საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4959-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.018097
4959-IIს
13/04/2016
ვებგვერდი, 26/04/2016
080000000.05.001.018097
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 234-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 234. საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტი ან იმპორტი, ან არასახიფათო ნარჩენების იმპორტი განთავსების მიზნით, ან სახიფათო ნარჩენების უკანონო ექსპორტი

1. საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტი ან იმპორტი, ან არასახიფათო ნარჩენების იმპორტი განთავსების მიზნით, ან სახიფათო ნარჩენების უკანონო ექსპორტი –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 აპრილი 2016 წ.

N4959-IIს