საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4137-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.102246
4137-XIVმს-Xმპ
18/04/2024
ვებგვერდი, 02/05/2024
080000000.05.001.102246
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების, აგრეთვე ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1941 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 221-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3391 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 344-ე მუხლით, 3441 მუხლის პირველი ნაწილით, 365-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებითა და 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების მომზადებისთვის.“.

2. 2862 მუხლის შენიშვნის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების (გარდა გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტითა და 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან იმავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა ხელისუფლების ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“;

ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ამ შენიშვნის მე-4 ნაწილის შესაბამისად.“.

3. 3221 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით შესვლა −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტითა და 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან იმავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა ხელისუფლების ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

2. თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ამ შენიშვნის პირველი ნაწილის შესაბამისად.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება აგრეთვე პირი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა.“.

4. 344-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. 362-ე მუხლის შენიშვნის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების (გარდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტითა და 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან იმავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა ხელისუფლების ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“;

ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:

„4. თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ამ შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

თბილისი,

18 აპრილი 2024 წ.

N4137-XIVმს-Xმპ