დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2287 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/07/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41(48), 13/08/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.000.648 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (30/05/2000 - 14/06/2000)
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
ზოგადი ნაწილი
კარი პირველი
სისხლის სამართლის კანონი
თავი I
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა
��� მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა და მისი მიზანი
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას.
2. ეს კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
3. ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
თავი II
სისხლის სამართლის კანონის მოქმედების ფარგლები
��� მუხლი 2. სისხლის სამართლის კანონის მოქმედება დროში
1. ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს.
2. დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არა აქვს.
��� მუხლი 3. სისხლის სამართლის კანონის უკუძალა
1. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
2. თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში.
3. თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
4. აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიება და სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ იმ კანონის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს სასამართლოში საქმის გადაწყვეტის დროს.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 � სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
��� მუხლი 4. სისხლის სამართლის კანონის მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის მიმართ
1. იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილად ითვლება დანაშაული, რომელიც დაიწყო, გრძელდებოდა, შეწყდა ან დამთავრდა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩადენილ დანაშაულზე.
3. იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა ხომალდზე, რომელიც უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო ალმით ან ამოსაცნობი ნიშნით, ანდა ასეთი ხომალდის წინააღმდეგ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. თუ უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, აგრეთვე სხვა პირმა, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინეს, მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით.
��� მუხლი 5. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის
1. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.
2. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.
3. საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით, თუ ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ანდა თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 � სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
��� მუხლი 6. დამნაშავის გადაცემა
1. საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად არ შეიძლება გადაეცნენ სხვა სახელმწიფოს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. დანაშაულის ჩამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად შეიძლება გადაეცნენ სხვა სახელმწიფოს.
3. არ შეიძლება სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული, დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, აგრეთვე ის, ვინც ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება, ან თუ ჩადენილი დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯაა დაწესებული იმ სახელმწიფოში, რომელიც გადაცემას მოითხოვს. ასეთ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 � სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
კარი მეორე
დანაშაული
თავი III
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, დანაშაულის კატეგორიები
��� მუხლი 7. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი
1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
2. დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.
��� მუხლი 8. მიზეზობრივი კავშირი
1. თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის.
2. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
3. უმოქმედობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების ან კონკრეტული საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობად, როდესაც პირს ეკისრებოდა მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ჰქონდა ასეთი მოქმედების შესაძლებლობა და სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.
��� მუხლი 9. განზრახი დანაშაული
1. განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.
2. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
3. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
��� მუხლი 10. გაუფრთხილებლობითი დანაშაული
1. გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.
2. ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.
3. ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.
4. გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
��� მუხლი 11. პასუხისმგებლობა თანამდევი შედეგით კვალიფიცირებული განზრახი დანაშაულისათვის
1. თუ სისხლის სამართლის კანონი ითვალისწინებს სასჯელის გადიდებას იმ თანამდევი შედეგის დადგომის გამო, რომელსაც არ მოიცავდა დამნაშავის განზრახვა, მაშინ ასეთი გადიდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირმა ეს შედეგი გაუფრთხილებლობით განახორციელა. ასეთი დანაშაული განზრახ დანაშაულად ჩაითვლება.
2. განზრახი დანაშაულის სხვა მაკვალიფიცირებელი ნიშანი პირს ბრალად შეერაცხება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ნიშანს მოიცავდა მისი განზრახვა.
��� მუხლი 12. დანაშაულის კატეგორიები
1. ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით დანაშაული სამი კატეგორიისაა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაული;
ბ) მძიმე დანაშაული;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
2. ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.
3. მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით.
4. განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
თავი IV
ერთიანი დანაშაულის სახეები
��� მუხლი 13. დენადი დანაშაული
1. დენადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და რომელიც შემდეგ უწყვეტად ხორციელდება.
2. დენადი დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან.
��� მუხლი 14. განგრძობადი დანაშაული
1. განგრძობადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას.
2. განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან.
თავი V
დანაშაულის სიმრავლე
��� მუხლი 15. არაერთგზისი დანაშაული
1. არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2. დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
3. თუ არაერთგზისი დანაშაული ამ კოდექსით გათვალისწინებულია გარემოებად, რომელიც უფრო მკაცრ სასჯელს იწვევს, პირის მიერ ჩადენილი ორი ან მეტი დანაშაული დაკვალიფიცირდება ამ კოდექსის მუხლის შესაბამისი ნაწილით, რომლითაც გათვალისწინებულია სასჯელი არაერთგზისი დანაშაულისათვის.
��� მუხლი 16. დანაშაულთა ერთობლიობა
1. დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული. დანაშაულთა ერთობლიობად ითვლება აგრეთვე ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შეიცავს ამ კოდექსის ორი ან მეტი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს.
�2. თუ ქმედება გათვალისწინებულია ზოგადი და სპეციალური ნორმებით, დანაშაულთა ერთობლიობა არ არსებობს და პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური ნორმით.
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 � სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
��� მუხლი 17. დანაშაულის რეციდივი
1. დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
2. საშიშ რეციდივად ითვლება, როდესაც:
ა) წინათ განზრახი დანაშაულისათვის არანაკლებ ორჯერ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულმა ჩაიდინა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლისთვისაც მას უსჯიან თავისუფლების აღკვეთას;
ბ) წინათ განზრახი მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი მძიმე დანაშაული.
3. განსაკუთრებით საშიშ რეციდივად ითვლება, როდესაც:
ა) წინათ განზრახი ნაკლებად მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულისათვის სამჯერ ან მეტჯერ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულმა ჩაიდინა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლისთვისაც მას უსჯიან თავისუფლების აღკვეთას;
ბ) წინათ განზრახი მძიმე დანაშაულისათვის არანაკლებ ორჯერ მსჯავრდებულმა ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი მძიმე დანაშაული;
გ) წინათ განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
4. დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის, აგრეთვე ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია ამ კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
5. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
თავი VI
დაუმთავრებელი დანაშაული
��� მუხლი 18. დანაშაულის მომზადება
1. დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა.
2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისათვის.
3. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მომზადებისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 19. დანაშაულის მცდელობა
1. დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
��� მუხლი 20. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დაუმთავრებელი დანაშაულისათვის
პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მომზადებისათვის ან მცდელობისათვის, თუ მისი უმეცრების ან სხვა პიროვნული ნაკლის გამო დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალებით არ შეიძლებოდა მიღწეულიყო შესაბამისი მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
��� მუხლი 21. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება
1. პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი.
2. პირს, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს.
3. დანაშაულის ორგანიზატორს, წამქეზებელსა და დამხმარეს არ დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მათ გადაარწმუნეს ამსრულებელი, დროულად შეატყობინეს ხელისუფლების ორგანოს ან სხვაგვარად შეუშალეს ხელი ამსრულებელს ან სხვა თანამონაწილეს და ამით არ მისცეს დანაშაულის დამთავრების შესაძლებლობა. დამხმარეს აგრეთვე არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან ამსრულებლის მიერ დანაშაულის დაწყებამდე უარი თქვა შეესრულებინა შეპირებული ქმედება ანდა ამსრულებლის მიერ დანაშაულის დამთავრებამდე უკან დაიბრუნა დანაშაულის ჩასადენად გადაცემული იარაღი ან საშუალება.
4. თუ ორგანიზატორმა, წამქეზებელმა და ფსიქიკურმა დამხმარემ თავიანთი მოქმედებით ვერ შეძლეს თავიდან აეცილებინათ ამსრულებლის მიერ დანაშაულის დამთავრება, მაშინ მათ მიერ მიღებული ზომები სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას შეიძლება მიიჩნიოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად.
5. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება აგრეთვე იმას, ვინც დანაშაულის შემადგენლობის შესაბამისი შედეგის განხორციელებისათვის ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ შემდეგ თავისი ნებაყოფლობითი ქმედებით თავიდან აიცილა ეს შედეგი.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
თავი VII
დანაშაულის ამსრულებლობა და დანაშაულში თანამონაწილეობა
��� მუხლი 22. დანაშაულის ამსრულებლობა
ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში, აგრეთვე ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც ამ კოდექსის მიხედვით ასაკის, შეურაცხაობის ან სხვა გარემოების გამო არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
��� მუხლი 23. დანაშაულში თანამონაწილეობა
დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში.
��� მუხლი 24. თანამონაწილის სახეები
1. ორგანიზატორია ის, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას, აგრეთვე ის, ვინც შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას.
2. წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად.
3. დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.
��� მუხლი 25. ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა
1. ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით.
2. თანაამსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მიუთითებლად.
3. ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ.
4. როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა.
5. პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ანდა ერთ-ერთი ამსრულებლის ან თანამონაწილის პიროვნებისათვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება იმ ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს.
6. ისეთ დანაშაულში თანამონაწილეობისათვის, რომლის ამსრულებელი შეიძლება იყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის სპეციალური სუბიექტი, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ორგანიზატორს, წამქეზებელს ან დამხმარეს.
7. თუ ამსრულებელს დანაშაული არ დაუმთავრებია, თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშაულის მომზადებაში ან დანაშაულის მცდელობაში თანამონაწილეობისათვის. დანაშაულის მომზადებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმასაც, ვინც მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო ვერ შეძლო სხვა პირის დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად.
��� მუხლი 26. ამსრულებლის ექსცესი
1. ამსრულებლის ექსცესი ნიშნავს ამსრულებლის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, რომელსაც არ მოიცავდა სხვა თანაამსრულებლის ან თანამონაწილის განზრახვა.
2. ამსრულებლის ექსცესისათვის სხვა თანაამსრულებელს ან თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
��� მუხლი 27. ჯგუფური დანაშაული
1. დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.
2. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მასში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
3. დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა პირთა მყარმა ჯგუფმა, რომლებიც წინასწარ შეკავშირდნენ რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად.
4. ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ორგანიზებული ჯგუფის შექმნისათვის ან ხელმძღვანელობისათვის დაეკისრება იმას, ვინც შექმნა ასეთი ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას. მასვე დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, თუ მათ მოიცავდა მისი განზრახვა. ორგანიზებული ჯგუფის სხვა მონაწილე პასუხს აგებს ჯგუფში მონაწილეობისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ დანაშაულისათვის, რომლის მომზადებაში ან ჩადენაშიც იგი მონაწილეობდა.
თავი VIII
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებანი
��� მუხლი 28. აუცილებელი მოგერიება
1. მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.
2. აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.
3. ხელმყოფის დაზიანება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით წართმეული ქონების ან სხვა სამართლებრივი სიკეთის დასაბრუნებლად მართლზომიერია იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოხდა უშუალოდ ხელმყოფის ხელში ამ სიკეთის გადასვლისთანავე და თუ მისი დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება ჯერ კიდევ შეიძლებოდა.
4. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან.
��� მუხლი 29. დამნაშავის შეპყრობა
1. მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ხელისუფლების ორგანოში წარსადგენად შეიპყრობს დამნაშავეს საამისოდ აუცილებელი ზომის გადაუცილებლად.
2. დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილება ნიშნავს ამ ზომის აშკარა შეუსაბამობას შესაპყრობი პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და შეპყრობის გარემოებებთან.
��� მუხლი 30. უკიდურესი აუცილებლობა
მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი ვინც სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 31. მართლზომიერი რისკი
1. მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად გამართლებული რისკის პირობებში დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს.
2. რისკი გამართლებულია, თუ ეს მიზანი არ შეიძლებოდა მიღწეულიყო რისკის გარეშე ქმედებით და თუ პირმა მიიღო ყველა ზომა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
��� მუხლი 32. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება სხვა მართლზომიერი ქმედების დროს
მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების მართლზომიერების პირობებს.
თავი IX
ბრალის გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებანი
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 � სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
��� მუხლი 33. შეურაცხაობა ასაკის გამო
ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი.
��� მუხლი 34. შეურაცხაობა ფსიქიკური დაავადების გამო
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკური მდგომარეობის დროებითი მოშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა ან თუმცა შეეძლო მისი გაცნობიერება, მაგრამ არ ჰქონდა უნარი ემოქმედა სხვაგვარად.
2. სასამართლოს შეუძლია შეურაცხის მიმართ გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.
3. არ დაისჯება ის, ვინც დანაშაულის შემადგენლობის შესაბამისი მოქმედება თუმცა შერაცხადმა ჩაიდინა, მაგრამ განაჩენის გამოტანამდე დაავადდა ფსიქიკურად, რის გამოც არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს ან უხელმძღვანელოს მას. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ იგი შეიძლება დაისაჯოს.
��� მუხლი 35. შეზღუდული შერაცხადობა
1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.
2. შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს და იგი შეიძლება გახდეს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების დანიშვნის საფუძველი.
3. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან შეიძლება გათავისუფლდეს არასრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 36. შეცდომა
1. ის, ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის, აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია.
2. შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას.
3. როცა შეცდომა მისატევებელი არ არის, პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის, თუ ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება ამ კოდექსით.
��� მუხლი 37. ბრძანების ან განკარგულების შესრულება
1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმას, ვინც სავალდებულო ბრძანების ან განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ასეთი ზიანისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც მართლსაწინააღმდეგო ბრძანება ან განკარგულება გასცა.
2. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულების შესრულებისათვის პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო წესით, თუ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი სხვა გარემოება.
��� მუხლი 38. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება სხვა არაბრალეული ქმედების დროს
ბრალეულად არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების არაბრალეულობის პირობებს.
კარი მესამე
სასჯელი
თავი X
სასჯელის მიზნები და სახეები
��� მუხლი 39. სასჯელის მიზანი
1. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
2. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია საქართველოს სასჯელაღსრულების კანონმდებლობით.
3. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
��� მუხლი 40. სასჯელის სახეები
სასჯელის სახეებია:
ა) ჯარიმა;
ბ) თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
დ) გამასწორებელი სამუშაო;
ე) სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა;
ვ) თავისუფლების შეზღუდვა;
ზ) ტუსაღობა;
თ) სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსება;
ი) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა;
კ) უვადო თავისუფლების აღკვეთა.
��� მუხლი 41. ძირითადი და დამატებითი სასჯელები
1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, თავისუფლების შეზღუდვა, ტუსაღობა, სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსება, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.
2. ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად.
3. დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ამ კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასჯელთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი იძულებითი ღონისძიება დანაშაულის საგნის ან საშუალების ჩამორთმევის სახით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 42. ჯარიმა
1. ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი, რომელიც ინიშნება დღიური ანაზღაურების სისტემით.
2. ჯარიმის მინიმალური ოდენობაა ათი დღიური ანაზღაურება, ხოლო მაქსიმალური � სამას სამოცი დღიური ანაზღაურება. სასჯელთა შეკრებისას ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შვიდას ოც დღიურ ანაზღაურებას.
3. ჯარიმის დღიურ მინიმალურ ანაზღაურებას შეესაბამება ორი ლარი, ხოლო მაქსიმალურს � ათი ათასი ლარი.
4. ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლითა და სხვა გარემოებით.
5. სასამართლომ განაჩენში უნდა მიუთითოს როგორც დღიური ანაზღაურების ოდენობა, ისე გადასახდელი ჯარიმის ოდენობა ლარებში.
6. ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გათვალისწინებულია ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით.
7. თუ მსჯავრდებული ჯიუტად თავს აარიდებს ჯარიმას, ეს სასჯელი შეიცვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების შეზღუდვით. ამასთან, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს ან თავისუფლების შეზღუდვის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: ჯარიმის ერთი დღიური ანაზღაურება � საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ოთხი საათი, გამასწორებელი სამუშაოს ერთი დღე, თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე. ამასთან, ჯარიმის ნაცვლად დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისათვის, გამასწორებელი სამუშაოსათვის ან თავისუფლების შეზღუდვისათვის ბოროტად თავის არიდების შემთხვევაში იგი შეიცვლება ტუსაღობით ან თავისუფლების აღკვეთით ამ კოდექსით სასჯელის ამ სახისათვის გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი წესით.
