგურება ან საგრძნობი დაზიანება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან დაუდევარი მოპყრობის შედეგად ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 102. (ამოღებულია) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 1021. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 21 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 28.02.1962წ., მუხ.83 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 103. (ამოღებულია) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვა ქვეყნების სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საკუთრების მიმართ ჩადენილი დანაშაული ‒ ისჯება ამ თავის სათანადო მუხლებით, შესაბამისად. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1
თავი მესამე დანაშაული პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და ღირსების წინააღმდეგ მუხლი 104. განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა: 1) ანგარებით; 2) ხულიგნური ქვენაგრძნობით; 3) დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; 4) ორი ან რამდენიმე პირისა; 5) წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა; 6) ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ან ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის; 7) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, და აგრეთვე დაკავშირებული გაუპატიურებასთან; 8) ჩადენილი სისხლის აღების ნიადაგზე; 9) ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან იმ პირის მიერ, ვისაც ადრე ჰქონდა ჩადენილი განზრახ მკვლელობა (106-ე და 107-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობის გარდა); 10) ჩადენილი ეროვნული, რასობრივ ან რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ; – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, გასახლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. საქართველოს 1996 წლის 7 მარტის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №004, 05.04.1996წ., გვ. 18 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1069 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ.47 მუხლი 105. განზრახ მკვლელობა განზრახ მკვლელობა, რომელიც ჩადენილია 104-ე მუხლში აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებების გარეშე ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 მუხლი 106. განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში განზრახ მკვლელობა, ჩადენილი უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების დროს, რომელიც გამოწვეულია დამნაშავის ან მისი ახლობლების მიმართ დაზარალებულის მიერ უკანონო ძალადობით ან მძიმე შეურაცხყოფით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 107. მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების დროს მკვლელობა, ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების დროს ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 108. გაუფრთხილებლობით მკვლელობა გაუფრთხილებლობით მკვლელობა ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 109. თვითმკვლელობამდე მიყვანა დამნაშავისაგან მატერიალურად, სამსახურებრივი ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის თვითმკვლელობამდე ანდა თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა დაზარალებულისადმი სასტიკი მოპყრობით ან მისი პირადი ღირსების სისტემატურად დამცირებით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. მუხლი 110. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ან რომელსაც მოჰყვა მხედველობის, სმენის ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ან სულიერი ავადმყოფობა, ან ორსულობის შეწყვეტა, ან ჯანმრთელობის სხვაგვარი მოშლა, დაკავშირებული შრომის უნარის მყარ დაკარგვასთან სულ ცოტა ერთი მესამედით, აგრეთვე სახის წარუშლელი დამახინჯება ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან რვა წლამდე. იგივე ქმედობა, თუ მან სიკვდილი გამოიწვია ან ჩადენილი მტანჯავი საშუალებით ან წამებით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე. მუხლი 111. სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის საშიში, მაგრამ რომელმაც გამოიწვია რომელიმე ორგანოს ფუნქციის ხანგრძლივი დარღვევა ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ხანგრძლივი მოშლა, რომელიც დაკავშირებულია შრომის უნარის მყარ დაკარგვასთან ერთ მესამედზე ნაკლებად ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი ტანჯვით ან წამებით ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 112. სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა შრომის უნარის დაუკარგავად ან შრომის უნარის აშკარად უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან საზოგადოებრივი გაკიცხვით. სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით ან გამოიწვევს საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების შეფარდებას. მუხლი 113. სხეულის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში სხეულის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რომელიც გამოწვეულია დაზარალებულის კანონსაწინააღმდეგო ძალადობით ან მძიმე შეურაცხყოფით დამნაშავის ან მისი ახლობლების მიმართ ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 114. სხეულის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების დროს სხეულის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების დროს ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. მუხლი 115. სხეულის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით სხეულის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, გაუფრთხილებლობით ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით. მუხლი 116. ცემა და წამება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან გამოიწვევს საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების შეფარდებას. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელსაც წამების ხასიათი აქვს ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. მუხლი 117. გაუპატიურება გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირის დაჭერა ფიზიკური ძალადობით, მუქარით ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. გაუპატიურება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ აქვს ჩადენილი ასეთივე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. გაუპატიურება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, ან არასრულწლოვანის გაუპატიურება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე. გაუპატიურება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, ან რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა, აგრეთვე მცირეწლოვანის გაუპატიურება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 29 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1980წ., მუხ.217 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 მუხლი 118. ქალის იძულება სქესობრივი კავშირის დაჭერისათვის ქალის იძულება სქესობრივი კავშირის დაჭერისათვის დაზარალებულის მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. მუხლი 119. სქესობრივად მოუმწიფებელ პირთან სქესობრივი კავშირი სქესობრივად მოუმწიფებელ პირთან სქესობრივი კავშირი ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. იგივე ქმედობა, რომელიც ჩადენილია სქესობრივი ჟინის გარყვნილ ფორმებში დაკმაყოფილებით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 20 დეკემბრის კანონი №76 – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1990წ., მუხ.376 მუხლი 120. გარყვნილი ქმედობა გარყვნილი ქმედობა იმ პირის მიმართ, რომელსაც თექვსმეტი წელი არ შესრულებია, თუ ეს დამნაშავისათვის წინასწარ ცნობილი იყო ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე. მუხლი 121. მამათმავლობა მამათმავლობა, რომელიც ჩადენილია არასრულწლოვანის მიმართ, ან ფიზიკური ძალადობის ან მუქარის ან დაზარალებულის უმწეო ან დამოკიდებული მდგომარეობის გამოყენებით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 122. ვენერიული სენის შეყრა ან ვენერიული სენის მკურნალობისათვის თავის არიდება ჯანმრთელობის დაცვის ორგანოებისაგან მიღებული გაფრთხილების შემდეგ ვენერიული სენის მკურნალობისათვის თავის არიდება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე. წინასწარი შეცნობით ვენერიული სენის შეყრის საფრთხეში სხვა პირის ჩაყენება სქესობრივი კავშირით თუ სხვაგვარი ქმედობით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე. ვენერიული სენის შეყრა სხვა პირისათვის, იმ პირის მიერ, რომელმაც იცოდა, რომ ეს სენი სჭირდა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე. ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ადრე გასამართლებული იყო სხვა პირისათვის ვენერიული სენის შეყრის გამო, აგრეთვე ორი ან მეტი პირისათვის ან არასრულწლოვანისათვის ვენერიული სენის შეყრა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1971 წლის 6 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 30.07.1971წ., მუხ.95 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1971 წლის 28 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 29.10.1971წ., მუხ.171 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 1221. შიდსის დაავადების შეყრა წინასწარი შეცნობით შიდსის დაავადების შეყრის საფრთხეში სხვა პირის ჩაყენება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. შიდსის დაავადების შეყრა სხვა პირისათვის იმ პირის მიერ, რომელმაც იცოდა, რომ ეს სენი სჭირდა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 20 ოქტომბრის №1454 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1987წ., მუხ.250 მუხლი 123. აბორტის უკანონოდ გაკეთება ექიმის მიერ აბორტის გაკეთება საავადმყოფოს ან სამშობიარო სახლის გარეშე ან ანტისანიტარულ პირობებში ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით საექიმო საქმიანობის აკრძალვით ვადით სამ წლამდე ან ასეთი აკრძალვის გარეშე. იმ პირის მიერ აბორტის გაკეთება, რომელსაც არა აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ამ მუხლის პირველ და მეორე ნაწილში გათვალისწინებული აბორტის გაკეთება ხელობის სახით ან აბორტის გაკეთება, რომელმაც გამოიწვია სიკვდილი ან სხვაგვარი მძიმე შედეგები ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან რვა წლამდე, საექიმო საქმიანობის აკრძალვით ვადით ხუთ წლამდე. მუხლი 124. ალიმენტის გადახდის ან შვილების რჩენისათვის ბოროტად თავის არიდება მშობლების მიერ ბოროტად თავის არიდება შვილების რჩენისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სახალხო მოსამართლის დადგენილებით დაკისრებული სახსრების გადახდისაგან, აგრეთვე მშობლების მიერ თავის არიდება მათ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო ბავშვების რჩენისაგან ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 21 ნოემბრის №473 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 29.11.1985წ., მუხ.377 მუხლი 125. სამეურვეო უფლებების ბოროტად გამოყენება მეურვეობის, მზრუნველობის ან პატრონატის გამოყენება ანგარების მიზნით სამეურვეო პირის ინტერესების საზიანოდ, ან სამეურვეო ბავშვების დატოვება მეთვალყურეობისა და აუცილებელი მატერიალური დახმარების გარეშე ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 1251. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ათას მანეთამდე. იგივე ქმედობა, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგი,– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 25 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1970წ., მუხ.138 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 126. ბოროტად თავის არიდება მშობლების ან მეუღლისათვის დახმარების გაწევისათვის ბოროტად თავის არიდება იმ მატერიალური დახმარების გაწევისათვის, რომელიც სასამართლომ შრომისუუნარო მშობლებს ან მეუღლეს დაუნიშნა ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით. მუხლი 127. ბავშვის შეცვლა ბავშვის შეცვლა, რომელიც ჩადენილია ანგარებით ან სხვა ქვენაგრძნობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე იგივე ქმედობანი ჩადენილი ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ნიშნების გარეშე ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1979 წლის 6 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1979წ., მუხ.341 მუხლი 1271. შვილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა შვილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
იგივე ქმედება, ჩადენილი თანამდებობის პირის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №974 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.81 მუხლი 1272. ბავშვით ვაჭრობა ბავშვის ყიდვა ან გაყიდვა ან სხვა გარიგების განხორციელება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი გამეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ქვენაგრძნობით, ან თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე შედეგი გამოიწვია, აგრეთვე, თუ მას ახლდა ბავშვის უცხო სახელმწიფოში უკანონო გადაყვანა ან იქიდან ბავშვის დაუბრუნებლობა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №974 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.81 მუხლი 1273. შვილად აყვანის განხორციელების მიზნით წინასწარი საქმიანობა შვილად აყვანის განხორციელების მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარი შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელის შეწყობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ან ხელობის სახით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №974 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.81 მუხლი1274. შვილობილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა შვილობილად აყვანის დადგენილი წესის დარღვევა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ან თანამდებობის პირის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე და ჯარიმით შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით. საქართველოს 1999 წლის 22 ივნისის კანონი №2128 – სსმ I, №25(32), 02.07.1999წ., მუხ.132 მუხლი 128. საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება შეგნებულად ჩაყენება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში პირისა, რომელსაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მუხლი 129. განსაცდელში მიტოვება შეგნებულად მიტოვება დახმარების აღმოუჩენლად პირისა, რომელიც იმყოფებოდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და რომელსაც შესაძლებლობა არა ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა ამ პირზე ზრუნვა და შესაძლებლობა ჰქონდა დახმარება აღმოეჩინა მისთვის ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 130. დახმარების აღმოუჩენლობა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების აღმოუჩენლობა, თუ ამ დახმარების აღმოჩენა დამნაშავეს შეეძლო თავისი თავისათვის ან სხვა პირისათვის სერიოზული საშიშროების გარეშე, აგრეთვე სათანადო დაწესებულების ან პირისათვის დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობა ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით. მუხლი 131. ავადმყოფისათვის დახმარების აღმოუჩენლობა მედიცინის მუშაკის მიერ საპატიო მიზეზის გარეშე ავადმყოფისათვის დახმარების აღმოუჩენლობა მედიცინის მუშაკის მიერ, რომელიც ვალდებული იყო აღმოეჩინა ეს დახმარება ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით. იგივე ქმედობა, თუ მას ავადმყოფისათვის მძიმე შედეგი მოჰყვა ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე პროფესიული საქმიანობის შემდგომი აკრძალვით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 132. განსაცდელში მყოფ პირთათვის დახმარების აღმოუჩენლობა გემის კაპიტანის მიერ გემის კაპიტანის მიერ დახმარების აღმოუჩენლობა იმ პირთათვის, რომლებიც ზღვაში ან სხვა წყალსავალ გზაზე იღუპებოდნენ, თუ ამ დახმარების აღმოცენა შესაძლებელი იყო მისი გემისათვის, გემის ეკიპაჟისა და მგზავრებისათვის სერიოზული საფრთხის გარეშე ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 133. ადამიანის მოტაცება ან თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთა ადამიანის მოტაცება ან თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთა, ჩადენილი ანგარებით ან სხვა ქვენაგრძნობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, გასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, ან გასახლების გარეშე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1979 წლის 6 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1979წ., მუხ.341 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1991წ., მუხ.449 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 1331. მძევლად ხელში ჩაგდება პირის მძევლად ხელში ჩაგდება და დაკავება, რასაც თან ერთვის მოკვლის მუქარა, სხეულის დაზიანება ან ამ პირის შემდგომი დაკავება იმ მიზნით, რომ აიძულონ სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი შეასრულოს ან თავი შეიკავოს რაიმე მოქმედებისაგან, რაც მძევლის განთავისუფლების პირობაა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე. იგივე ქმედობა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 სექტემბრის №1394 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1987წ., მუხ.217 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 1332. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსება წინასწარი შეცნობით ფსიქიკურად ჯანმრთელი პირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ერთიდან სამ წლამდე ან უამისოდ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 იანვრის №1570 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 29.01.1988წ., მუხ.1 მუხლი 134. ქალის მოტაცება მასთან ქორწინების მიზნით ქალის მოტაცება მასთან ქორწინების მიზნით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე. მუხლი 135. იძულება ძალდატანებით ან დასასჯელი მუქარით სხვა პირის იძულება, რომ შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ათას მანეთამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 136. მუქარა მოკვლის ან სხეულის მძიმე დაზიანების ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით ქონების დაზიანების მუქარა პირის ან მისი ახლობლების მიმართ, როდესაც საკმაოდ საფუძვლიანია მუქარის განხორციელების საფრთხე ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ათას მანეთამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 137. ცილისწამება ცილისწამება, ესე იგი შეგნებულად მონაჭორის გავრცელება, რომელიც სახელს უტეხს სხვა პირს ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ათას მანეთამდე ან გამოიწვევს საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიების შეფარდებას. ცილისწამება ნაბეჭდ ან სხვაგვარი ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებებში, ანონიმურ წერილში და აგრეთვე იმ პირის მიერ, რომელიც ადრე იყო მსჯავრდებული ცილისწამებისათვის ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე. ცილისწამება, რომელსაც თან ერთვის განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო ან სხვა მძიმე დანაშაულში ბრალდება ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 19 ნოემბრის №468 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 29.11.1985წ., მუხ.375 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 138. შეურაცხყოფა შეურაცხყოფა, ესე იგი პიროვნების პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით ათას მანეთამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით ან გამოიწვევს საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიებების შეფარდებას. შეურაცხყოფა მიყენებული ბეჭდვითი სიტყვის საშუალებით, აგრეთვე ისეთი პირის მიერ, რომელიც წინათ გასამართლებული იყო შეურაცხყოფისათვის ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128
თავი მეოთხე დანაშაული მოქალაქეთა პოლიტიკური და შრომითი უფლებების წინააღმდეგ მუხლი 139. მოქალაქის საარჩევნო, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილეობის ან სხვა პოლიტიკური და შრომის უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა მოქალაქის საარჩევნო, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილეობის ან სხვა პოლიტიკური და შრომის უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა მოტყუებით, მოსყიდვით, მუქარით, ძალადობით ან სხვა გზით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამი ათას მანეთამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღისა თუ საბრძოლო მასალის გამოყენებით, აგრეთვე მოქალაქის ქონების დაზიანებით ან განადგურებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, თუ მას მოჰყვა ადამიანის მსხვერპლი ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 4 სექტემბრის №2790 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, 28.09.1990წ., მუხ.241 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 29 ივნისის დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი I, 30.06.1992წ., მუხ.98 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 16 სექტემბრის დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 30.09.1992წ., მუხ.172 საქართველოს 1996 წლის 27 ნოემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №31-32/6, 25.12.1996წ., გვ. 5 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 1391. პარლამენტის ან სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატისა და არჩევნებში მონაწილე პარტიის, რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფის პატივისა და ღირსების შემლახავი მონაჭორის გავრცელება წინასწარი შეცნობით პარლამენტის ან სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატისა და არჩევნებში მონაწილე პარტიის, რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფის პატივისა და ღირსების შემლახავი მონაჭორის გავრცელება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ათას მანეთამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი ნაბეჭდი ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 4 სექტემბრის №2790 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, 28.09.1990წ., მუხ.241 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1996 წლის 27 ნოემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №31-32/6, 25.12.1996წ., გვ. 5 მუხლი 140. საარჩევნო , სარეფერენდუმო ან საპლებისციტო დოკუმენტების გაყალბება ან ხმების არასწორი დათვლა საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო დოკუმენტების გაყალბება ან ხმების შეგნებულად არასწორად დათვლა, აგრეთვე ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევა, ჩადენილი საარჩევნო კომისიის წევრის ან სხვა თანამდებობის პირის მიერ ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 4 სექტემბრის №2790 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, 28.09.1990წ., მუხ.241 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1996 წლის 27 ნოემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №31-32/6, 25.12.1996წ., გვ. 5 მუხლი 141. მოქალაქეთა ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა უკანონო ჩხრეკა, უკანონო გამოსახლება ან სხვა უკანონო მოქმედება, რომელიც არღვევს მოქალაქის ბინის ხელშეუხებლობას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე, ან თანამდებობიდან დათხოვნით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 142. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 143. მიმოწერის, ტელეფონით ლაპარაკის, სატელეგრაფო შეტყობინებათა საიდუმლოების დარღვევა მოქალაქეთა მიმოწერის, ტელეფონით ლაპარაკისა და სატელეგრაფო შეტყობინებათა საიდუმლოების დარღვევა – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით ას მანეთამდე, ან საზოგადოებრივი გაკიცხვით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 144. შრომის კანონმდებლობის დარღვევა მუშაკის უკანონო დათხოვნა სამუშაოდან პირადი დაინტერესებით, სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა ან შრომის კანონმდებლობის სხვა არსებითი დარღვევა, განზრახ ჩადენილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის თანამდებობის პირის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან თანამდებობიდან დათხოვნით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმხორციელებლის მიერ დაქირავებული მუშაკის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორი ათასიდან ათი ათას ლარამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს 1999 წლის 4 მარტის კანონი №1825 – სსმ I, №9(16), 20.03.1999წ., მუხ.31 მუხლი 145. ორსული ქალის ან ძუძუს მაწოვებელი დედის სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმა ან მისი სამუშაოდან დათხოვნა უარის თქმა ქალის სამუშაოდ მიღებაზე ან მისი სამუშაოდან დათხოვნა იმ მოტივით, რომ იგი ორსულადაა ან ძუძუს მაწოვებელი დედაა ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით. მუხლი 1451. მოქალაქეთა დევნა კრიტიკისათვის თანამდებობის პირის მიერ მოქალაქის უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების განზრახ შებღალვა, რაც დაკავშირებულია მის დევნასთან დადგენილი წესით წინადადებების, განცხადებების, საჩივრების შეტანის ან კრიტიკისათვის, რომელსაც ისინი შეიცავენ, აგრეთვე სხვაგვარი ფორმით კრიტიკით გამოსვლისათვის, – ისჯება ჯარიმით ათას მანეთამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით. იგივე მოქმედება, რომელმაც არსებითი ზიანი მიაყენა მოქალაქის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თანამდებობიდან დათხოვნით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 19 ნოემბრის №468 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 29.11.1985წ., მუხ.375 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 146. შრომის დაცვის წესების დარღვევა უშიშროების ტექნიკის, სამრეწველო სანიტარიის ან შრომის დაცვის სხვა წესების დარღვევა თანამდებობის პირის მიერ, თუ ეს დარღვევა საფრთხეს უქმნიდა მუშებისა და მოსამსახურეების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით. იგივე ქმედობა, თუ მას შედეგად მოჰყვა სხეულის დაზიანება ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედობა, თუ მას შედეგად მოჰყვა ადამიანის სიკვდილი ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 147. საავტორო და საგამომგონებლო უფლებების დარღვევა სხვისი მეცნიერული, ლიტერატურული, მუსიკალური ან მხატვრული ნაწარმოების გამოშვება საკუთარი სახელით ან მათი ავტორობის სხვაგვარი მითვისება, ასეთი ნაწარმოების უკანონოდ განმეორება ან გავრცელება, აგრეთვე თანაავტორობისათვის იძულება ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე. სხვისი გამოგონების ან რაციონალიზატორული წინადადების ავტორობის მითვისება ან მათი ავტორის, თანაავტორობაზე იძულება, აგრეთვე გამომგონებლის უნებართვოდ გამოგონების გამოქვეყნება მასზე განაცხადის გაკეთებამდე ‒ გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 148. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 30.12.1966წ., მუხ.201 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 149. რელიგიური წესების შესრულებისათვის ხელის შეშლა რელიგიური წესების შესრულებისათვის ხელის შეშლა, თუ ისინი არ არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს და მათ თან არ ახლავს მოქალაქეთა უფლებების ხელყოფა ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით.
