დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6447-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.016822 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 2003 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე) თუ მას აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიკრო ან მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“−„თ“ ქვეპუნქტები:
„ვ) გაზეთების, ჟურნალების და მათი გამომცემლების მიერ მათთან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ პირველადი მიწოდების შემთხვევისა;
ზ) საგანგებო სიტუაციებში და გადაუდებელი დახმარების გაწევის (სახანძრო, სამაშველო, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის , ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების ან საკანალიზაციო სისტემების ავარიული დაზიანების აღმოფხვრის) აუცილებლობის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას;
თ) თუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 374 1 მუხლი:
„მუხლი 3741 . საბანკო ანგარიშის მონიტორინგის, მასზე ყადაღის დადებასთან ან კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1241 მუხლით გათვალისწინებული საბანკო ანგარიშის მონიტორინგის ან 136-ე−138-ე მუხლებით გათვალისწინებული კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება, აღნიშნული ანგარიშის მესაკუთრის მიერ ამ ინფორმაციის მოთხოვნამდე, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 12 ივნისი.
№6447-რს
დოკუმენტის კომენტარები