დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1584 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/06/2005 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 27/06/2005 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.001.860 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 255-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 255. პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება
1. პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან/და შენახვა, აგრეთვე ასეთი მასალის შეთავაზება, გადაცემა, გავრცელება, გასაღება, რეკლამირება ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
შენიშვნა: არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებად ჩაითვალოს ნებისმიერი მეთოდით დამზადებული ვიზუალური ან აუდიომასალა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებებით წარმოდგენილია კონკრეტული არასრულწლოვნის მონაწილეობა ნამდვილ ან სიმულირებულ სექსუალურ სცენებში, გამოყენებულია მისი ხმა ან მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები.“.
2. 2551 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2551. არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში
არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, აგრეთვე ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში,
– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 3 ივნისი.
№1584–Iს
დოკუმენტის კომენტარები