��� მუხლი 43. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა
1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იმას, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში ანდა ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას.
2. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ძირითად სასჯელად ენიშნება ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად � ექვსი თვიდან სამ წლამდე ვადით.
3. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არაა გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, თუ დანაშაულის საშიშროების ხასიათის, ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს შეუნარჩუნოს მას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.
4. ძირითად სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნისას, აგრეთვე პირობითი მსჯავრის დროს დამატებით სასჯელად დანიშნული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა გამოიანგარიშება სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან. ძირითად სასჯელად თავისუფლების შეზღუდვის, ტუსაღობის, სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსების ან თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის დროს დამატებით სასჯელად დანიშნული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ვრცელდება ჩამოთვლილ ძირითად სასჯელთა მოხდის მთელ ვადაზე, ხოლო ეს ვადა გამოიანგარიშება მათი მოხდის მომენტიდან.
��� მუხლი 44. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა
1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის თავისუფალ დროს უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ოციდან ოთხას საათამდე ვადით. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობაა ოთხი საათი. ჯარიმის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადით.
3. თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება თავისუფლების შეზღუდვით, ტუსაღობით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთან, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების შეზღუდვის, ტუსაღობის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის რვა საათი � თავისუფლების შეზღუდვის, ტუსაღობის, თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.
��� მუხლი 45. გამასწორებელი სამუშაო
1. გამასწორებელი სამუშაო ინიშნება ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით და მოხდილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილზე.
2. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნისას მსჯავრდებულის ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში დაიქვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობი თ არანაკლებ ხუთისა და არა უმეტეს ოცი პროცენტისა.
3. თუ მსჯავრდებული ჯიუტად თავს აარიდებს გამასწორებელ სამუშაოს, ეს სასჯელი შეიცვლება თავისუფლების შეზღუდვით, ტუსაღობით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთან, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების შეზღუდვის, ტუსაღობის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: გამასწორებელი სამუშაოს ერთი დღე � თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე; გამასწორებელი სამუშაოს ორი დღე � ტუსაღობის ერთი დღე; გამასწორებელი სამუშაოს სამი დღე � თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 46. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა
1. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ენიშნება სამხედრო მოსამსახურეს ამ კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენისათვის, აგრეთვე სხვა დანაშაულისათვის მსჯავრდებულ სამხედრო მოსამსახურეს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული გამასწორებელი სამუშაოს ნაცვლად.
2. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ინიშნება სამი თვიდან ორ წლამდე ვადით.
3. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის დანიშვნისას მსჯავრდებულის ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში დაიქვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობი თ არა უმეტეს ოცი პროცენტისა. ამ სასჯელის მოხდის დროს არ შეიძლება მსჯავრდებულის დაწინაურება თანამდებობაზე, მისთვის სამხედრო წოდების მომატება. სასჯელის ვადა მას არ ჩაეთვლება ნამსახურობის ვადაში მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 47. თავისუფლების შეზღუდვა
1. თავისუფლების შეზღუდვა ნიშნავს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის თ ოთხმეტ წელს მიღწეული მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე მოთავსებას სპეციალურ დაწესებულებაში � გამასწორებელ ცენტრში მასზე ზედამხედველობის განხორციელებით.
2. თავისუფლების შეზღუდვა ენიშნება:
ა) ნასამართლობის არმქონე, განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს � ერთიდან სამ წლამდე ვადით;
ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს � ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.
3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან გამასწორებელი სამუშაოს თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის შემთხვევაში იგი შეიძლება დაინიშნოს ერთ წელზე მცირე ვადით.
4. თუ მსჯავრდებული ჯიუტად თავს აარიდებს თავისუფლების შეზღუდვას, ეს სასჯელი შეიცვლება თავისუფლების აღკვეთით � განაჩენით დანიშნული თავისუფლების შეზღუდვის ვადით. ამასთან, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე � თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
5. თავისუფლების შეზღუდვა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 48. ტუსაღობა
1. ტუსაღობა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან მკაცრ იზოლაციას.
2. ტუსაღობა ინიშნება ერთიდან ექვს თვემდე ვადით.
3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს ან თავისუფლების შეზღუდვის ტუსაღობით შეცვლის შემთხვევაში იგი შეიძლება დაინიშნოს ერთ თვეზე მცირე ვადით.
4. ტუსაღობა არ დაენიშნება იმას, ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია თექვსმეტი წელი, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, აგრეთვე ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი.
��� მუხლი 49. სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსება
1. სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსება ენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს, თუ მას განაჩენის გამოტანის დროისათვის არ მოუხდია კანონით დადგენილი გაწვევის ვადა.
2. სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსება ინიშნება სამი თვიდან ორ წლამდე ვადით, სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენისათვის, აგრეთვე მაშინ, როდესაც დანაშაულის ხასიათი და დამნაშავის პიროვნება შესაძლებელს ხდის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეიცვალოს იმავე ვადით სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით.
3. თავისუფლების აღკვეთის სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით შეცვლის შემთხვევაში სადისციპლინო სამხედრო ნაწილში ყოფნის ვადა გამოიანგარიშება შემდეგნაირად: თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე � სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსების ერთი დღე.
��� მუხლი 50. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა
1. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებას. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული, რომელსაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის არ შესრულებია თვრამეტი წელი, მოთავსდება არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში.
2. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით.
3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს ან თავისუფლების შეზღუდვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის შემთხვევაში იგი შეიძლება დაინიშნოს ექვს თვეზე მცირე ვადით.
4. დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოცდახუთ წელს, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა შეჯამებისას � ოცდაათ წელს.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 51. უვადო თავისუფლების აღკვეთა
1. უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის.
2. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ დაენიშნება იმას, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე არ შესრულებია თვრამეტი წელი ან ვისაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა სამოცი წელი.
��� მუხლი 52. დანაშაულის საგნის ან საშუალების ჩამორთმევა
1. დანაშაულის საგნის ან საშუალების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისათვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
2. ნივთის ჩამორთმევის საკითხს წყვეტს სასამართლო. ასეთი ღონისძიების გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა იგი საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით.
საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2361 � სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.212
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
თავი XI
სასჯელის დანიშვნა
��� მუხლი 53. სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები
1. სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
2. ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება დაინიშნოს დანაშაულთა ერთობლიობითა და განაჩენთა ერთობლიობით, ამავე კოდექსის 59-ე და მე-60 მუხლების მიხედვით. კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი განსაზღვრულია ამ კოდექსის 55-ე მუხლით.
3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით � მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
��� მუხლი 54. სასჯელის დანიშვნა შემამსუბუქებელ გარემოებათა არსებობისას
თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებანი, სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს.
��� მუხლი 55. კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა
თუ არსებობს განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლოს დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი.
��� მუხლი 56. სასჯელის დანიშვნა დაუმთავრებელი დანაშაულისათვის
1. დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
2. დანაშაულის მომზადებისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის ნახევარს.
3. დანაშაულის მცდელობისათვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს.
4. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაინიშნოს დანაშაულის მომზადებისათვის ან მცდელობისათვის.
��� მუხლი 57. სასჯელის დანიშვნა დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დანაშაულის ამსრულებლობისათვის
1. დანაშაულში თანამონაწილეობისათვის და დანაშაულის ამსრულებლობისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება პირის ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ამ მონაწილეობის მნიშვნელობა დანაშაულის მიზნის მისაღწევად, მისი გავლენა გამოწვეული ან შესაძლებელი ზიანის ხასიათსა და ხარისხზე.
2. შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება, რომელიც ერთ-ერთი თანამონაწილის ან ამსრულებლის პიროვნებას შეეხება, მხედველობაში მიიღება მხოლოდ ამ თანამონაწილისათვის ან ამსრულებლისათვის სასჯელის დანიშვნის დროს.
��� მუხლი 58. სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს
1. დანაშაულის რეციდივის, საშიში რეციდივისა და განსაკუთრებით საშიში რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღება წინათ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა და სიმძიმე, გარემოებანი, რომელთა გამოც წინათ დანიშნულ სასჯელთა გამაფრთხილებელი ზემოქმედება არასაკმარისი აღმოჩნდა, აგრეთვე ახლად ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე.
2. სასჯელის ვადა დანაშაულის რეციდივის დროს არ შეიძლება იყოს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ნახევარზე ნაკლები, საშიში რეციდივის დროს � ორ მესამედზე ნაკლები, ხოლო განსაკუთრებით საშიში რეციდივის დროს � სამ მეოთხედზე ნაკლები.
3. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობისას რეციდივის, საშიში რეციდივის ან განსაკუთრებით საშიში რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-2 ნაწილის წესი.
��� მუხლი 59. სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს
1. დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის.
2. თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. ამასთან, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხუთ წელს.
3. თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. ამასთან, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოცდახუთ წელს.
4. თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთაგან, ანდა ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. ამასთან, დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოც წელს.
5. დანაშაულთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. ნაწილობრივ ან მთლიანად შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით სასჯელის მოცემული სახისათვის გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადას ან ზომას.
6. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 60. სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობის დროს
1. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
2. განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა ან ზომა, თუ იგი თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქია, არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით სასჯელის მოცემული სახისათვის გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადას ან ზომას.
3. განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოცდაათ წელს.
4. განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი უნდა იყოს უფრო მეტი როგორც ახლად ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე, ისე წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე.
5. განაჩენთა ერთობლიობის დროს დამატებით სასჯელთა მიერთება ხორციელდება ამ კოდექსის 6 1-ე მუხლის მე-2 ნაწილის წესით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 61. სასჯელთა შეჯამება
1. დანაშაულთა ერთობლიობისა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა მთლიანად ან ნაწილობრივ შეჯამებისას თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს შეესაბამება:
ა) ტუსაღობის ან სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსების ერთი დღე;
ბ) თავისუფლების შეზღუდვის ორი დღე;
გ) გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე;
დ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის რვა საათი.
2. ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა თავისუფლების შეზღუდვასთან, ტუსაღობასთან, სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებასთან ან თავისუფლების აღკვეთასთან მიმატების შემთხვევაში გამოიყენება დამოუკიდებლად.
��� მუხლი 62. სასჯელის ვადის გამოანგარიშება და სასჯელის ჩათვლა
1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, თავისუფლების შეზღუდვის, ტუსაღობის, სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებისა და თავისუფლების აღკვეთის ვადა გამოიანგარიშება თვეებითა და წლებით, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა � საათებით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელთა შეცვლისა და შეჯამების დროს, აგრეთვე სასჯელის ჩათვლისას შეიძლება სასჯელის ვადის გამოანგარიშება დღეებით.
3. სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე � თავისუფლების აღკვეთის, სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსების ან ტუსაღობის ერთი დღე; თავისუფლების შეზღუდვის ორი დღე; გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე; საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის რვა საათი.
4. საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე პატიმრობაში ყოფნის დრო, აგრეთვე განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდილი დრო ამ კოდექსის მე-6 მუხლის საფუძველზე პირის გადაცემის შემთხვევაში ჩაითვლება ერთი დღე ერთ დღედ.
5. თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.
თავი XII
პირობითი მსჯავრი
��� მუხლი 63. პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი
1. თუ მსჯავრდებულის გამოსწორება შეიძლება სასჯელად დანიშნული გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, თავისუფლების შეზღუდვის, სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსების, ტუსაღობის ან თავისუფლების აღკვეთის მოხდის გარეშე, სასამართლო დაადგენს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით.
2. პირობითი მსჯავრის დროს სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის საფუძველს და პირობითი მსჯავრის მოსალოდნელ ეფექტს.
3. პირობითი მსჯავრის დროს შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი.
��� მუხლი 64. გამოსაცდელი ვადა
ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არა უმეტეს სამი წლისა, ხოლო ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას � არანაკლებ ერთი და არა უმეტეს ექვსი წლისა.
��� მუხლი 65. მოვალეობის დაკისრება
პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას.
��� მუხლი 66. კონტროლი და დახმარება
1. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს და მის დახმარებას ახორციელებს პრობაციის სამსახური. ეს სამსახური თვალყურს ადევნებს პირის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ხოლო მისი შეუსრულებლობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ფუნქციას პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ახორციელებს სამხედრო ნაწილის ხელძღვანელობა.
3. გამოსაცდელ ვადაში სასამართლოს შეუძლია იმ ორგანოს წარდგინებით, რომელიც ახორციელებს კონტროლსა და დახმარებას პირობით მსჯავრდებულის მიმართ, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობა ან დააკისროს მას ახალი მოვალეობა.
��� მუხლი 67. პირობითი მსჯავრის გაუქმება ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება
1. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, სასამართლოს შეუძლია იმ ორგანოს წარდგინებით, რომელიც ახორციელებს კონტროლსა და დახმარებას პირობით მსჯავრდებულის მიმართ, გააუქმოს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს მოუხსნას ნასამართლობა.
2. თუ პირობით მსჯავრდებულმა თავი აარიდა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ან დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, რის გამოც მას შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოს წარდგინებით გააგრძელოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს ერთი წლით.
3. თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში სისტემატურად ან ჯიუტად არ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ორგანოს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი.
4. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობითი მსჯავრის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო.
5. თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
კარი მეოთხე
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება
თავი XIII
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება
��� მუხლი 68. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ქმედითი მონანიების გამო
1. ის, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნებაყოფლობით გამოცხადდა ბრალის აღიარებით, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და აანაზღაურა ზიანი.
2. ის, ვინც ჩაიდინა სხვა კატეგორიის დანაშაული, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ეს გათვალისწინებულია ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 69. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დაზარალებულთან შერიგების გამო
ის, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ შეურიგდა დაზარალებულს.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 70. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ვითარების შეცვლის გამო
დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 71. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო
1. პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა:
ა) ორი წელი იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას;
ბ) ექვსი წელი სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
გ) ათი წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
დ) ოცდახუთი წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან.
2. ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე. ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება თითოეული დანაშაულისათვის.
3. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება დამნაშავის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან.
4. საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობის ვადა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს ხანდაზმულობის გამოყენებას, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.
5. ხანდაზმულობა არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
6. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება იმ ვადით, რა დროშიც პირს იცავს იმუნიტეტი.
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 � სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
თავი XIV
სასჯელისაგან გათავისუფლება
��� მუხლი 72. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება
1. ის, ვინც სასჯელს იხდის გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, თავისუფლების შეზღუდვის, სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსების, ტუსაღობის ან თავისუფლების აღკვეთის სახით, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ამასთან, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.
2. პირობით ვადამდე გათავისუფლებისას სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს ამ კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა, რომელიც მან უნდა შეასრულოს სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადაში.
3. პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი;
დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რაც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე.
4. მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.
5. პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პრობაციის სამსახური, ხოლო სამხედრო მოსამსახურის ყოფაქცევისა � სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.
6. თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში:
ა) ჯიუტად თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის მე-5 ნაწილში აღნიშნული ორგანოების წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს პირობით ვადამდე გათავისუფლება და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი;
ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;
გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე გათავისუფლებას.
7. მსჯავრდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცდახუთი წელი და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულმა გააგრძელოს ამ სასჯელის მოხდა.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 73. სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
1. სასამართლოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთან, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის მოხდისაგან.
2. სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი.
