დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2575-XIმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2030 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.020798 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 1951 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1951. საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა 1. საჯარო შესყიდვასთან, მათ შორის, ბაზრის კვლევასთან ან/და წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად საჯარო შესყიდვასთან, დაკავშირებით პირების წინასწარი შეთანხმება, გარიგება ან/და სხვა ქმედება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით ან/და ამ კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1756 – ვებგვერდი, 29.06.2026წ. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4424 – ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1710 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.
|
თბილისი, 9 თებერვალი 2023 წ. N2575-XIმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები