დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 400-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.102535 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3552 მუხლი:
„მუხლი 3552. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა 1. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-4 მუხლის მე-2, მე-4 ან მე-5 პუნქტით ან მე-8 მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა − ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე, ჯარიმით არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ. 2. საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ განსაზღვრული ვალდებულების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნისა) შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება − ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. |
თბილისი, 1 აპრილი 2025 წ. N400-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები