დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1565 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/06/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 12/07/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 080.000.000.05.001.001.106 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1821 მუხლი:
„მუხლი 1821. შავი და ფერადი ლითონების ან მათი შემცველი ნაკეთობების დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
1. შავი და ფერადი ლითონების ან მათი შემცველი ნაკეთობების დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) საფლავის მიწისზედა ნაგებობის მიმართ;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის მიმართ;
ე) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ვ) რამაც მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულების ან სატრანსპორტო საშუალების, ენერგეტიკული, სხვა განსაკუთრებული და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ანდა მისი ნორმალური მუშაობის შეფერხება გამოიწვია;
ზ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 21 ივნისი.
№1565–IIს
დოკუმენტის კომენტარები