საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3529-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.017729
3529-IIს
01/05/2015
ვებგვერდი, 18/05/2015
080000000.05.001.017729
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. 3421 მუხლის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „სპეციალური პენიტენციური სამსახურის ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში/დაწესებულებაში დადგენილი წესის დარღვევა“;

 ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში/დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა პენიტენციური დაწესებულებიდან ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევა ან/და პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზაცია, –

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“;

 გ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

 „შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურესთან და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირებად ითვლებიან: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელი, გენერალური ინსპექციის თანამშრომელი და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელი, პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური სამსახურის მოსამსახურე, პენიტენციური დაწესებულების სოციალური სამსახურის მოსამსახურე, აგრეთვე ის საჯარო მოსამსახურე, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში უშუალოდ ასრულებს ლოჯისტიკურ, საფინანსო, ორგანიზაციულ ან სამართლებრივ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფუნქციას.“.

 2. 378-ე–380-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 „მუხლი 378. პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია

 1. პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რასაც თან ახლავს მისი ან/და მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის სხვაგვარად ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია, −

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 2. პენიტენციურ დაწესებულებაში ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით, –

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 3. პენიტენციურ დაწესებულებაში ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ან/და აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა, –

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.

 4. იგივე ქმედება:

 ა) რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის;

 ბ) ჩადენილი არაერთგზის;

 გ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.

 5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თორმეტ წლამდე.

 

 მუხლი 3781. პენიტენციურ დაწესებულებაში, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა

 1. პენიტენციურ დაწესებულებაში, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემა, –

 ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 2. იგივე ქმედება:

 ა) ჩადენილი არაერთგზის;

 ბ) ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 378-ე–379-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;

 გ) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;

 დ) ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის გადაცემით;

 ე) ჩადენილი ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გადაცემით;

 ვ) ჩადენილი იარაღის გადაცემით;

 ზ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 3. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

 შენიშვნა: აკრძალულ საგნად ჩაითვლება ყველა საგანი (ნივთი), გარდა იმ საგნებისა (ნივთებისა), რომლებიც დასაშვებია, თან იქონიოს პენიტენციურ დაწესებულებაში, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებულმა პირმა.

 

 მუხლი 3782. პენიტენციურ დაწესებულებაში, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა

 1. პენიტენციურ დაწესებულებაში, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ, აგრეთვე დროებითი ყოფნის იზოლატორში ან ჰაუპტვახტში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა, –

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 2. იგივე ქმედება:

 ა) ჩადენილი ჯგუფურად;

 ბ) ჩადენილი არაერთგზის;

 გ) ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 378-ე–379-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;

 დ) რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, –

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

 მუხლი 379. დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევა

 1. დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევა, –

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

 2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

 ა) ჯგუფურად;

 ბ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, –

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

 

 მუხლი 380. თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდისათვის თავის არიდება

 იმ მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისათვის თავის არიდება, რომელსაც პენიტენციური დაწესებულებიდან მოკლევადიანი გასვლის ნებართვა აქვს, –

 ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.

 

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 მაისი 2015 წ.

N3529-IIს