საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3971-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 22/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.016090
  • Word
3971-IIს
10/12/2010
სსმ, 72, 22/12/2010
080000000.05.001.016090
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

 მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. 3771 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3771. აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო  აღმასრულებლისათვის ქონებრივი ნუსხის  წარუდგენლობა

მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო აღმასრულებლისათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა ან არასწორად ანდა არასრულყოფილად წარდგენა –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3812 მუხლი:

     „მუხლი 3812. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა

სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის შვილის გადაცემის შესახებ ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17313 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 10 დეკემბერი.

№3971–ს