საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4430-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110322017, 22/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.016245
  • Word
4430-Iს
11/03/2011
ვებგვერდი, 110322017, 22/03/2011
080000000.05.001.016245
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 44-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო, ხოლო ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღე, თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.“.

2. 61-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.“.

3. 62-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, თავისუფლების შეზღუდვის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.“.

მუხლი 2. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების წესი

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებისას) სასამართლო განაჩენის ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ პრობაციის ბიურო განუსაზღვრავს მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას.

2. პრობაციის ბიუროსა და დამსაქმებელს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება მსჯავრდებულის მიერ შესასრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე, მთლიანი ვადა, ყოველდღიური ხანგრძლივობა, სამუშაო ადგილი, დამსაქმებლის დასახელება და მისამართი, აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები. ამ ხელშეკრულების ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს.

3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვანი აღსრულების და მისი ჯეროვანი კონტროლის, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების მიზნით, პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ან სხვა დამსაქმებელთან გააფორმოს/დადოს შესაბამისი შეთანხმება/ხელშეკრულება, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს დამსაქმებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას. ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული მომსახურების საფასური მოხმარდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ზემოაღნიშნული და სხვა მიზნების განხორციელებას.

4. მსჯავრდებული, მისი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იქნება კვებით ან მას პრობაციის ეროვნული სააგენტო აუნაზღაურებს კვების ხარჯებს, რომლის დანიშვნის პირობები და წესი განისაზღვრება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ნორმატიული აქტით.“.

2. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება შესრულდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში.“.

3. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 31. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადის გამოთვლა

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა გამოითვლება საათებით, რომელთა განმავლობაშიც მსჯავრდებული ასრულებს სავალდებულო შრომას, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან იმ შემთხვევისა, როცა მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.

2. თუ პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულისთვის შეთავაზებული სამუშაოს ხანგრძლივობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაზე ნაკლებია, პრობაციის ბიურო ვალდებულია შეთავაზებული სამუშაოს ვადის გასვლამდე განუსაზღვროს მსჯავრდებულს ახალი სამუშაო ადგილი.“.

4. 331 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ“.

მუხლი 3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 211-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. თუ საპროცესო შეთანხმება ითვალისწინებს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებას, მასში მიეთითება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მთლიანი ვადა.“;

ბ) მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 11 მარტი.

№4430–Iს