თავი მეხუთე დანაშაული მოქალაქეთა პირადი საკუთრების წინააღმდეგ (ამოღებულია) საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 150. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 21 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 30.05.1980წ., მუხ.155 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 151. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 21 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 30.05.1980წ., მუხ.155 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 152. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 21 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 30.05.1980წ., მუხ.155 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 153. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 154. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 155. (ამოღებულია) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 156. (ამოღებულია) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 157. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 158. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 მუხლი 159. (ამოღებულია) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1
თავი მეექვსე სამეურნეო დანაშაული მუხლი 160. მოგების (შემოსვლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვა (შემცირება) მოგების(შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დიდი ოდენობით დამალვა ან შემცირება, – ისჯება ჯარიმით ათასიდან ათას ორას ლარამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, ან ჯარიმით ორი ათასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე. შენიშვნა: მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დიდი ოდენობით დამალვად ჩაითვლება მოგების (შემოსავლის) ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების დამალვა, რომელთა მიხედვით გადასახადი ხუთი ათასიდან ათი ათას ლარამდეა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით დამალვად ჩაითვლება, თუ დამალული გადასახადი აღემატება ათი ათას ლარს. პირი, რომელიც ნებაყოფლობით აანაზღაურებს გადასახადის გადაუხდელობით მიყენებულ ზიანს, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 თებერვლის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №15, 28.02.1994წ., მუხ.287 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47 მუხლი 1601. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მოთხოვნების შეუსრულებლობა გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად საგადასახადო ორგანოებში შემოსავლის (მოგების) მიღების წყაროებისა და მათი ფაქტობრივი მოცულობის შესახებ განმარტებების მისაცემად გამოცხადებისაგან თავის არიდება ან განმარტებების მიცემაზე უარის თქმა, ასევე სამეურნეო სუბიექტის საქმიანობის შესახებ დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის წარუდგენლობა - ისჯება ჯარიმით ხუთასიდან შვიდას ლარამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 თებერვლის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №15, 28.02.1994წ., მუხ.287 საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47 მუხლი 1602. საბაჟო გადასახდელებისაგან თავის არიდება დიდი ოდენობით საბაჟო გადასახდლებისაგან თავის არიდება, – ისჯება ჯარიმით შვიდასიდან ათას ლარამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – ისჯება ჯარიმით ათას ორასიდან ათას ხუთას ლარამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. შენიშვნა: დიდი ოდენობით საბაჟო გადასახდელებად ითვლება, თუ გადასახდელი თანხა აჭარბებს ათას ხუთას ლარს. საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1187 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ.116 საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47 მუხლი 1603. დროებითი საბაჟო რეჟიმით გატანილი სახელმწიფოს ან მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთის საქართველოში დაუბრუნებლობა დროებითი საბაჟო რეჟიმით გატანილი სახელმწიფოს ან მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების მქონე ნივთის დადგენილ ვადაში საქართველოში დაუბრუნებლობა, – ისჯება ჯარიმით ათას ლარამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1187 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ.116 მუხლი 161. უხარისხო პროდუქციის გამოშვება უხარისხო პროდუქციის სასაქონლო ბაზარზე გამოშვება ან მომხმარებლისათვის ასეთი პროდუქციის სხვაგვარი რეალიზაცია, თუ მას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით შრომის ანაზღაურების ხუთას მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 30 ივნისის კანონი №541 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №19, 30.06.1994წ., მუხ.418 მუხლი 1611. უხარისხო მშენებლობა სამშენებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელების, სამუშაოთა მწარმოებლების, ტექნიკური და საავტორო ზედამხედველობის განმახორციელებელ თანამდებობის პირთა მიერ უხარისხოდ, ან ხელშეკრულებისა და პროექტის პირობების შეუსაბამოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების, სამრეწველო, სატრანსპორტო, სასოფლო-სამეურნეო, ენერგეტიკული და სხვა ნაგებობების საექსპლუატაციოდ ჩაბარება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით, გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 27 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3 31.01.1975წ., მუხ.3 მუხლი 162. ფალსიფიკაცია ფალსიფიკაცია, ესე იგი საქონლის, საგნის, ნივთის წარმოების სტანდარტების ან სერტიფიკაციის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა მისი თვისობრივი ან გარეგნული იერსახის შეცვლა, აგრეთვე მათი წარმოებისათვის საჭირო მოწყობილობის დამზადება, შენახვა, შეძენა, ჩადენილი გასაღების მიზნით, ან გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ან ჯარიმით ორი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით იგივე ქმედობა, ჩადენილი არაერთგზის ან დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. იგივე ქმედობა, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს, ან გამოიწვია ადამიანის სიკვდილი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.66 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47 მუხლი 163. საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა, ჩადენილი ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიებათა გამოყენების შემდეგ, – ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ათასიდან ათას სამას ლარამდე გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედებისათვის ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე წლამდე, ან ჯარიმით ორი ათასიდან ოთხი ათას ლარამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 23 თებერვლის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, 28.02.1995წ., მუხ.663 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 19 სექტემბრის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №31-33, 29.09.1995წ., მუხ.689 საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47 მუხლი 1631. სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა ლიცენზიის გარეშე სავალუტო ოპერაციების წარმოება ან მომსახურება, ჩადენილი ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიებათა გამოყენების შემდეგ, – ისჯება ჯარიმით ათას ხუთასიდან ათას შვიდას ლარამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. იგივე ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც წინათ მსჯავრდებული იყო სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევისათვის, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. უცხოური ვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლაზე უსაფუძვლოდ უარის თქმა ვალუტის გადამცვლელი დაწესებულების მუშაკის მიერ, ჩადენილი ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 23 თებერვლის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, 28.02.1995წ., მუხ.663 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 19 სექტემბრის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №31-33, 29.09.1995წ., მუხ.689 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47 მუხლი 164. ცენტრალური ბიუჯეტიდან ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდიდან გამოყოფილი, ანდა ცენტრალური ბიუჯეტის ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების გადარიცხვისა და გაცემის დაგვიანება ან მათი არამიზნობრივად გამოყენება ცენტრალური, საგანგებო ან საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტიდან, ანდა სახელმწიფო სპეციალური, სარეზერვო თუ სხვა მიზნობრივი საბიუჯეტო ფონდიდან სოციალური ან საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიების, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტის ან სხვა მიზნობრივი პროგრამის დასაფინანსებლად ტრანსფერტის, მოკლევადიანი საბიუჯეტო სესხის, მიზნობრივი ინვესტიციის ან სხვა სპეციალური სუფსიდიის სახით გამოყოფილი, ანდა ცენტრალური, საგანგებო ან საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტისა თუ სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების დანიშნულებისამებრ გადარიცხვის, გადაგზავნის ან გაცემის დაგვიანება, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ანდა სახელმწიფოს, აგრეთვე სათანადო ნებართვის გარეშე აღნიშნული ფულადი სახსრების არამიზნობრივად ან არადანიშნულებით გამოყენება, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ანდა თანამდებობიდან დათხოვნით, ან ჯარიმით ათასიდან ათას სამას ლარამდე . იგივე ქმედობა, ჩადენილი ანგარებით, არაერთგზის, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ანდა რამაც მნიშვნელოვანი ზარალი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, სახელმწიფო დაწესებულებებისა თუ ორგანიზაციებში საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული ან სხვა მატერიალურად პასუხსაგები თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე ან უამისოდ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის №785 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986წ., მუხ.140 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 17 აპრილის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №17-18, 09.05.1997წ., გვ.44 საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47 მუხლი 165. ცრუ მეწარმეობა ცრუ მეწარმეობა, ესე იგი საწარმოს (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) შექმნა საწესდებო საქმიანობის განხორციელების განზრახვის გარეშე სესხის ან კრედიტის, ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების, აგრეთვე აკრძალული სამეწარმეო საქმიანობის დაფარვის მიზნით, – ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ათასიდან ორი ათას მინიმალურ ოდენობამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. იგივე ქმედობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, საკრედიტო დაწესებულებებს, სხვა სამეურნეო სუბიექტებს ან მოქალაქეებს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.123 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის №785 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986წ., მუხ.140 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1991წ., მუხ.429 საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.66 მუხლი 1651. არაკანონიერი გზით მოპოვებული ფულადი სახსრების ლეგალიზება არაკანონიერი გზით მოპოვებული ფულადი სახსრებით ან ქონებით საფინანსო ოპერაციების ჩატარება, ან ასეთი სახსრების ან ქონების გამოყენება ლეგალური სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის, – ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ორი ათასიდან სამი ათას მინიმალურ ოდენობამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, არაკანონიერი გზით მიღებული ფულადი სახსრების ან ამ ქონების კონფისკაციით. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთ ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, არაკანონიერი გზით მიღებული ფულადი სახსრების და პირადი ქონების კონფისკაციით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 24 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1969წ., მუხ.180 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 27 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.44 საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.66 მუხლი 1652. კრედიტის მიღება მოტყუებით მეწარმის, მესაკუთრის ან სამეურნეო სუბიექტის თანამდებობის პირის ბანკის ან სხვა კრედიტორისათვის სამურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ განზრახ ყალბი ცნობების მიწოდება კრედიტის მიღების ან კრედიტის ოდენობის გაზრდის, ან კრედიტის შეღავათიანი პირობებით მიღების მიზნით, – ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ათასიდან ორი ათას მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი არაერთგზის – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1970წ., მუხ.93 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 23 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1977წ., მუხ.28 საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.66 მუხლი 1653. კონკურენციის შეზღუდვა ისეთი ხელშეკრულების დადება ან ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს კონკურენციის შეზღუდვას ბაზარზე გავლენის შენარჩუნების ან სხვა პირების ბაზრიდან გაძევების მიზნით, აგრეთვე ბაზარზე ფასების ხელოვნურად აწევის ან დაწევის, ან ერთიანი საბაზრო ფასის შენარჩუნების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ანაზღაურების ათას ხუთასიდან სამი ათას მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი არაერთგზის ან პირთა ჯგუფის მიერ, ან რასაც მძიმე ეკონომიკური შედეგი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.66 მუხლი 1654. უკანონო მოქმედება გაკოტრებისას ქონების ან ქონებრივი ვალდებულებების განზრახ დამალვა, ქონების ადგილსამყოფელის, მისი ოდენობის ან ქონებაზე სხვაგვარი ინფორმაციის დაფარვა, ქონების სხვისთვის გადაცემა, მისი გასხვისება ან განადგურება, აგრეთვე სამეურნეო საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო ან აღრიცხვის სხვა დოკუმენტების დამალვა ან განადგურება, ანდა გაყალბება, ჩადენილი მეწარმის ან თანამდებობის პირის მიერ გაკოტრებისწინა პერიოდში ან გაკოტრებისას, – ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ათას ხუთასიდან სამი ათას მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კრედიტორთა კანონიერ ინტერესებს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე. საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.66 მუხლი 1655. განზრახ გაკოტრება განზრახ გაკოტრება, ესე იგი მეწარმის ან თანამდებობის პირის მიერ განზრახ გადახდისუუნარობის პირობების შექმნა, რამაც ზიანი მიაყენა კრედიტორებს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან რვა წლამდე. საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.66 მუხლი 1656. ფიქტიური გაკოტრება მეწარმის ან თანამდებობის პირის მიერ ვალაუვალობის გამოცხადება კრედიტორების შეცდომაში შესაყვანად ვალის გადახდის გადავადების ან ვალის ჩამოწერის, ან ვალის გადაუხდელობის მიზნით, რამაც ზიანი მიაყენა კრედიტორებს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.66 მუხლი 1657. იძულებითი გაკოტრება იძულებითი გაკოტრება, ესე იგი მაკონტროლებელი ორგანოს თანამდებობის პირის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადახდისუუნარობის პირობების ხელოვნურად შექმნა, რამაც ზიანი მიაყენა მათ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.66 მუხლი 166. სასაქონლო ნიშნით უკანონო სარგებლობა სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით ან საქონლის მარკირებით უკანონო სარგებლობა, ჩადენილი ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ, – ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ათასიდან ორი ათას მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი არაერთგზის ან რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.66 მუხლი 1661. ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, – ისჯება ჯარიმით ათასიდან ათას ხუთას ლარამდე. საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3 მუხლი 167. კომერციული მოსყიდვა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმხორციელებლისათვის უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების გადაცემა ან მისთვის უკანონოდ ქონებრივი მომსახურება, რათა სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით განახორციელოს ქმედობა მომსყიდველის ინტერესებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ანდა ჯარიმით სამასიდან რვაას ლარამდე, რაიმე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ორ წლამდე ან უამისოდ. იგივე ქმედობა, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; გ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე, ანდა ჯარიმით რვაასიდან ათას ორას ლარამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმხორციელებლის მიერ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების უკანონო მიღება ან ქონებრივი მომსახურებით უკანონო სარგებლობა, რათა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს მომსყიდველის ინტერესებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ანდა ჯარიმით რვაასიდან ათას ორას ლარამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ორ წლამდე ან უამისოდ. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი: ა) პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; გ) არაერთგზის; დ) გამოძალვით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამ-დე, ანდა ჯარიმით ათასიდან ათას ხუთას ლარამდე, რაიმე გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმი-ანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედობის ჩამდენი, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის მიმართ ჩადენილი იყო გამოძალვა, ან მან ნებაყოფლობით განაცხადა მოსყიდვის შესახებ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის №785 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986წ., მუხ.140 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1999 წლის 4 მარტის კანონი №1825 – სსმ I, №9(16), 20.03.1999წ., მუხ.31 მუხლი 168. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 169. მყიდველთა და დამკვეთთა მოტყუება ზომაში, წონაში, ანგარიშში მოტყუება ან დადგენილი საცალო ფასებზე, აგრეთვე საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ფასების და ტარიფებზე მეტის გადახდევინება, ანდა სხვაგვარი მოტყუება მყიდველების და დამკვეთებისა მაღაზიასა თუ სხვა სავაჭრო საწარმოში ან საზოგადოებრივი კვების, საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და კომუნალური მეურნეობის საწარმოებში, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ოთხას მანეთამდე, ან სავაჭრო თუ საზოგადოებრივი კვების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების და კომუნალური მეურნეობის საწარმოებში თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ან დიდი ოდენობით ან იმ პირთა მიერ, რომლებიც ადრე მსჯავრდებული იყვნენ ასეთივე დანაშაულისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე, სავაჭრო საზოგადოებრივი კვების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების და კომუნალური მეურნეობის საწარმოებში თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 29 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1972წ., მუხ.96 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 1691. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 26 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 29.06.1973წ., მუხ.98 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის №408 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1985წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 1692. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 11 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 30.11.1981წ., მუხ.284 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 1693. ვაჭრობის წესების დარღვევა დადგენილი წესების დარღვევით სახელმწიფო სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების საწარმოების (ორგანიზაციების) და სამომხმარებლო კოოპერაციის საწყობებიდან, ბაზებიდან, დამხმარე ნაგებობებიდან საქონლის გაყიდვა, აგრეთვე საქონლის გადამალვა, ჩადენილი სახელმწიფო ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების საწარმოების (ორგანიზაციების) და სამომხმარებლო კოოპერაციის მუშაკთა მიერ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ათას მანეთამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. იგივე მოქმედება ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ან არაერთგზის, ანდა დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ანდა ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. დადგენილი წესების დარღვევით სახელმწიფო სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების საწარმოების (ორგანიზაციების) და სამომხმარებლო კოოპერაციის საწყობებიდან, ბაზებიდან, დამხმარე ნაგებობებიდან საქონლის გაყიდვა, აგრეთვე საქონლის გადამალვა, ჩადენილი სახელმწიფო ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვების საწარმოების (ორგანიზაციების) და სამომხმარებლო კოოპერაციის მუშაკთა მიერ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან იმ პირის მიერ, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის დიდი ოდენობით გაყიდვად და გადამალვად ჩაითვლება არანაკლებ ხუთასი მანეთის ღირებულების კვების პროდუქტების და არანაკლებ ორი ათასი მანეთის ღირებულების სხვა საქონლის გაყიდვა და გადამალვა, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – არანაკლებ ორი ათას ხუთასი მანეთის ღირებულების კვების პროდუქტების და არანაკლებ ათი ათასი მანეთის ღირებულების საქონლის გაყიდვა და გადამალვა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 11 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 30.11.1981წ., მუხ.284 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1991წ., მუხ.429 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 1694. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 3 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 30.11.1983წ., მუხ.405 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 1695. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 25 აპრილის №2400 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 30.04.1984წ., მუხ.101 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 1696. ფასების ხელოვნურად გაზრდა და მაღალი ფასების შენარჩუნება სახალხო მოხმარების საქონელზე ფასების ხელოვნურად გაზრდა და მაღალი ფასების შენარჩუნება გადამყიდველების ან სხვა პირების მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან ძალადობით ან ასეთის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ან ჯარიმით ათი ათას მანეთამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1991წ., მუხ.429 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 1697. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე ან უნებართვოდ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სპეციალურ ნებართვის /ლიცენზიას/ საჭიროების, ჩადენილი ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით შრომის ანაზღაურების ორას მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1991წ., მუხ.429 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 19 სექტემბრის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №31-33, 29.09.1995წ., მუხ.689 მუხლი 170. ყალბი სამგზავრო დოკუმენტების დამზადება სამგზავრო ან ტვირთზიდვის ყალბი ბილეთების ან სხვა ყალბი დოკუმენტების დამზადება ან გასაღება ხელობის სახით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე. მუხლი 171. ყალბი საფოსტო მარკების და სხვა საფოსტო დოკუმენტების გაკეთება, გამოყენება და გასაღება ყალბი საფოსტო მარკების, მათ შორის ხმარებიდან ამოღებული საერთაშორისო საპასუხო კუპონებისა და საფოსტო პირადობის მოწმობების გაკეთება ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ყალბი, მათ შორის ხმარებიდან ამოღებული ან ნახმარი მარკების, აგრეთვე ფრანკირებული მანქანების ან სტამბის საბეჭდი მანქანების ყალბი ან ნახმარი ანაბეჭდების, ყალბი საერთაშორისო საპასუხო კუპონების, ყალბი საფოსტო პირადობის მოწმობების გამოყენება ან ხმარებაში გაშვება ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. ბოროტი განზრახვით სწორი საფოსტო პირადობის მოწმობების გამოყენება ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საფოსტო სამსახურში ხმარებული ისეთი ვინიეტკებისა და მარკების დამზადება და ხმარებაში გაშვება, რომლებიც იმგვარად არიან ყალბად გაკეთებული ან იმიტირებული, რომ შეიძლება მათი არევა მსოფლიო საფოსტო კავშირში წევრად შემავალი ერთ-ერთი ქვეყნის ადმინისტრაციის მიერ გამოშვებულ ვინიეტკებსა და მარკებში ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 1711. აშკარად ყალბი რეკლამის გავრცელება რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს, რეკლამის მწარმოებელს ან რეკლამის გამავრცელებელს განძრახ შეჰყავს შეცდომაში რეკლამის მომხმარებელი და იწვევს მნიშვნელოვან ზიანს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან ჯარიმით ორი ათასიდან ათი ათას ლარამდე. საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის კანონი №1233 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.25 მუხლი 1712. ძვირფასი ლითონის სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის დამზადების ან გამოყენების წესის დაღვევა ძვირფასი ლითონის სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის უნებართვო დამზადება, გამოყენება ან გასაღება, ანდა სახელმწიფო დამღის ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით გაყალბება – ისჯება ჯარიმით 500-დან 1000 ლარამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით 1000-დან 5000 ლარამდე. საქართველოს 1998 წლის 17 სექტემბრის კანონი №1575 – სსმ I, №2, 26.10.1998წ., მუხ.7 მუხლი 172. ნავთობის ნედლეულის ან ნავთობპროდუქტების უნებართვოდ რეწვა ნავთობის ნედლეულის ან ნავთობპროდუქტების უნებართვო დამზადება, გადამუშავება ან შენახვა, აგრეთვე გასაღება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე, ნავთობის ნედლეულის ან ნავთობპროდუქტების და მისი გამოსახდელი მოწყობილობის კონფისკაციით. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, ნავთობის ნედლეულის ან ნავთობპროდუქტების და მისი გამოსახდელი მოწყობილობის კონფისკაციით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის №785 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986წ., მუხ.140 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №19, 30.06.1994წ., მუხ.412 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 1721. საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე ) მოტორული ბენზინის , ტეტრაეთილტყვიის , აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფაცხოვრებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე ) მოტორული ბენზინის, ტეტრაეთილტყვიის, აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფაცხოვ რებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი ან რეალიზაცია , ჩადენილი ადმინისტრაციული ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების შემდეგ , - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე . საქართველოს ტერიტორიაზე ტყვიაშემცველი (0,013 გრამზე მეტი ერთ ლიტრზე ) მოტორული ბენზინის, ტეტრაეთილტყვიის, აგრეთვე ფალსიფიცირებული საყოფაცხოვრებო - კომუნალური მოხმარების თხევადი გაზის იმპორტი ან რეალიზაცია დიდი ოდენობით , - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე. ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ ან სხვა დამამძიმებელ გარემოებებში, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ დიდ ოდენობად ჩაითვლება 30 ტონაზე მეტი მოტორული ბენზინი და თხევადი გაზი და 10 ლიტრზე მეტი ტეტრაეთილტყვია . საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის №785 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986წ., მუხ.140 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2299 – სსმ I, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.203 მუხლი 173. ყალბი აქციზური მარკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება ყალბი აქციზური მარკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 26 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 29.06.1973წ., მუხ.98 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის №408 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1985წ., მუხ.370 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 19 ივნისის №1304 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1987წ., მუხ.151 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47 მუხლი 1731. ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება, გასაღება ან გამოყენება დამატებული ღირებულების გადასახადის გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება, გასაღება ან გამოყენება,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1963 წლის 26 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №14, 28.06.1963წ., მუხ.239 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის №785 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986წ., მუხ.140 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47 მუხლი 1732. მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, რეალიზაცია, შენახვა და ტრანსპორტირება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, რეალიზაცია ან შენახვა, აგრეთვე ასეთი საქონლის წინასწარი შეცნობით აქციზური მარკის გარეშე ტრანსპორტირება, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან დიდი ოდენობით, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება, როდესაც აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატება ორას ლარს. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დიდ ოდენობად ჩაითვლება ისეთი შემთხვევა, როდესაც აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულებაა ორი ათასიდან ათი ათასი ლარის ჩათვლით, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – თუ საქონლის ღირებულება აღემატება ათი ათას ლარს. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1971 წლის 5 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 30.07.1971წ., მუხ.94 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის №785 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986წ., მუხ.140 საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47 მუ ხლი 174. წიაღით თვითნებურად სარგებლობა წიაღით თვითნებურად სარგებლობა, ესე იგი, წიაღით სარგებლობა სათანადო ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე, ან წიაღით სარგებლობა ნებართვით (ლიცენზიით) გამოყოფილი სამთო ან გეოლოგიური მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ, ანდა წიაღით სარგებლობა აუცილებელი სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე, თუ იგი ჩადენილია ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, მოპოვებული წიაღისეულის, გამოშვებული პროდუქციის და წიაღის მოსაპოვებელი საშუალებების კონფისკაციით ან უამისოდ. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა წიაღის მარაგს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, მოპოვებული წიაღისეულის, გამოშვებული პროდუქციის და წიაღის მოსაპოვებელი საშუალებების კონფისკაციით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1964 წლის 25 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №34, 10.12.1964წ., მუხ.594 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1996 წლის 12 ნოემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №31-32/6, 25.12.1996წ., გვ.11 მუხლი 175. უკანონო თევზჭერა უკანონო თევზჭერა (თევზის, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვება) თევზსარეწი იარაღის ან თვითმავალი მცურავი სატრანსპორტო საშუალებების, ან ასაფეთქებელი, მომწამლავი ნივთიერებების, ან ელექტროდენის, ან სხვა საყოველთაოდ საშიში ან აკრძალული საშუალებებისა და იარაღის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამი ათას ლარამდე, მოპოვებულისა და საჭერი იარაღის კონფისკაციით. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე, მოპოვებულისა და საჭერი იარაღის კონფისკაციით. მცირე ვეშაპისებრთა უკანონო მოპოვება ან ზღვის ძუძუმწოვრებზე წყალქვეშა ნადირობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ათას ხუთას ლარამდე, მოპოვებულისა და საჭერი იარაღის კონფისკაციით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974წ., მუხ.149 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 176. წყალსატევების გაბინძურება და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა მდინარეების, ტბების, სხვა წყალსატევებისა და წყაროების გაბინძურება სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, კომუნალური და სხვა საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების გაუწმენდავი და არაუვნებელყოფილი ჩამდინარე წყლებით, ნაგავითა და ნარჩენებით, რამაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება ზიანი მიაყენოს სასოფლო-სამეურნეო წარმოებას და თევზის მარაგს, აგრეთვე ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოება ან ხე-ტყის დაცურება იმ წესების დარღვევით, რომლებიც დადგენილია თეზის მარაგის დასაცავად, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ათას მანეთამდე. იგივე ქმედობა თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო წარმოებას ან გამოიწვია თევზის მასობრივი განადგურება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1970წ., მუხ.177 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 1761. ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებების ანდა სხვა ნარჩენებისა და მასალების ზღვაში უკანონოდ ჩაყრა გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან, საჰაერო ხომალდებიდან, პლატფორმებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან საქართველოს შინაგანი საზღვაო და ტერიტორიული წყლების ფარგლებში ჩამარხვის მიზნით ადამიანების ჯანმრთელობის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებების ანდა სხვა ისეთი ნარჩენებისა და მასალების უკანონოდ ჩაყრა, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ დასვენების ზონებს ან ხელი შეუშალონ ზღვის გამოყენების სხვა კანონიერ სახეობებს, აგრეთვე გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან, საჰაერო ხომალდებიდან, პლატფორმებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან ღია ზღვაში ჩამარხვის მიზნით აღნიშნული ნივთიერებების, ნარჩენებისა და მასალების უკანონოდ ჩაყრა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით 25 000 მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 18 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1980წ., მუხ.216 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 1762. ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებით ანდა სხვა ნარჩენებითა და მასალებით ზღვის გაჭუჭყიანება საქართველოს შინაგანი საზღვაო და ტერიტორიული წყლების გაჭუჭყიანება იმის შედეგად, რომ ამ წყლებში გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან, საჰაერო ხომალდებიდან, პლატფორმებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან უკანონოდ ჩაყარეს ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებები ანდა ნარევები, რომლებიც ასეთ ნივთიერებებს შეიცავენ დადგენილი ნორმების გადამეტებით, ან სხვა ისეთი ნარჩენები და მასალები, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ დასვენების ზონებს ან ხელი შეუშალონ ზღვის გამოყენების სხვა კანონიერ სახეობებს, ანდა არ მიიღეს საჭირო ზომები მათი დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე ღია ზღვის გაჭუჭყიანება იმის შედეგად, რომ გემებიდან და სხვა მცურავი საშუალებებიდან, საჰაერო ხომალდებიდან, პლატფორმებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციებიდან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა დარღვევით, უკანონოდ ჩაყარეს აღნიშნული ნივთიერებები, შენარევები, ნარჩენები და მასალები ანდა არ მიიღეს საჭირო ზომები მათი დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით , ან ჯარიმით 25000 მანეთამდე. იგივე მოქმედება, თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ადამიანების ჯანმრთელობას ან ზღვის ცოცხალ რესურსებს, დასვენების ზონებს ანდა ზღვის კანონიერი გამოყენების სხვა სახეობებს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან ჯარიმით 40000 მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 25 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1974წ., მუხ.190 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 18 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1980წ., მუხ.216 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 1763. ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებების ანდა სხვა ნარჩენებისა და მასალების ზღვაში ჩაყრის შესახებ შეუტყობინებლობა იმ თანამდებობის პირის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ასეთი შეტყობინებისათვის გემების და სხვა მცურავი საშუალებების, საჰაერო ხომალდების, პლატფორმების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების სათანადო პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა მიერ უახლოესი პორტის ადმინისტრაციისათვის, ხოლო ჩამარხვის მიზნით ჩაყრის შემთხვევაში – აგრეთვე ჩაყრის ნებართვის მიმცემი ორგანიზაციისათვის, შეუტყობინებლობა იმისა, რომ საქართველოს შინაგანი საზღვაო ან ტერიტორიული წყლების ფარგლებში მზადდება ან უკიდურესი აუცილებლობის შედეგად მოხდა ჩაყრა ან აუცდენელი დაკარგვა ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებისა ან ისეთი შენარევებისა, რომლებიც ასეთ ნივთიერებებს დადგენილი ნორმების გადამეტებით შეიცავენ, ანდა სხვა ნარჩენების და მასალებისა, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ დასვენების ზონებს ან ხელი შეუშალონ ზღვის გამოყენების სხვა კანონიერ სახეობებს, აგრეთვე გემებისა და სხვა მცურავი საშუალებების, საჰაერო ხომალდების, პლატფორმების ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციების სათანადო პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა მიერ უახლოესი პორტის ადმინისტრაციისათვის, ხოლო ჩამარხვის მიზნით ჩაყრის შემთხვევაში – აგრეთვე ჩაყრის ნებართვის მიმცემი ორგანიზაციისათვის, შეუტყობინებლობა იმისა, რომ მზადდება ან უკიდურესი აუცილებლობის შედეგად მოხდა აღნიშნული ნივთიერებების, შენარევების, ნარჩენებისა და მასალების ჩაყრა ღია ზღვაში, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ათას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 25 ოქტომბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1974წ., მუხ.190 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 18 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1980წ., მუხ.216 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 177. უკანონო ნადირობა ნადირობა სათანადო ნებართვის გარეშე ან აკრძალულ ადგილებში ან აკრძალულ ვადებში, აკრძალული იარაღით თუ საშუალებით, როცა ეს ქმედობა ჩადენილია ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიების გამოყენების შემდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ათას ლარამდე, ნანადირევის, თოფისა და სხვა სანადირო საშუალებების კონფისკაციით. ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალებსა და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების იმ ზონებში, სადაც ნადირობა მთლიანად არის აკრძალული, ან ნადირობა ავტო-მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით, ან ასაფეთქებელი, მომწამლავი ნივთიერებებით, გაზებით, ან გარეულ ცხოველთა მასობრივი მოსპობის სხვა საშუალებებით, ან ნადირობა იმ გარეულ ცხოველებზე, რომლებზე ნადირობაც მთლიანად არის აკრძალული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე, ნანადირევის, სანადირო იარაღისა და მოწყობილობის კონფისკაციით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1964 წლის 11 მარტის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 20.03.1964წ., მუხ.151 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 15 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1974წ., მუხ.86 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3 მუხლი 1771. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 15 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1974წ., მუხ.86 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 178. ტყის უკანონო გაჩეხვა ტყის ფონდის მიწებზე ტყის (ხეებისა და ბუჩქნარის) უკანონო გაჩეხვა, თუ ზიანი ოთხას ლარს აღემატება, ხოლო სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებულ ტყეებში - სამას ლარს, ხეებისა და ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვით და დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის სახდელის ოდენობის გამოსაანგარიშებლად დადგენილი ნიხრის მიხედვით, ანდა ხეებისა და ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა ტყის ფონდის მიწების საზღვრების ფარგლებს გარეთ არსებულ დენდროლოგიურ, ბოტანიკური და საქალაქო (მუნიციპალურ) ბაღებსა და პარკებში - თუ ზიანი ამავე ნიხრით ორას ლარს აღემატება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორი ათას ლარამდე, უკანონოდ მოპოვებულის კონფისკაციით. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით ან იგივე მოქმედება, თუ ზიანი ექვსას ლარს აღემატება,– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა ჯარიმით ხუთი ათას ლარამდე, უკანონოდ მოპოვებულის კონფისკაციით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 179. ნათესებისა და ნარგავების განზრახ დაზიანება ნათესების, აგრეთვე ხილ-კენკროვანი ან სხვა ნარგავების განზრახ დაზიანება, რამაც სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ მეურნეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1974წ., მუხ.148 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 1791. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 22 აგვისტოს №2624 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1984წ., მუხ.257 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის №785 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986წ., მუხ.140 მუხლი 180. მიწის თვითნებური მითვისება მიწის ნაკვეთის თვითნებური მითვისება, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან ჯარიმით სამი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 25 სექტემბრის №2313 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 29.09.1989წ., მუხ.176 საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ.163 მუხლი 1801. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწებსა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დარღვევა სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებულ მიწებზე ან სხვა ბუნებრივი რესურსებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების აშკარა ან ფარული დარღვევა (მიწის ან სხვა ბუნებრივი რესურსების ყიდვა-გაყიდვა, დაგირავება, ჩუქება, მიწის ნაკვეთების თვითნებური მიტაცება ან გაცვლა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლების დათმობა), – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ანდა ჯარიმით სამი ათას ლარამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 1802. მიწათსარგებლობის წესების დარღვევა მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობა, მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონო მოხსნა, მისი საწარმოო და სხვა ნარჩენებით გაფუჭება, ჩამდინარე წყლით დაბინძურება, დროებით დაკავებული მიწის თავის დროზე დაუბრუნებლობა ან დანიშნულებისამებრ მისი ვარგის მდგომარეობაში მოყვანის მოვალეობის შეუსრულებლობა, მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება, მიწის გამოყენებისა და დაცვის შესახებ პროექტისაგან სათანადო ნებართვის გარეშე გადახვევა, სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა, რომლის შედეგადაც მიყენებული ზიანი აღემატება ხუთი ათას ლარს, - ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ხუთი ათასიდან ათი ათას ლარამდე. საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის კანონი №1141 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ.163 მუხლი 181. წყლით სარგებლობის წესების დარღვევა წყლის თვითნებური მიტაცება ან ჰიდროტექნიკურ სამუშაოთა თვითნებური წარმოება საერთო სარგებლობის ქსელზე სარწყავი მიწათმოქმედების რაიონში, აგრეთვე წყლით სარგებლობის წესების დარღვევა აღნიშნულ რაიონებში, თუ ამ მოქმედებებმა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ას მანეთამდე. მუხლი 182. (ამოღებულია) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 183. სავეტერინარო წესების დარღვევა სავეტერინარო წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ან წინასწარი შეცნობით შეიძლება მოჰყოლოდა ეპიზოოტიის გავრცელება ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 29 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 30.04.1974წ., მუხ.72 მუხლი 184. მცენარეთა დაავადებასთან და მავნებლებთან ბრძოლის წესების დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელ სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1968წ., მუხ.173 მუხლი 1841. შხამქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევა მინდვრების, ტყეების, ბაღებისა და სხვა ნარგავების დასამუშავებლად განკუთვნილი შხამქიმიკატების შენახვის, გადაზიდვისა და გამოყენების წესების დარღვევა, თუ მას მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი ან ადამიანთა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა ანდა სხვა მძიმე შედეგები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 28 ივნისის №2214 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1989წ., მუხ.81 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 თავი მეშვიდე თანამდებობრივი დანაშაული მუხლი 185. თანამდებობის პირის ცნება თანამდებობის პირებად ითვლებიან ის პირები, რომლებიც მუდმივად ან დროებით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, დანიშვნით ან არჩევით და აგრეთვე ცალკეული დავალებების ძალით სახელმწიფო ან საზოგადოებრივ, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებში, საწარმოში ან ორგანიზაციაში ასრულებენ მოვალეობებს, დაკავშირებულს სახელმწიფო ხელისუფლების აქტების, ან განმკარგულებელი, ორგანიზაციულ-სამეურნეო, ადმინისტრაციული ან სხვა ამგვარი ფუნქციების განხორციელებასთან. საქართველოს 1999 წლის 4 მარტის კანონი №1825 – სსმ I, №9(16), 20.03.1999წ., მუხ.31 მუხლი 186. ხელისუფლების ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ხელისუფლების ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ესე იგი თანამდებობის პირის მიერ მოქმედების განზრახ ჩადენა ან არჩადენა სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან თანამდებობიდან დათხოვნით. იგივე მოქმედება, ჩადენილი სისტემატურად ან ანგარებით სხვა პირადი მოტივით, რასაც მოჰყვა განსაკუთრებით მძიმე შედეგი ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 187. ხელისუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ხელისუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ესე იგი თანამდებობის პირის მიერ ისეთი მოქმედების განზრახ ჩადენა, რომელიც აშკარად სცილდება მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, თუ მან არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან თანამდებობიდან დათხოვნით. იგივე მოქმედება, ჩადენილი სისტემატურად ან ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ან რამაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი გამოიწვია ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. ხელისუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თუ მას ახლდა ძალადობა ან იარაღის გამოყენება ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხმყოფელი მოქმედება ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან რვა წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 188. დაუდევრობა დაუდევრობა, ესე იგი თანამდებობის პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, ან ცალკეულ მოქალაქეთა უფლებებს და კანონიერ ინტერესებს ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან თანამდებობიდან დათხოვნით. იგივე ქმედობა, რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგების მოჰყვა ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 189. ქრთამის აღება თანამდებობის პირის მიერ პირადად ან შუამავლის მეშვეობით ქრთამის აღება, რა სახითაც არ უნდა იყოს იგი, ქრთამის მიმცემის ინტერესებისათვის ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისა ან შეუსრულებლობისათვის, რომელიც თანამდებობის პირს უნდა შეესრულებინა ან შეეძლო შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ან არაერთხელ, ან რასაც თან სდევდა ქრთამის გამოძალვა, ანდა ქრთამის აღება დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედებანი, ჩადენილი თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც პასუხსაგები მდგომარეობა აქვს, ან რომელიც ადრე ნამყოფია სამართალში მექრთამეობისათვის, ანდა რომელმაც აიღო ქრთამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის №785 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986წ., მუხ.140 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №3, 29.03.1991წ., მუხ.253 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 1891. მექრთამეობაში შუამავლობა მექრთამეობაში შუამავლობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან რვა წლამდე. მექრთამეობაში შუამავლობა, ჩადენილი არაერთჯერ ან პირის მიერ, რომელიც ადრე ნამყოფია სამართალში მექრთამეობისათვის, ან თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე და თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 190. ქრთამის მიცემა ქრთამის მიცემა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. ქრთამის მიცემა არაერთჯერ ან პირის მიერ, რომელიც ადრე ნამყოფია სამართალში მექრთამეობისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტი წლამდე და თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდეგ გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე. ქრთამის მიმცემი პირი თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, თუ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ქრთამის გამოძალვას ან თუ ამ პირმა ქრთამის მიცემის შემდეგ ნებაყოფლობით განაცხადა ამის შესახებ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მ უხლი 1901. კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება _ ისჯება ჯარიმით მიღებული საჩუქრის საბაზრო ღირებულების ათიდან ოცდაათ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, _ ისჯება ჯარიმით მიღებული საჩუქრის საბაზრო ღირებულების ოციდან ას ოდენობამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. შენიშვნა: საჩუქარი მიღებულად ჩაითვლება, თუ პირი მისთვის საჩუქრის უშუალოდ გადაცემის მომენტიდან ან იმ მომენტიდან, როდესაც მან შეიტყო მისთვის საჩუქრის გადაცემის შესახებ, 72 საათის განმავლობაში არ დაუბრუნებს საჩუქარს იმ პირს, რომლისგანაც მიიღო ის, ან არ გადასცემს სახელმწიფო ხაზინას ან სახაზინო დაწესებულებას. საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83 მუხლი 191. სამსახურებრივი სიყალბე სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი თანამდებობის პირის მიერ შეგნებულად ყალბი ცნობების ან ყალბი ჩანაწერების შეტანა ოფიციალურ დოკუმენტებში ან დავთრებში, შეგნებულად ყალბი დოკუმენტების შედგენა ან გაცემა, აგრეთვე დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის საქმეებში არსებულ ოფიციალურ ან კერძო დოკუმენტებში სიყალბის გაკეთება, ამოშლა ან სხვა რიცხვით მათი დათარიღება, თუ ეს მოქმედებანი ჩადენილია ანგარებით ან სხვა პირადი მიზნით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან თანამდებობიდან დათხოვნით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371
თავი მერვე დანაშაული მართლმსაჯულების წინააღმდეგ მუხლი 192. უდანაშაულო პირის შეგნებულად მიცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში უდანაშაულო პირის შეგნებულად მიცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში პროკურორის, გამომძიებლის ან იმ პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მოკვლევას ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იგივე ქმედობა, თუ მას თან ერთვის ბრალდება განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო დანაშაულში ან სხვაგვარ დანაშაულში, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით ან ბრალდების დამამტკიცებელი საბუთების ხელოვნური შექმნა, ან თუ იგი ჩადენილია ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ათ წლამდე. მუხლი 1921. სასამართლო საქმეების გარჩევაში ჩარევა ზემოქმედება მოსამართლეებსა და მსაჯულებზე, რა ფორმითაც უნდა იყოს, კონკრეტული საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვისათვის ხელის შეშლის ან სასამართლო გადაწყვეტილების უკანონო გამოტანის მიღწევის მიზნით – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით სამასიდან ათას მანეთამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1991წ., მუხ.378 მუხლი 1922. მუქარა მოსამართლის ან მსაჯულის მიმართ მკვლელობის, ძალადობის ან ქონების მოსპობის მუქარა მოსამართლის ან მსაჯულის, აგრეთვე მათი ახლო ნათესავების მიმართ, მოსამართლის ან მსაჯულის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1991წ., მუხ.378 მუხლი 1923. მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფა მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფა მართლმსაჯულების განხორციელებისას მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1991წ., მუხ.378 მუხლი 193. უკანონო განაჩენის გადაწყვეტილების, განჩინების ან დადგენილების გამოტანა წინასწარი შეცნობით უკანონო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების, დადგენილების ან ბრძანების გამოტანა მოსამართლეთა მიერ ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. იგივე მოქმედება, თუ იგი ჩადენილია ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ან თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1078 – პარლამენტის უწყებანი, №46, 03.12.1997წ., გვ.12 მუხლი 194. უკანონო დაპატიმრება ან დაკავება დაპატიმრება, რომელიც მოახდინა თანამდებობის პირმა სასამართლოს განჩინების, მოსამართლის დადგენილების ან ბრძანების გარეშე ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ერთ წლამდე, თანამდებობიდან დათხოვნით. უკანონო დაპატიმრება, რომელიც მოახდინა თანამდებობის პირმა ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე. უკანონო დაკავება, რომელიც მოახდინა თანამდებობის პირმა ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით თანამდებობიდან დათხოვნით. საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი №1078 – პარლამენტის უწყებანი, №46, 03.12.1997წ., გვ.12 მუხლი 195. ჩვენების მიცემის იძულება მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების მწარმოებელი პირის მიერ მუქარით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულება ჩვენების მიცემისათვის, ექსპერტისა ‒ დასკვნის მიცემისათვის, თარჯიმნისა ‒ არასწორი თარგმნისათვის ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იგივე ქმედობა, რომელსაც თან ერთვის ძალადობა ან დაზარალებულის პიროვნების აბუჩად აგდება ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. მუხლი 196. შეგნებულად ცრუ დასმენა შეგნებულად ცრუ დასმენა დანაშაულის ჩადენის შესახებ ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. იგივე ქმედობა, თუ მას თან ერთვის ბრალდება განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო დანაშაულში ან სხვაგვარ დანაშაულში, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით ან ბრალდების დამამტკიცებელი საბუთების ხელოვნურად შექმნა ან თუ იგი ჩადენილია ანგარების მიზნით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 197. შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემა მოწმის ან დაზარალებულის მიერ შეგნებულად ცრუ ჩვენების მიცემა ან ექსპერტის მიერ შეგნებულად ყალბი დასკვნის მიცემა ან თარჯიმნის მიერ შეგნებულად არასწორი თარგმნა გამოძიების დროს ან სასამართლოში ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე. იგივე მოქმედება, თუ მას თან ერთვის ბრალდება განსაკუთრებით საშიშ სახელმწიფო დანაშაულში ან სხვაგვარ დანაშაულში, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების ვადის აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით ან თუ იგი ჩადენილია ანგარების მიზნით ან ბრალდების დამამტკიცებელი საბუთების ხელოვნურად შექმნით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე. მუხლი 198. მოწმის ან ექსპერტის მიერ გამოცხადებისათვის თავის არიდება ან მათ მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულებაზე უარის თქმა გამოცხადებისათვის თავის არიდება იმ პირის მიერ, რომელიც მოკვლევის, წინასწარი გამოძიების ორგანომ ან სასამართლომ მოწმედ ან ექსპერტად გამოიძახა, აგრეთვე ამ პირის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 199. მოწმის ან ექსპერტის იძულება მოწმის, დაზარალებულის ან ექსპერტის იძულება ცრუ ჩვენების ან არასწორი დასკვნის მიცემისათვის, აგრეთვე ამ პირების სასამართლოში, წინასწარი გამოძიების ან მოკვლევის ორგანოებში გამოცხადებისათვის ხელის შეშლა, ჩადენილი მოკვლის ან ძალადობის გამოყენების ან მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენების მუქარით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 200. მოწმის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვა მოწმის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვა ცრუ ჩვენების ან ცრუ დასკვნის მიცემაზე ან არასწორ თარგმანზე ანდა სასამართლო თუ საგამომძიებლო ორგანოებში გამოუცხადებლობაზე მათი დაყოლიების მიზნით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მუხლი 201. მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების მონაცემების გახმაურება მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების მონაცემების სათანადო ნებართვის გარეშე გახმაურება ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ათას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 202. აწერილი ან ყადაღადადებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება ან დამალვა აწერილი ან ყადაღადადებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება ან დამალვა იმ პირის მიერ, ვისაც ეს ქონება ჩაბარებული ჰქონდა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 4 იანვრის №2888 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1985წ., მუხ.1 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 203. პატიმრობიდან ან თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გაქცევა პირის გაქცევა პატიმრობიდან ან თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. გაქცევა, თუ იგი განმეორებითაა ჩადენილი ან ჩადენილია ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, ან თუ მას ერთვის ძალადობა მცველის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთი წლიდან რვა წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15 მუხლი 2031. თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდისაგან თავის არიდება იმ მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისაგან თავის არიდება, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან მოკლევადიანი გასვლის ნებართვა აქვს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 მუხლი 2032. შრომა-გასწორების დაწესებულებებში, საგამოძიებო იზოლატორებში, შრომა-აღმზრდელობითს, სამკურნალო-შრომითს და სამკურნალო-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმებში მოთავსებული პირებისათვის აკრძალული საგნების უკანონოდ გადაცემა შრომა-გასწორების დაწესებულებებში, საგამოძიებო იზოლატორებში, შრომა-აღმზრდელობითს, სამკურნალო-შრომითს და სამკურნალო-აღმზრდელობითს პროფილაქტორიუმებში მოთავსებული პირებისათვის ალკოჰოლური სასმელების, გამაბრუებელი მოქმედების მქონე სამკურნალწამლო ან სხვაგვარი ნივთიერებების, აგრეთვე გადასაცემად აკრძალული სხვა საგნების გასინჯვისაგან ფარულად გადაცემა ან ნებისმიერი საშუალებით გადაცემის მცდელობა, ჩადენილი. ასეთივე მოქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან სისტემატურად, ანდა დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამი ათას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 27 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 28.05.1982წ., მუხ.130 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 4 იანვრის №2888 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1985წ., მუხ.1 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 21დეკემბრის №1531 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1987წ., მუხ.319 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 2033. სასამართლოს განაჩენის, გადაწყვეტილების ან სხვა აქტის შეუსრულებლობა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის, გადაწყვეტილების ან სხვა აქტის შეუსრულებლობა ანდა შესრულებისათვის ხელის შეშლა ხელისუფლების წარმომადგენლის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების მოხელის, აგრეთვე სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმხორციელებლის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ანდა ჯარიმით ათასიდან ხუთი ათას ლარამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 მაისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1991წ., მუხ.378 საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონი №1649 – სსმ I, №3, 08.11.1998წ., მუხ.31 საქართველოს 1999 წლის 4 მარტის კანონი №1825 – სსმ I, №9(16), 20.03.1999წ., მუხ.31 მუხლი 2034. ბოროტი ურჩობა შრომა-გასწორების დაწესებულებების ადმინისტრაციის მოთხოვნებისადმი. ბოროტი ურჩობა შრომა-გასწორების დაწესებულების ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნებისადმი ან ადმინისტრაციისათვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა მის მიერ ფუნქციების განხორციელებაში იმ პირის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთის ადგილას, თუ ამ პირს სასჯელის მოხდის რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევისათვის ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა სასჯელი საკნის ტიპის სადგომში (სამარტოო საკანში) გადაყვანის სახით, ან თუ იგი გადაყვანილი იყო საპყრობილეში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის ან მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 30.09.1983წ., მუხ.340 მუხლი 204. გადასახლების ადგილიდან ან შრომა-აღმზრდელობითი პროფილაქტორიუმიდან გაქცევა, გადასახლებაში ან პროფილაქტორიუმში გაგზავნისას გზიდან გაქცევა და გასახლებულის თვითნებურად დაბრუნება გადასახლების ადგილიდან ან შრომა-აღმზრდელობითი პროფილაქტორიუმიდან გაქცევა, აგრეთვე გადასახლებაში ან პროფილაქტორიუმში გაგზავნისას გზიდან გაქცევა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. გასახლებულის თვითნებურად დაბრუნება საცხოვრებლად აკრძალულ ადგილებში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე ან გადასახლებით ვადით სამ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 26 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 29.06.1973წ., მუხ.98 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 მაისის №2646 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1990წ., მუხ.109 მუხლი 205. დანაშაულის დაფარვა დანაშაულის, აგრეთვე დანაშაულის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ან დანაშაულის კვალის ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნების წინასწარ შეპირების გარეშე დაფარვა, იმ შემთხვევებში, როდესაც დაფარული დანაშაულისათვის კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა სამ წელზე მეტი ვადით (გარდა ამ კოდექსის 901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებისა) ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე. ამ კოდექსის 1331, 2422, 2512, 2523 მუხლებით, 252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით და 2521-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა წინასწარ შეპირების გარეშე დაფარვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე. იმ დანაშაულის დაფარვა, რომლისთვისაც კანონით შეიძლება დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა ათი წლით და მეტი ვადით (გარდა ამ კოდექსის 901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებისა) ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.72 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 სექტემბრის №1394 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1987წ., მუხ.217 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 მარტის №1645 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1988წ., მუხ.38 მუხლი 206. დანაშაულის განუცხადებლობა განუცხადებლობა იმისა, რომ ცნობილია ამ კოდექსის 104-ე, 105-ე მუხლებით და 258-ე მუხლის „გ“ პუნქტით (განზრახი მკვლელობა), 117-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით (გაუპატიურება დამამძიმებელ გარემოებებში), 133-ე მუხლით (ადამიანის მოტაცება ან თავისუფლების სხვაგვარად უკანონოდ აღკვეთა); 1331 მუხლით (მძევლად ხელში ჩაგდება), 91-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ქურდობა დამამძიმებელ გარემოებებში), 92-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (გაძარცვა დამამძიმებელ გარემოებებში), 96-ე მუხლით (ყაჩაღობა), 94-ე მუხლის მესამე ნაწილით (სხვისი ქონების გატაცება მითვისებით, გაფლანგვით ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით დამამძიმებელ გარემოებებში), 93-ე მუხლის მესამე ნაწილით (თაღლითობა დამამძიმებელ გარემოებებში), 961 მუხლით (სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცება), 189-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 1891 მუხლის და 190-ე მუხლის მეორე ნაწილებით (ქრთამის აღება, მიცემა და მექრთამეობაში შუამავლობა დამამძიმებელ გარემოებებში), 1901 მუხლით (კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება); 2091 მუხლით (პოლიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფა), 240-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება), 2422 მუხლით ( რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცება, სატრანსპორტო დაწესებულებისა თუ ტვირთის ხელში ჩაგდება), 2512 (რადიოაქტიური მასალების უკანონო შეძენა, შენახვა, გამოყენება, გადაცემა ან დაშლა), 2513 (რადიოაქტიური მასალების გატაცება) , 252-ე მუხლის მეორე ნაწილით (ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გასაღების მიზნით, აგრეთვე უკანონო გასაღება დამამძიმებელ გარემოებებში), 2521 მუხლის მესამე ნაწილით (ნარკოტიკულ ნივთიერებათა გატაცება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან ყაჩაღური თავდასხმით, ან დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის მზადების ან ჩადენის შესახებ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 31 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №17, 20.07.1961წ., მუხ.268 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1967წ., მუხ.385 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1970წ., მუხ.177 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.72 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 სექტემბრის №1394 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1987წ., მუხ.217 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 მარტის №1645 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1988წ., მუხ.38 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1991წ., საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83 საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი №1265 – პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998წ., გვ.34 საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1579 – სსმ I, №1, 01.10.1998წ., მუხ.1 საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონი №1649 – სსმ I, №3, 08.11.1998წ., მუხ.31 თავი მეცხრე დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ მუხლი 2061. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1966წ., მუხ.182 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 15 აპრილის №2134 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1989წ., მუხ.68 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 მაისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1991წ., მუხ.393 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 2062. სახელმწიფო გერბის ან დროში შებღალვა საქართველოს, ასევე მასში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1966წ., მუხ.182 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 2063. ორგანიზება ან აქტიური მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ორგანიზება, აგრეთვე აქტიური მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენელთა კანონიერი მოთხოვნებისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელსაც მოჰყვა ტრანსპორტის, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა მუშაობის შეფერხება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 30 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1966წ., მუხ.182 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 2064. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, თუ ეს ქმედობა ჩადენილია ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შემდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით მინიმალური ხელფასის ასმაგი ოდენობით, გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ. საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 7 მარტის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №23-26, 31.03.1995წ., მუხ.542 საქართველოს 1996 წლის 8 მარტის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №004, 05.04.1996წ., გვ. 19 მუხლი 2065. შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ. საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 7 მარტის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №23-26, 31.03.1995წ., მუხ.542 საქართველოს 1996 წლის 8 მარტის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №004, 05.04.1996წ., გვ. 19 მუხლი 2066. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მონაცემების გახმაურება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მონაცემების სათანადო ნებართვის გარეშე გახმაურება – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით მინიმალური ხელფასის ასმაგი ოდენობით, გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ. საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 7 მარტის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №23-26, 31.03.1995წ., მუხ.542 მუხლი 2067. სახალხო დამცველის მოთხოვნების შეუსრულებლობა სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, თუ ეს ქმედება ჩადენილია ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შემდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე, გარკვეული თანამდებობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ. საქართველოს 1996 წლის 18 სექტემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 06.11.1996წ., გვ. 12 მუხლი 2068. ზემოქმედება სახალხო დამცველზე ზემოქმედება სახალხო დამცველზე, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი, მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით შრომის ანაზღაურების ასიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, გარკვეული თანამდებობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ. საქართველოს 1996 წლის 18 სექტემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 06.11.1996წ., გვ. 12 მუხლი 2069. სახალხო დამცველის შეურაცხყოფა სახალხო დამცველის შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს 1996 წლის 18 სექტემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 06.11.1996წ., გვ. 12 მუხლი 20610. ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა ანდა დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანა კანონით გათვალისწინებული ქონებრივი მდგომარეობის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა, თუ ეს ქმედება ჩადენილია ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების შემდეგ, _ ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების ასიდან სამას მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ან დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეგნებულად შეტანა, _ ისჯება ჯარიმით შრომის ანაზღაურების სამასიდან ხუთას მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობიდან განთავისუფლებით. საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83 მუხლი 207. წინააღმდეგობის გაწევა ხელისუფლების წარმომადგენლისათვის ან საზოგადოებრიობის წარმომადგენლისათვის, რომელიც ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მოვალეობას წინააღმდეგობის გაწევა ხელისუფლების წარმომადგენლისათვის მის მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ან წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებრიობის წარმომადგენლისათვის, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მოვალეობას ასრულებს, ან მათი იძულება – შეასრულონ აშკარად უკანონო მოქმედებანი, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით, გარდა ამ კოდექსის 2071 მუხლში მითითებული შემთხვევებისა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 2071. საზოგადოებრივი წესრიგის დამცველ პოლიციის მუშაკისათვის ან სახალხო რაზმელისათვის წინააღმდეგობის გაწევა წინააღმდეგობის გაწევა პოლიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელისა, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურისათვის ამ პირთა მიერ მათზე დაკისრებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობათა შესრულებისას – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე. იგივე ქმედობა, რასაც თან სდევს ძალადობა ან მუქარა ძალადობის გამოყენებაზე, აგრეთვე ამ პირთა იძულება ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით შეასრულონ აშკარად უკანონო მოქმედება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს №1842 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1988წ., მუხ.201 მუხლი 208. საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ხელისუფლების წარმომადგენლის ან საზოგადოებრიობის წარმომადგენლის შეურაცხყოფა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ხელისუფლების წარმომადგენლის ან საზოგადოებრიობის წარმომადგენლის შეურაცხყოფა მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი საჯაროდ ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე. მუხლი 2081. საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი პოლიციის მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის ან სახალხო რაზმელის შეურაცხყოფა შეურაცხყოფა პოლიციის მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის ან სახალხო რაზმელის დაკისრებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობათა შესრულებისას - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს №1842 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1988წ., მუხ.201 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1991წ., მუხ.450 მუხლი 209. მუქარა ან ძალადობა თანამდებობის პირის ან იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც საზოგადოებრივ მოვალეობას ასრულებს თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი მუშაკის მიმართ მოკვლის, სხეულის მძიმე დაზიანებისა ან ქონების საყოველთაოდ საშიში საშუალებით განადგურების მუქარა, გამოყენებული მათი სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი საქმიანობის შეწყვეტის ან მისი შეცვლის მიზნით, დამმუქრებელის ინტერესების სასარგებლოდ, აგრეთვე ასეთივე მუქარა მოქალაქის მიმართ, რაც დაკავშირებულია მის მიერ დანაშაულის ან ანტისაზოგადოებრივი მოქმედების აცილებასა და აღკვეთაში მონაწილეობასთან, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან საზოგადოებრივი გაკიცხვით. სხეულის მსუბუქი დაზიანება, ცემა ან სხვა ძალადობა თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი მუშაკის მიმართ მის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის აღსრულებასთან დაკავშირებით, ასევე მოქალაქის მიმართ, რაც დაკავშირებულია მის მიერ დანაშაულის ან ანტისაზოგადოებრივი მოქმედების აცილებასა და აღკვეთაში მონაწილეობასთან, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. მიცვალებულის დასაფლავებაზე უარის თქმით ან მიცვალებულის საფლავიდან ამოღებით სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან თანამდებობის პირების იძულება შეასრულონ რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავონ რაიმე მოქმედების შესრულებისაგან - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1991წ., მუხ.450 მუხლი 2091. საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი პოლიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფა პოლიციის მუშაკის ან სახალხო რაზმელის სიცოცხლის ხელყოფა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას მათ სამსახურებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე, გადასახლებით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გადასახლების გარეშე, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1962 წლის 19 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 20.04.1962წ., მუხ.158 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1069 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ.47 მუხლი 210. თანამდებობის პირის ხელისუფლების ან წოდების თვითნებურად მითვისება თანამდებობის პირის ხელისუფლების ან წოდების თვითნებურად მითვისება, რასაც თან ახლდა რაიმე საზოგადოებრივად საშიში მოქმედების ჩადენა ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. მუხლი 2101. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის №408 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1985წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 211. დოკუმენტის გატაცება ან დაზიანება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან საწარმოში არსებული დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან განსაკუთრებული ანგარიშგების ბლანკის გატაცება, აგრეთვე მოსპობა, დაზიანება ან დამალვა, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, აგრეთვე დაწესებულების, ორგანიზაციის ან საწარმოს ნორმალური მუშაობისათვის ხელის შეშლის მიზნით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე. მუხლი 212. მოქალაქის კუთვნილი დოკუმენტის გატაცება ან დაზიანება მოქალაქის პასპორტის, სამხედრო ბილეთის ან სხვა პირადი არაქონებრივი ხასიათის დოკუმენტის გატაცება ან გაზრახ დაზიანება ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან საზოგადოებრივი გაკიცხვით. მუხლი 213. ყალბი დოკუმენტის გაკეთება ყალბი დოკუმენტის გაკეთება მისი გამოყენების, აგრეთვე გასაღების მიზნით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. იგივე ქმედობა, ჩადენილი პასპორტის, სამხედრო ბილეთის ან სხვა ამგვარი დოკუმენტის მიმართ ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. ყალბი დოკუმენტის გაკეთება ან გასაღება ხელობის სახით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 214. ყალბი დოკუმენტის შეძენა ან გამოყენება წინასწარი შეცნობით ყალბი ან სხვისი დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით, აგრეთვე ასეთი დოკუმენტის გამოყენება ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ათას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 215. ყალბი ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ყალბი შტამპის ან ბეჭდის დამზადება ან გასაღება, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დაწესებულების, ორგანიზაციის ან საწარმოს ბლანკის დამზადება ან გასაღება ყალბი დოკუმენტის შედგენის მიზნით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. იგივე ქმედობა, ჩადენილი ხელობის სახით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 216. სასაზღვრო ზოლში ან სასაზღვრო ზონაში შესვლის ან ცხოვრების წესების დარღვევა სასაზღვრო ზოლში ან სასაზღვრო ზონაში შესვლის, ცხოვრების ან გაწერის წესების დარღვევა, ჩადენილი ისეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სასჯელის დადების შემდეგ ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 2161. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №14, 31.12.1981წ., მუხ.330 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 217. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 30 ოქტომბრის №2855 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1990წ., მუხ.270 საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №318 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 29 მუხლი 218. სამხედრო ვალდებულის მიერ სასწავლო ან შესამოწმებელი შეკრებისათვის თავის არიდება სამხედრო ვალდებულის მიერ სასწავლო ან შესამოწმებელი შეკრებისათვის თავის არიდება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი იმავე ვადით ან ჯარიმით ორას მანეთამდე. იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია თავისი თავისათვის რაიმე ზიანის მიყენების (ასოთდაზიანება), ავადმყოფობის სიმულაციის, საბუთების გაყალბების ან სხვაგვარი მოტყუების საშუალებით, აგრეთვე თუ იგი ჩადენილია სხვა დამამძიმებელ გარემოებებში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 20 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1969წ., მუხ.22 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 219. სამხედრო ვალდებულის მიერ სამხედრო აღრიცხვის წესების დარღვევა სამხედრო ვალდებულის ან ახალწვეულის მიერ სამხედრო აღრიცხვის წესების დარღვევა, ჩადენილი ამგვარი ქმედობისათვის ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიებათა გამოყენების შემდეგ, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი ომიანობის დროს ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 2191. ადმინისტრაციული ზედამხედველობის წესების ბოროტი დარღვევა ზედამხედველობისათვის თავის არიდების მიზნით თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან გათავისუფლებულ პირებზე შინაგან საქმეთა ორგანოების ადმინისტრაციული ზედამხედველობის დებულებით გათვალისწინებული წესების ბოროტი დარღვევა, თუ იგი ჩადენილია იმ პირის მიერ, რომლის მიმართ ასეთი დარღვევისათვის წლის განმავლობაში ორჯერ იყო გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელის ღონისძიება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირის მიერ ადმინისტრაციული ზედამხედველობისათვის თავის არიდების მიზნით საცხოვრებელი ადგილის თვითნებური მიტოვება, აგრეთვე საცხოვრებლად არჩეულ ადგილას საპატიო მიზეზის გარეშე განსაზღვრულ ვადაში მიუსვლელობა იმ პირისა, რომლის მიმართ დაწესებულია ადმინისტრაციული ზედამხედველობა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან განთავისუფლებისას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1983 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 30.09.1983წ., მუხ.340 მუხლი 220. თვითნებობა თვითნებობა, ესე იგი ვისგანმე, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების თვითნებურად განხორციელება, რომელსაც სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დაწესებულების, ორგანიზაციის თუ საწარმოს ან მოქალაქეთა ინტერესებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ‒ ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით ას მანეთამდე ან საზოგადოებრივი გაკიცხვით ან გამოიწვევს საზოგადოებრივი ზემოქმედების ღონისძიების გამოყენებას. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 2201. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარების წესის დარღვევა, ჩადენილი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორის მიერ, თუ ამ დარღვევას მძიმე შედეგი მოჰყვა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე, ან ჯარიმით შრომის ანაზღაურების ასიდან ორას მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 15 აგვისტოს №1842 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1988წ., მუხ.201 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 24 ივნისის კანონი №785 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.52 მუხლი 2202. საცხოვრებელი სადგომის ან სხვა ნაგებობის თვითნებურად დაკავება საცხოვრებელი სადგომის, სააგარაკო, ან სხვა ნაგებობის (მათ შორის მშენებარე) თვითნებურად დაკავება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №8, 30.08.1991წ., მუხ.607 მუხლი 221. თვითნებური მშენებლობა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, თვითნებურად, სათანადო ნებართვის გარეშე აშენება, თვითნებურად მიშენება ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, უკანონოდ აგებული შენობის კონფისკაციით. მუხლი 222. (ამოღებულია) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 223. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 2231. ფიქტიური ქორწინება ან ფიქტიური განქორწინება ფიქტიური ქორწინება ან ფიქტიური განქორწინება ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 17 აგვისტოს №2622 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1984წ., მუხ.254 მუხლი 224. უკანონო სარგებლობა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ნიშნებით უკანონო სარგებლობა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის განმასხვავებელი ნიშნებით, აგრეთვე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის სახელწოდებით ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან საზოგადოებრივი გაკიცხვით. მუხლი 225. საქართველოს სახელმწიფო ალმის უკანონო აღმართვა სავაჭრო გემზე საქართველოს სახელმწიფო ალმის აღმართვა სავაჭრო გემზე, ამ ალამზე უფლების გარეშე ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე გემის კონფისკაციით ან უამისოდ. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 226. დახმარების გაუწევლობა გემების დაჯახების დროს ან გემის სახელწოდების შეუტყობინებლობა კაპიტნის მიერ, რომლის გემი ზღვაში მეორე გემს დაეჯახა, ამ გემისათვის დახმარების გასაწევად საჭირო ზომების მიუღებლობა, თუ ასეთი ზომების მიღება შესაძლებელი იყო თავისი, მისი მგზავრების, ეკიპაჟის და გემის სერიოზულ საფრთხეში ჩაყენების გარეშე, დამოუკიდებლად იმ პასუხისმგებლობისა, რაც მას დაეკისრება განსაცდელში ჩავარდნილი გემის ეკიპაჟისა და მგზავრებისათვის დახმარების გაუწევლობისათვის (მუხლი 132-ე) – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით სამას მანეთამდე. გემის კაპიტნის მიერ ზღვაში მასთან დაჯახებული მეორე გემისათვის თავისი გემის სახელწოდების და მიწერის ნავსადგურის, აგრეთვე გამოსვლის და დანიშნულების ადგილის შეუტყობინებლობა თუ ასეთი ცნობების შეტყობინება შესაძლებელი იყო – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით სამ თვემდე ან ჯარიმით ას მანეთამდე. მუხლი 227. ტელეგრაფის საზღვაო კაბელის დაზიანება ტელეგრაფის საზღვაო კაბელის დაზიანება გაუფრთხილებლობით, თუ მან გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია სატელეგრაფო კავშირის შეწყვეტა – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით სამ თვემდე ან ჯარიმით ას მანეთამდე. მუხლი 2271. კავშირგაბმულობის ხაზების დაცვის წესების დარღვევა კავშირგაბმულობის ხაზების დაცვის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა კავშირგაბმულობის საქალაქთაშორისო მაგისტრალური, შიდა ზონალური, ადგილობრივი სატელეფონო ქსელის შემაერთებელი ხაზების დაზიანება, თუ ამან გამოიწვია კავშირგაბმულობის შეფერხება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 9 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1969წ., მუხ.225 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 30.10.1992წ., მუხ.187
თავი მეათე დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მუხლი 228. ხულიგნობა ხულიგნობა, ესე იგი განზრახი მოქმედება, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ორას მანეთამდე. ბოროტი ხულიგნობა, ესე იგი, იგივე მოქმედება, რომელიც თავისი შინაარსით გამოირჩევა უაღრესად დიდი ცინიზმით ან განსაკუთრებული თავხედობით, ან დაკავშირებულია წინააღმდეგობის გაწევასთან ხელისუფლების წარმომადგენლისათვის ან საზოგადოებრიობის წარმომადგენლისათვის, რომელიც ასრულებს მოვალეობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დარგში, ან ხულიგნური მოქმედების აღმკვეთი სხვა მოქალაქეობისათვის, ასევე ისეთი პირის მიერ ჩადენილი ბოროტი ხულიგნობა, რომელიც წინათ ნასამართლევი იყო ხულიგნობისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთი წლიდან ხუთ წლამდე. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, თუ იგი ჩადენილია ისე, რომ იხმარეს ან სცადეს ეხმარათ ცეცხლსასროლი იარაღი, დანა, კასტეტი ან სხვა ცივი იარაღი, ასევე სხეულის დასაზიანებლად სპეციალურად მომარჯვებული სხვა საგანი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან შვიდ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1966წ., მუხ.130 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1977 წლის 20 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1977წ., მუხ.40 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 2281. აფეთქება გაზის, ბენზინის, ნავთის ან სხვა ნივთიერების განზრახ აფეთქება და ამით შეგნებულად ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან ქონებისათვის საფრთხის შექმნა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 29 ივნისის დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი I, 30.06.1992წ., მუხ.98 მუხლი 229. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა და გასაღება წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციით. იგივე მოქმედება, ჩადენილი ხელობის სახით ან დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 14 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1991წ., მუხ.429 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 230. ბუნაგის შენახვა და მაჭანკლობა გარყვნილების ბუნაგის შენახვა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე; ქალების მიზიდვა გარყვნილებისათვის , აგრეთვე მაჭანკლობა ანგარების მიზნით , – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე , გადასახლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ. სპირტიანი სასმელების სმისათვის ბუნაგების მოწყობა ან შენახვა, აგრეთვე ამ მიზნებისათვის სადგომების სისტემატური დათმობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ათას მანეთამდე. ბუნაგების მოწყობა ან შენახვა იმ სამკურნალწამლო და სხვა საშუალებების გამოყენებით გაბრუებისათვის, რომლებიც ნარკოტიკულს არ მიეკუთვნებიან, ანდა ამ მიზნებისათვის სადგომების დათმობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ათას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის №408 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1985წ., მუხ.370 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის №1426 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1987წ., მუხ.223 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 231. ორცოლიანობა ან მრავალცოლიანობა ორცოლიანობა ან მრავალცოლიანობა, ესე იგი ერთად ორ ან რამდენიმე ქალთან ცხოვრება საერთო მეურნეობის წარმოებით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. მუხლი 232. პორნოგრაფიული საგნების დამზადება ან გასაღება პორნოგრაფიულ ნაწარმოებების, ნაბეჭდი გამოცემების, გამოსახულებების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვაგვარი საგნების დამზადება ან გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ამით ვაჭრობა ან მათი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე პორნოგრაფიული საგნებისა და მის დამამზადებელ საშუალებათა კონფისკაციით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 2321. ისეთი ნაწარმოებების დამზადება ან გავრცელება, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ძალადობისა და სისასტიკის კულტს დამზადება, გავრცელება, ჩვენება ან შენახვა გავრცელების და ჩვენების მიზნით კინო- და ვიდეოფილმებისა ან სხვაგვარი ნაწარმოებებისა, რომლებიც პროპაგანდას უწევენ ძალადობისა და სისასტიკის კულტს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე, ნაწარმოებებისა და მათი დასამზადებელი და საჩვენებელი საშუალებების კონფისკაციით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 22 აგვისტოს №879 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 29.08.1986წ., მუხ.205 მუხლი 233. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 234. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 14 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.76 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 28.11.1975წ., მუხ.201 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1981 წლის 20 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 30.01.1981წ., მუხ.4 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 2341. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 14 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1970წ., მუხ.76 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1975 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 28.11.1975წ., მუხ.202 მუხლი 235. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 17 აგვისტოს №2622 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1984წ., მუხ.254 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 236. არასრულწლოვანის ჩაბმა დანაშაულებრივ საქმიანობაში არასრულწლოვანის ჩაბმა დანაშაულებრივ საქმიანობაში, ჩათრევა ლოთობაში, დაყოლიება მათხოვრობაზე, პროსტიტუციაზე, აზარტულ თამაშზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივი მოქმედების ჩადენაზე, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 26 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 29.06.1973წ., მუხ.98 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171 მუხლი 2361. არასრულწლოვანის დათრობა არასრულწლოვანის დათრობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელზედაც არასრულწლოვანი სამსახურებრივად არის დამოკიდებული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ათას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 26 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 29.06.1973წ., მუხ.98 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის №408 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1985წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 2362. არასრულწლოვანების ჩაბმა იმ სამკურნალწამლო და სხვა საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში, რომლებიც გაბრუებას იწვევენ არასრულწლოვანების ჩაბმა იმ სამკურნალწამლო და სხვა საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში, რომლებიც ნარკოტიკულს არ მიეკუთვნებიან და გაბრუებას იწვევენ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის №1426 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1987წ., მუხ.223 მუხლი 237. საფლავის შებილწვა საფლავის შებილწვა, ესე იგი საფლავის ძეგლის ან მისი სხვაგვარი მიწისზედა მორთულობის დანგრევა, აგრეთვე საფლავის წამბილწველი მოქმედების ჩადენა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან ჯარიმით ათას მანეთამდე. საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული საგნების გატაცება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 238. იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებად ნივთიერებათა უკანონოდ ტარება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა, შეძენა, დამზადება ან გასაღება ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე შენახვა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა ან ტარება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა უკანონოდ გადაგზავნა, გადაზიდვა, დამზადება ან გასაღება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება, შენახვა გადაგზავნა, გადაზიდვა, შეძენა, დამზადება ან გასაღება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. შენიშვნა: პირი, რომელმაც ნებაყოფლობით ჩააბარა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ან ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც მას სათანადო ნებართვის გარეშე ჰქონდა, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ხანჯლის, ფინური დანის ან სხვაგვარი ცივი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე ტარება, დამზადება ან გასაღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მოქმედება დაკავშირებულია რეწვასთან, სამსახურთან ან საყოფაცხოვრებო პირობებთან, აგრეთვე როდესაც ეს იარაღი ეროვნული ტანსაცმლის სამკაულს წარმოადგენს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 19 ივლისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1974წ., მუხ.131 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 24 აგვისტოს №2628 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1984წ., მუხ.258 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1991წ., მუხ.450 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 2381. უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზაცია ან მასში მონაწილეობა უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზაცია, აგრეთვე ასეთ ფორმირებაში მონაწილეობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 17 მარტის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №5, 31.03.1993წ., მუხ.53 მუხლი 239. ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა ამ იარაღის სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, თუ ამას მძიმე შედეგი მოჰყვა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. მუხლი 240. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა), საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება, ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე. იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია განმეორებით ან ჩაიდინა პირთა ჯგუფმა წინასწარ შეთანხმებით ან იმ პირმა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა ან ფეთქებადი ნივთიერება მიცემული აქვს სამსახურებრივი სარგებლობისათვის ან ჩაბარებული აქვს დასაცავად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანისა, საბრძოლო მასალის ან ფეთქებად ნივთიერებათა გატაცება, ჩადენილი ყაჩაღური თავდასხმის გზით ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 17 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1967წ., მუხ.385 მუხლი 241. მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დარღვევა იმ პირთა მიერ, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებებს მართავენ მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის წესების დარღვევა იმ პირთა მიერ, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს, ესე იგი ყველა სახის ავტომობილებს, ტრაქტორებს და სხვა თვითმავალ მანქანებს, ტრამვაი-ტროლეიბუსებს, აგრეთვე მოტოციკლებსა და სხვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს მართავენ, რასაც მოჰყვა დაზარალებულის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით სამი ათას მანეთამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ, ხოლო ჩადენილი ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკულ ანდა ფსიქოტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ, – თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე. იგივე მოქმედება, რასაც მოჰყვა დაზარალებულის სხეულის მძიმე დაზიანება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, ხოლო ჩადენილი ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკულ ანდა ფსიქოტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ, – თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან რვა წლამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, რასაც მოჰყვა დაზარალებულის სიკვდილი,– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, ხოლო ჩადენილი ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკულ ანდა ფსიქოტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ, – თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, რასაც მოჰყვა რამდენიმე პირის დაღუპვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, ხოლო ჩადენილი ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკულ ანდა ფსიქოტოქსიკურ საშუალებათა ზემოქმედების ქვეშ, – თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევით ხუთი წლის ვადით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1964 წლის 25 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №34, 10.12.1964წ., მუხ.594 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1968წ., მუხ.173 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 1 ივლისის №164 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1985წ., მუხ.246 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის №408 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1985წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 2411. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1968წ., მუხ.173 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1978 წლის 18 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 29.09.1978წ., მუხ.180 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 1 ივლისის №164 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1985წ., მუხ.246
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128
საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ.8
მუხლი 2412. ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებათა საექსპლუატაციოდ გაშვება ან მათი ექსპლუატაციის წესების სხვა დარღვევა წინასწარი შეცნობით ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებათა, ესე იგი ყველა სახის ავტომობილების, ტრაქტორებისა და სხვა თვითმავალი მანქანების, ტრამვაი-ტროლეიბუსების, აგრეთვე მოტოციკლებისა და სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციოდ გაშვება, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირის სატრანსპორტო საშუალებათა სამართავად დაშვება, ანდა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის წესების სხვა უხეში დარღვევა, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის ან ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, თუ ამას მოჰყვა ამ კოდექსის 241-ე მუხლში მითითებული შედეგები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ასიდან სამას მანეთამდე, სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობის ან ექსპლუატაციისათვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ თანამდებობათა დაკავების უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1968წ., მუხ.173 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 1 ივლისის №164 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №7, 31.07.1985წ., მუხ.246 მუხლი 242. ტრანსპორტზე მოქმედი წესების დარღვევა წესრიგის დაცვისა და მოძრაობის უშიშროების ტრანსპორტზე მოქმედი წესების დარღვევა, რასაც ადამიანთა უბედური შემთხვევა ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. მუხლი 2421. მატარებლის თვითნებური გაჩერება, როცა ეს საჭირო არ არის მატარებლის თვითნებური გაჩერება, როცა ეს საჭირო არ არის, საჩერი ონკანით, საჰაერო სამუხრუჭო მაგისტრალის გათიშვის გზით ან სხვა საშუალებით, თუ ამან მატარებლის ნორმალური მოძრაობის დარღვევა გამოიწვია, ‒ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ხუთას მანეთამდე. იგივე ქმედობა, თუ ამან გამოიწვია ადამიანებისათვის უბედური შემთხვევა, მატარებლის მარცხი, მოძრავი შემადგენლობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1963 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №33, 02.12.1963წ., მუხ.514 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 2422. რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცება, სატრანსპორტო დაწესებულებებისა და ტვირთის ხელში ჩაგდება რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, საჰაერო, საზღვაო ან სამდინარო ხომალდის გატაცება, ან ხელში ჩაგდება, აგრეთვე ვაგზლის, აეროდრომის, ნავსადგურის, ან სხვა სატრანსპორტო დაწესებულებების, საწარმოს, ორგანიზაციის, აგრეთვე ტვირთის ხელში ჩაგდება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, აგრეთვე ძალადობის ან მუქარის გამოყენებით, ან მოქმედება, რამაც გამოიწვია ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული სატრანსპორტო საშუალების ავარია, ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, თუ მან გამოიწვია ადამიანის სიკვდილი ან სხეულის მძიმე დაზიანება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1973წ., მუხ.72 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1991წ., საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 11 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.145 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 2423. სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება დაბრკოლებების, საგუშაგოების მოწყობის გზით ან სხვა ხერხით, რამაც შეაფერხა, ან შეეძლო გამოეწვია რკინიგზის, საჰაერო, წყლის საავტომობილო და მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის შეფერხება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იგივე მოქმედება, რასაც თან სდევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა, ან ჩადენილია განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, ან დაკავშირებულია ტვირთის, ბარგის უკანონო გასინჯვასთან, ან დოკუმენტების შემოწმებასთან, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული მოქმედება, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა, ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1991წ., საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1991წ., მუხ.450 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 11 