��� მუხლი 74. სასჯელისაგან გათავისუფლება ავადმყოფობის გამო
1. ის, ვინც დანაშაულის ჩადენის შემდეგ დაავადდა ფსიქიკურად, რის გამოც მას არ შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა უხელმძღვანელოს მას, თავისუფლდება სასჯელისაგან, ხოლო ის, ვინც სასჯელს იხდის, თავისუფლდება მისი შემდგომი მოხდისაგან. მათ შეიძლება დაენიშნოთ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.
2. სასამართლოს შეუძლია სასჯელისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა სხვა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.
3. თუ სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სასჯელს იხდის სამხედრო სადისციპლინო ნაწილში, ისე დაავადდა, რომ უვარგისი გახდა სამხედრო სამსახურისათვის, იგი თავისუფლდება სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ან სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეიძლება შეეცვალოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით.
4. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნულ პირებს გამოჯანმრთელების შემთხვევაში შეიძლება კვლავ დაეკისროთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დაენიშნოთ სასჯელი, თუ არ გასულა ამ კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 75. სასჯელის მოხდის გადავადება ორსული ქალისათვის ან ქალისათვის, რომელსაც ჰყავს ხუთ წლამდე შვილი
1. სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს სასჯელის მოხდა ორსულ ქალს ან ქალს, რომელსაც ჰყავს ხუთ წლამდე შვილი, სანამ ბავშვი ხუთი წლის გახდება.
2. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა პრობაციის სამსახურმა, სასამართლოს შეუძლია ამ სამსახურის წარდგინებით გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გააგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.
3. როდესაც შვილი ხუთი წლის ასაკს მიაღწევს, სასამართლო გაათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან ან სასჯელის მოუხდელ ნაწილს შეუცვლის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ანდა მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად შესაბამის დაწესებულებაში მსჯავრდებულის უკან დაბრუნების შესახებ.
4. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის გადავადების პერიოდში ჩაიდენს ახალ დანაშაულს, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 76. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო
1. მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა შემდეგ ვადებში:
ა) ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას;
ბ) ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს;
გ) ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს;
დ) თხუთმეტ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.
2. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება მსჯავრდებულის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო.
3. საკითხს, უნდა შეეფარდოს თუ არა ხანდაზმულობის ვადა უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, წყვეტს სასამართლო. თუ სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს ხანდაზმულობის გამოყენებას, უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვლება ვადიანი თავისუფლების აღკვეთით.
4. ხანდაზმულობა არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
5. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
თავი XV
ამნისტია, შეწყალება, ნასამართლობა
��� მუხლი 77. ამნისტია
1. ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ.
2. ამნისტიის აქტით დამნაშავე შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
3. სასჯელმოხდილს ამნისტიის აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.
��� მუხლი 78. შეწყალება
1. შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ.
2. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
3. სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.
��� მუხლი 79. ნასამართლობა
1. მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
2. სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.
3. ნასამართლობა გაქარწყლდება:
ა) პირობით მსჯავრდებულისა � გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;
ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა � სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ;
გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა � სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ;
დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა � სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ;
ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა � სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.
4. თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან.
5. თუ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული უმწიკვლოდ იქცეოდა, მაშინ მისი თხოვნით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე.
6. გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
კარი მეხუთე
არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
თავი XVI
არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურება
��� მუხლი 80. არასრულწლოვანი დამნაშავის ასაკი
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას ან მისგან გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ითვლება ის, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი.
��� მუხლი 81. სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიება არასრულწლოვნის მიმართ
არასრულწლოვან დამნაშავეს შეიძლება დაენიშნოს სასჯელი ან აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიება.
��� მუხლი 82. სასჯელის სახეები
არასრულწლოვანი დამნაშავისათვის დასანიშნი სასჯელის სახეებია:
ა) ჯარიმა;
ბ) საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
დ) გამასწორებელი სამუშაო;
ე) თავისუფლების შეზღუდვა;
ვ) ტუსაღობა;
ზ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 83. ჯარიმა
არასრულწლოვანს ჯარიმა ენიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს დამოუკიდებელი ხელფასი ან ქონება, რომელზედაც შეიძლება მიქცეულ იქნეს გადახდევინება. ჯარიმის მინიმალური ოდენობაა ხუთი დღიური ანაზღაურება, ხოლო მაქსიმალური � ორასი დღიური ანაზღაურება. სასჯელთა შეკრებისას ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხას დღიურ ანაზღაურებას.
��� მუხლი 84. საქმიანობის უფლების ჩამორთმევა
არასრულწლოვანს საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ენიშნება ერთიდან სამ წლამდე ვადით.
��� მუხლი 85. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა
არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება ოციდან ას სამოც საათამდე ვადით, რომელსაც ის მოიხდის სწავლისაგან ან ძირითადი სამუშაოსაგან თავისუფალ დროს. ეს სასჯელი გულისხმობს ისეთი სამუშაოს შესრულებას, რომელიც ძალუძს არასრულწლოვანს. ამ სასჯელის ვადა თხუთმეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორ საათს, ხოლო თხუთმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის � დღეში სამ საათს.
��� მუხლი 86. გამასწორებელი სამუშაო
არასრულწლოვანს გამასწორებელი სამუშაო ენიშნება ორი თვიდან ერთ წლამდე ვადით.
��� მუხლი 861. თავისუფლების შეზღუდვა
არასრულწლოვანს თავისუფლების შეზღუდვა ენიშნება:
ა) განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებისას � ორ წლამდე ვადით;
ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაულისათვის მსჯავრდებისას � ოთხ წლამდე ვადით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 87. ტუსაღობა
ტუსაღობა ერთიდან ოთხ თვემდე ვადით ენიშნება მამრობითი სქესის არასრულწლოვანს, რომელსაც განაჩენის გამოტანის მომენტისათვის შეუსრულდა თექვსმეტი წელი.
��� მუხლი 88. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა
1. არასრულწლოვანს თავისუფლების აღკვეთა ენიშნება არა უმეტეს ათი წლის ვადით, რომელსაც ის სრულწლოვანებამდე მოიხდის აღმზრდელობით დაწესებულებაში.
2. თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის შეიძლება დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით, მაგრამ არა უმეტეს თხუთმეტი წლისა.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 89. სასჯელის დანიშვნა
არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნის დროს ამ კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებთან ერთად მხედველობაში მიიღება მისი ცხოვრებისა და აღზრდის პირობები, ფსიქიკური განვითარების დონე, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სხვა პიროვნული თავისებურებანი, მასზე ასაკით უფროსი პირის ზეგავლენა.
თავი XVII
არასრულწლოვნის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან
��� მუხლი 90. არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების გამოყენებით
არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორება მიზანშეწონილია აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების გამოყენებით.
��� მუხლი 91. აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების სახეები
1. სასამართლოს შეუძლია დანიშნოს შემდეგი აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიება:
ა) გაფრთხილება;
ბ) საზედამხედველოდ გადაცემა;
გ) ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრება;
დ) ქცევის შეზღუდვა;
ე) სპეციალურ აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსება.
2. არასრულწლოვანს ერთდროულად შეიძლება დაენიშნოს აღმზრდელობითი ზემოქმედების რამდენიმე იძულებითი ღონისძიება. ამ მუხლის პირველი ნაწილის �ბ� და �დ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებით ღონისძიებათა გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ამ ღონისძიებათა დამნიშნავი ორგანო.
3. თუ არასრულწლოვანი სისტემატურად არღვევს აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიებით გათვალისწინებულ პირობებს, მაშინ ეს ღონისძიება სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს წარდგინებით გაუქმდება და მასალები გადაიგზავნება არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად.
��� მუხლი 92. გაფრთხილება
გაფრთხილება ნიშნავს არასრულწლოვნისათვის იმის განმარტებას, თუ რა ზიანი გამოიწვია მისმა ქმედებამ და რა შედეგი მოჰყვება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის განმეორებით ჩადენას.
