დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2295-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.020742 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 2381 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2381. ცივი იარაღის ტარება 1. ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის ანდა იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ცივი იარაღის ტარება – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. შენიშვნა: 1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; ბ) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით; გ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; დ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; ე) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; ვ) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ამ ტანსაცმლის ნაწილია. 2. ამ კოდექსის მიზნებისთვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე, ინახავს ტანსაცმელში ან ფლობს იმგვარად, რომ შეუძლია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება. 3. ეს მუხლი ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), თუ ცივი იარაღის ტარების აკრძალვა ამ ორდერითაა გათვალისწინებული. 4. პირს, რომელსაც აქვს მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, აქვს აგრეთვე ცივი იარაღის ტარების უფლება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
|
თბილისი, 14 დეკემბერი 2022 წ. N2295-IXმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები