საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1221-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.018554
1221-რს
26/07/2017
ვებგვერდი, 28/07/2017
080000000.05.001.018554
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში

ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 260-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. ამ მუხლის (გარდა ამ მუხლის შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოქმედება არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე და  92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე − მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე.“.

2. 273-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 273. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, −

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2731 მუხლი:

„მუხლი 2731. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება

1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული  საშუალების − მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა,  გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას სამოც საათამდე.

2. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის;

გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ოციდან სამას საათამდე.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით, −

ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის;

გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ბ) არაერთგზის;

გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

8. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღება –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) დიდი ოდენობით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

დ) არაერთგზის;

ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ცხრა წლამდე.

10. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგ ოდენობაზე ნაკლები.

2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები.

3. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები.

4. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ექვსმაგ ოდენობაზე ნაკლები.

5. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შვიდმაგ ოდენობაზე ნაკლები.

6. ამ მუხლის მე-2−მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში:

ა) ბრალდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას საქმის გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი;

ბ) ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გავრცელების შესახებ გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი პენიტენციური დაწესებულება სააპელაციო სასამართლოს განსჯადობის მიხედვით უგზავნის იმ მსჯავრდებულთა პირად საქმეებს, რომელთა მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება და რომლებიც სასჯელს იხდიან სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასამართლო მსჯავრდებულის პირადი საქმის მიღებიდან 30 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გავრცელების შესახებ;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ან სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა სააპელაციო სასამართლოს განსჯადობის მიხედვით უგზავნის იმ მსჯავრდებულთა პირად საქმეებს, რომელთა მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება და რომლებიც არასაპატიმრო სასჯელს იხდიან, ხოლო სასამართლო მსჯავრდებულის პირადი საქმის მიღებიდან 30 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გავრცელების შესახებ;      

გ) საქართველოს პროკურატურა მიმართავს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ძებნილ მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გავრცელების შესახებ, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 30 დღის ვადაში;

დ) იმ მსჯავრდებულზე, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება და გადავადებულია განაჩენის აღსრულება, ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გავრცელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიმართავს თავად მსჯავრდებული ან მისი ადვოკატი ან ოჯახის წევრი, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 30 დღის ვადაში.  

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 ივლისი 2017 წ.

N1221-რს