საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის

  • Word
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის
დოკუმენტის ნომერი 3/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 29/09/2016
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016078
  • Word
3/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788
29/09/2016
ვებგვერდი, 11/10/2016
000000000.00.000.016078
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პლენუმის

განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №3/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788

2016 წლის 29 სექტემბერი

. ბათუმი

პლენუმის შემადგენლობა :

 

გიორგი პაპუაშვილი სხდომის თავმჯდომარე ;

კონსტანტინე ვარძელაშვილი – წევრი ;

ქეთევან ერემაძე წევრი, მომხსენებელი მოსამართლე ;

ზაზა თავაძე წევრი ;

მაია კოპალეიშვილი წევრი ;

მერაბ ტურავა – წევრი;

ოთარ სიჭინავა წევრი ;

ლალი ფაფიაშვილი წევრი ;

თამაზ ცაბუტაშვილი წევრი .

სხდომის მდივანი : დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

დავის საგანი: 1) №771 კონსტიტუციურ წარდგინებაზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი 2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

2) №775 კონსტიტუციურ წარდგინებაზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი 2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

3) №776 კონსტიტუციურ წარდგინებაზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი 2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

4) №777 კონსტიტუციურ წარდგინებაზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი 2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

5) №786 კონსტიტუციურ წარდგინებაზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი 2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

6) №787 კონსტიტუციურ წარდგინებაზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი 2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

7) №788 კონსტიტუციურ წარდგინებაზე: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი 2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

I

აღწერილობითი ნაწილი

1. 2016 წლის 17 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები _ პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე და გიორგი შავლიაშვილი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ოთხი კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №771, №775, №776 და №777). 2016 წლის 20 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები _ გიორგი შავლიაშვილი, ნინო გვენეტაძე და პაატა სილაგაძე) კვლავ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №786), ხოლო 2016 წლის 4 ივლისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე და გიორგი შავლიაშვილი) კიდევ ერთხელ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებებით (რეგისტრაციის №787 და №788). №771, №775, №776, №777, №786, №787 და №788 კონსტიტუციური წარდგინებების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 29 სექტემბერს.

2. №771, №775, №776, №777, №786 №787 და №788 კონსტიტუციურ წარდგინებებში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი სასჯელის სახედ განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის, რაც ჩადენილია ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.

5. №771 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის პირველ ივნისს შეაჩერა საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმისწარმოება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 აგვისტოს განაჩენი, რომლითაც დავით მერაბიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული ქმედების, კერძოდ - ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. №775 კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის პირველ ივნისს შეაჩერა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ალექსი ღამბაშიძის მიმართ, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული ქმედებისთვის _ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

7. №776 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის პირველ ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმისწარმოება. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენით ლევან დრეიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული ქმედებისთვის _ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.

8. №777 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, 2016 წლის პირველ ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმისწარმოება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მალხაზ ჯიქია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული ქმედებისთვის - ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო მოხმარებისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

9. №786 კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ 2016 წლის 20 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა საქმისწარმოება მსჯავრდებულ მამუკა სომხიშვილის მიმართ. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მამუკა სომხიშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ეს უკანასკნელი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის _ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

10. №787 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით კახაბერ ძოწენიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული ქმედებისთვის _ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო მოხმარებისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად.

11. №788 კონსტიტუციური წარდგინების მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და გიორგი ხუციშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გიორგი ხუციშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის _ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მარიხუანის უკანონო მოხმარებისთვის და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

12. №771, №775, №776, №777, №786, №787 და №788 კონსტიტუციური წარდგინებების ავტორი მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის შეძენისა და შენახვის გამო.

13. კონსტიტუციური წარდგინებების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით არ მომხდარა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა ქმედების ან/და სანქციის ნაწილში, საყურადღებოა აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბუნება. კერძოდ, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის განმარტებით, პირი ნარკოტიკის მოხმარებით მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, ხოლო აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესება შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან.

14. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად კონსტიტუციური წარდგინებების ავტორი იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.

II

სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25- ე მუხლის 41 პუნქტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული საკითხი მატერიალური თვალსაზრისით სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უწევს ნორმის კონსტიტუციურობაზე საქმის არსებითი განხილვის ფორმატში განმეორებით მსჯელობა. მეორე მხრივ, ხსენებული ნორმა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების შესრულების ზედამხედველობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტურ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/2/563 საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 8). მაშასადამე, დასახელებული ნორმა არის ინსტრუმენტი (შესაძლებლობა) საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, არა მხოლოდ დაზოგოს დრო, არამედ ეფექტურად იმოქმედოს საკუთარი გადაწყვეტილებების დაძლევის საწინააღმდეგოდ და, რაც ყველაზე მთავარია, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა შემდგომი დარღვევის პრევენცია.

3. წარდგინების ავტორი ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის. პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენისა და შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა უკვე დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით. ამდენად, კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილებით ასევე გადაწყვეტილია თუ არა მარიხუანის მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობის საკითხი.

4. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს ფორმალურ, სიტყვიერ მსგავსებას“. „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იმავე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას და არც მაინცა და მაინც იმავე კანონში ასეთი წესის გამეორებას. საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს არა კონკრეტულ სიტყვებს, ფრაზებს, წინადადებებს, არამედ ის აფასებს ნორმაში ასახულ პრობლემას, საკითხს, რომელიც გამოიხატება ამ სიტყვებში, ფრაზაში თუ წინადადებაში. სასამართლო ამ დროს სწავლობს უფლებაში ამა თუ იმ ფორმით, შინაარსით თუ ინტენსივობით ჩარევა ხომ არ იწვევს უფლების დარღვევას. შესაბამისად, თუ უფლებაში ჩარევის შედეგის მიხედვით, ახალი/ან კანონმდებლობაში არსებული სხვა რეგულაციით კონკრეტულ უფლებას დარღვევის არსებითად ან თვისობრივად იგივე საფრთხე ემუქრება, დამოუკიდებლად იმისგან, ასეთი რეგულაცია რომელ ნორმატიულ აქტში გაჩნდება/არსებობს ან იქნება თუ არა ის ტექსტუალურად არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულაციის იდენტური, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დასახელებული ნორმა ავალდებულებს საკონსტიტუციო სასამართლოს, ის ძალადაკარგულად ცნოს განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზევე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინება №3/1/708,709,710).

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ,,სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინება №1/5/525 საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/2/563 საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 10). „სადავო ნორმის „დამძლევ ნორმად“ მიჩნევა და მისი არსებითი განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად ცნობა ნორმათა შორის არსებითი შინაარსობრივი მსგავსების შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც სადავო ნორმა სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, იწვევს იგივე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/2/563 საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 12).

6. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. ... შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).

7. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის 1/4/592 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელს მარიხუანის მოხმარებისათვის არ აწესებდა, თუმცა ამ ნორმის არაკონსტიტუციურობის დადგენისას საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე იმსჯელა მარიხუანის მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთის გამოყენების დასაშვებობაზე და მიუთითა, რომ „საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-83) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ „კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს. ამდენად, მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება, რომელიც შესაძლოა იწვევდეს პირის თავისუფლების აღკვეთას, წარმოადგენს არაპროპორციულ ზომას ჯანმრთელობის დაცვის ზოგადი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-84).

8. 2015 წლის 24 ოქტომბრის 1/4/592 გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის. ანუ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის მფლობელობაში ხსენებული ოდენობით მარიხუანის აღმოჩენის შემთხვევაში, მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების აუცილებლობას/საჭიროებას გამორიცხავს პირადი მოხმარების მიზანი, რაც, თავისთავად, გულისხმობს მარიხუანის მოხმარების გამო პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურად ცნობას. მოხმარების მიზნით მარიხუანის შენახვა ბუნებრივად გულისხმობს იმის დაშვებას, რომ პირმა დიდი ალბათობით შეიძლება იგი მოიხმაროს კიდეც. როგორც აღინიშნა, დასახელებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას განაპირობებდა სწორედ ის გარემოება, რომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევებშიც, როდესაც პირი მარიხუანას ინახავდა, ფლობდა მხოლოდ პირადი მოხმარების და არა რეალიზაციის განზრახვით. შესაბამისად, სწორედ პირადი მოხმარების განზრახვა, რაც პირადი მოხმარების დაშვებას თავისთავად გულისხმობს, მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების საჭიროების გამორიცხვის და, შესაბამისად, ნორმის არაკონსტიტუციურობის საფუძვლად.

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი ითვალისწინებს ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ მარიხუანას მოხმარების დასჯადობას. ზოგადად, დასაძრახი ქმედების განმეორებით ან/და არაერთგზის ჩადენა შეიძლება განაპირობებდეს ყოველი ახალი დანაშაულის ფაქტის სიმძიმეს. შესაბამისად, ამა თუ იმ დანაშაულის განმეორებით ან არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პროპორციულობის საკითხი შეიძლება საჭიროებდეს დამოუკიდებლად შეფასებას და ამა თუ იმ ქმედებისათვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაჰუმანურ სასჯელად მიჩნევა თავისთავად არ მიუთითებდეს მისი არაერთგზის ჩადენისათვის იმავე სასჯელის გამოყენების არაკონსტიტუციურობაზე. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ 1/4/592 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შენახვისათვის. პირადი მოხმარების მიზნით ამ რაოდენობით მარიხუანის შენახვა თავისთავად მიუთითებს მისი განმეორებით, ან თუნდაც რუტინულად მოხმარების რეალურობაზე და ამ პირობებშიც უკვე დადგენილია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაჰუმანური ხასიათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანას განმეორებით ან არაერთგზის მოხმარება არ წარმოადგენს იმაზე მეტი საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე მისი 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შენახვა. სასჯელი, რომელიც არაპროპორციულად იქნა მიჩნეული ამ უკანასკნელი ქმედებისათვის, ასევე არაპროპორციული იქნება მარიხუანის განმეორებით მოხმარებისათვის. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება არ საჭიროებს პროპორციულობის არსებითი განხილვის ფორმატში ხელახალ შეფასებას.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) არ ითვალისწინებდა სასჯელს მარიხუანის მოხმარებისათვის, ამ ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტობრივად ასევე დაადგინა მარიხუანის მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობაც. შესაბამისად, სადავო ნორმა თავისი მატერიალური შინაარსით წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმას და არსებობს განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით მისი ძალადაკარგულად ცნობის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, 51, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5, 51 პუნქტების და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

1. ა იქნე მიღებულ არსებითა განსახილველასაქართველოს უზენაესი სასამართლოს №771, №775, №776, №777, №786, №787 და №788 კონსტიტუციური წარდგინებები და განჩინების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი 2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

2. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

3. განჩინება ძალაში მისსაკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. განჩინების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

5. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

პლენუმის წევრები:

 

გიორგი პაპუაშვილი

კონსტანტინე ვარძელაშვილი

ქეთევან ერემაძე

ზაზა თავაძე

მაია კოპალეიშვილი

მერაბ ტურავა

ოთარ სიჭინავა

ლალი ფაფიაშვილი

თამაზ ცაბუტაშვილი