საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2980
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 05/09/2003
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.001.374
  • Word
2980
14/08/2003
სსმ, 26, 05/09/2003
080.000.000.05.001.001.374
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. დამნაშავის გადაცემა და ექსტრადიცია“;

ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად არ შეიძლება იყვნენ ექსტრადირებულნი სხვა სახელმწიფოში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს მოქალაქის, აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის გადაცემა ხორციელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით (რომის სტატუტით) და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. დანაშაულის ჩამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად  სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად შეიძლება ექსტრადირებულნი იყვნენ სხვა სახელმწიფოში ან გადაეცნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.“.

2. 1432 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით;

გ) ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ;

დ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;

ე) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;

ვ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) რამაც გამოიწვია არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“.

3. 332-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ თავის 332-ე, 333-ე, 334-ე, 335-ე, 336-ე, 338-ე,  339-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით დადგენილი სამოხელეო დანაშაული ასევე გულისხმობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ დანაშაულსაც.“.

4. 381-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ კარით დადგენილი სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ასევე გულისხმობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულსაც.“.

5. 408-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 408. დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ

დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ესე იგი ნებისმიერი ქმედება, ჩადენილი სამოქალაქო მოსახლეობაზე ან პირებზე ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმის ფარგლებში, რაც გამოიხატა მკვლელობით, ადამიანთა მასობრივი განადგურებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, დეპორტაციით, თავისუფლების უკანონო აღკვეთით, წამებით, გაუპატიურებით, სქესობრივ მორჩილებაში ყოლით, პროსტიტუციის იძულებით, იძულებით ორსულობით, ძალადობითი სტერილიზაციით, პირთა ჯგუფის დევნით პოლიტიკური, რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნიშნის საფუძველზე, აპარტეიდითა და სხვა არაჰუმანური ქმედებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ მდგომარეობას, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“.

6. 409-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხ­ლი 409. ეკო­ცი­დი

1. ეკოციდი, ესე იგი ატ­მოს­ფე­რო­ს, მი­წის, წყლის რე­სურ­სის მო­წამ­ვლა, ცხო­ველ­თა ან მცე­ნა­რე­უ­ლი სამ­ყა­როს მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბა, ანდა სხვა ქმედება, რა­საც შე­ეძ­ლო ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფა გა­მოე­წ­ვია,–

ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით რვი­დან ოც წლამ­დე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი შეიარაღებული კონფლიქტის დროს,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“.

7. 411-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დროებით ცეცხლის შეწყვეტის აღმნიშვნელი ალმის, სახელმწიფო დროშის, მოწინააღმდეგე მხარის, აგრეთვე გაეროს, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ანდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აღიარებული სხვა დაცვითი ნიშნის, ფორმის ან სიგნალის არასათანადოდ გამოყენება, რამაც გამოიწვია ადამიანთა სიკვდილი ან მათი მძიმე ფიზიკური დაზიანება;“;

ბ) პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაზე, მათ შორის, ისტორიულ ძეგლზე, ხელოვნების ნიმუშზე ან საკულტო ადგილზე, როგორც ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ნაწილზე თავდასხმა, რამაც გამოიწვია მისი განადგურება ან ხელში ჩაგდება და რაც სამხედრო აუცილებლობით არ იყო განპირობებული,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.“;

გ) მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქის, სამხედრო ტყვის ან დაცვით მოსარგებლე სხვა პირის იძულება იმსახუროს მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებში ან/და მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი ომის დაწყებამდე მეომარი მხარის სამსახურში;

ე) სასამართლოს მიერ საქმის მიუკერძოებლად წარმოების უფლების ჩამორთმევა სამხედრო ტყვისათვის, მოინააღმდეგე მხარის მოქალაქისათვის ან დაცვით მოსარგებლე სხვა პირისათვის;“.

8. 413-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მაროდიორობა, ესე იგი საომარი მოქმედების დროს მოკლულის ან დაჭრილის ნივთის დაუფლება, აგრეთვე მოქალაქეთა იმ ქონების დაუფლება, რომელიც დატოვებულია საომარი მოქმედების ზონაში ან/და დასახლებული პუნქტის ან სხვა ტერიტორიული ერთეულის გაძარცვა;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამხედრო ოპერაციაში ან შეიარაღებულ კონფლიქტში ისეთი იარაღის, საბრძოლო მასალის, საშუალების ან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ისეთი მეთოდებით სარგებლობა, რომლებიც იწვევენ გადაჭარბებულ ზიანს, გაუმართლებელ ტანჯვას ან შეიარაღებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის ნორმათა დარღვევას; ამასთან, თუ ასეთი იარაღი, საბრძოლო მასალა, საშუალება, აგრეთვე ბრძოლის წარმოების ასეთი მეთოდები საყოველთაოდ აკრძალულია;“.

9. 413-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე შეიარაღებული ძალების ანდა მათი ქვედანაყოფების მეთაური ან/და სხვა ხელმძღვანელი პასუხს აგებს ამ თავის შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, როცა აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა მის ხელმძღვანელობას ან/და კონტროლს დაქვემდებარებულმა შეიარაღებულმა ძალებმა, რაც გამოწვეული იყო მეთაურის ან/და სხვა შესაბამისი ხელმძღვანელის უმოქმედობით.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე

თბილისი.

2003 წლის 14 აგვისტო.

№2980–IIს