საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4801-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.018077
4801-IIს
02/03/2016
ვებგვერდი, 22/03/2016
080000000.05.001.018077
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 207მუხლი:

  „მუხლი 2072.  ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი ან/და რეექსპორტი

 ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) ან/და რეექსპორტი –

  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

  შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.“.

  2. 2891 მუხლის:

  ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია ან/და საბაზრო ქსელში განთავსება –

  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“;

  ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

2 მარტი 2016 წ.

N4801-IIს