��� მუხლი 93. საზედამხედველოდ გადაცემა
საზედამხედველოდ გადაცემა ნიშნავს მშობლისათვის ან მისი შემცვლელი პირისათვის ანდა სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოსათვის იმ მოვალეობის დაკისრებას, რომ მან აღმზრდელობითი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე და კონტროლი გაუწიოს მის ყოფაქცევას.
��� მუხლი 94. ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრება
არასრულწლოვნისათვის ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრებისას სასამართლო ითვალისწინებს მის ქონებრივ მდგომარეობას და შესაბამის შრომით ჩვევებს.
��� მუხლი 95. ქცევის შეზღუდვა
1. არასრულწლოვანს შეიძლება აეკრძალოს:
ა) განსაზღვრული ადგილის მონახულება;
ბ) დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შინიდან გასვლა;
გ) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს ნებართვის გარეშე სადმე წასვლა;
დ) თავისუფალი დროის განსაზღვრული ფორმით გამოყენება.
2. არასრულწლოვანს შეიძლება დაევალოს:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის განახლება;
ბ) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით მუშაობის დაწყება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა სასამართლოს საკუთარი მიხედულებისამებრ შეუძლია სხვაგვარად შეზღუდოს არასრულწლოვნის ქცევა.
��� მუხლი 96. სპეციალურ-აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსება
1. ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული არასრულწლოვანი სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს სასჯელისაგან, თუ მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები მიიღწევა მისი სპეციალურ-აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში მოთავსებით. ამ დაწესებულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალურ ვადას.
2. არასრულწლოვნის სპეციალურ-აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში ყოფნა შეიძლება შეწყდეს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე, თუ სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დასკვნით მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის ამ ღონისძიების შემდგომი გამოყენება. არასრულწლოვნის სპეციალურ-აღმზრდელობით ან სამკურნალო-აღმზრდელობით დაწესებულებაში ყოფნის გაგრძელება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დასაშვებია მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო ან პროფესიული მომზადების დასამთავრებლად.
��� მუხლი 97. სასჯელისაგან გათავისუფლება
ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული არასრულწლოვანი სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს სასჯელისაგან ამ კოდექსის 91-ე მუხლით გათვალისწინებული აღმზრდელობითი ზემოქმედების იძულებითი ღონისძიების გამოყენებით.
��� მუხლი 98. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება
გამასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული არასრულწლოვანი სასამართლომ შეიძლება პირობით ვადამდე გაათავისუფლოს სასჯელის მოხდისაგან, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.
��� მუხლი 99. ხანდაზმულობის ვადები
არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან გათავისუფლებისას ამ კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები განახევრდება.
��� მუხლი 100. ნასამართლობის გაქარწყლების ვადები
იმას, ვინც დანაშაული თვრამეტ წლამდე ჩაიდინა, ნასამართლობა გაუქარწყლდება, თუ გავიდა:
ა) ერთი წელი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის მოხდიდან;
ბ) სამი წელი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის მოხდიდან.
კარი მეექვსე
სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების სახეები, მათი გამოყენების საფუძველი და წესი
თავი XVIII
სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება
��� მუხლი 101. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების დანიშვნის საფუძველი
1. სასამართლომ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება შეიძლება დანიშნოს, თუ:
ა) პირმა ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხაობის მდგომარეობაში;
ბ) დანაშაული ჩადენილია შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში;
გ) პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა, რაც შეუძლებელს ხდის სასჯელის დანიშვნას ან აღსრულებას;
დ) პირს ესაჭიროება განკურნება ალკოჰოლიზმისაგან ან ნარკომანიისაგან.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება ენიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ფსიქიკური მდგომარეობა საფრთხეს უქმნის თვითონ მას ან სხვას ანდა შეიცავს სხვაგვარი არსებითი ზიანის საშიშროებას.
3. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების აღსრულების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული პირის შესახებ, რომელიც ფსიქიკური მდგომარეობით საშიში არ არის, სათანადო მასალები გადასცეს ჯანმრთელობის დაცვის ორგანოს, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტს მისი მკურნალობის ან ფსიქონევროლოგიურ დაწესებულებაში გაგზავნის საკითხს.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 102. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების სახეები
1. სასამართლოს შეუძლია დანიშნოს შემდეგი სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება:
ა) დისპანსერული ფსიქიატრიული მკურნალობა;
ბ) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება ჩვეულებრივი მეთვალყურეობით;
გ) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება გაძლიერებული მეთვალყურეობით;
დ) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება მკაცრი მეთვალყურეობით;
ე) სპეციალიზებულ ნარკოლოგიურ სამედიცინო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში მოთავსება გაძლიერებული მეთვალყურეობით.
2. სასამართლოს შეუძლია შერაცხად მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულს, რომელსაც ესაჭიროება ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის ან ისეთი ფსიქიკური დაავადების მკურნალობა, რომელიც არ გამორიცხავს შერაცხადობას, სასჯელთან ერთად დაუნიშნოს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება.
��� მუხლი 103. დისპანსერული ფსიქიატრიული მკურნალობა
დისპანსერული ფსიქიატრიული მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, თუ პირს ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ ესაჭიროება ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსება.
��� მუხლი 104. იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
1. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, თუ ფსიქიკური დაავადების ხასიათი და სიმძიმე მოითხოვს მკურნალობის, მოვლის, ყოფა-ცხოვრებისა და მეთვალყურეობის ისეთ პირობებს, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
2. იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩვეულებრივი მეთვალყურეობით შეიძლება დაენიშნოს იმას, ვისაც ფსიქიკური მდგომარეობის გამო ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა და მეთვალყურეობა, მაგრამ არა გაძლიერებული მეთვალყურეობა.
3. იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაძლიერებული მეთვალყურეობით შეიძლება დაენიშნოს იმას, ვისაც ფსიქიკური მდგომარეობის გამო ესაჭიროება მუდმივი მეთვალყურეობა.
4. იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკაცრი მეთვალყურეობით შეიძლება დაენიშნოს იმას, ვისი ფსიქიკური მდგომარეობაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის თვითონ მას ან სხვას და ვისაც ესაჭიროება მუდმივი და ინტენსიური მეთვალყურეობა.
��� მუხლი 105. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გაგრძელება, შეცვლა ან შეწყვეტა
1. სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას აგრძელებს, ცვლის ან წყვეტს სასამართლო იძულებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინებით, ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე.
2. იმას, ვისაც დაენიშნა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება, არა უგვიანეს ექვსი თვისა ამოწმებს ექიმ-ფსიქიატრთა კომისია იმ საკითხის გადასაწყვეტად, არსებობს თუ არა ასეთი ღონისძიების შეწყვეტის ან შეცვლის შესახებ სასამართლოში წარდგინების შეტანის საფუძველი. თუ ასეთი საფუძველი არ არსებობს, მაშინ იძულებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაცია სასამართლოს წარუდგენს დასკვნას იძულებითი მკურნალობის გაგრძელების თაობაზე. იძულებითი მკურნალობა პირველად შეიძლება გაგრძელდეს სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების აღსრულების დაწყების მომენტიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ხოლო შემდგომში � ყოველწლიურად.
3. სასამართლო შეცვლის სამედიცინო ხასიათის იძულებით ღონისძიებას, თუ პირის ფსიქიკური მდგომარეობა ისე შეიცვალა, რომ საჭირო აღარ არის წინათ დანიშნული ღონისძიების გამოყენება ან სხვა აუცილებელი სამედიცინო ხასიათის ღონისძიების დანიშვნა.
4. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია იძულებით სამკურნალო პირის შესახებ სათანადო მასალები გადასცეს ჯანმრთელობის დაცვის ორგანოს, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტს მისი მკურნალობის ან ფსიქონევროლოგიურ დაწესებულებაში გაგზავნის საკითხს.
