საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 706-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.102660
706-IIმს-XIმპ
24/06/2025
ვებგვერდი, 25/06/2025
080000000.05.001.102660
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 3521 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსზე ან ამ სამსახურის მოსამსახურეზე ზემოქმედება“;

ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსზე ან ამ სამსახურის მოსამსახურეზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

24 ივნისი 2025 წ.

N706-IIმს-XIმპ