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.145 მუხლი 2424. ტრანსპორტის მუშაკის იძულება რკინიგზის, საჰაერო, წყლის, საავტომობილო ან სხვა სახის ტრანსპორტის მუშაკის იძულება არ შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, ამ მუშაკის ან მისი ახლო ნათესავის მოკვლის, სხეულის მძიმე დაზიანების, ან ქონების განადგურების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1991წ., საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 11 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.145 მუხლი 2425. ტელერადიომაუწყებლობისა და კავშირგაბმულობის დაწესებულებათა ბლოკირება საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის და საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს სატელევიზიო და რადიოპროგრამების მომზადებისა და მაუწყებლობის ობიექტების, კავშირგაბმულობის რაიონული და საქალაქო კვანძების, ცენტრალური ტელეგრაფის ბლოკირება დაბრკოლებების შექმნით, პიკეტირებით ან სხვა ხერხით, რამაც შეაფერხა ან შეეძლო გამოეწვია ამ ობიექტებისა და დაწესებულებათა ნორმალური მუშაობის შეფერხება, – ისჯება ჯარიმით ათას მანეთამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. იგივე ქმედება, რასაც თან სდევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა, ან ჩადენილია განმეორებით, ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა ან სხვა მძიმე შედეგი,– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1991წ., მუხლი 2426. ნავთობმომპოვებელი, ელექტრო ან თბოენერგიის ანდა გაზის ობიექტების მუშაკთა იძულება ნავთობმომპოვებელი, ელექტრო ან თბოენერგიის ანდა გაზის ობიექტების მუშაკთა იძულება არ შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობა ან შეასრულოს იგი სამსახურებრივ მოთხოვნათა დარღვევით ამ მუშაკის ან მისი ახლო ნათესავის მოკვლის, სხეულის მძიმე დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 28 ივნისის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №19, 30.06.1994წ., მუხ.412 საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1169 – პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ.167 მუხლი 243. სატრანსპორტო საშუალებათა გატაცება სატრანსპორტო საშუალებათა, ესე იგი ყველა სახის ავტომობილის, ტრაქტორის და სხვა თვითმავალი მანქანის, ტრამვაი-ტროლეიბუსის, აგრეთვე მოტოციკლის და სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გატაცება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, ანდა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ან ჩადენილი სიმთვრალეში, ან პირის მიერ, რომელსაც მართვის უფლება არა აქვს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედობა, თუ გამოყენებულია ძალადობა ან მუქარა, ანდა რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1979 წლის 18 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 30.04.1979წ., მუხ.79 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის №408 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1985წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 30 იანვრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1991წ., მუხ.38 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 244. სამშენებლო სამუშაოთა წარმოების წესების დარღვევა სამშენებლო სამუშაოთა წარმოების დროს მშენებლობის, ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარული წესების, აგრეთვე სამშენებლო მექანიზმების ექსპლოატაციის წესების დარღვევა, თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედობა, თუ მას სიკვდილი ან სხეულის მძიმე დაზიანება მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 2441. პირველი კატეგორიის საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე მასშტაბის, მნიშვნელობისა და გარემოზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით კანონის საფუძველზე პირველ კატეგორიას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელება გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ხუთი ათასიდან ათი ათას ლარამდე, ასეთი საქმიანობით მიღებული ფულადი ან სხვა ქონებრივი საზღაურის ჩამორთმევით, საქმიანობის საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 245. სამთო სამუშაოთა უშიშროების წესების დარღვევა სამთო სამუშაოთა უშიშროების დადგენილი წესების დარღვევა, თუ მას მძიმე შედეგები მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედობა, თუ მას სიკვდილი ან სხეულის მძიმე დაზიანება მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 246. სახანძრო დაცვის წესების დარღვევა ხანძარსაწინააღმდეგო წესების დარღვევა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1961 წლის 16 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №26, 20.09.1961წ., მუხ.417 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 2461. გაზის ქსელების დაცვის წესების დარღვევა გაზის ქსელების დაცვის წესების დარღვევა, ჩადენილი ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის ზომების შეფარდების შემდეგ, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე. იგივე ქმედობა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე. იგივე ქმედობა, რასაც სიკვდილი ან სხეულის მძიმე დაზიანება მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 25 ივნისის №148 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1985წ., მუხ.214 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის №785 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1986წ., მუხ.140 მუხლი 247. აფეთქების მხრივ საშიშ საწარმოებსა და საამქროებში უშიშროების წესების დარღვევა დარღვევა საწარმოო-ტექნიკური დისციპლინისა ან წესებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ წარმოების უშიშროებას აფეთქების მხრივ საშიშ საწარმოებსა და საამქროებში, თუ იგი ჩადენილია ასეთივე დარღვევისათვის დისციპლინური სასჯელის დადების შემდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით ან თანამდებობიდან დათხოვნით. იგივე ქმედობა, თუ მას აფეთქება, ხანძარი ან სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. მუხლი 248. ფეთქებად ნივთიერებათა შენახვის, გამოყენების, აღრიცხვის ან გადაზიდვის წესების დარღვევა ფეთქებად ნივთიერებათა შენახვის, გამოყენების, აღრიცხვის ან გადაზიდვის დადგენილი წესების დარღვევა, აგრეთვე ამ ნივთიერებათა უკანონო გადაგზავნა, ფოსტით ან ბაგაჟით, თუ ამ მოქმედებას შეიძლებოდა მძიმე შედეგი მოჰყოლოდა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით. იგივე ქმედობა, თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 მარტის №1645 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1988წ., მუხ.38 მუხლი 2481. საჰაერო ხომალდით ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებების უკანონო გადაზიდვა მგზავრის მიერ საჰაერო ხომალდით ფეთქებადი ან ადვილაალებადი ნივთიერებების გადაზიდვა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ათას მანეთამდე. იგივე ქმედობა, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1973 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1973წ., მუხ.203 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 249. ადვილაალებადი ან მწვავე ნივთიერებების უკანონო გადაგზავნა ადვილაალებადი ან მწვავე ნივთიერებების უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბაგაჟით, თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 250. უკანონო ექიმობა ექიმობა, რასაც პროფესიის სახით ეწევა პირი, რომელსაც არა აქვს სათანადო სამედიცინო განათლება – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორას მანეთამდე. იგივე მოქმედება, თუ მას სიკვდილი ან სხეულის მძიმე ამ ნაკლებად მძიმე დაზიანება მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 2501. (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 5 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 29.01.1982წ., მუხ.2 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 2502. ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მოჰყვა მათი დაღუპვა ან დასახიჩრება, აგრეთვე ცხოველების წვალება იმ პირის მიერ, რომელსაც ასეთივე მოქმედებისათვის წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელის ზომა, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე ან ჯარიმით ას მანეთამდე საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 5 აპრილის №1666 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №4, 29.04.1988წ., მუხ.66 მუხლი 251. ეპიდემიასთან ბრძოლის დადგენილი წესების დარღვევა ეპიდემიურ და სხვა გადამდებ დაავადებათა თავიდან აცილების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დადგენილი სავალდებულო წესების დარღვევა, თუ ამას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა გადამდებ დაავადებათა გავრცელება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1966 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №2, 28.02.1966წ., მუხ.15 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 29.09.1972წ., მუხ.190 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 მუხლი 2511 . წყალსატევებისა და ჰაერის გაბინძურება, რამაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას მდინარეების, ტბების, სხვა წყალსატევებისა და წყაროების გაბინძურება სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, კომუნალური და სხვა საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების გაუწმენდავი და არაუვნებელყოფილი ჩამდინარე წყლებით, ნაგავითა და ნარჩენებით, რამაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობას, აგრეთვე ჰაერის გაბინძურება ადამიანთა ჯანმრთელობისათვის მავნე სამრეწველო საწარმოთა ნარჩენებით, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ათას მანეთამდე. იგივე ქმედობა, რომელსაც მძიმე შედეგი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1970 წლის 27 ნოემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №11, 30.11.1970წ., მუხ.177 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 2512. ბირთვული მასალის, ბირთვული მოწყობილობის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებისადმი უკანონო მოპყრობა 1. ბირთვული მასალის, ბირთვული მოწყობილობის, რადიაქტიური ნარჩენების (გამოყენებული ბირთვული საწვავის ჩათვლით), ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი რადიაქტიური ნივთიერებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების, აგრეთვე ნებისმიერი სახისა და დანიშნულების მოწყობილობის, დანადგარის, ხელსაწყოსა და ნაკეთობის, რომელიც რაიმე სახით შეიცავს რადიაქტიურ ნივთიერებას ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროს, უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა, ნებისმიერი ფორმით გასხვისება, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, ტრანსპორტირება (გადაზიდვა), ექსპორტ-იმპორტი, ვაჭრობა და მათდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა გარიგებები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან თუ მას მოჰყვა ადამიანის დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 მარტის №1645 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1988წ., მუხ.38 საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1676 – სსმ I, №5, 07.12.1998წ., მუხ.41 მუხლი 2513. ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გატაცება 1. ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გატაცება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. 2. იგივე ქმედობა, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ან ასეთი ძალადობის მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 მარტის №1645 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1988წ., მუხ.38 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1676 – სსმ I, №5, 07.12.1998წ., მუხ.41 მუხლი 2514. ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გატაცების ან მათი არადანიშნულებისამებრ გამოყენების მუქარა ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გატაცების ან ადამიანების დაღუპვის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით მათი გამოყენების მუქარა, რათა აიძულონ სახელმწიფო, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი შეასრულოს რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავოს მისგან, თუ არსებობდა ამ მუქარის განხორციელების საფრთხე, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 მარტის №1645 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1988წ., მუხ.38 საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1676 – სსმ I, №5, 07.12.1998წ., მუხ.41 მუხლი 2515. ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნარჩენების, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებისადმი მოპყრობის წესების დარღვევა 1. ბირთვული მასალის, რადიაქტიური ნარჩენების, რადიაქტიური ნივთიერების ან მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების შეძენის, შენახვის, დამარხვის, ფლობის, გამოყენების, გადამუშავების, გამოცდის, გადაცემის, აღრიცხვის, ტრანსპორტირების (გადაზიდვის), ექსპორტ-იმპორტის და მათდამი მოპყრობის სხვა წესების დარღვევა, თუ ამ ქმედობას შეიძლება მოჰყოლოდა ადამიანის დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედობა, თუ მას მოჰყვა ადამიანის დაღუპვა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1988 წლის 22 მარტის №1645 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 31.03.1988წ., მუხ.38 საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1676 – სსმ I, №5, 07.12.1998წ., მუხ.41 მუხლი 2516. საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური და ტოქსიკური სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანზიტი და იმპორტი საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური და ტოქსიკური სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანზიტი და იმპორტი მათი საქართველოში უტილიზაციის, გაუვნებელყოფის, გადამუშავების, დამარხვის ან ნებისმიერი სხვა მიზნით, აგრეთვე სხვა სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების იმპორტი მათი გაუვნებელყოფის, დაწვის ან დამარხვის მიზნით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე და ჯარიმით მინიმალური ხელფასის ხუთასჯერადი ოდენობით. იგივე ქმედობა, რასაც მოჰყვება მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 8 თებერვლის კანონი – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №23-26, 28.02.1995წ., მუხ.506 მუხლი 2517. ბირთვული ან რადიაციული საქმიანობის დარღვევებით წარმართვის მუქარა ბირთვული ან რადიაციული საქმიანობის ისეთნაირად წარმართვის მუქარა, რომ ამ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს ადამიანის დაღუპვა, ან მისი ჯანმრთელობის ან ქონების, ან გარემოს ზიანი, ანდა სხვა მძიმე შედეგი, თუ არსებობდა ამ მუქარის განხორციელების საფრთხე, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1676 – სსმ I, №5, 07.12.1998წ., მუხ.41 მუხლი 2518. ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება 1. ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე. 2. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე. საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1676 – სსმ I, №5, 07.12.1998წ., მუხ.41 მუხლი 2519. ბირთვულ ან რადიაციულ ობიექტზე ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის დაფარვა ან დამახინჯება 1. ბირთვულ ან რადიაციულ ობიექტზე ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის დაფარვა ან დამახინჯება, თუ ამ ქმედობას შეიძლება მოჰყოლოდა ადამიანის დაღუპვა, ან მისი ჯანმრთელობის ან ქონების, ან გარემოს ზიანი, ანდა სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედობა, თუ მას მოჰყვა ადამიანის დაღუპვა, ან მისი ჯანმრთელობის ან ქონების, ან გარემოს ზიანი, ანდა სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი №1676 – სსმ I, №5, 07.12.1998წ., მუხ.41 მუხლი 252. ნარკოტიკულ საშუალებათა, სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გასაღების მიზნით, აგრეთვე უკანონო გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე. იგივე ქმედობა ჩადენილი განმეორებით, ან წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ან იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაული, გათვალისწინებული ამ კოდექსის 2521-ე მუხლის პირველი მეორე და მესამე ნაწილებით, 2523, 2525 და 253-ე მუხლებით, ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, აგრეთვე თუ ეს ქმედობა ეხებოდა ნარკოტიკულ საშუალებებს დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა გასაღების მიზნით გარეშე, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედობა ჩადენილი განმეორებით ან იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაული, გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 2523-ე, 2525-ე, 253-ე, 2531 მუხლებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. ნარკოტიკულ საშუალებათა წარმოების, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის, გადაზიდვის ან გადაგზავნის დადგენილი წესების დარღვევა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ. ძლიერმოქმედ და შხამიან არანარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. ძლიერმოქმედ და შხამიან არანარკოტიკულ ნივთიერებათა წარმოების, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის, გადაზიდვის და გადაგზავნის დადგენილი წესების დარღვევა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ორი ათას მანეთამდე. შენიშვნა: პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებებს, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან ჩაბარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა შეძენის, აგრეთვე მათი შენახვის, გადაზიდვის და გადაგზავნისათვის. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1968 წლის 6 მაისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1968წ., მუხ.56 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, 31.08.1972წ., მუხ.163 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 10 იანვრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, 31.01.1974წ., მუხ.3 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის №1426 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1987წ., მუხ.223 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 2521. ნარკოტიკულ საშუალებათა და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა გატაცება ნარკოტიკულ საშუალებათა გატაცება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, ან ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან იმ პირის მიერ, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება ებარა სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ან დასაცავად, ასევე იმ პირის მიერ, რომელსაც წინათ ჰქონდა ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაული, გათვალისწინებული ამ კოდექსის 252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 2523 და 2535-ე და 253-ე მუხლებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, გარკვეული თანამდებობის დაკავების ან გარკვეული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან უამისოდ. ნარკოტიკულ საშუალებათა გატაცება, ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან ყაჩაღური თავდასხმით, ან დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა გატაცება,– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, ან დიდი ოდენობით, ან ძალადობის გამოყენებით, ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის №1426 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1987წ., მუხ.223 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 2522. ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ანდა ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, ჩადენილი განმეორებით, ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის №1426 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1987წ., მუხ.223 მუხლი 2523. ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარებაზე დაყოლიება ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარებაზე დაყოლიება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის ან არასრულწლოვანის მიმართ, ან იმ პირის მიერ, რომელიც ადრე სამართალშია ნამყოფი ნარკოტიკულ საშუალებათა ხმარებაზე დაყოლიებისათვის, ან წინათ ჰქონდა ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაული, გათვალისწინებული ამ კოდექსის 252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 2525, 253-ე, 2531 მუხლებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის №1426 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1987წ., მუხ.223 მუხლი 2524. იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება სპეციალიზებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში ნარკომანის ან ალკოჰოლიკის მიერ იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება ან რეჟიმის სხვა ბოროტი დარღვევა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122 საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 მაისის №2646 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, №5, 31.05.1990წ., მუხ.109 მუხლი 2525. ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარების ბუნაგის მოწყობა ან შენახვა ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარების ბუნაგის მოწყობა ან შენახვა ან ამ მიზნებისათვის სადგომის მიცემა,– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის №1426 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1987წ., მუხ.223 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79 მუხლი 253. გასაშენებლად აკრძალული ხაშხაშის და კანაფის დათესვა ან მოყვანა გასაშენებლად აკრძალული ხაშხაშის, აგრეთვე ინდური, სამხრეთ მანჯურიის, სამხრეთ ჩუიის, სამხრეთ არხონის და სამხრეთ კრასნოდარის კანაფის დათესვა ან მოყვანა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით, ან იმ პირის მიერ, რომელმაც წინათ ჩაიდინა ამ კოდექსის 252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 2523, 2525, 2531 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 30 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 30.06.1969წ., მუხ.122 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1974წ., მუხ.171 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის №1426 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1987წ., მუხ.223 მუხლი 2531. ზეთოვანი ხაშხაშის და კანაფის უკანონო დათესვა ან მოყვანა ზეთოვანი ხაშხაშის, აგრეთვე კანაფის, გარდა ამ კოდექსის 253-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სახეობებისა, უკანონო დათესვა ან მოყვანა, ჩადენილი განმეორებით, ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელმაც წინათ ჩაიდინა ამ მუხლის პირველი ნაწილით, ამ კოდექსის 252-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 2521 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, 2523, 2525, 253-ე მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 23 სექტემბრის №1426 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 30.09.1987წ., მუხ.223 მუხლი 254. ისტორიისა და კულტურის ძეგლების განადგურება, დანგრევა ან დაზიანება ისტორიისა და კულტურის ძეგლების, შებილწვა ან თვითნებური გამოყენება, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით სამი ათას მანეთამდე, ან საზოგადოებრივი გაკიცხვით. ისტორიისა და კულტურის ძეგლების, განადგურება, დანგრევა ან დაზიანება ფეთქებად ნივთიერებათა ან მომეტებული საფრთხის სხვა წყაროს გაუფრთხილებელი გამოყენების შედეგად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე ისტორიისა და კულტურის ძეგლების, განზრახ განადგურება, დანგრევა ან დაზიანება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან ჯარიმით რვა ათას მანეთამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლების მიმართ, აგრეთვე ჩადენილი ფეთქებადი ნივთიერების მომეტებული საფრთხის წყაროს გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1972 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №9, 29.09.1972წ., მუხ.188 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3 მუხლი 2541. დაცული ტერიტორიების საზღვრებს შიგნით არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლების განადგურება, დანგრევა ან დაზიანება დაცული ტერიტორიების საზღვრებს შიგნით არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლების შებილწვა, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე, ან ჯარიმით ათას ლარამდე. დაცული ტერიტორიების საზღვრებს შიგნით არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლების განადგურება, დანგრევა ან დაზიანება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, ან ჯარიმით ხუთი ათასიდან შვიდი ათას ლარამდე. საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3
თავი მეთერთმეტე სამხედრო დანაშაული საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 255. სამხედრო დანაშაულის ცნება სამხედრო დანაშაულად ჩაითვლება ქმედობა, მიმართული საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო მოსამსახურის მიერ, აგრეთვე რეზერვისტის მიერ სასწავლო შეკრების გავლის დროს. სამხედრო დანაშაულში იმ პირთა მონაწილეობა, რომლებიც მოხსენებული არ არიან ამ მუხლში, იწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 28 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1974წ., მუხ.103 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 7 მარტის №2341 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1984წ., მუხ.65 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 256. ურჩობა ა) ურჩობა, ესე იგი აშკარა უარი უფროსის ბრძანების შესრულებაზე, აგრეთვე ბრძანების სხვაგვარი განზრახ შეუსრულებლობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე; ბ) იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ, ან თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე; გ) ურჩობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 257. ბრძანების შეუსრულებლობა ა) უფროსის ბრძანების შეუსრულებლობა, თუ არ არის ამ კოდექსის 256-ე მუხლის „ა“ პუნქტით მითითებული ნიშნები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე; ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებაში, – იწვევს საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების წესების გამოყენებას; გ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 258. წინააღმდეგობის გაწევა უფროსისათვის ან მისი იძულება დაარღვიოს სამსახურებრივი მოვალეობა ა) წინააღმდეგობის გაწევა უფროსისათვის, აგრეთვე სხვა პირისათვის, რომელიც ასრულებს სამხედრო სამსახურით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ან მისი იძულება, დაარღვიოს ეს მოვალეობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე; ბ) იგივე ქმედობა, თუ იგი ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ, ან იარაღის გამოყენებით, ან თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე; გ) ამ მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, თუ იგი დაკავშირებულია უფროსის ან იმ პირის განზრახ მკვლელობასთან, რომელიც სამხედრო სამსახურით დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს, ან ჩადენილი იყო ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 საქართველოს 1996 წლის 11 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №1-2(33-34/7), 22.01.1997წ., გვ.5 საქართველოს 1997 წლის 11 ოქტომბრის კანონი №1069 – პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997წ., გვ.47 მუხლი 259. ძალმომრეობითი მოქმედება უფროსის მიმართ ა) უფროსისათვის სხეულის დაზიანება ან მისი ცემა მის მიერ სამხედრო სამსახურის მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე; ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 260. ხელქვეითის მიერ უფროსისა და უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა ხელქვეითის მიერ უფროსის, ასევე უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 261. სამხედრო ნაწილის ან სამსახურის ადგილის თვითნებურად დატოვება ა) საყოველთაო სავალდებულო სამხედრო ბეგარის მოხდისას სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის ადგილის თვითნებურად დატოვება, აგრეთვე მისი სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად დადგენილ ვადაში გამოუცხადებლობა, ნაწილიდან დათხოვნის, დანიშვნის, გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სამ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე; ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე; გ) ოფიცერთა შემადგენლობის, ზევადიანი სამსახურის ან ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო პირის მიერ ნაწილის ან სამსახურის ადგილის თვითნებურად დატოვება, აგრეთვე სამსახურში მისი ვადაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზების გარეშე ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე; დ) ამ მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, თუ თვითნებურად არყოფნა გრძელდებოდა ერთ დღე-ღამეზე მეტი ხნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 7 მარტის №2341 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1984წ., მუხ.65 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 262. დეზერტირობა ა) დეზერტირობა, ესე იგი სამხედრო ნაწილის ან სამსახურის ადგილის დატოვება სამხედრო სამსახურისაგან თავის არიდების მიზნით, აგრეთვე ამავე მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობა დანიშვნის, გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან, რომელიც ჩაიდინა საყოველთაო სავალდებულო სამხედრო ბეგარის მოხდისას სამხედრო მოსამსახურემ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე; ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. გ) დეზერტირობა, ჩადენილი ოფიცერთა შემადგენლობის ან ზევადიანი სამსახურის ან ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო პირის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე; დ) ამ მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 7 მარტის №2341 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1984წ., მუხ.65 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 263. საყოველთაო-სავალდებულო სამხედრო ბეგარის მოხდისაგან თავის არიდება სხეულის თვითდაზიანებით ან სხვა საშუალებით ა) საყოველთაო-სავალდებულო სამხედრო ბეგარის მოხდისაგან სამხედრო მოსამსახურის მიერ თავის არიდება სხეულის თვითდაზიანებით ან ავადმყოფობის სიმულაციით, ყალბი დოკუმენტის გაკეთებით ან სხვაგვარი მოტყუებით, აგრეთვე უარი საყოველთაო-სავალდებულო სამხედრო ბეგარის მოხდაზე - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე; ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე; გ) ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედობა, ჩადენილი ოფიცერთა შემადგენლობის, ზევადიანი სამსახურის ან ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურში მიღებულ სამხედრო პირთა მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 28 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №13, 16.05.1965წ., მუხ.240 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 264. სამხედრო ქონების გაფლანგვა ან დაკარგვა ა) სამსახურებრივი სარგებლობისათვის მიცემული იარაღის, საბრძოლო მასალის, მიმოსვლის საშუალებების, ტექნიკური მომარაგების საგნების თუ სხვა სამხედრო ქონების გაყიდვა, დაგირავება, ან სხვის სარგებლობაში გადაცემა (გაფლანგვა), დაკარგვა ან გაფუჭება მათი შენახვის წესების დარღვევის შედეგად - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე; ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 28 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1974წ., მუხ.103 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 7 მარტის №2341 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1984წ., მუხ.65 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 265. სამხედრო ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება ა) იარაღის, საბრძოლო მასალის, მიმოსვლის საშუალებების, სამხედრო ტექნიკის ან სხვა სამხედრო ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება, თუ არ არის განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულის ნიშნები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე; ბ) იგივე ქმედობა, თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, ან ჩადენილია ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 28 ივნისის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, 28.06.1974წ., მუხ.103 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 266. მანქანების ტარების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა საბრძოლო, სპეციალური ან სატრანსპორტო მანქანის ტარების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა უბედური შემთხვევა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 267. ფრენის ან ფრენისათვის მზადების წესების დარღვევა ფრენის ან ფრენისათვის მზადების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა კატასტროფა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 268. ხომალდის მართვის წესების დარღვევა ხომალდის მართვის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ხომალდის დაღუპვა ან სერიოზული დაზიანება, ადამიანთა მსხვერპლი ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 269. საყარაულო სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა ა) საყარაულო (სავახტო) სამსახურის საწესდებო წესების და ამ წესების გასავითარებლად გამოცემულ ბრძანებათა, განკარგულებათა და ინსტრუქციათა დარღვევა, ჩადენილი საბრძოლო მასალების, იარაღის, საბრძოლო ტექნიკის საწყობების ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის ყარაულში და საგუშაგოებზე, რასაც მოჰყვა მავნე შედეგები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე; ბ) საბადრაგო ან სადარაჯო სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა მავნე შედეგები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე; გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედობა ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 270. სასაზღვრო სამსახურის შესრულების წესების დარღვევა სასაზღვრო სამსახურის შესრულების წესების დარღვევა, იმ პირის მიერ, რომელიც შედის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის განაწესის შემადგენლობაში, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 271. საბრძოლო მორიგეობის შესრულების წესების დარღვევა ა) საქართველოს სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო სივრცის ხელშეუხებლობის დასაცავად, ან საქართველოზე, მოულოდნელი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად საბრძოლო მორიგეობის შესრულების წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა მძიმე შედეგი, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც შედის საბრძოლო ჯგუფეულის, ეკიპაჟის, საგუშაგოს ან სხვა სამორიგეო ქვედანაყოფის შემადგენლობის სამორიგეო ცვლაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე; ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 272. შინაგანი სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა ა) ნაწილის სადღეღამისო განაწესში (ყარაულის და ვახტის გარდა) შემავალი პირის მიერ შინაგანი სამსახურის საწესდებო წესების დარღვევა, თუ მას მოჰყვა მძიმე შედეგი, რომლის აცდენა ამ პირის მოვალეობას შეადგენდა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე; ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს საბრძოლო ვითარებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 273. სამხედრო საიდუმლოების გახმაურება ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტის დაკარგვა ა) სამხედრო ხასიათის ცნობების გახმაურება, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენენ, თუ არ არის სამშობლოს ღალატის ნიშნები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე; ბ) სამხედრო ხასიათის ცნობების შემცველი დოკუმენტების დაკარგვა, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენენ, ან საგნებისა, რომელთა შესახებ ცნობები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენენ იმ პირის მიერ, ვისაც ეს დოკუმენტები ან საგნები ჰქონდა მინდობილი, თუ დაკარგვა მოხდა აღნიშნულ დოკუმენტებთან ან საგნებთან მოპყრობის დადგენილი წესების დარღვევის შედეგად, თუ მას მძიმე შედეგი მოჰყვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 28 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №13, 16.05.1965წ., მუხ.240 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 7 მარტის №2341 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1984წ., მუხ.65 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 274. ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, ხელისუფლების გადამეტება და სამსახურისადმი დაუდევარი დამოკიდებულება ა) უფროსის ან თანამდებობის პირის მიერ ხელისუფლების ან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, უმოქმედობა ან ხელისუფლების გადამეტება, აგრეთვე სამსახურისადმი დაუდევარი დამოკიდებულება, თუ ეს მოქმედება ჩადენილია სისტემატურად ან ანგარებით, ან სხვა პირადი დაინტერესებით, აგრეთვე თუ მან არსებითი ზიანი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე; ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი შემამსუბუქებელ გარემოებებში იწვევს საქართველოს შეიარაღებული ძალების დისციპლინური წესდების წესების გამოყენებას; ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 275. მოწინააღმდეგისათვის ომის წარმოების საშუალებათა ჩაბარება ან დატოვება უფროსის მიერ მისთვის მინდობილი სამხედრო ძალების ჩაბარება მოწინააღმდეგისათვის, აგრეთვე სიმაგრეების, საბრძოლო ტექნიკისა და ომის წარმოების სხვა საშუალებათა დატოვება მოწინააღმდეგისათვის, რაც გამოწვეული არ იყო საბრძოლო ვითარებით, თუ აღნიშნული მოქმედება მტრისათვის ხელის შეწყობის მიზნით არ არის ჩადენილი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 28 აპრილის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №13, 16.05.1965წ., მუხ.240 საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 7 მარტის №2341 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1984წ., მუხ.65 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 276. იმ სამხედრო ხომალდის დატოვება, რომელიც იღუპება ა) მეთაურის მიერ, რომელსაც ბოლომდე არ შეუსრულებია თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, აგრეთვე ხომალდის ეკიპაჟის რომელიმე პირის მიერ მეთაურის სათანადო განკარგულების მიუღებლად იმ სამხედრო ხომალდის დატოვება, რომელიც იღუპება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე; ბ) იგივე ქმედობა, ჩადენილი ომიანობის დროს ან საბრძოლო ვითარებაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 277. ბრძოლის ველის თვითნებურად დატოვება ან იარაღით მოქმედებაზე უარის თქმა ბრძოლის ველის თვითნებურად დატოვება ბრძოლის დროს ან იარაღით მოქმედებაზე უარის თქმა ბრძოლის დროს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით თხუთმეტი წლის ვადით. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 278. ნებაყოფლობით ტყვედ დანებება ნებაყოფლობით ტყვედ დანებება სიმხდალის ან სულმოკლეობის გამო, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით თხუთმეტი წლის ვადით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1984 წლის 7 მარტის №2341 ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №3, 30.03.1984წ., მუხ.65 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 279. ტყვეობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის დანაშაულებრივი მოქმედება ა) ტყვეობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის ნებაყოფლობითი მონაწილეობა სამუშაოებზე, რომელთაც სამხედრო მნიშვნელობა აქვთ ან სხვა ღონისძიებებში, რომელთაც წინასწარი შეცნობით შეუძლიათ ზიანი მიაყენონ საქართველოს ან მის მოკავშირე სახელმწიფოებს, თუ არ არის სამშობლოს ღალატის ნიშნები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. ბ) ძალმომრეობა სხვა სამხედრო ტყვეების მიმართ ან სასტიკი მოპყრობა მათდამი უფროსის მდგომარეობაში მყოფი სამხედრო ტყვეს მხრივ - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე; გ) ტყვედ მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ ისეთი მოქმედების ჩადენა, რომელსაც ზიანი მოაქვს სხვა სამხედრო ტყვეებისათვის, ანგარების მოტივით ან მოწინააღმდეგის მხრივ თავისადმი ლმობიერი მოპყრობის უზრუნველყოფის მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 280. მარადიორობა მოკლულთა და დაჭრილთა ნივთების გატაცება ბრძოლის ველზე (მარადიორობა) - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 281. ძალადობა მოსახლეობის მიმართ საომარი მოქმედების რაიონში ყაჩაღობა, ქონების კანონსაწინააღმდეგო განადგურება, ძალდობა, აგრეთვე სამხედრო აუცილებლობის საბაბით ქონების კანონსაწინააღმდეგო ჩამორთმევა, ჩადენილი მოსახლეობის მიმართ საომარი მოქმედების რაიონში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 282. ცუდი მოპყრობა სამხედრო ტყვეებისადმი ცუდი მოპყრობა სამხედრო ტყვეებისადმი, რასაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი ან რომელიც დაკავშირებულია განსაკუთრებულ სისასტიკესთან, ან მიმართულია დაჭრილთა და ავადმყოფთა წინააღმდეგ, აგრეთვე ავადმყოფთა და დაჭრილთა მიმართ მოვალეობის დაუდევარი შესრულება იმ პირთა მიერ, რომელთაც აკისრიათ მათი მკურნალობა, თუ არ არის უფრო მძიმე დანაშაულის ნიშნები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128 მუხლი 283. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ნიშნების უკანონოდ ტარება და ამ ნიშნების ბოროტად გამოყენება საომარი მოქმედების რაიონში წითელი ჯვრის ან წითელი ნახევარმთვარის ნიშნების ტარება იმ პირთა მიერ, რომელთაც ამის უფლება არა აქვთ, აგრეთვე ომიანობის დროს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ალმების ან ნიშნების, აგრეთვე სანიტარიული ევაკუაციის სატრანსპორტო საშუალებებისათვის მიკუთვნებული შეფერადების ბოროტად გამოყენება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტომი II, 31.08.1992წ., მუხ.128
ნუსხა ქონებისა, რომელიც სასამართლოს განაჩენით კონფისკაციას არ ექვემდებარება (ამოღებულია) საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1982 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 31.12.1982წ., მუხ.371 საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №977 – პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.79
|
დოკუმენტის კომენტარები