��� მუხლი 106. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების დროის ჩათვლა
დრო, რომლის განმავლობაშიც პირს დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკური დაავადების გამო დანიშნული ჰქონდა იძულებითი მკურნალობა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სასჯელის დანიშვნისას ან მისი აღსრულების განახლების შემთხვევაში ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნის ერთი დღე � თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
��� მუხლი 107. სასჯელის აღსრულებასთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება
1. ამ კოდექსის 10 2-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება აღსრულდება თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილას, ხოლო სხვა სასჯელით მსჯავრდებულის მიმართ � ფსიქიატრიული დახმარების გამწევ ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში.
2. თუ მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობა ისე შეიცვალა, რომ საჭიროა მისი საავადმყოფოში მკურნალობა, მსჯავრდებულს მოათავსებენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ან სხვა სამკურნალო დაწესებულებაში ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ დაწესებულებაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის მოხდის ვადაში. თუ აუცილებელი არ არის ამ დაწესებულებაში მსჯავრდებულის შემდგომი მკურნალობა, მას გამოწერენ ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებას წყვეტს სასამართლო ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნის საფუძველზე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
კერძო ნაწილი
კარი მეშვიდე
დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ
თავი XIX
დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ
��� მუხლი 108. განზრახ მკვლელობა
განზრახ მკვლელობა, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
��� მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში
განზრახ მკვლელობა:
ა) ორი ან მეტი პირისა;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა;
გ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით მცირეწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა;
ე) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
ვ) განსაკუთრებული სისასტიკით;
ზ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
თ) ჯგუფურად;
ი) ანგარებით ან შეკვეთით;
კ) ხულიგნური ქვენა გრძნობით;
ლ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;
მ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
ნ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ან სხვაგვარად გამოყენების მიზნით;
ო) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110�114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა), �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
შენიშვნა: ამ კოდექსში �ახლო ნათესავად� ითვლება: მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 � სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
��� მუხლი 110. მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით
მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან გათავისუფლების მიზნით, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 111. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში
1. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, �
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 � სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
��� მუხლი 112. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა
დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
��� მუხლი 113. მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით
მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, �
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
��� მუხლი 114. მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით
მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, �
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
��� მუხლი 115. თვითმკვლელობამდე მიყვანა
თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, �
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
��� მუხლი 116. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით
1. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, �
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, �
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან შვიდ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
თავი XX
დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ
��� მუხლი 117. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება
1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან რვა წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
გ) დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
ე) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
ვ) განსაკუთრებული სისასტიკით;
ზ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
თ) ჯგუფურად;
ი) ანგარებით ან შეკვეთით;
კ) ხულიგნური ქვენა გრძნობით;
ლ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;
მ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
ნ) დაზარალებულის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ან სხვაგვარად გამოყენების მიზნით;
ო) არაერთგზის;
პ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.
��� მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება
1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, �
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 119. ჯანმრთელობის დაზიანება სასიკვდილო შედეგით
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.
��� მუხლი 120. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
��� მუხლი 121. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დაზარალებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე დაზარალებულის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, �
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ორ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
��� მუხლი 122. ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით
ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
��� მუხლი 123. ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით
ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
��� მუხლი 124. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით
1. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა ტუსაღობით ვადით ორ თვემდე.
2. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა ტუსაღობით ვადით ორიდან ოთხ თვემდე.
��� მუხლი 125. ცემა
ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, �
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე ანდა ტუსაღობით ვადით ორ თვემდე.
��� მუხლი 126. წამება
1. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, �
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
გ) დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
ე) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
ვ) შეკვეთით;
ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
თ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
თავი XXI
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა
��� მუხლი 127. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
��� მუხლი 128. განსაცდელში მიტოვება
დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 129. დაუხმარებლობა
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობა სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 130. ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება
1. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე ანდა ტუსაღობით ვადით ორიდან სამ თვემდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 131. შიდსის შეყრა
1. სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის შექმნა, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
2. სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრა, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვა წლამდე.
3. სხვისთვის შიდსის გაუფრთხილებლობით შეყრა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 132. განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა
1. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
��� მუხლი 133. უკანონო აბორტი
1. უკანონო აბორტი, �
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი, �
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. უკანონო აბორტი, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 134. ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება
1. სამკურნალოდ, გადასანერგად, ექსპერიმენტისათვის ან სამკურნალო პრეპარატის დასამზადებლად ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების იძულება, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 135. სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა
სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა, ჩადენილი ანგარებით, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
��� მუხლი 136. გენეტიკური მანიპულაცია
გენეტიკური მანიპულაცია, ესე იგი ადამიანის მსგავსი არსების შექმნა, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
თავი XXII
დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
��� მუხლი 137. გაუპატიურება
1. გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138�141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
3. გაუპატიურება:
ა) ჯგუფურად;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა ან არასრულწლოვნისა, �
გ) დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით;
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ე) რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
ვ) რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია დაზარალებულისათვის შიდსის შეყრა, მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე.
4. გაუპატიურება იმისა, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე.
��� მუხლი 138. სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
1. მამათმავლობა, ლესბიანობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 139-ე, 140-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე.
3. სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება:
ა) ჯგუფურად;
ბ) რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
გ) რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია დაზარალებულისათვის შიდსის შეყრა, მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი;
დ) განსაკუთრებული სისასტიკით;
ე) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე.
4. სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი,�
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 139. სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება
სქესობრივი კავშირის, მამათმავლობის, ლესბიანობის ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტის იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების ან ქონებრივი დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
��� მუხლი 140. სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან
სრულწლოვნის სქესობრივი კავშირი, მამათმავლობა, ლესბიანობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, �
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 141. გარყვნილი ქმედება
ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
თავი XXIII
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ
��� მუხლი 142. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა
1. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური, რომელიმე წოდებისადმი ან საზოგადოებრივი გაერთიანებისადმი კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან ქონებრივი მდგომარეობის გამო, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
��� მუხლი 143. თავისუფლების უკანონო აღკვეთა
1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
ე) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
ვ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ;
ზ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;
თ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე.
შენიშვნა: (ამოღებულია).
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 144. მძევლად ხელში ჩაგდება
1. მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
ე) შვიდ დღეზე მეტი ხნით;
ვ) ანგარებით;
ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
თ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივ დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ;
ი) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თვრამეტ წლამდე.
შენიშვნა: (ამოღებულია).
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 145. დანაშაულის პროვოკაცია
დანაშაულის პროვოკაცია, ესე იგი სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, �
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
��� მუხლი 146. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში
1. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, თუ მას თან ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.
��� მუხლი 147. განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება
1. განზრახ უკანონო დაკავება, �
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ორ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. განზრახ უკანონო დაპატიმრება, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ათ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით მძიმე შედეგი გამოიწვია, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 148. ცილისწამება
ცილისწამება დანაშაულის დაბრალებით, �
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
��� მუხლი 149. უკანონო მოთავსება ან დაკავება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
1. უკანონო მოთავსება ან დაკავება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 150. იძულება
ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
��� მუხლი 151. მუქარა
სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, �
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა ტუსაღობით ვადით სამ თვემდე.
