დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1380-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.103007 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 და 33 ნაწილები: „32. სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენა. 33. დანაშაულის ჩადენის დროს ამ მუხლის 32 ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.“. 2. 194-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ჩადენილი საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხზე აქტივობის განხორციელების მიზნით, −“; ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხზე აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.“. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3161 მუხლი: „მუხლი 3161. ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა საჯარო და სისტემატური მოქმედება, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული მოქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან მიმართულია ასეთი აღქმის დამკვიდრებისკენ და ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“. 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3191 და 3192 მუხლები: „მუხლი 3191. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან უცხოელთან არამართლზომიერი თანამშრომლობა 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტითა და 51 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოური გრანტის გრანტის მიმღების მიერ იმავე კანონით განსაზღვრული გრანტის გამცემისგან შესაბამისი თანხმობის გარეშე პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღება ან მისი გამოყენება, აგრეთვე იმავე კანონით გათვალისწინებული თანხმობის გარეშე სათანადო დოკუმენტში მითითებული მიზნისგან განსხვავებული მიზნით საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხზე აქტივობის განსახორციელებლად გრანტის მიმღების მიერ ამ ნაწილით განსაზღვრული უცხოური გრანტის გამოყენება − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. 2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14 პუნქტით ან 15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრანტის იმავე კანონით განსაზღვრული თანხმობის გარეშე მიღება ან მისი გამოყენება, აგრეთვე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 15 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დახმარების იმავე კანონით განსაზღვრული თანხმობის გარეშე გაწევა ან მიღება − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. 3. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 52 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ გრანტის იმავე კანონით განსაზღვრული თანხმობის გარეშე პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღება ან მისი გამოყენება − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. 4. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-4 პუნქტით ან 52 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული/გაცემული იმ სახსრების მიღება ან გამოყენება, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გადაცემულია/გაცემულია იმავე კანონის მე-5 ან 52 მუხლით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. 5. სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან რაიმე სხვა უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა/მინიჭება − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი (გარდა საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიისა) ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხზე აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრების სანაცვლოდ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის მთავრობაში ან მის წარმომადგენლობაში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლის მიერ ამ დამსაქმებლისთვის გაწეულ ტექნიკურ დახმარებაზე. 4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებულ წარმომადგენლობაზე, ფილიალსა და განყოფილებაზე, გარდა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის წარმომადგენლობისა, ფილიალისა და განყოფილებისა. მუხლი 319 2. საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის მიერ უცხოური სახსრების მიღება საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისგან, საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისგან ნებისმიერი სახის შემოწირულების სახით უცხოური სახსრების პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღება − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.“. 5. 355-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 355. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა 1. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 2. პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის მიერ საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ან დეკლარაციაში არსებული ხარვეზის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობა − ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“. 6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3553 მუხლი: „მუხლი 3553. მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულსახდელდადებული იურიდიული პირის მიერ ან/და ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ ამავე იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით (გამოყენებით) საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც აღნიშნული იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.“. მუხლი 2 1. თუ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 52 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა სხვა სახელმწიფოს იურიდიულმა პირმა გრანტი ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო და იგი არ გამოუყენებია, ეს იურიდიული პირი ვალდებულია მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიმართოს საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს. თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამ იურიდიულ პირს ეკრძალება გრანტის გამოყენება. აღნიშნულ იურიდიულ პირს ასევე ეკრძალება გრანტის გამოყენება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის გასვლისთანავე, თუ მან ამ ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამის სუბიექტს არ მიმართა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ან ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის გასვლისთანავე (თუ აღნიშნულმა იურიდიულმა პირმა ამ ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის სუბიექტს არ მიმართა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში) გრანტის გამოყენება გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 2. თუ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა შესაბამისმა პირმა გრანტი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიიღო და იგი არ გამოუყენებია, ეს პირი ვალდებულია მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიმართოს საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს. თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამ პირს ეკრძალება გრანტის გამოყენება. აღნიშნულ პირს ასევე ეკრძალება გრანტის გამოყენება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის გასვლისთანავე, თუ მან ამ ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის სუბიექტს არ მიმართა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ან ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის გასვლისთანავე (თუ აღნიშნულმა პირმა ამ ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის სუბიექტს არ მიმართა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში) გრანტის გამოყენება გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 3. თუ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულმა შესაბამისმა პირმა მიიღო ისეთი გრანტი, რომელიც მისი მიღების დროს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს/პირის თანხმობას არ საჭიროებდა, თუმცა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ასეთ თანხმობას საჭიროებს, ეს პირი (გრანტის მიმღები) ვალდებულია მიღებული გრანტის გამოყენებაზე თანხმობის მისაღებად ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიმართოს საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს. თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამ პირს ეკრძალება გრანტის გამოყენება. აღნიშნულ პირს ასევე ეკრძალება გრანტის გამოყენება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის გასვლისთანავე, თუ მან ამ ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის სუბიექტს არ მიმართა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ან ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის გასვლისთანავე (თუ აღნიშნულმა პირმა ამ ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის სუბიექტს არ მიმართა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში) გრანტის გამოყენება გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 4 მარტი 2026 წ. N1380-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები