საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5982
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 04/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.003.189
  • Word
5982
21/03/2008
სსმ, 9, 04/04/2008
080.000.000.05.001.003.189
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3481 და 3482 მუხლები:

    მუხლი 3481. ადმინისტრაციულ წარმოებაში ცრუ ჩვენების, ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა ანდა განზრახ არასწორად თარგმნა

ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა ან ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა ანდა თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნა, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შენიშვნა: მოწმე, ექსპერტი ან თარჯიმანი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ნებაყოფლობით განაცხადებს თავის მიერ ცრუ ჩვენების, ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემის ანდა განზრახ არასწორად თარგმნის შესახებ.

    მუხლი 3482. ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა

ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, თუ ჩვენების მიცემის ვალდებულება განსაზღვრულია კანონით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 მარტი.

№5982–რს