��� მუხლი 152. ადგილსამყოფლის თავისუფლად არჩევის უფლების ხელყოფა
1. საქართველოში კანონიერად მყოფისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის ან საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლების განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 153. სიტყვის თავისუფლების ხელყოფა
სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
��� მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა
1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, �
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, �
ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ორ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
��� მუხლი 155. რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა
1. ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა თუ მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
��� მუხლი 156. დევნა
1. ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება:
ა) ძალადობით ან ძალადობის მუქარით;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
��� მუხლი 157. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა
1. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა ან გავრცელება, �
ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ანდა გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებში, მასობრივი მაუწყებლობით ან სხვა საჯარო გამოსვლისას, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის;
გ) იმის მიერ, ვისაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა;
დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
��� მუხლი 158. კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევა
1. კერძო საუბრის უკანონოდ ჩაწერა ან მიყურადება ტექნიკური საშუალების გამოყენებით, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. კერძო საუბრის ტექნიკური საშუალებით მიღებული ჩანაწერის ანდა ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება ან გავრცელება, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის;
გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 159. პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა
1. პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ანდა ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების საიდუმლოების უკანონოდ დარღვევა, �
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამოციდან ას ოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 160. ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა
1. ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება:
ა) ძალადობით ან ძალადობის მუქარით;
ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, �
ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ორიდან ხუთ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 161. შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა
1. შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ან რამაც მასობრივი არეულობა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 162. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა
1. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით;
ბ) მოტყუებით;
გ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით;
დ) ჯგუფურად, �
ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 163. საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა
საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა, რამაც არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა გამოიწვია, �
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ორიდან ხუთ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
��� მუხლი 164. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება
არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის წევრის ან ასეთ კომისიაში რწმუნებულად ან მეთვალყურედ დანიშნულის მიერ საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო დოკუმენტის გაყალბება, ხმების განზრახ არასწორად დათვლა, არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამება ანდა რეფერენდუმის ან პლებისციტის შედეგების განზრახ არასწორად დადგენა, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
��� მუხლი 165. გაფიცვის უფლების ხელყოფა
გაფიცვის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით პირის იძულება, თავი შეიკავოს გაფიცვისაგან, �
�ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
��� მუხლი 166. პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა
პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
��� მუხლი 167. ინფორმაციის გაცნობაზე უარის თქმა ან არასწორი ინფორმაციის წარდგენა
პირისათვის უკანონოდ უარის თქმა მასზე არსებული ინფორმაციის ან ოფიციალური დოკუმენტის გაცნობაზე, ანდა იმ დოკუმენტის ან მასალის წარდგენაზე, რომელიც უშუალოდ შეეხება მის უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე ასეთი ინფორმაციის, დოკუმენტის ან მასალის არასრულად ან დამახინჯებულად წარდგენა, ანდა მის გასაცნობად სხვაგვარად უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 168. შრომის თავისუფლების ხელყოფა
შრომის თავისუფლების ხელყოფა, ესე იგი ნებისმიერი სახის კანონიერ შრომით საქმიანობაში ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
��� მუხლი 169. შრომის კანონმდებლობის დარღვევა
სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნა, სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან შრომის კანონმდებლობის სხვა არსებითი დარღვევა, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
��� მუხლი 170. შრომის დაცვის წესის დარღვევა
1. უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
თავი XXIV
დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ
��� მუხლი 171. არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში
1. არასრულწლოვნის ჩაბმა პროსტიტუციაში ან სხვა სექსუალურ გარყვნილებაში ანდა მისი დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე, �
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. არასრულწლოვნის ჩაბმა გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში, �
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 172. არასრულწლოვნით ვაჭრობა
1. არასრულწლოვნის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით, �
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.
2. არასრულწლოვნის ყიდვა ან გაყიდვა ანდა მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ;
გ) ჯგუფურად;
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ე) საზღვარგარეთ უკანონოდ გაყვანის მიზნით;
ვ) დანაშაულებრივ ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმის მიზნით;
ზ) დაზარალებულის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ან სხვაგვარად გამოყენების მიზნით, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.
��� მუხლი 173. შვილად ან შვილობილად აყვანის წესის დარღვევა
1. შვილად ან შვილობილად აყვანის წესის დარღვევა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, �
ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით სამიდან ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
��� მუხლი 174. ბავშვის შეცვლა
ბავშვის შეცვლა ანგარებით ან სხვა ქვენა გრძნობით, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
��� მუხლი 175. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება
1. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის გარეშე, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე.
2. იგივე ქმედება:
ა) იმის მიერ, ვინც ვალდებულია დაიცვას შვილად აყვანის ფაქტი, როგორც სამსახურებრივი ან პროფესიული საიდუმლოება;
ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 176. ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება
სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება, �
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
კარი მერვე
ეკონომიკური დანაშაული
თავი XXV
დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ
��� მუხლი 177. ქურდობა
1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
3. ქურდობა, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით;
დ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან თორმეტ წლამდე.
შენიშვნა: 1. კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება ათი ათასი ლარის ზევით.
2. ამ კოდექსის 177�186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზისად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 � სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
��� მუხლი 178. ძარცვა
1. ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
დ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის მუქარით, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
3. ძარცვა, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით;
დ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 � სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
��� მუხლი 179. ყაჩაღობა
1. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით;
დ) დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;
ე) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 180. თაღლითობა
1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, �
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
3. თაღლითობა, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 181. გამოძალვა
გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა სახელგამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რამაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები, �
ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით;
დ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 182. მითვისება ან გაფლანგვა
1. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 183. განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.
��� მუხლი 184. ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნის გარეშე
1. ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, �
ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის მუქარით, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან შვიდ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.
შენიშვნა: თუ 24 საათის განმავლობაში დამნაშავე ნებაყოფლობით, დაუზიანებლად დააბრუნებს ავტომობილს ან სხვა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას, მას გაუნახევრდება სასჯელი.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
��� მუხლი 185. ქონებრივი დაზიანება მოტყუებით
1. ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, �
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) დიდი ოდენობით;
გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
��� მუხლი 186. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა ან გასაღება
1. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა ან გასაღება, �
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ავტომობილის მიმართ;
დ) დიდი ოდენობით;
ე) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, �
ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ოთხიდან ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
��� მუხლი 187. ნივთის დაზიანება ან განადგურება
1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ორ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე.
��� მუხლი 188. ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით
1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
��� მუხლი 189. ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა
1. საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის, გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასელექციო მიღწევის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის ავტორობის მითვისება, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
2. სხვისი საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის, გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის, სასელექციო მიღწევის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის მართლსაწინააღმდეგოდ, კომერციული მიზნით გამოყენება ან მის თანაავტორობაზე იძულება, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, �
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 � სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
თავი XXVI
დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ
��� მუხლი 190. კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლა
დაუსაბუთებლად უარის თქმა საწარმოს რეგისტრაციაზე ან სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) გაცემაზე, ანდა მისი ეკონომიკური საქმიანობის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვა, აგრეთვე მის საქმიანობაში ჩარევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა ტუსაღობით ვადით სამ თვემდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 191. მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია
მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია, სახელმწიფო მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემის დამახინჯება ანდა მიწის გადასახადის შემცირება ანგარებით ანდა სხვა პირადი მოტივით, �
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 192. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა
1. სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის ან სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) გარეშე ანდა ლიცენზირების პირობის დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, �
ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
��� მუხლი 193. ცრუ მეწარმეობა
ცრუ მეწარმეობა, ესე იგი საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, კრედიტის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების ანდა აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
��� მუხლი 194. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია
1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი ფულისათვის ან სხვა ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, აგრეთვე უკანონო შემოსავლის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, ქონების ნამდვილი მესაკუთრის ან მფლობელის ანდა ქონებრივი უფლების დამალვა, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
დ) რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე და ჯარიმით.
��� მუხლი 195. მონოპოლიური საქმიანობა და კონკურენციის შეზღუდვა
1. მონოპოლიური საქმიანობა მონოპოლიურად მაღალი ან დაბალი ფასების დაწესებით, აგრეთვე კონკურენციის შეზღუდვა ბაზრის გაყოფის, ბაზარზე გავლენის შენარჩუნების, ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიექტის ბაზრიდან გაძევების ანდა ერთიანი საბაზრო ფასის დადგენის ან შენარჩუნების გზით, �
ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის, �
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, აგრეთვე სხვისი ნივთის დაზიანებით ან განადგურებით ანდა მისი დაზიანების ან განადგურების მუქარით, თუ არ არსებობს გამოძალვის ნიშნები, �
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე და ჯარიმით.
��� მუხლი 196. სასაქონლო ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენება
1. სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის იდენტური ან საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, �
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
2. არარეგისტრირებულ სასაქონლო (მომსახურების) ნიშანთან, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან ერთად გამაფრთხილებელი აღნიშვნის ყალბი მითითება, �
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაე
დოკუმენტის კომენტარები