დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5642-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.016598 |
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 291-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა:
1. ამ თავის მიზნებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად.
2. პირს ამ მუხლით, ამ კოდექსის 298-ე მუხლით, 299-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-300 მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იმ ქმედებისა, რომელიც ჩადენილია სახელმწიფო ნაკრძალში ან აღკვეთილში, ანდა აკრძალულ დროს ან ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მიმართ), 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, 305-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში იგი გადაიხდის დაკისრებულ თანხას, ან ამავე ვადაში დაიდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმება. აღნიშნული 45-დღიანი ვადის ათვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღეები, რომელთა დროსაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის მოქმედება შეჩერებულია კანონის საფუძველზე.
3. ამ შენიშვნის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით პირისთვის პასუხისმგებლობის არდაკისრების შემდეგ, მის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის მიღებიდან ან გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმების დადებიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2 წლის განმავლობაში აღნიშნული პირის მიერ იმავე ქმედების ხელახლა ჩადენის შემთხვევაში მასზე არ გავრცელდება ამ შენიშვნის მე-2 ნაწილის მოქმედება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 27 დეკემბერი.
№5642–რს
დოკუმენტის კომენტარები