დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2355 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 57, 29/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.002.041 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2231 მუხლი:
„მუხლი 2231. ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა
1. ქურდული სამყაროს წევრობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.
2. კანონიერი ქურდობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 დეკემბერი.
№2355–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები