ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 638
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 48, 16/12/2000
სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.000851
  • Word
638
05/12/2000
სსმ, 48, 16/12/2000
070000000.05.001.000851
ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3771 და 3772 მუხლები:

    მუხლი 3771. სასამართლო აღმასრულებლისათვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა

მოვალის მიერ სასამართლო აღმასრულებლისათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა ან არასწორად ანდა არასრულყოფილად წარდგენა –

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან ტუსაღობით ექვს თვემდე ვადით.

    მუხლი 3772. მოვალის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედების შეუსრულებლობა

მოვალის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული იმ მოქმედების შეუსრულებლობა, რომლის შესრულება მხოლოდ მას შეუძლია –

ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასორმოცდაათიდან სამას საათამდე ან ტუსაღობით ექვს თვემდე ვადით.“.

II. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997) მე-300 მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვები „სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის“ შეიცვალოს სიტყვებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის“.

III. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) სააღსრულებო მოსაკრებელი.“.

IV. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2671 მუხლი:

    მუხლი 2671. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის და გადაწყვეტის წესი

1. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება სასამართლო სხდომაზე, რომლის დრო და ადგილი ეცნობებათ მხარეებს. მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.

2. გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.“.

V. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 24 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 244-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 244. ქონების გირავნობის უფლება

1. თუ გადასახდელის გადამხდელი არ იხდის გადასახადს დადგენილ ვადაში, დავალიანების თანხა და სანქცია-საურავები წარმოადგენს საფუძველს ამ გადამხდელის მთელი ქონების მიმართ სახელმწიფოს სასარგებლოდ გირავნობისა და იპოთეკის უფლებების გამოსაყენებლად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გირავნობის უფლება წარმოიშობა მოვალისათვის გაგზავნილი გირავნობის უფლების შესახებ შეტყობინების რეგისტრაციისას, ხოლო იპოთეკის უფლება – იპოთეკის უფლების შესახებ განცხადების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას, რომლებიც გრძელდება გადასახადის გადახდის ვალდებულების შესრულებამდე ან მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.

3. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სასამართლოში აღძრას სამოქალაქო სარჩელი ამ მუხლით გათვალისწინებული გირავნობისა და იპოთეკის უფლებების რეალიზაციისათვის. სარჩელის შეტანისას საგადასახადო ორგანო მისი უზრუნველყოფის მიზნით ითხოვს მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებას.

4. დავალიანების დაფარვისას უქმდება გირავნობისა და იპოთეკის უფლებები, რის შესახებ შეტყობინება იგზავნება საჯარო რეესტრში.“.

2. 245–249-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

3. 268-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ. სასამართლო აღმასრულებლებს – სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში.“.

VI. „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №16, მუხ. 304) 24-ე მუხლის მე-2 აბზაცის მე-7 წინადადებას ბოლოში დაემატოს სიტყვები „და სააღსრულებო პოლიციას“.

VII. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 66-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააღსრულებო პოლიციის სამმართველო – სასამართლო აღმასრულებლის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე“.

VIII. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993, №9, მუხ. 187) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სააღსრულებო პოლიციაზე, რომლის ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

IX. კანონის ამოქმედება

1. ამ კანონის II, III, IV და V თავები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის I, VI, VII და VIII თავები ამოქმედდეს 2001 წლის 22 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 5 დეკემბერი.

№638–I