დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3902-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 31/07/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 080000000.05.001.017809 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 2021 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2021. მონიტორინგს დაქვემდებარებული კონკრეტული გარიგების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფაქტის ან გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების არსებობის ფაქტის გახმაურება 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ხელმძღვანელების ან თანამშრომლების მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული კონკრეტული გარიგების შესახებ ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდების ფაქტის ან გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების არსებობის ფაქტის გახმაურება, – ისჯება ჯარიმით ან/და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით. 2. იგივე ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 31 ივლისიდან. |
ქუთაისი, 3 ივლისი 2015 წ. N3902-რს |
დოკუმენტის კომენტარები