დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2704-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/10/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 14/11/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.017520 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 111. პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.“. 2. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 65. მოვალეობის დაკისრება პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას.“. 3. 126-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“−„მ“ ქვეპუნქტები: „ი) არაერთგზის; კ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ლ) ჯგუფურად; მ) იარაღის გამოყენებით, −“. 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1501 მუხლი: „მუხლი 1501. ქორწინების იძულება 1. ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.“. 5. 375-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: ამ კოდექსის ამ და 376-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება: ა) პირს, რომელმაც წინასწარ შეუპირებლად დაფარა ახლო ნათესავის დანაშაული; ბ) „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) პასუხისმგებელ პირს; გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხის განმხილველ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრს; დ) „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის წევრს; ე) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლის (თავშესაფრის) და კრიზისული ცენტრის პასუხისმგებელ პირებს (გარდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისა); ვ) ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირისთვის კონსულტაციების გაწევის უზრუნველმყოფი უფასო სატელეფონო დახმარების ქსელის ოპერატორს.“.
მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. |
ქუთაისი, 17 ოქტომბერი 2014 წ. N2704-Iს |
დოკუმენტის კომენტარები